ახალი წლის მოახლოებასთან ერთად პსპ-მ საახალწლო ნახატების კონკურსი გამოაცხადა. მომხმარებლების ჩართულობისა და წახალისებისთვის პსპ არაერთ საინტერესო აქტივობას ახორციელებს. თითქმის მუდმივად მიმდინარეობს საბავშვო ფოტოების კონკურსი, რომლის გამარჯვებულიც ერთი თვით პსპ-ს ბავშვთა თვის აქციების სახე ხდება და საჩუქრები გადაეცემა.
„ბედნიერი ახალი წელი“ - არის კონკურსი, რომელშიც ოჯახის სხვადასხვა ასაკის წევრები ბავშვებთან ერთად საახალწლო თემატიკაზე ნახატებს ქმნიან და პსპ-ში აგზავნიან.
„თუ გინდათ თქვენი ოჯახის მიერ შესრულებული ნახატი სრულიად საქართველომ იხილოს და თქვენი ქალაქის სხვადასხვა უბანში პსპ აფთიაქის ვიტრინებზე იხილოთ, შექმენით ოჯახური ნახატი თქვენს პატარებთან ერთად, გამოგვიგზავნეთ ფოსტაზე: kids@psp.ge5 ნოემბრის ჩათვლით და დაელოდეთ ჟიურის წევრების გადაწყვეტილებას. სათაურის ველში მიუთითეთ „ბედნიერი 2019“. ნახატი სასურველია იყოს შავ-თეთრი, მარტივი, კონტურული, ფანქრით ან კალმით შესრულებული. საუკეთესო ნამუშევრების ელემენტებით PSP-ს აფთიაქების ვიტრინები გაფორმდება და ავტორები დასაჩუქრდებიან,“ - აცხადებენ პსპ-ში.
ჰიგიენისა და კოსმეტიკის პროდუქციის ფართო არჩევანი, პროფესიონალი ფარმაცევტები და კონსულტანტები, მომხმარებელზე ორიენტირებული „უფრო მეტი ვიდრე აფთიაქი“ - ეს პსპ-ს აფთიაქია. 220 პსპ აფთიაქი საქართველოს ყველა კუთხესა და დედაქალაქის ყველა უბანში მოსახლეობას მხოლოდ გარანტირებული ხარისხის 60000-ზე მეტი სახეობის პროდუქციას სთავაზობს.
R