პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეში CIA ჩაერთო - ჯინა ჰასპელი სტამბოლშია
ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეში CIA ჩაერთო - ჯინა ჰასპელი სტამბოლშია

აშშ-ს ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტოს (CIA) ხელ­მძღვა­ნე­ლი ჯინა ჰას­პე­ლი თურ­ქეთ­ში გა­ემ­გზავ­რა. CNN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჰას­პე­ლის ვი­ზი­ტი სტამ­ბოლ­ში ჟურ­ნა­ლისტ ჯა­მალ ხა­შო­გის მკვლე­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

ცენ­ტრა­ლურ სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტო­ში კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ.

გახ­მა­უ­რე­ბულ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით თეთრ სახ­ლში ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტმაც ისა­უბ­რა. დო­ნალდ ტრამ­პის თქმით, ესა­უბ­რა სა­უ­დის არა­ბე­თის პრინცს მო­ჰა­მედ ბინ სალ­მანს. მან აღ­ნიშ­ნა, რომ ამე­რი­კე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­უ­დის არა­ბეთ­სა და თურ­ქეთ­ში და აშშ-ში მალე დაბ­რუნ­დე­ბი­ან.

„ჩვე­ნი ხალ­ხი ახლა სა­უ­დის არა­ბეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა. სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი ჩა­ვიდ­ნენ თურ­ქეთ­შიც. ხვალ ბევ­რი რამ მე­ცო­დი­ნე­ბა,“ - აღ­ნიშ­ნა დო­ნალდ ტრამპმა.

სა­უ­დე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას დღეს თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტი, რე­ჯეპ ტაიპ ერ­დო­ღა­ნი გა­ა­კე­თებს.

ჯა­მალ ხა­შო­გი 2 ოქ­ტომ­ბერს გა­უ­ჩი­ნარ­და - მას შემ­დეგ, რაც სტამ­ბოლ­ში სა­უ­დის არა­ბე­თის სა­კონ­სუ­ლო­ში შე­ვი­და. მისი სიკ­ვდი­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­უ­დის არა­ბე­თი არ ადას­ტუ­რებ­და, 19 დღის შემ­დეგ კი, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ზე­წო­ლის ფონ­ზე იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ეღი­ა­რე­ბი­ნა, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი გარ­და­იც­ვა­ლა. მათი ვერ­სი­ით, ხა­შო­გი და სა­კონ­სუ­ლო­ში მყო­ფი პი­რე­ბი ერ­თმა­ნეთს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ.

მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჟურ­ნა­ლის­ტი წა­მე­ბით მოკ­ლეს, ამის­თვის კი სტამ­ბოლ­ში სა­უ­დის არა­ბე­თი­დან 15 კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი ჩა­ვი­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა
ავტორი:

ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეში CIA ჩაერთო - ჯინა ჰასპელი სტამბოლშია

ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეში CIA ჩაერთო - ჯინა ჰასპელი სტამბოლშია

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ხელმძღვანელი ჯინა ჰასპელი თურქეთში გაემგზავრა. CNN-ის ინფორმაციით, ჰასპელის ვიზიტი სტამბოლში ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობას უკავშირდება.

ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში კომენტარს არ აკეთებენ.

გახმაურებულ მკვლელობასთან დაკავშირებით თეთრ სახლში ჟურნალისტებთან აშშ-ს პრეზიდენტმაც ისაუბრა. დონალდ ტრამპის თქმით, ესაუბრა საუდის არაბეთის პრინცს მოჰამედ ბინ სალმანს. მან აღნიშნა, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნები იმყოფებიან საუდის არაბეთსა და თურქეთში და აშშ-ში მალე დაბრუნდებიან.

„ჩვენი ხალხი ახლა საუდის არაბეთში იმყოფება. სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსნები ჩავიდნენ თურქეთშიც. ხვალ ბევრი რამ მეცოდინება,“ - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

საუდელი ჟურნალისტის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას დღეს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი გააკეთებს.

ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს გაუჩინარდა - მას შემდეგ, რაც სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში შევიდა. მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაციას საუდის არაბეთი არ ადასტურებდა, 19 დღის შემდეგ კი, საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის ფონზე იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ჟურნალისტი გარდაიცვალა. მათი ვერსიით, ხაშოგი და საკონსულოში მყოფი პირები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი წამებით მოკლეს, ამისთვის კი სტამბოლში საუდის არაბეთიდან 15 კაციანი ჯგუფი ჩავიდა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე