პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სატრანსპორტო ცვლილებები, რომლებსაც მთავრობა უახლოეს წლებში განახორციელებს
სატრანსპორტო ცვლილებები, რომლებსაც მთავრობა უახლოეს წლებში განახორციელებს

2021 წლამ­დე ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით ავ­ტო­ბუ­სის ზო­ლე­ბი, ე.წ. ბას­ლა­ი­ნე­ბი მო­ე­წყო­ბა. ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ „მწვა­ნე პო­ლი­ტი­კა - ეკოტ­რან­სპორ­ტის“ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, უკვე ცნო­ბი­ლია ის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ავ­ტო­ბუ­სის ზო­ლე­ბი მო­ე­წყო­ბა.

„პრაქ­ტი­კუ­ლად უკვე სრულ­დე­ბა სატ­რან­სო­პორ­ტო სის­ტე­მის გა­ნახ­ლე­ბი­სა და ტრან­სპორტზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდის მიზ­ნით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვა, რო­მელ­საც კომ­პა­ნია „სის­ტრა“ აკე­თებს. ჩვენ EBRD-ის გან მი­ვი­ღეთ გრან­ტი, და­ახ­ლო­ე­ბით 1 მი­ლი­ო­ნი ჯდე­ბა ამ კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა, რო­მე­ლიც იან­ვარ­ში და­ი­წყო და წლის ბო­ლოს დას­რულ­დე­ბა. ამის შემ­დეგ გვექ­ნე­ბა ქა­ლა­ქის სატ­რან­სპორ­ტო მას­ტერ­პლა­ნი, რო­მე­ლიც ჩვენს დე­და­ქა­ლა­ქის არას­დროს ჰქო­ნია. ჩვენ გვე­ცო­დი­ნე­ბა რო­გორ უნდა და­უ­კავ­შირ­დეს ერ­თმა­ნეთს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი - მეტ­რო ავ­ტო­ბუ­სი; ასე­ვე გვე­ცო­დი­ნე­ბა გვჭირ­დე­ბა თუ არა ჩვენ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი ქა­ლაქ­ში და ა.შ. წლის ბო­ლოს ეს კვლე­ვა დას­რუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

2021 წლამ­დე ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით ავ­ტო­ბუ­სის ზო­ლე­ბი, ე.წ. ბას­ლა­ი­ნე­ბი მო­ე­წყო­ბა იმის­თვის, რომ ავ­ტო­ბუ­სით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბა იყოს სწრა­ფი და კომ­ფორ­ტუ­ლი. უკვე გვაქვს სქე­მე­ბი. ჩვენ­თან ერ­თად მუ­შა­ობს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ექ­სპერ­ტე­ბი და მათი დახ­მა­რე­ბით უკვე მთე­ლი ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია კონ­კრე­ტუ­ლი ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ავ­ტო­ბუ­სის­თვის სწრა­ფი გა­და­ად­გი­ლე­ბის ზო­ლე­ბი უნდა გა­კეთ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

კა­ლა­ძის თქმით, 2019 წლის შემ­დეგ ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­სუ­ლი ყვე­ლა ავ­ტო­ბუ­სი ელექტრო იქ­ნე­ბა. თბი­ლი­სის მე­რის თქმით, 18 მეტ­რი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა იმ კვლე­ვის შუ­ა­ლე­დურ­მა დას­კვნამ აჩ­ვე­ნა, რო­მელ­საც „სის­ტრა“ მე­რი­ის დაკ­ვე­თით ატა­რებს.

„2020 წლი­დან დე­და­ქა­ლაქ­ში და­მა­ტე­ბით შე­მო­ვა სრუ­ლი­ად ახა­ლი სტან­დარ­ტის, 18 მეტ­რი­ა­ნი 200-მდე ელექტრო­ავ­ტო­ბუ­სი. თა­ვი­დან მე­გო­ნა 18 მეტ­რი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა ქა­ლაქ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა იმ კვლე­ვით, რო­მელ­საც კომ­პა­ნია „სის­ტრა“ ატა­რებს და ჩვენ გვაქვს უკვე შუ­ა­ლე­დუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, ამ კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ 2020 წლი­დან დე­და­ქა­ლაქს სჭირ­დე­ბა ელექტრო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი, რო­მე­ლიც უნდა იყოს 18 მეტ­რი­ა­ნი. ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ იმ 550 ავ­ტო­ბუსს, რო­მე­ლიც 2019 წლის ბო­ლოს­თვის იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 900 ერ­თე­უ­ლამ­დე გა­იზ­რდე­ბა და 2019 წლის შემ­დეგ შე­მო­სუ­ლი ყვე­ლა ავ­ტო­ბუ­სი იქ­ნე­ბა ელექტრო“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ შე­ი­მუ­შა­ვა გეგ­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც შემ­დე­გი 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი ავ­ტო­პარ­კის 90% ჩა­ნაც­ვლდე­ბა ელექტრო­მო­ბი­ლე­ბით, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ „მწვა­ნე პო­ლი­ტი­კა - ეკოტ­რან­სპორ­ტის“ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, მწვა­ნე ეკო­ნო­მი­კა არის რე­ფორ­მე­ბის მთა­ვა­რი ქვა­კუ­თხე­დი.

„2 თვის წინ, ზუს­ტად ამ ად­გი­ლას, მე გა­ვა­კე­თე პრე­ზენ­ტა­ცია ჩვე­ნი ხედ­ვის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა მწვა­ნე პო­ლი­ტი­კას და მწვა­ნე ეკო­ნო­მი­კას. მწვა­ნე ეკო­ნო­მი­კა არის ჩვე­ნი რე­ფორ­მე­ბის მთა­ვა­რი ქვა­კუ­თხე­დი. ეს ხედ­ვა მო­ი­ცავს ძა­ლი­ან ბევრ მი­მარ­თუ­ლე­ბას რო­გო­რიც არის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა, საწ­ვა­ვის სტან­დარ­ტი, ტრან­სპორ­ტი და ა.შ. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ შე­ი­მუ­შა­ვა გეგ­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, შემ­დე­გი 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი ავ­ტო­პარ­კის 90% ჩა­ნაც­ვლდე­ბა ელექტრო­მო­ბი­ლე­ბით. ეს არის ძა­ლი­ან ამ­ბი­ცი­უ­რი გეგ­მა, თუმ­ცა, ამავდრო­უ­ლად, ეს გეგ­მა დიდ უპი­რა­ტე­სო­ბას მო­უ­ტანს სა­ქარ­თვე­ლოს“, - გა­ნა­ცხა­და ბახ­ტა­ძემ.

პრე­მი­ე­რის თქმით, მთავ­რო­ბა უკვე აწარ­მო­ებს მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ორ მსხვილ მწარ­მო­ე­ბელ­თან, რათა სა­ქარ­თვე­ლო­ში ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის ქარ­ხა­ნა აშენ­დეს. ამას­თან, ბახ­ტა­ძემ ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის ახა­ლი სა­ლი­ზინ­გო სქე­მე­ბის­თვის სტი­მუ­ლის მი­ცე­მა­ზეც ისა­უბ­რა.

„ჩვენ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან ფის­კა­ლურ სტი­მულს მივ­ცემთ ისეთ სა­ლი­ზინ­გო სქე­მე­ბის ამუ­შა­ვე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მომ­ხმა­რე­ბე­ლი შე­ი­ძენს ელექტრო­ავ­ტო­მო­ბილს და ფაქ­ტობ­რი­ვად იმ ხარ­ჯის ეკო­ნო­მი­ით, რა­საც მი­ი­ღებს საწ­ვა­ვი­დან და­ნა­ზო­გი სახ­სრე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, 5 წლი­ან ვა­და­ში გა­მო­ის­ყი­დის ავ­ტო­მო­ბილს, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­მა­ტე­ბი­თი ხარ­ჯე­ბის გა­რე­შე. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ქმნის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან უპი­რა­ტე­სო­ბებს. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გაგ­ვიჩ­ნდე­ბა ბა­ზა­რი, საკ­მა­ოდ მსხვი­ლი და ჩვენ უკვე ვა­წარ­მო­ებთ ორ ყვე­ლა­ზე მსხვილ ბრენდთან მო­ლა­პა­რა­კე­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში აშენ­დეს ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის ქარ­ხა­ნა“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

სატრანსპორტო ცვლილებები, რომლებსაც მთავრობა უახლოეს წლებში განახორციელებს

სატრანსპორტო ცვლილებები, რომლებსაც მთავრობა უახლოეს წლებში განახორციელებს

2021 წლამდე ქალაქის მასშტაბით ავტობუსის ზოლები, ე.წ. ბასლაინები მოეწყობა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, უკვე ცნობილია ის ადგილები, სადაც ავტობუსის ზოლები მოეწყობა.

„პრაქტიკულად უკვე სრულდება სატრანსოპორტო სისტემის განახლებისა და ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ჩატარებული კვლევა, რომელსაც კომპანია „სისტრა“ აკეთებს. ჩვენ EBRD-ის გან მივიღეთ გრანტი, დაახლოებით 1 მილიონი ჯდება ამ კვლევის ჩატარება, რომელიც იანვარში დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდება. ამის შემდეგ გვექნება ქალაქის სატრანსპორტო მასტერპლანი, რომელიც ჩვენს დედაქალაქის არასდროს ჰქონია. ჩვენ გვეცოდინება როგორ უნდა დაუკავშირდეს ერთმანეთს საზოგადოებრივი ტრანსპორტი - მეტრო ავტობუსი; ასევე გვეცოდინება გვჭირდება თუ არა ჩვენ მიკროავტობუსები ქალაქში და ა.შ. წლის ბოლოს ეს კვლევა დასრულებული იქნება.

2021 წლამდე ქალაქის მასშტაბით ავტობუსის ზოლები, ე.წ. ბასლაინები მოეწყობა იმისთვის, რომ ავტობუსით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს სწრაფი და კომფორტული. უკვე გვაქვს სქემები. ჩვენთან ერთად მუშაობს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ექსპერტები და მათი დახმარებით უკვე მთელი ქალაქის მასშტაბით შემუშავებულია კონკრეტული ადგილები, სადაც ავტობუსისთვის სწრაფი გადაადგილების ზოლები უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, 2019 წლის შემდეგ ქვეყანაში შემოსული ყველა ავტობუსი ელექტრო იქნება. თბილისის მერის თქმით, 18 მეტრიანი ავტობუსების საჭიროება იმ კვლევის შუალედურმა დასკვნამ აჩვენა, რომელსაც „სისტრა“ მერიის დაკვეთით ატარებს.

„2020 წლიდან დედაქალაქში დამატებით შემოვა სრულიად ახალი სტანდარტის, 18 მეტრიანი 200-მდე ელექტროავტობუსი. თავიდან მეგონა 18 მეტრიანი ავტობუსების გადაადგილება ქალაქში შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა იმ კვლევით, რომელსაც კომპანია „სისტრა“ ატარებს და ჩვენ გვაქვს უკვე შუალედური მონაცემები, ამ კვლევის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2020 წლიდან დედაქალაქს სჭირდება ელექტროავტობუსები, რომელიც უნდა იყოს 18 მეტრიანი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ 550 ავტობუსს, რომელიც 2019 წლის ბოლოსთვის იქნება საქართველოში, დაახლოებით 900 ერთეულამდე გაიზრდება და 2019 წლის შემდეგ შემოსული ყველა ავტობუსი იქნება ელექტრო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც შემდეგი 10 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი ავტოპარკის 90% ჩანაცვლდება ელექტრომობილებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, მწვანე ეკონომიკა არის რეფორმების მთავარი ქვაკუთხედი.

„2 თვის წინ, ზუსტად ამ ადგილას, მე გავაკეთე პრეზენტაცია ჩვენი ხედვის შესახებ, რომელიც უკავშირდება მწვანე პოლიტიკას და მწვანე ეკონომიკას. მწვანე ეკონომიკა არის ჩვენი რეფორმების მთავარი ქვაკუთხედი. ეს ხედვა მოიცავს ძალიან ბევრ მიმართულებას როგორიც არის სოფლის მეურნეობა, საწვავის სტანდარტი, ტრანსპორტი და ა.შ. საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც, შემდეგი 10 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი ავტოპარკის 90% ჩანაცვლდება ელექტრომობილებით. ეს არის ძალიან ამბიციური გეგმა, თუმცა, ამავდროულად, ეს გეგმა დიდ უპირატესობას მოუტანს საქართველოს“, - განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, მთავრობა უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ორ მსხვილ მწარმოებელთან, რათა საქართველოში ელექტრომობილების ქარხანა აშენდეს. ამასთან, ბახტაძემ ელექტრომობილების ახალი სალიზინგო სქემებისთვის სტიმულის მიცემაზეც ისაუბრა.

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ფისკალურ სტიმულს მივცემთ ისეთ სალიზინგო სქემების ამუშავებას საქართველოში, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელი შეიძენს ელექტროავტომობილს და ფაქტობრივად იმ ხარჯის ეკონომიით, რასაც მიიღებს საწვავიდან დანაზოგი სახსრების მეშვეობით, 5 წლიან ვადაში გამოისყიდის ავტომობილს, ფაქტობრივად, დამატებითი ხარჯების გარეშე. ბუნებრივია, ეს ქმნის ძალიან მნიშვნელოვან უპირატესობებს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში გაგვიჩნდება ბაზარი, საკმაოდ მსხვილი და ჩვენ უკვე ვაწარმოებთ ორ ყველაზე მსხვილ ბრენდთან მოლაპარაკებას, რომ საქართველოში აშენდეს ელექტრომობილების ქარხანა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მოლების წარმომადგენლები ითხოვენ, რომ 24 დეკემბრამდე ერთი კვირით ადრე მიეცეთ გახსნის საშუალება, სანაცვლოდ კი იანვრის განმავლობაში დაიკეტონ

"50-კილოგრამიანი ფქვილის ტომრის ფასი 53 ლარი იქნება" - ლევან დავითაშვილი

"ველოდებით დასაქმებული პირების სიებს შესაბამისი ბიზნესიდან იმისთვის, რომ კომპენსაციის გაცემა დაიწყოს" - მაია ცქიტიშვილი