პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სისხლის აღების ტრადიცია მთაში: შურისძიების გამო გამქრალი სოფელი და შემთხვევით გადარჩენილი ჩარკვიანების გვარი
სისხლის აღების ტრადიცია მთაში: შურისძიების გამო გამქრალი სოფელი და შემთხვევით გადარჩენილი ჩარკვიანების გვარი

ყვე­ლა ხალ­ხსა და ქვე­ყა­ნა­ში სის­ხლის აღე­ბა შუ­რის­ძი­ე­ბის ერთ-ერთი სა­ხე­ო­ბა იყო. სის­ხლის აღე­ბის ადა­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში სვა­ნეთ­სა და ხევ­სუ­რეთ­ში იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. ”ხევ­სუ­რუ­ლი რჯუ­ლით” სის­ხლის აუ­ღებ­ლო­ბა თემ­ში უდი­დე­სი სირ­ცხვი­ლი იყო და მოკ­ლუ­ლის სუ­ლიც, მათი წარ­მოდ­გე­ნით, სა­ი­ქი­ო­ში იტან­ჯე­ბო­და. ამი­ტომ ხევ­სუ­რეთ­ში თა­ვი­სი ძმა­თაშ­ვი­ლის სის­ხლს არა­ვინ შე­ირ­ჩენ­და, სა­ნამ მო­სის­ხლე­თა გვა­რი არ ამო­წყდე­ბო­და.

სის­ხლის აღე­ბის ტრა­დი­ცი­ას უძ­ვე­ლეს დრო­ში ხევ­სუ­რეთ­ში არა­თუ გვა­რი, ან­დრე­ზის (სა­მა­გა­ლი­თოდ შე­მო­ნა­ხუ­ლი ამ­ბა­ვი) მი­ხედ­ვით სო­ფე­ლიც გა­დაჰ­ყო­ლია. სა­ო­ცა­რი ის­ტო­რი­ე­ბი უკავ­შირ­დე­ბა სის­ხლის აღე­ბის ტრა­დი­ცი­ას სვა­ნეთ­შიც.

ამი­რან არა­ბუ­ლი - შოთა რუს­თა­ვე­ლის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მე­ლი, ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი:

"არ­ხო­ტის ხე­ო­ბა­ში ადრე რამ­დე­ნი­მე სო­ფე­ლი იყო: ორ­ბე­ულ­თა, კვი­რიწ­მინ­და, კა­ლო­თა­ნა, თა­თხე­ლი... დღეს ეს სოფ­ლე­ბი აღარ არის, ახლა სამი სო­ფე­ლია: ამღა, ჭიმ­ღა და ახი­ე­ლა...

სო­ფე­ლი თა­თხე­ლი ახი­ე­ლას და ამ­ღებს შო­რის მდე­ბა­რე­ობ­და. ამ სო­ფელს ორი ან­დრე­ზი უკავ­შირ­დე­ბა: ერ­თის მი­ხედ­ვით თა­თხელ­ში ერთი კაცი იყო - თა­თხე­ლი­ო­ნი ძა­ლი­ან გა­თავ­ხე­დე­ბუ­ლი და გა­ამ­პარ­ტავ­ნე­ბუ­ლი. ეს კაცი გზა­ზე არა­ვის უშ­ვებ­და, თუ ვინ­მე მო­დი­ო­და ახი­ე­ლა­დან ან ამ­ღა­დან, ბაჟს ახ­დე­ვი­ნებ­და... ბაჟი იმ დრო­ში ყვე­ლი, ერბო და მსგავ­სი ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ტი იქ­ნე­ბო­და. ვი­ნა­ი­დან თა­თხე­ლი­ონს ხალ­ხი ძა­ლი­ან შე­წუ­ხე­ბუ­ლი ჰყავ­და, ერთხე­ლაც და­ი­მარ­ტო­ხე­ლეს, მთე­ლი სო­ფე­ლი და­ე­ცა და შური იძი­ეს მას­ზე.

მე­ო­რე ლე­გენ­დის მი­ხედ­ვით, სო­ფე­ლი იყო თა­თხე­ლი, სა­დაც ბევ­რი მო­სახ­ლე არ იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბუ­ლე­ბი და ძა­ლი­ან გა­თა­მა­მე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. არა­ვინ ეგო­ნათ მათი მომ­რე­ვი თუ იყო, ცას და ღრუბ­ლებს ეო­მე­ბაო, რომ იტყვი­ან, ეგე­თე­ბი იყ­ვნენ... მათი თავ­კერ­ძო­ბა და თავ­ხე­დო­ბა ვე­ღარ აი­ტა­ნეს გვერ­დი­თა სოფ­ლებ­მა და მთლი­ა­ნად ამოჟუ­ჟეს, ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბიც ამო­წყვი­ტეს. ისი­ნი კი იმი­ტომ მოკ­ლეს გვა­რის გამ­გრძე­ლე­ბე­ლი რომ არ დარ­ჩე­ნო­დათ ამ დეს­პო­ტებს და მჩაგ­ვრე­ლებს... მას შემ­დეგ ამ სოფ­ლის ად­გილ­ზე ნა­სოფ­ლა­რია. დღეს ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­სახ­ლა­რის ნი­შან­წყა­ლიც აღარ არის.

- ვინ იყ­ვნენ შუ­რის­მა­ძი­ებ­ლე­ბი?

- ალ­ბათ არ­ხო­ტე­ლე­ბი... იქ ბევ­რი გვა­რი ცხოვ­რობ­და: წიკ­ლა­უ­რე­ბი, ოჩი­ა­უ­რე­ბი, თეთ­რა­უ­ლე­ბი, ნა­რო­ზა­უ­ლე­ბი, გი­გა­უ­რე­ბი... კარ­გი ხალ­ხუ­რი ლექ­სია ამ ამ­ბავ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­მორ­ჩე­ნი­ლი. ლექსში დი­დაქ­ტი­კაც არის, შე­გო­ნე­ბაც, ყვე­ლამ რომ უნდა გა­ი­თა­ვი­სოს ეს სი­ტყვე­ბი:

"მე სოფ­ლის თავ­სა ვე­სახ­ლე და არ სო­ფე­ლი ჩემს თავ­სა/ სო­ფე­ლი კარ­გად მთავ­სობ­და, თუ მე სო­ფე­ლი მე­თავ­სა/ რა­საც სოფ­ლის­თვინ ვფიქ­რობ­დი, წინ­წინ მო­ვი­და ჩემს თავ­სა..." - გე­ნი­ა­ლუ­რი სი­ტყვე­ბია, თუ რო­გორ უნდა იქ­ცე­ო­დეს რი­გი­თი მო­სახ­ლე სო­ფელ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

გი­ორ­გი გი­გა­უ­რი - ეთ­ნო­ლო­გი, მკვლე­ვა­რი:

"სხვა­დას­ხვა დრო­ში ხევ­სუ­რეთ­ში სის­ხლის აღე­ბის ტრა­დი­ცი­ამ სხვა­დას­ხვა პი­როვ­ნე­ბე­ბი შე­ი­წი­რა, მაგ­რამ მთე­ლი გვა­რის გაქ­რო­ბა სის­ხლის აღე­ბით არ მომ­ხდა­რა... ჩვენ­თან რჯუ­ლი აწეს­რი­გებ­და სის­ხლის აღე­ბას და იმით ას­წო­რებ­და და­ნა­შა­ულს! სვა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ხევ­სუ­რუ­ლი რჯუ­ლი სის­ხლის აღე­ბას არ ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. რჯუ­ლი წეს-რი­ტუ­ა­ლე­ბით აგ­ვა­რებ­და და­ნა­შა­ულს. მთე­ლი ინ­სტი­ტუ­ტია რჯულ­ში გან­ზრახ თუ შემ­თხვე­ვი­თი და სხვა... მა­გა­ლი­თად მოწ­მე­ო­ბის "მზე­ვა­ლის" წე­სე­ბი და სხვა. "მზე­ვა­ლი" მოწ­მეს და­მა­მოწ­მე­ბე­ლია და შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე "მზე­ვა­ლი" აიყ­ვა­ნოს კაც­მა, თუ სი­მარ­თლეს ვერ ამ­ტკი­ცებს...

ერეკ­ლე საღ­ლი­ა­ნი - მწე­რა­ლი, პო­ე­ტი, პუბ­ლი­ცის­ტი, მსა­ხი­ო­ბი:

- სის­ხლის აღე­ბის ტრა­დი­ცია სა­ში­ნე­ლე­ბა იყო იმ მხრივ, რომ მკვლე­ლის ბი­ძაშ­ვი­ლებ­ზე და ახ­ლობ­ლებ­ზე ხდე­ბო­და შუ­რის­ძი­ე­ბა... თუმ­ცა ამა­საც თა­ვის წესი ჰქონ­და. თუ მკვლე­ლი და­ტო­ვებ­და იქა­უ­რო­ბას, აიყ­რე­ბო­და და სხვა­გან გა­და­სახ­ლდე­ბო­და, მა­შინ და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბი რიგ­დე­ბოდ­ნენ. თვალ­ში არ უნდა შე­ჩხე­რო­დათ დამ­ნა­შა­ვე და არ გა­ე­ღი­ზი­ა­ნე­ბი­ნა, მაგ­რამ დამ­ნა­შა­ვე ვინც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, იქა­უ­რო­ბის და­ტო­ვე­ბას სიკ­ვდი­ლი ერ­ჩივ­ნა...

დამ­ნა­შა­ვე თუ არ მი­დი­ო­და, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მხა­რე აღა­რა­ვის ზო­გავ­და... "შენ მე მა­ი­ძუ­ლებ ია­რა­ღი ავი­ღო? მა­შინ არა­ვის დაგ­ზო­გავთ" - ასე­თი მიდ­გო­მა იყო. დამ­ნა­შა­ვის ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი გა­მო­დი­ოდ­ნენ რო­გორც მკვლე­ლის თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბი. მე­ო­რეც: მკვლე­ლის ისევ იქ ცხოვ­რე­ბას, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი რო­გორც და­ცინ­ვას, მას­ხრად აგ­დე­ბად აღიქ­ვამ­და! თუ სა­ცხოვ­რე­ბელს და­ტო­ვებ­და, მშვი­დო­ბა მყარ­დე­ბო­და, რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო სვა­ნურ სა­მარ­თალ­ში! შენ თუ და­ნა­შა­ულს ჩა­ი­დენ­დი, აღარ უნდა მი­გეყ­ვა­ნა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი იმ დო­ნემ­დე, რომ სის­ხლი აეღო! ღირ­სე­უ­ლად უნდა მოქ­ცე­უ­ლი­ყა­ვი!

- რო­მელ სა­უ­კუ­ნემ­დე გრძელ­დე­ბო­და სის­ხლის აღე­ბის ტრა­დი­ცია?

- სის­ხლის აღე­ბის ტრა­დი­ცია ოდით­გან­ვე იყო... მა­გა­ლი­თად, XVI - XVII სა­უ­კუ­ნე­ში სო­ფელ ლა­ტალ­ში, მთლი­ა­ნად ამო­წყვი­ტეს ჩარ­კვი­ა­ნე­ბის გვა­რი. ერთი ბავ­შვი თურ­მე შემ­თხვე­ვით იყო დე­დუ­ლეთ­ში, ის გა­დარ­ჩა და შემ­დეგ იქე­დან მო­შენ­და ჩარ­კვი­ა­ნე­ბის გვა­რი.

სა­ში­ნე­ლი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და: ჩარ­კვი­ა­ნის კაცს ახალ­გაზ­რდა გოგო მო­ე­წო­ნა, მი­ეჭ­რა თურ­მე კა­ლო­ზე, იშიშ­ვლა ხმა­ლი და ქალი შუ­ა­ზე გაჭ­რა... რა თქმა უნდა, სა­ში­ნე­ლი და­ნა­შა­უ­ლი იყო და დამ­ნა­შა­ვე უმ­კაც­რე­სად უნდა დას­ჯი­ლი­ყო! ამ სო­ფელ­ში სა­ოც­რად მორ­წმუ­ნე ხალ­ხი იყო... კო­მუ­ნის­ტე­ბის პე­რი­ოდ­ში ყველ­გან აკ­რძა­ლუ­ლი იყო რე­ლი­გი­უ­რი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი და იქ აღ­ნიშ­ნავ­დნენ. მათ სი­ნა­ნუ­ლი ჰქონ­დათ, ახ­ლაც დიდი აღ­ტა­ცე­ბა არ აქვთ ამ ამ­ბავ­ზე, რაც ჩარ­კვი­ა­ნე­ბის გვა­რის მი­მართ მოხ­და... გა­გუ­ლი­სე­ბუ­ლი ხალ­ხის ცხელ გულ­ზე ჩა­დე­ნი­ლი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა იყო.

კარ­გი გოგო თუ იყო სო­ფელ­ში, ის მთე­ლი სოფ­ლის სახე იყო. სო­ფე­ლი უფრთხილ­დე­ბო­და, არა­ვის რომ არა­ფე­რი ეკად­რე­ბი­ნა, მთე­ლი სო­ფე­ლი იყო მისი დამ­ცვე­ლი! ჩარ­კვი­ა­ნე­ბის გვა­რი ძა­ლი­ან ძლი­ე­რი იყო სო­ფელ­ში და მის წარ­მო­მად­გე­ნელს პი­რი­ქით იქეთ უნდა ჰქო­ნო­და მცდე­ლო­ბა ამ გო­გოს ღირ­სე­ბა და­ეც­ვა! ამ დროს უპა­ტი­ე­ბე­ლი რამ ჩა­ი­დი­ნა! და­მა­ინ­ტე­რე­სა, ქალი რა გვა­რის იყო და სვა­ნეთ­ში რომ ვი­კი­თხე, ვე­რა­ვინ მი­პა­სუ­ხა...

სის­ხლის აღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­დევ ერთ სა­ო­ცარ ამ­ბავს გი­ამ­ბობთ: კაცს სვა­ნეთ­ში ძმა მო­უკ­ლეს (ზუს­ტად არ მახ­სოვს ბეჩო იყო თუ ეწე­რი) და ეს კაცი სის­ხლის ასა­ღე­ბად წა­ვი­და. ამინ­დი გან­გებ შე­არ­ჩია ისე­თი, ძლი­ე­რი თოვა რომ იყო და მუშ­ტი­სო­დე­ნა ფან­ტე­ლე­ბი ცვი­ო­და - დღეს ვინ იფიქ­რებს კაცი, რომ კარ­ში გა­ვაო... ძმის მკვლე­ლის სახ­ლთან ცოტა მო­შო­რე­ბით გა­ჩერ­და, რო­გორც კი სახ­ლი­დან გა­მო­ვი­დო­და, მა­შინ­ვე რომ მო­ეკ­ლა. ამ დროს წა­მო­ვი­და ზვა­ვი და მთე­ლი სო­ფე­ლი წა­ლე­კა. მი­ვი­და ეს კაცი და ზვავ­ში მო­ყო­ლი­ლი ხალ­ხის ამო­თხრა და­ი­წყო. ცო­ცხა­ლი მხო­ლოდ ის აღ­მოჩ­ნდა, ვის მო­საკ­ლა­ვა­დაც იყო წა­სუ­ლი...

ყვე­ლა­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლი ამ კა­ცის სი­ტყვე­ბი იყო დამ­ნა­შა­ვის მი­მართ: "მე რომ შენ მოგ­კლა, მთე­ლი სო­ფე­ლი უნდა მოკ­ვდე­სო..." ცო­ცხა­ლი და­ტო­ვა დამ­ნა­შა­ვე, სო­ფე­ლი რომ არ მომ­კვდა­რი­ყო... აი რამ­ხე­ლა რა­მეა ამ სი­ტყვებ­ში! სო­ფე­ლი არ გა­და­ა­შე­ნა... ამ დამ­ნა­შა­ვემ ოჯა­ხი შექ­მნა, გამ­რავ­ლდა და მერე ბე­რად აღიკ­ვე­ცა... ესეც ერთ-ერთი გზა იყო დამ­ნა­შა­ვის­თვის: თუ შენ არ გინ­დო­და მტრო­ბა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო და არაფ­რით გინ­დო­და იქა­უ­რო­ბის და­ტო­ვე­ბა, ბე­რად უნდა წა­სუ­ლი­ყა­ვი.

სოსო ჯაჭვლი­ან­მა ფილ­მი "სვა­ნი" რომ გა­და­ი­ღო, იქ არის სცე­ნა, სა­დაც ტყე­ში ხდე­ბა და­ფი­ცე­ბა... ერ­თმა მი­თხრა, რო­დის იყო სვა­ნი ტყე­ში იფი­ცებ­და, ყო­ველ­თვის ეკ­ლე­სი­ას­თან მი­დი­ო­დაო... ზუს­ტად ეს აჩ­ვე­ნა რე­ჟი­სორ­მა, რომ წე­სე­ბი შერყვნი­ლია და შე­ლა­ხუ­ლი. იმა­საც კი აკე­თე­ბენ, რომ ტყე­ში ხატი გა­აქვთ და იქ ხდე­ბა და­ფი­ცე­ბა! აღარ არის ის წმინ­და წე­სე­ბი ად­რინ­დე­ლი სა­ხით!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

სისხლის აღების ტრადიცია მთაში: შურისძიების გამო გამქრალი სოფელი და შემთხვევით გადარჩენილი ჩარკვიანების გვარი

სისხლის აღების ტრადიცია მთაში: შურისძიების გამო გამქრალი სოფელი და შემთხვევით გადარჩენილი ჩარკვიანების გვარი

ყველა ხალხსა და ქვეყანაში სისხლის აღება შურისძიების ერთ-ერთი სახეობა იყო. სისხლის აღების ადათი საქართველოში სვანეთსა და ხევსურეთში იყო გავრცელებული. ”ხევსურული რჯულით” სისხლის აუღებლობა თემში უდიდესი სირცხვილი იყო და მოკლულის სულიც, მათი წარმოდგენით, საიქიოში იტანჯებოდა. ამიტომ ხევსურეთში თავისი ძმათაშვილის სისხლს არავინ შეირჩენდა, სანამ მოსისხლეთა გვარი არ ამოწყდებოდა.

სისხლის აღების ტრადიციას უძველეს დროში ხევსურეთში არათუ გვარი, ანდრეზის (სამაგალითოდ შემონახული ამბავი) მიხედვით სოფელიც გადაჰყოლია. საოცარი ისტორიები უკავშირდება სისხლის აღების ტრადიციას სვანეთშიც.

ამირან არაბული - შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის მეცნიერ-თანამშრომელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი:

"არხოტის ხეობაში ადრე რამდენიმე სოფელი იყო: ორბეულთა, კვირიწმინდა, კალოთანა, თათხელი... დღეს ეს სოფლები აღარ არის, ახლა სამი სოფელია: ამღა, ჭიმღა და ახიელა...

სოფელი თათხელი ახიელას და ამღებს შორის მდებარეობდა. ამ სოფელს ორი ანდრეზი უკავშირდება: ერთის მიხედვით თათხელში ერთი კაცი იყო - თათხელიონი ძალიან გათავხედებული და გაამპარტავნებული. ეს კაცი გზაზე არავის უშვებდა, თუ ვინმე მოდიოდა ახიელადან ან ამღადან, ბაჟს ახდევინებდა... ბაჟი იმ დროში ყველი, ერბო და მსგავსი ნატურალური პროდუქტი იქნებოდა. ვინაიდან თათხელიონს ხალხი ძალიან შეწუხებული ჰყავდა, ერთხელაც დაიმარტოხელეს, მთელი სოფელი დაეცა და შური იძიეს მასზე.

მეორე ლეგენდის მიხედვით, სოფელი იყო თათხელი, სადაც ბევრი მოსახლე არ იქნებოდა, მაგრამ თავზეხელაღებულები და ძალიან გათამამებულები იყვნენ. არავინ ეგონათ მათი მომრევი თუ იყო, ცას და ღრუბლებს ეომებაო, რომ იტყვიან, ეგეთები იყვნენ... მათი თავკერძობა და თავხედობა ვეღარ აიტანეს გვერდითა სოფლებმა და მთლიანად ამოჟუჟეს, ქალები და ბავშვებიც ამოწყვიტეს. ისინი კი იმიტომ მოკლეს გვარის გამგრძელებელი რომ არ დარჩენოდათ ამ დესპოტებს და მჩაგვრელებს... მას შემდეგ ამ სოფლის ადგილზე ნასოფლარია. დღეს ადამიანების ნასახლარის ნიშანწყალიც აღარ არის.

- ვინ იყვნენ შურისმაძიებლები?

- ალბათ არხოტელები... იქ ბევრი გვარი ცხოვრობდა: წიკლაურები, ოჩიაურები, თეთრაულები, ნაროზაულები, გიგაურები... კარგი ხალხური ლექსია ამ ამბავთან დაკავშირებით შემორჩენილი. ლექსში დიდაქტიკაც არის, შეგონებაც, ყველამ რომ უნდა გაითავისოს ეს სიტყვები:

"მე სოფლის თავსა ვესახლე და არ სოფელი ჩემს თავსა/ სოფელი კარგად მთავსობდა, თუ მე სოფელი მეთავსა/ რასაც სოფლისთვინ ვფიქრობდი, წინწინ მოვიდა ჩემს თავსა..." - გენიალური სიტყვებია, თუ როგორ უნდა იქცეოდეს რიგითი მოსახლე სოფელთან მიმართებაში.

გიორგი გიგაური - ეთნოლოგი, მკვლევარი:

"სხვადასხვა დროში ხევსურეთში სისხლის აღების ტრადიციამ სხვადასხვა პიროვნებები შეიწირა, მაგრამ მთელი გვარის გაქრობა სისხლის აღებით არ მომხდარა... ჩვენთან რჯული აწესრიგებდა სისხლის აღებას და იმით ასწორებდა დანაშაულს! სვანეთისგან განსხვავებით, ხევსურული რჯული სისხლის აღებას არ ითვალისწინებდა. რჯული წეს-რიტუალებით აგვარებდა დანაშაულს. მთელი ინსტიტუტია რჯულში განზრახ თუ შემთხვევითი და სხვა... მაგალითად მოწმეობის "მზევალის" წესები და სხვა. "მზევალი" მოწმეს დამამოწმებელია და შეიძლება რამდენიმე "მზევალი" აიყვანოს კაცმა, თუ სიმართლეს ვერ ამტკიცებს...

ერეკლე საღლიანი - მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, მსახიობი:

- სისხლის აღების ტრადიცია საშინელება იყო იმ მხრივ, რომ მკვლელის ბიძაშვილებზე და ახლობლებზე ხდებოდა შურისძიება... თუმცა ამასაც თავის წესი ჰქონდა. თუ მკვლელი დატოვებდა იქაურობას, აიყრებოდა და სხვაგან გადასახლდებოდა, მაშინ დაპირისპირებული მხარეები რიგდებოდნენ. თვალში არ უნდა შეჩხეროდათ დამნაშავე და არ გაეღიზიანებინა, მაგრამ დამნაშავე ვინც არ უნდა ყოფილიყო, იქაურობის დატოვებას სიკვდილი ერჩივნა...

დამნაშავე თუ არ მიდიოდა, დაზარალებული მხარე აღარავის ზოგავდა... "შენ მე მაიძულებ იარაღი ავიღო? მაშინ არავის დაგზოგავთ" - ასეთი მიდგომა იყო. დამნაშავის ბიძაშვილები და ახლობლები გამოდიოდნენ როგორც მკვლელის თანამზრახველები. მეორეც: მკვლელის ისევ იქ ცხოვრებას, დაზარალებული როგორც დაცინვას, მასხრად აგდებად აღიქვამდა! თუ საცხოვრებელს დატოვებდა, მშვიდობა მყარდებოდა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სვანურ სამართალში! შენ თუ დანაშაულს ჩაიდენდი, აღარ უნდა მიგეყვანა დაზარალებული იმ დონემდე, რომ სისხლი აეღო! ღირსეულად უნდა მოქცეულიყავი!

- რომელ საუკუნემდე გრძელდებოდა სისხლის აღების ტრადიცია?

- სისხლის აღების ტრადიცია ოდითგანვე იყო... მაგალითად, XVI - XVII საუკუნეში სოფელ ლატალში, მთლიანად ამოწყვიტეს ჩარკვიანების გვარი. ერთი ბავშვი თურმე შემთხვევით იყო დედულეთში, ის გადარჩა და შემდეგ იქედან მოშენდა ჩარკვიანების გვარი.

საშინელი დანაშაული მოხდა: ჩარკვიანის კაცს ახალგაზრდა გოგო მოეწონა, მიეჭრა თურმე კალოზე, იშიშვლა ხმალი და ქალი შუაზე გაჭრა... რა თქმა უნდა, საშინელი დანაშაული იყო და დამნაშავე უმკაცრესად უნდა დასჯილიყო! ამ სოფელში საოცრად მორწმუნე ხალხი იყო... კომუნისტების პერიოდში ყველგან აკრძალული იყო რელიგიური დღესასწაულები და იქ აღნიშნავდნენ. მათ სინანული ჰქონდათ, ახლაც დიდი აღტაცება არ აქვთ ამ ამბავზე, რაც ჩარკვიანების გვარის მიმართ მოხდა... გაგულისებული ხალხის ცხელ გულზე ჩადენილი ანგარიშსწორება იყო.

კარგი გოგო თუ იყო სოფელში, ის მთელი სოფლის სახე იყო. სოფელი უფრთხილდებოდა, არავის რომ არაფერი ეკადრებინა, მთელი სოფელი იყო მისი დამცველი! ჩარკვიანების გვარი ძალიან ძლიერი იყო სოფელში და მის წარმომადგენელს პირიქით იქეთ უნდა ჰქონოდა მცდელობა ამ გოგოს ღირსება დაეცვა! ამ დროს უპატიებელი რამ ჩაიდინა! დამაინტერესა, ქალი რა გვარის იყო და სვანეთში რომ ვიკითხე, ვერავინ მიპასუხა...

სისხლის აღებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ საოცარ ამბავს გიამბობთ: კაცს სვანეთში ძმა მოუკლეს (ზუსტად არ მახსოვს ბეჩო იყო თუ ეწერი) და ეს კაცი სისხლის ასაღებად წავიდა. ამინდი განგებ შეარჩია ისეთი, ძლიერი თოვა რომ იყო და მუშტისოდენა ფანტელები ცვიოდა - დღეს ვინ იფიქრებს კაცი, რომ კარში გავაო... ძმის მკვლელის სახლთან ცოტა მოშორებით გაჩერდა, როგორც კი სახლიდან გამოვიდოდა, მაშინვე რომ მოეკლა. ამ დროს წამოვიდა ზვავი და მთელი სოფელი წალეკა. მივიდა ეს კაცი და ზვავში მოყოლილი ხალხის ამოთხრა დაიწყო. ცოცხალი მხოლოდ ის აღმოჩნდა, ვის მოსაკლავადაც იყო წასული...

ყველაზე მოულოდნელი ამ კაცის სიტყვები იყო დამნაშავის მიმართ: "მე რომ შენ მოგკლა, მთელი სოფელი უნდა მოკვდესო..." ცოცხალი დატოვა დამნაშავე, სოფელი რომ არ მომკვდარიყო... აი რამხელა რამეა ამ სიტყვებში! სოფელი არ გადააშენა... ამ დამნაშავემ ოჯახი შექმნა, გამრავლდა და მერე ბერად აღიკვეცა... ესეც ერთ-ერთი გზა იყო დამნაშავისთვის: თუ შენ არ გინდოდა მტრობა გაგრძელებულიყო და არაფრით გინდოდა იქაურობის დატოვება, ბერად უნდა წასულიყავი.

სოსო ჯაჭვლიანმა ფილმი "სვანი" რომ გადაიღო, იქ არის სცენა, სადაც ტყეში ხდება დაფიცება... ერთმა მითხრა, როდის იყო სვანი ტყეში იფიცებდა, ყოველთვის ეკლესიასთან მიდიოდაო... ზუსტად ეს აჩვენა რეჟისორმა, რომ წესები შერყვნილია და შელახული. იმასაც კი აკეთებენ, რომ ტყეში ხატი გააქვთ და იქ ხდება დაფიცება! აღარ არის ის წმინდა წესები ადრინდელი სახით!

CIU-ს მეცხრე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 2021 წელს ონლაინ ფორმატში ჩატარდება

ევროკავშირის მხარდაჭერით BTU-ში ახალი ტექლაბი “ინდუსტრია 4.0” გაიხსნა

"ან ვაქცინაციის გზა ავირჩიოთ და ხელ-ფეხი გახსნილი გვექნება ბედნიერი ცხოვრებისკენ, ან უარი ვთქვათ და მოგვიწევს "ლოკდაუნების“ შემოღება" - თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას მიმართავს