Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე არ ვარ მთავრობის წევრი, ანგარიში გაბაროთ და რამეზე პასუხი ვაგო!" - ნინელი ჭანკვეტაძე ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
"მე არ ვარ მთავრობის წევრი, ანგარიში გაბაროთ და რამეზე პასუხი ვაგო!" - ნინელი ჭანკვეტაძე ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა

"ჩვენ დღეს ვდგა­ვართ გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე და შეგ­ვიძ­ლია, ავირ­ჩი­ოთ გზა, როცა შე­იძ­ლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვიდ­ნენ წე­სი­ე­რი, ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც არაფ­რის ეში­ნი­ათ და უყ­ვართ სა­კუ­თა­რი ქვე­ყა­ნა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ პო­ლი­ტი­კა ფუ­ლით კეთ­დე­ბა და პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი ფუ­ლია. ვფიქ­რობ, ეს მი­თიც და­იმ­სხვრე­ვა, რად­გან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და მის გუნდს უფრო მძლავ­რი ია­რა­ღი აქვს - ეს არის წე­სი­ე­რე­ბა, ღირ­სე­ბა და საქ­მის უან­გა­როდ კე­თე­ბა. რო­გორც გა­ზა­ფხუ­ლის მოს­ვლას ვე­რა­ვინ და­ა­კა­ვებს, ისე შე­უძ­ლე­ბე­ლია, ამ გუნ­დის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლა ვინ­მემ შე­ა­ჩე­როს", - ეს სი­ტყვე­ბი მსა­ხი­ობ­მა ნი­ნე­ლი ჭანკვე­ტა­ძემ 2012 წელს წარ­მოთ­ქვა, რო­დე­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გულ­მხურ­ვა­ლე მხარ­დამ­ჭე­რებს შო­რის იყო.

ამ­ჯე­რად ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვებს კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­ურ­ბის, თუ რა­ტომ? - ამის შე­სა­ხებ თვი­თონ გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნი­ნე­ლი, რას იტყვით დღეს ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე, გა­ა­მარ­თლა თქვე­ნი იმე­დე­ბი "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ"?

- მე რა­ტომ მთხოვთ პა­სუხს ვერ ვხვდე­ბი, და­გა­ვი­წყდათ ჩემი პრო­ფე­სია? მე მსა­ხი­ო­ბი ვარ და არა მთავ­რო­ბის წევ­რი! ხომ ხე­დავთ არა­ნა­ი­რი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე არ ვარ, არ წავ­სულ­ვარ იმ სტრუქ­ტუ­რებ­ში, სა­დაც შე­გეძ­ლე­ბო­დათ ჩემ­თვის რა­ი­მე ტი­პის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბა. ბო­ლოს და ბო­ლოს, დამ­თავ­რდეს და წერ­ტი­ლი და­ეს­ვას ამ ყვე­ლა­ფერს!

ყვე­ლას გთხოვთ, მე ნუ მთხოვთ პა­სუხს! თა­ნამ­დე­ბო­ბა და მთავ­რო­ბა­ში ყოფ­ნა რომ მდო­მო­და, მი­ნის­ტრი ვიქ­ნე­ბო­დი, ან პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, ანაც თე­ატ­რის დი­რექ­ტო­რი! ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მსა­ხი­ო­ბი ვარ, ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც ოთხ წე­ლი­წად­ში ერთხელ თა­ვის არ­ჩე­ვანს აკე­თებს! აქ და­ვას­რუ­ლოთ! ჩემს არ­ჩე­ვანს პი­რა­დი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მი­ხედ­ვით არა­სო­დეს გა­ვა­კე­თებ! ჩემი ცხოვ­რე­ბა ყო­ველ­თვის ასე გაგ­რძელ­დე­ბა: ვი­ყა­ვი მსა­ხი­ო­ბი, ვარ და ვიქ­ნე­ბი...

- მაგ­რამ თქვენ 2012 წელს ხალ­ხს ჰპირ­დე­ბო­დით, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლით ბევ­რი რამ სა­სი­კე­თოდ შე­იც­ვლე­ბო­და...

- მო­მის­მი­ნეთ ახლა ერთი წუ­თით, მტკნა­რი სიც­რუ­ეა, რა­საც თქვენ ბრძა­ნებთ! არ­ცერთ ჩემს გა­მოს­ვლა­ში მე არა­ვის, არა­ფერს არ შევ­პი­რე­ბი­ვარ! ვამ­ბობ­დი, რომ მე ამი­ტომ ვა­კე­თებ ამ არ­ჩე­ვანს და ვი­საც რა არ­ჩე­ვა­ნი გინ­დათ, ის გა­ა­კე­თეთ-მეთ­ქი... ცხოვ­რე­ბა­ში არა­ვის­გან არ მო­მი­თხო­ვია ის, რა­საც ჩემ თავს ვთხოვ! და­ვამ­თავ­რე, სრულ­ყო­ფი­ლი პა­სუ­ხი გა­გე­ცით!

- არ­სე­ბობს არ­ქი­ვი, სა­დაც თქვენ ხალ­ხთან შეხ­ვედ­რა­ზე აცხა­დებ­დით, რომ თი­თო­ე­ულ სო­ფელს ექ­ნე­ბო­და 5-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, ია­ფ­ფა­სი­ა­ნი, ხან­გრძლი­ვი კრე­დი­ტე­ბი... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ავტორი:

"მე არ ვარ მთავრობის წევრი, ანგარიში გაბაროთ და რამეზე პასუხი ვაგო!" - ნინელი ჭანკვეტაძე ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა

"მე არ ვარ მთავრობის წევრი, ანგარიში გაბაროთ და რამეზე პასუხი ვაგო!" - ნინელი ჭანკვეტაძე ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა

"ჩვენ დღეს ვდგავართ გზაჯვარედინზე და შეგვიძლია, ავირჩიოთ გზა, როცა შეიძლება ხელისუფლებაში მოვიდნენ წესიერი, ღირსეული ადამიანები, რომელთაც არაფრის ეშინიათ და უყვართ საკუთარი ქვეყანა. წლების განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ პოლიტიკა ფულით კეთდება და პოლიტიკაში მოსვლის ერთადერთი მიზანი ფულია. ვფიქრობ, ეს მითიც დაიმსხვრევა, რადგან ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს უფრო მძლავრი იარაღი აქვს - ეს არის წესიერება, ღირსება და საქმის უანგაროდ კეთება. როგორც გაზაფხულის მოსვლას ვერავინ დააკავებს, ისე შეუძლებელია, ამ გუნდის ხელისუფლებაში მოსვლა ვინმემ შეაჩეროს", - ეს სიტყვები მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ 2012 წელს წარმოთქვა, როდესაც "ქართული ოცნების" გულმხურვალე მხარდამჭერებს შორის იყო.

ამჯერად ქალბატონი ნინელი ჟურნალისტების კითხვებს კატეგორიულად გაურბის, თუ რატომ? - ამის შესახებ თვითონ გვესაუბრება.

- ქალბატონო ნინელი, რას იტყვით დღეს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, გაამართლა თქვენი იმედები "ქართულმა ოცნებამ"?

- მე რატომ მთხოვთ პასუხს ვერ ვხვდები, დაგავიწყდათ ჩემი პროფესია? მე მსახიობი ვარ და არა მთავრობის წევრი! ხომ ხედავთ არანაირი თანამდებობაზე არ ვარ, არ წავსულვარ იმ სტრუქტურებში, სადაც შეგეძლებოდათ ჩემთვის რაიმე ტიპის პასუხისმგებლობის დაკისრება. ბოლოს და ბოლოს, დამთავრდეს და წერტილი დაესვას ამ ყველაფერს!

ყველას გთხოვთ, მე ნუ მთხოვთ პასუხს! თანამდებობა და მთავრობაში ყოფნა რომ მდომოდა, მინისტრი ვიქნებოდი, ან პარლამენტის წევრი, ანაც თეატრის დირექტორი! ჩვეულებრივი მსახიობი ვარ, ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ თავის არჩევანს აკეთებს! აქ დავასრულოთ! ჩემს არჩევანს პირადი სარგებლის მიღების მიხედვით არასოდეს გავაკეთებ! ჩემი ცხოვრება ყოველთვის ასე გაგრძელდება: ვიყავი მსახიობი, ვარ და ვიქნები...

- მაგრამ თქვენ 2012 წელს ხალხს ჰპირდებოდით, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლით ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვლებოდა...

- მომისმინეთ ახლა ერთი წუთით, მტკნარი სიცრუეა, რასაც თქვენ ბრძანებთ! არცერთ ჩემს გამოსვლაში მე არავის, არაფერს არ შევპირებივარ! ვამბობდი, რომ მე ამიტომ ვაკეთებ ამ არჩევანს და ვისაც რა არჩევანი გინდათ, ის გააკეთეთ-მეთქი... ცხოვრებაში არავისგან არ მომითხოვია ის, რასაც ჩემ თავს ვთხოვ! დავამთავრე, სრულყოფილი პასუხი გაგეცით!

- არსებობს არქივი, სადაც თქვენ ხალხთან შეხვედრაზე აცხადებდით, რომ თითოეულ სოფელს ექნებოდა 5-მილიონიანი პროექტების განხორციელების საშუალება, იაფფასიანი, ხანგრძლივი კრედიტები... განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ