პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წელიწადია ერთად ვცხოვრობთ... ჩემზე ათი წლით უფროსია" - ვინ არის ქალი, რომელმაც გიორგი ვარდოსანიძეს ავსტრალიიდან ჩამოაკითხა
"წელიწადია ერთად ვცხოვრობთ... ჩემზე ათი წლით უფროსია" - ვინ არის ქალი, რომელმაც გიორგი ვარდოსანიძეს ავსტრალიიდან ჩამოაკითხა

ცოტა ხნის წინ გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფოტო დადო, წარ­წე­რით: "ბიძა გავ­ხდი". რო­გორც აღ­მოჩ­ნდა ბავ­შვებ­თან ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს და ეუბ­ნე­ბი­ან კი­დეც, რომ კარ­გი მამა იქ­ნე­ბა. შე­იძ­ლე­ბა, მა­მო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ცოტა ად­რეა, თუმ­ცა, რო­გორც გვი­თხრა, უკვე ერთი წე­ლია, ცო­ლი­ა­ნია და საყ­ვა­რელ ქალ­თან, იუ­ლია აი­რა­პე­ტი­ან­თან ერ­თად ცხოვ­რობს.

- ქა­ლე­ბი შენს ცხოვ­რე­ბა­ში...

- ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე დიდი "კა­ი­ფი" ეგაა ჩემ­თვის, ად­რე­ნა­ლი­ნი­სა და ენ­დორ­ფი­ნე­ბის მა­ნი­ა­კი ვარ. სექსზე დიდი "კა­ი­ფი" ჩემ­თვის არ არ­სე­ბობს. ეგ და მო­ტო­ციკ­ლი შე­იძ­ლე­ბა, და­ვა­ყე­ნო ერ­თად. ბევ­რჯერ უთ­ქამთ, მე­ქალ­თა­ნე ხარო, ჯერ ამისხნან, რა არის მე­ქალ­თა­ნე და კი, ბა­ტო­ნო... როცა თა­ვი­სუ­ფა­ლი ვი­ყა­ვი, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ­დი, რომ ჩემ გვერ­დით ძა­ლი­ან ბევ­რი ლა­მა­ზი ქალ­ბა­ტო­ნი ყო­ფი­ლი­ყო და იყო კი­დეც. თუ მე­ქალ­თა­ნე­ო­ბა ისაა, როცა დღეს ერ­თთან გაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა და ხვალ სხვას­თან, მა­შინ კი ბა­ტო­ნო, ვარ მე­ქალ­თა­ნე, მაგ­რამ ეს ყო­ველ­თვის გარ­კვე­უ­ლი იყო, არას­დროს არა­ვინ მო­მი­ტყუ­ე­ბია.

- ახლა რა ხდე­ბა შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- მე ცო­ლი­ა­ნი ვარ უკვე ერთი წე­ლია და ამის შე­სა­ხებ ხმა­მაღ­ლა ვთქვი, წინა ახალ წელს დავ­დე პოს­ტი, რომ გავ­ბედ­ნი­ერ­დი და ეს ადა­მი­ა­ნი ჩემ­თან ერ­თად არის. ქარ­თვე­ლი არაა. ავ­სტრა­ლი­ა­ში ცხოვ­რობ­და, ერ­თმა­ნე­თი გა­და­ღე­ბებ­ზე გა­ვი­ცა­ნით. თა­ვი­დან ონ­ლა­ინ-ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, მერე ჩა­მო­ვი­და და ჩემ­თან დარ­ჩა. დღეს ერ­თად ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ. მისი დის­შვი­ლია ეს ბავ­შვი, ვისი ბი­ძაც გავ­ხდი. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ბევ­რი არ ვი­ლა­პა­რა­კო, თუმ­ცა არ ვმა­ლავ.

- ქმა­რი გი­ორ­გი რო­გო­რია?

- არ ვიცი, ის ამ­ბობს, რომ კარ­გია. სხვა­ნა­ი­რად ავ­სტრა­ლი­ი­დან ხომ არ ჩა­მო­ვი­დო­და?! 23 წელი რომ იქ ცხოვ­რობ, აქ ჩა­მოხ­ვალ? ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ, რომ კომ­ფორ­ტი შე­ვუქ­მნა იმ ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გა­ა­კე­თა ჩემ­თვის, თუნ­დაც ის, რომ აქ ჩა­მო­ვი­და. პირ­და­პირ ვი­ტყვი, მე ვერ ჩა­ვი­დო­დი, აქ ჩა­მო­ვი­და სა­უ­კე­თე­სო ქვეყ­ნი­დან, გიჟ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ზე, ჩვენს კულ­ტუ­რა­სა და ხალ­ხზე. ბევ­რი მე­გო­ბა­რი გა­ი­ჩი­ნა და ამ­ბობს, რომ ასე ში­ნა­უ­რუ­ლად და ბედ­ნი­ე­რად სიდ­ნე­ი­შიც არ გრძნობ­და თავს. თე­ატრზე გიჟ­დე­ბა, და­დის ოპე­რა­ში, სა­ლო­ნებ­ში, გა­ლე­რე­ებს ათ­ვა­ლი­ე­რებს. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ინ­ტე­რე­სო კუ­თხე­ებ­ში დამ­ყავს და ბა­თუმ­ზე ჭკუა ეკე­ტე­ბა. შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბა წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი გაგ­ვიგ­რძელ­და.

ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჯერ არ დავ­ქორ­წი­ნე­ბულ­ვართ, მაგ­რამ ერთი წე­ლია, ერ­თად ვცხოვ­რობთ. ოფი­ცი­ა­ლუ­რო­ბა ყელ­შია ამო­სუ­ლი. ეგ უკვე გა­მო­ვი­ა­რე და მგო­ნია, რომ მთა­ვა­რი გან­წყო­ბაა. თავს ფან­ტას­ტი­კუ­რად ვგრძნობ მეც და ისიც. მე­უბ­ნე­ბა, რომ რო­გორც ჩვენ ვგრძნობთ თავს სა­კუ­თარ ქა­ლაქ­ში, უკვე ერთი წე­ლია, ისიც ასეა. თა­ვი­დან ცოტა რთუ­ლი იყო, მარ­ტო ვერ ვუშ­ვებ­დი, იმი­ტომ რომ გზე­ბი არ იცო­და, ნა­ვი­გა­ტო­რით და­დი­ო­და და სად­მე რომ წა­ვი­დო­და, გიჟს ვგავ­დი, ხომ არ და­ი­კარ­გა-მეთ­ქი. ძა­ლი­ან კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რია და ად­ვი­ლად იმახ­სოვ­რებს ყვე­ლა­ფერს.

- 23 წლი­საა?

- არა, 23 წელი სიდ­ნე­ი­ში ცხოვ­რობ­და, მა­ნამ­დე მოს­კოვ­ში. ორ­მო­ცის გახ­დე­ბა ახლა, ჩემ­ზე ათი წლით უფ­რო­სია. ფან­ტას­ტი­კუ­რი შეგ­რძნე­ბაა, ორი დედა გყავს, გიფრ­თხილ­დე­ბი­ან და ძა­ლი­ან მა­გა­რია.

ქეთი კა­პა­ნა­ძე, ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი"

ავტორი:

"წელიწადია ერთად ვცხოვრობთ... ჩემზე ათი წლით უფროსია" - ვინ არის ქალი, რომელმაც გიორგი ვარდოსანიძეს ავსტრალიიდან ჩამოაკითხა

"წელიწადია ერთად ვცხოვრობთ... ჩემზე ათი წლით უფროსია" - ვინ არის ქალი, რომელმაც გიორგი ვარდოსანიძეს ავსტრალიიდან ჩამოაკითხა

ცოტა ხნის წინ გიორგი ვარდოსანიძემ სოციალურ ქსელში ფოტო დადო, წარწერით: "ბიძა გავხდი". როგორც აღმოჩნდა ბავშვებთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და ეუბნებიან კიდეც, რომ კარგი მამა იქნება. შეიძლება, მამობაზე საუბარი ცოტა ადრეა, თუმცა, როგორც გვითხრა, უკვე ერთი წელია, ცოლიანია და საყვარელ ქალთან, იულია აირაპეტიანთან ერთად ცხოვრობს.

- ქალები შენს ცხოვრებაში...

- ალბათ, ყველაზე დიდი "კაიფი" ეგაა ჩემთვის, ადრენალინისა და ენდორფინების მანიაკი ვარ. სექსზე დიდი "კაიფი" ჩემთვის არ არსებობს. ეგ და მოტოციკლი შეიძლება, დავაყენო ერთად. ბევრჯერ უთქამთ, მექალთანე ხარო, ჯერ ამისხნან, რა არის მექალთანე და კი, ბატონო... როცა თავისუფალი ვიყავი, მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ჩემ გვერდით ძალიან ბევრი ლამაზი ქალბატონი ყოფილიყო და იყო კიდეც. თუ მექალთანეობა ისაა, როცა დღეს ერთთან გაქვს ურთიერთობა და ხვალ სხვასთან, მაშინ კი ბატონო, ვარ მექალთანე, მაგრამ ეს ყოველთვის გარკვეული იყო, არასდროს არავინ მომიტყუებია.

- ახლა რა ხდება შენს ცხოვრებაში?

- მე ცოლიანი ვარ უკვე ერთი წელია და ამის შესახებ ხმამაღლა ვთქვი, წინა ახალ წელს დავდე პოსტი, რომ გავბედნიერდი და ეს ადამიანი ჩემთან ერთად არის. ქართველი არაა. ავსტრალიაში ცხოვრობდა, ერთმანეთი გადაღებებზე გავიცანით. თავიდან ონლაინ-ურთიერთობა გვქონდა, მერე ჩამოვიდა და ჩემთან დარჩა. დღეს ერთად ძალიან ბედნიერები ვართ. მისი დისშვილია ეს ბავშვი, ვისი ბიძაც გავხდი. მაქსიმალურად ვცდილობ, ამ ყველაფერზე ბევრი არ ვილაპარაკო, თუმცა არ ვმალავ.

- ქმარი გიორგი როგორია?

- არ ვიცი, ის ამბობს, რომ კარგია. სხვანაირად ავსტრალიიდან ხომ არ ჩამოვიდოდა?! 23 წელი რომ იქ ცხოვრობ, აქ ჩამოხვალ? ყველანაირად ვცდილობ, რომ კომფორტი შევუქმნა იმ ადამიანს, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩემთვის, თუნდაც ის, რომ აქ ჩამოვიდა. პირდაპირ ვიტყვი, მე ვერ ჩავიდოდი, აქ ჩამოვიდა საუკეთესო ქვეყნიდან, გიჟდება საქართველოზე, ჩვენს კულტურასა და ხალხზე. ბევრი მეგობარი გაიჩინა და ამბობს, რომ ასე შინაურულად და ბედნიერად სიდნეიშიც არ გრძნობდა თავს. თეატრზე გიჟდება, დადის ოპერაში, სალონებში, გალერეებს ათვალიერებს. საქართველოს საინტერესო კუთხეებში დამყავს და ბათუმზე ჭკუა ეკეტება. შეყვარებულობა წელიწად-ნახევარი გაგვიგრძელდა.

ოფიციალურად ჯერ არ დავქორწინებულვართ, მაგრამ ერთი წელია, ერთად ვცხოვრობთ. ოფიციალურობა ყელშია ამოსული. ეგ უკვე გამოვიარე და მგონია, რომ მთავარი განწყობაა. თავს ფანტასტიკურად ვგრძნობ მეც და ისიც. მეუბნება, რომ როგორც ჩვენ ვგრძნობთ თავს საკუთარ ქალაქში, უკვე ერთი წელია, ისიც ასეა. თავიდან ცოტა რთული იყო, მარტო ვერ ვუშვებდი, იმიტომ რომ გზები არ იცოდა, ნავიგატორით დადიოდა და სადმე რომ წავიდოდა, გიჟს ვგავდი, ხომ არ დაიკარგა-მეთქი. ძალიან კომუნიკაბელურია და ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს.

- 23 წლისაა?

- არა, 23 წელი სიდნეიში ცხოვრობდა, მანამდე მოსკოვში. ორმოცის გახდება ახლა, ჩემზე ათი წლით უფროსია. ფანტასტიკური შეგრძნებაა, ორი დედა გყავს, გიფრთხილდებიან და ძალიან მაგარია.

ქეთი კაპანაძე, ჟურნალი "თბილისელები"

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს