პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გავუმკლავდეთ სტრესით სავსე ყოველდღიურობას- ოცდამეერთე საუკუნის ყველაზე გავრცელებული დაავადება
როგორ გავუმკლავდეთ სტრესით სავსე ყოველდღიურობას- ოცდამეერთე საუკუნის ყველაზე გავრცელებული დაავადება

სტრე­სი იმ დამ­ცა­ვი ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი რე­აქ­ცი­ე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბაა, რომ­ლე­ბიც ორ­გა­ნიზ­მში გა­რე­მოს მავ­ნე ფაქ­ტო­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, მათ­გან და­სა­ცა­ვად წარ­მო­ი­შო­ბა.

სტრე­სის დროს სის­ხლში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ად­რე­ნა­ლი­ნი გა­მო­ი­ტყორ­ცნე­ბა, ცხად­დე­ბა სა­რე­ზერ­ვო ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცია, გარ­კვე­უ­ლი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მკვეთ­რად იზ­რდე­ბა ადა­მი­ა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

თავ­და­პირ­ვე­ლად ყო­ვე­ლი­ვე ეს და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს ორ­გა­ნიზ­მზე. ეს ზე­მოქ­მე­დე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გან­სა­ზღვრულ დრო­ის მო­ნაკ­ვეთს მო­ი­ცავს. ხან­მოკ­ლე სტრე­სი ადა­მი­ა­ნის­თვის უვ­ნე­ბე­ლია, მე­ტიც - მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის უკეთ შეს­რუ­ლე­ბა­საც კი უწყობს ხელს, მა­შინ როცა ხან­გრძლივ­სა და მნიშ­ვნე­ლო­ვან სტრესს, რო­მე­ლიც კვი­რა­ო­ბით, თვე­ო­ბით, წლო­ბით გრძელ­დე­ბა, შე­უძ­ლია, მძი­მე და­ა­ვა­დე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს, რად­გან ორ­გა­ნიზ­მის ზო­გა­და­დაპ­ტა­ცი­ურ ძა­ლებს გა­მო­ფიტ­ვის გამო აღარ შე­უძ­ლი­ათ ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ფუნ­ქცი­ე­ბის ნორ­მა­ლურ კა­ლა­პოტ­ში დაბ­რუ­ნე­ბა.

სტრე­სის ფორ­მე­ბი:

ქრო­ნი­კუ­ლი სტრე­სი ან­გრევს ადა­მი­ა­ნის მო­რა­ლურ ჯან­მრთე­ლო­ბას და მძი­მე სო­მა­ტუ­რი და ფსი­ქი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მოწ­ვე­ვა შე­უძ­ლია. არ­სე­ბობს სტრე­სის ხან­მოკ­ლე და ხან­გრძლი­ვი, სხვაგ­ვა­რად - მწვა­ვე და ქრო­ნი­კუ­ლი, ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი (ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი და ემო­ცი­უ­რი) ფორ­მე­ბი.

მწვა­ვე სტრე­სის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია მოქ­მე­დე­ბის სის­წრა­ფე და მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის ეფექ­ტი. მისი რა­დი­კა­ლუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბაა შოკი, რომ­ლის შე­დე­გა­დაც ადა­მი­ა­ნი კარ­გავს წო­ნას­წო­რო­ბას და გა­მო­დის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. მწვა­ვე სტრე­სი თით­ქმის ყო­ველ­თვის გა­და­დის ქრო­ნი­კულ­ში, ხან­გრძლივ­ში.

შო­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­და­ლახ­ვის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნი თით­ქოს­და გა­მო­დის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, მაგ­რამ გა­და­ტა­ნილ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი გან­ცდილ­თან ხე­ლახ­ლა აბ­რუ­ნებს. ხან­გრძლი­ვი სტრე­სი ყო­ველ­თვის არ წარ­მო­ად­გენს მწვა­ვეს შე­დეგს. იგი თა­ვის­თა­ვა­დაც აღ­მო­ცენ­დე­ბა ერთი შე­ხედ­ვით უმ­ნიშ­ვნე­ლო ფაქ­ტორ­თა გავ­ლე­ნით, რომ­ლე­ბიც ორ­გა­ნიზ­მზე მუდ­მი­ვად მოქ­მე­დებს.

ასე­თი ფაქ­ტო­რე­ბია სამ­სა­ხუ­რის ხან­გრძლი­ვი ძებ­ნა, მუდ­მი­ვი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა, ახ­ლობ­ლებ­თან მუდ­მი­ვი უთან­ხმო­ე­ბა და სხვა. ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი სტრე­სი ვი­თარ­დე­ბა ორ­გა­ნიზ­მზე ნე­გა­ტი­უ­რი ფაქ­ტო­რე­ბის პირ­და­პი­რი ზე­მოქ­მე­დე­ბით. ასე­თი ფაქ­ტო­რე­ბია ტკი­ვი­ლი, შიმ­ში­ლი, სი­ცი­ვე, ძლი­ე­რი არო­მა­ტე­ბი, არა­საკ­მა­რი­სი გა­ნა­თე­ბა სა­მუ­შაო ად­გი­ლას ან სა­ცხოვ­რე­ბელ­ში, ზედ­მე­ტი ხმა­უ­რი.

ფსი­ქო­ლო­გი­ურ სტრესს იწ­ვევს ორ­გა­ნიზ­მზე მოქ­მე­დი სა­სიგ­ნა­ლო ფაქ­ტო­რე­ბი: მო­სა­ლოდ­ნე­ლი სა­შიშ­რო­ე­ბა, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი გა­დატ­ვირ­თვა, შე­უ­რა­ცხყო­ფა, დიდი მო­ცუ­ლო­ბის სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა, დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სის ერთ-ერთი სა­ხეა ემო­ცი­უ­რი სტრე­სი, რო­მე­ლიც ვი­თარ­დე­ბა მა­შინ, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის სო­ცი­ა­ლურ სტა­ტუსს რამე ემუქ­რე­ბა, კერ­ძოდ, საფრ­თხის, წყე­ნი­სა და გუ­ლის­ტკე­ნის, ომის, მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის დროს. იგი ემო­ცი­ებ­თან, ემო­ცი­ურ რე­აქ­ცი­ებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი სტრე­სი ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი გა­დატ­ვირ­თვის (დიდი ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ნა­კა­დის და­მუ­შა­ვე­ბი­სას სა­კუ­თა­რი თა­ვი­სად­მი ჭარ­ბი მომ­თხოვ­ნე­ლო­ბის) ან ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ვა­კუ­უ­მის შე­დე­გია. ში­და­პი­როვ­ნუ­ლი სტრე­სი - მშვი­დო­ბი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა სა­კუ­თარ თავ­თან - ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა ადა­მი­ანს, არა­და, ზოგ­ჯერ ეს მი­უღ­წე­ვე­ლია.

ში­ნა­გა­ნი გან­ცდე­ბი, უსი­ა­მოვ­ნე­ბა, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა იწ­ვევს გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა­სა და და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბას, რის შე­დე­გა­დაც ვი­თარ­დე­ბა შიდა პი­როვ­ნუ­ლი სტრე­სი. იგი ჩვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ა­ნის არა­რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის, აუს­რუ­ლე­ბე­ლი ნატ­ვრე­ბის, სურ­ვი­ლე­ბი­სა და გაც­რუ­ე­ბუ­ლი იმე­დე­ბის ბრა­ლია.

სამ­სა­ხუ­რებ­რივ სტრესს კა­რი­ე­რის აწყო­ბის და­უ­ო­კე­ბე­ლი სურ­ვი­ლი და მისი აუს­რუ­ლებ­ლო­ბა, სამ­სა­ხურ­ში მე­ტის­მე­ტი ფი­ზი­კუ­რი და გო­ნებ­რი­ვი დატ­ვირ­თვა, ქრო­ნი­კუ­ლი დაღ­ლი­ლო­ბა და ხში­რი უარ­ყო­ფი­თი ემო­ცია იწ­ვევს. ხში­რად ის ადა­მი­ა­ნის შრო­მის არა­სა­თა­ნა­დო და­ფა­სე­ბას და ცუდ სა­მუ­შაო პი­რო­ბებ­საც უკავ­შირ­დე­ბა.

ფი­ნან­სუ­რი სტრე­სი - ჩვენ იმ სამ­ყა­რო­ში ვცხოვ­რობთ, სა­დაც ფული დიდ როლს თა­მა­შობს. რო­დე­საც შე­მო­სა­ვა­ლი გა­სა­ვალ­ზე ნაკ­ლე­ბია, ადა­მი­ანს უვი­თარ­დე­ბა ფი­ნან­სუ­რი სტრე­სი, რა­საც ხში­რად მო­უ­ლოდ­ნე­ლი ხარ­ჯი და და­უ­გეგ­მა­ვი ფი­ნან­სუ­რი და­ნა­კარ­გე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სტრე­სი უვი­თარ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­სა­ზღვრულ ნა­წილს, გან­სა­ზღვრულ ჯგუფს ეკო­ნო­მი­კუ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი თუ სხვა სა­ხის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პრობ­ლე­მე­ბის გამო.

ეკო­ლო­გი­უ­რი სტრე­სი - არა­ხელ­საყ­რე­ლი გა­რე­მო პი­რო­ბე­ბი უშუ­ა­ლო გავ­ლე­ნას ახ­დენს ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. ეკო­ლო­გი­ურ სტრესს იწ­ვევს ქი­მი­უ­რი ნა­ერ­თე­ბი, ხმა­უ­რი, და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი წყა­ლი, ჰა­ე­რი.

უკა­ნას­კნელ ხანს გა­მო­ყო­ფენ მე­ნე­ჯერ­თა სტრესს, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად ცვლად გა­რე­მო­ში მო­მუ­შა­ვე მე­ნე­ჯერ­თა ხვედ­რია - მათ გა­ნუ­წყვეტ­ლივ უწევთ უცხო ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და გა­ნუ­წყვეტ­ლივ ცვლად და კონ­კუ­რენ­ტულ სა­ბაზ­რო გა­რე­მო­ში სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­თა სწრა­ფი მი­ღე­ბა.

სტრე­სის ძი­რი­თა­დი სიმპტო­მე­ბია სი­სუს­ტე, დაღ­ლი­ლო­ბა და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა­დო­ბა. ადა­მი­ანს ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ კარ­გავს კონ­ტროლს. მას არას­დროს ჰყოფ­ნის დრო, სულ უფრო და უფრო უჭირს ყუ­რა­დღე­ბის კონ­ცენ­ტრი­რე­ბა, უქ­ვე­ით­დე­ბა შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა, ერ­ღვე­ვა ძილი, შე­იძ­ლე­ბა აღ­მო­ცენ­დეს თა­ვი­სა და ზურ­გის ტკი­ვი­ლი, ქვე­ით­დე­ბა იმუ­ნი­ტე­ტი, იზ­რდე­ბა რო­გორც გა­ცი­ვე­ბის ალ­ბა­თო­ბა, ასე­ვე ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გამ­წვა­ვე­ბის რის­კი. იზ­რდე­ბა ში­ნა­გა­ნი და­ძა­ბუ­ლო­ბა და მძაფ­რდე­ბა უმ­წე­ო­ბის შეგ­რძნე­ბა.

სტრესს თუ სა­წყის ეტაპ­ზე­ვე არ მი­ვაქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა, მან შე­იძ­ლე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი ფორ­მაც მი­ი­ღოს და უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა გა­მო­იწ­ვი­ოს. სწო­რედ ამი­ტომ მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ სტრე­სის მოხ­სნა­ზე მისი გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე ვიზ­რუ­ნოთ. ამ შემ­თხვე­ვა­ში რე­კო­მე­დი­რე­ბუ­ლია მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი ჩა­რე­ვაც. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ხში­რად რე­კო­მენ­და­ცი­ას უწე­ვენ „ვი­ტან­გოს“, რო­მე­ლიც გერ­მა­ნუ­ლი სტან­დარ­ტი­ზე­ბუ­ლი ადაპ­ტო­გე­ნუ­რი პრე­პა­რა­ტია WS 1375-ის (ვარ­დის­ფე­რი რო­დე­ო­ლას ექ­სტრაქ­ტი) სა­ფუძ­ველ­ზე. იგი გან­კუთ­ვნი­ლია ყო­ველ­დღი­უ­რი სტრე­სის პრო­ფი­ლაქ­ტი­კი­სა და კო­რექ­ცი­ი­სათ­ვის. „ვი­ტან­გოს“ გა­აჩ­ნია უნი­კა­ლუ­რი ორ­მა­გი მოქ­მე­დე­ბა სტრე­სის ფქი­ქო­გე­ნურ და ფი­ზი­კურ ას­პექ­ტებ­ზე: ამ­ცი­რებს სტრე­სის ჰორ­მო­ნე­ბის დო­ნეს და აძ­ლი­ე­რებს ენერ­გე­ტი­კულ მე­ტა­ბო­ლიზმს. ამის დამ­სა­ხუ­რე­ბით, ვი­ტან­გო ეფექ­ტუ­რად ამ­ცი­რებს შფოთ­ვას, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა­დო­ბას, და­ძა­ბუ­ლო­ბას, მისი მი­ღე­ბის ფონ­ზე მცირ­დე­ბა დაღ­ლი­ლო­ბა, გა­მო­ფიტ­ვი­სა და „გა­დაწ­ვის“ შეგ­რძნე­ბა. აქვს სწრა­ფი კლი­ნი­კუ­რი ეფექ­ტი, - მოქ­მე­დებს მი­ღე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან, არ იწ­ვევს შეჩ­ვე­ვას და ძი­ლი­ა­ნო­ბას და არ აქვს მოხ­სნის ეფექ­ტი. ხა­სი­ათ­დე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის მა­ღა­ლი პრო­ფი­ლით და კარ­გი ამ­ტა­ნო­ბით ხან­გრძლი­ვი მი­ღე­ბი­სას.

პრე­პა­რატ­ზე და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სათ­ვის ეწ­ვი­ეთ ვებგ­ვერდს ან და­რე­კეთ ნო­მერ­ზე 032 261 46 88

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

როგორ გავუმკლავდეთ სტრესით სავსე ყოველდღიურობას- ოცდამეერთე საუკუნის ყველაზე გავრცელებული დაავადება

როგორ გავუმკლავდეთ სტრესით სავსე ყოველდღიურობას- ოცდამეერთე საუკუნის ყველაზე გავრცელებული დაავადება

სტრესი იმ დამცავი ფიზიოლოგიური რეაქციების ერთობლიობაა, რომლებიც ორგანიზმში გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედების საპასუხოდ, მათგან დასაცავად წარმოიშობა.

სტრესის დროს სისხლში დიდი რაოდენობით ადრენალინი გამოიტყორცნება, ცხადდება სარეზერვო ძალების მობილიზაცია, გარკვეული ხნის განმავლობაში მკვეთრად იზრდება ადამიანის შესაძლებლობები.

თავდაპირველად ყოველივე ეს დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე. ეს ზემოქმედება ინდივიდუალურად განსაზღვრულ დროის მონაკვეთს მოიცავს. ხანმოკლე სტრესი ადამიანისთვის უვნებელია, მეტიც - მოვალეობების უკეთ შესრულებასაც კი უწყობს ხელს, მაშინ როცა ხანგრძლივსა და მნიშვნელოვან სტრესს, რომელიც კვირაობით, თვეობით, წლობით გრძელდება, შეუძლია, მძიმე დაავადებები გამოიწვიოს, რადგან ორგანიზმის ზოგადადაპტაციურ ძალებს გამოფიტვის გამო აღარ შეუძლიათ ფიზიოლოგიური ფუნქციების ნორმალურ კალაპოტში დაბრუნება.

სტრესის ფორმები:

ქრონიკული სტრესი ანგრევს ადამიანის მორალურ ჯანმრთელობას და მძიმე სომატური და ფსიქიკური დაავადებების გამოწვევა შეუძლია. არსებობს სტრესის ხანმოკლე და ხანგრძლივი, სხვაგვარად - მწვავე და ქრონიკული, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური (ინფორმაციული და ემოციური) ფორმები.

მწვავე სტრესისთვის დამახასიათებელია მოქმედების სისწრაფე და მოულოდნელობის ეფექტი. მისი რადიკალური გამოვლინებაა შოკი, რომლის შედეგადაც ადამიანი კარგავს წონასწორობას და გამოდის მდგომარეობიდან. მწვავე სტრესი თითქმის ყოველთვის გადადის ქრონიკულში, ხანგრძლივში.

შოკური მდგომარეობის გადალახვის შემდეგ ადამიანი თითქოსდა გამოდის მძიმე მდგომარეობიდან, მაგრამ გადატანილთან დაკავშირებული მოგონებები განცდილთან ხელახლა აბრუნებს. ხანგრძლივი სტრესი ყოველთვის არ წარმოადგენს მწვავეს შედეგს. იგი თავისთავადაც აღმოცენდება ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტორთა გავლენით, რომლებიც ორგანიზმზე მუდმივად მოქმედებს.

ასეთი ფაქტორებია სამსახურის ხანგრძლივი ძებნა, მუდმივი წარუმატებლობა, ახლობლებთან მუდმივი უთანხმოება და სხვა. ფიზიოლოგიური სტრესი ვითარდება ორგანიზმზე ნეგატიური ფაქტორების პირდაპირი ზემოქმედებით. ასეთი ფაქტორებია ტკივილი, შიმშილი, სიცივე, ძლიერი არომატები, არასაკმარისი განათება სამუშაო ადგილას ან საცხოვრებელში, ზედმეტი ხმაური.

ფსიქოლოგიურ სტრესს იწვევს ორგანიზმზე მოქმედი სასიგნალო ფაქტორები: მოსალოდნელი საშიშროება, ინფორმაციული გადატვირთვა, შეურაცხყოფა, დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულება, დიდი პასუხისმგებლობა. ფსიქოლოგიური სტრესის ერთ-ერთი სახეა ემოციური სტრესი, რომელიც ვითარდება მაშინ, როდესაც ადამიანის სოციალურ სტატუსს რამე ემუქრება, კერძოდ, საფრთხის, წყენისა და გულისტკენის, ომის, მძიმე დაავადების დროს. იგი ემოციებთან, ემოციურ რეაქციებთან არის დაკავშირებული.

ინფორმაციული სტრესი ინფორმაციული გადატვირთვის (დიდი ინფორმაციული ნაკადის დამუშავებისას საკუთარი თავისადმი ჭარბი მომთხოვნელობის) ან ინფორმაციული ვაკუუმის შედეგია. შიდაპიროვნული სტრესი - მშვიდობიანი ცხოვრება საკუთარ თავთან - ყველაზე მეტად სჭირდება ადამიანს, არადა, ზოგჯერ ეს მიუღწეველია.

შინაგანი განცდები, უსიამოვნება, უკმაყოფილება იწვევს გაღიზიანებასა და დაუკმაყოფილებლობას, რის შედეგადაც ვითარდება შიდა პიროვნული სტრესი. იგი ჩვეულებრივ ადამიანის არარეალიზებული მოთხოვნების, აუსრულებელი ნატვრების, სურვილებისა და გაცრუებული იმედების ბრალია.

სამსახურებრივ სტრესს კარიერის აწყობის დაუოკებელი სურვილი და მისი აუსრულებლობა, სამსახურში მეტისმეტი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, ქრონიკული დაღლილობა და ხშირი უარყოფითი ემოცია იწვევს. ხშირად ის ადამიანის შრომის არასათანადო დაფასებას და ცუდ სამუშაო პირობებსაც უკავშირდება.

ფინანსური სტრესი - ჩვენ იმ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ფული დიდ როლს თამაშობს. როდესაც შემოსავალი გასავალზე ნაკლებია, ადამიანს უვითარდება ფინანსური სტრესი, რასაც ხშირად მოულოდნელი ხარჯი და დაუგეგმავი ფინანსური დანაკარგები განაპირობებს. საზოგადოებრივი სტრესი უვითარდება საზოგადოების განსაზღვრულ ნაწილს, განსაზღვრულ ჯგუფს ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სხვა სახის საზოგადოებრივი პრობლემების გამო.

ეკოლოგიური სტრესი - არახელსაყრელი გარემო პირობები უშუალო გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე. ეკოლოგიურ სტრესს იწვევს ქიმიური ნაერთები, ხმაური, დაბინძურებული წყალი, ჰაერი.

უკანასკნელ ხანს გამოყოფენ მენეჯერთა სტრესს, რომელიც მუდმივად ცვლად გარემოში მომუშავე მენეჯერთა ხვედრია - მათ განუწყვეტლივ უწევთ უცხო ადამიანებთან ურთიერთობა და განუწყვეტლივ ცვლად და კონკურენტულ საბაზრო გარემოში საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებათა სწრაფი მიღება.

სტრესის ძირითადი სიმპტომებია სისუსტე, დაღლილობა და გაღიზიანებადობა. ადამიანს ეჩვენება, რომ კარგავს კონტროლს. მას არასდროს ჰყოფნის დრო, სულ უფრო და უფრო უჭირს ყურადღების კონცენტრირება, უქვეითდება შრომისუნარიანობა, ერღვევა ძილი, შეიძლება აღმოცენდეს თავისა და ზურგის ტკივილი, ქვეითდება იმუნიტეტი, იზრდება როგორც გაცივების ალბათობა, ასევე ქრონიკული დაავადებების გამწვავების რისკი. იზრდება შინაგანი დაძაბულობა და მძაფრდება უმწეობის შეგრძნება.

სტრესს თუ საწყის ეტაპზევე არ მივაქციეთ ყურადღება, მან შეიძლება საკმაოდ რთული ფორმაც მიიღოს და უამრავი პრობლემა გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ მნიშნელოვანია, რომ სტრესის მოხსნაზე მისი გამოჩენისთანავე ვიზრუნოთ. ამ შემთხვევაში რეკომედირებულია მედიკამენტოზური ჩარევაც. სპეციალისტები ხშირად რეკომენდაციას უწევენ „ვიტანგოს“, რომელიც გერმანული სტანდარტიზებული ადაპტოგენური პრეპარატია WS 1375-ის (ვარდისფერი როდეოლას ექსტრაქტი) საფუძველზე. იგი განკუთვნილია ყოველდღიური სტრესის პროფილაქტიკისა და კორექციისათვის. „ვიტანგოს“ გააჩნია უნიკალური ორმაგი მოქმედება სტრესის ფქიქოგენურ და ფიზიკურ ასპექტებზე: ამცირებს სტრესის ჰორმონების დონეს და აძლიერებს ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს. ამის დამსახურებით, ვიტანგო ეფექტურად ამცირებს შფოთვას, გაღიზიანებადობას, დაძაბულობას, მისი მიღების ფონზე მცირდება დაღლილობა, გამოფიტვისა და „გადაწვის“ შეგრძნება. აქვს სწრაფი კლინიკური ეფექტი, - მოქმედებს მიღების პირველივე დღიდან, არ იწვევს შეჩვევას და ძილიანობას და არ აქვს მოხსნის ეფექტი. ხასიათდება უსაფრთხოების მაღალი პროფილით და კარგი ამტანობით ხანგრძლივი მიღებისას.

პრეპარატზე დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს ან დარეკეთ ნომერზე 032 261 46 88

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"