პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისიდან რუსთავამდე შესაძლოა, მეტროს ხაზი გაკეთდეს - როგორ გეგმავს მერია მეტროპოლიტენის განვითარებას
თბილისიდან რუსთავამდე შესაძლოა, მეტროს ხაზი გაკეთდეს - როგორ გეგმავს მერია მეტროპოლიტენის განვითარებას

თბი­ლი­სი­დან რუს­თა­ვამ­დე შე­საძ­ლოა, მეტ­როს ხაზი გა­კეთ­დეს. ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ „მწვა­ნე პო­ლი­ტი­კა - ეკოტ­რან­სპორ­ტის“ პრე­ზენ­ტა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, მე­რია პრო­ექ­ტის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად კვლე­ვას უკ­ვე­თავს, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვე­ში დას­რულ­დე­ბა.

„დღეს წარ­მო­ვად­გი­ნეთ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც არის სი­ახ­ლე ჩვე­ნი ქა­ლა­ქის­თვის და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბა იქ­ნე­ბა კმა­ყო­ფი­ლი ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით. მეტ­რო არის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი, რომ­ლი­თაც ყვე­ლა­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი სარ­გებ­ლობს. ვი­წყებთ 2019 წლი­დან ახალ მი­მარ­თუ­ლე­ბას, მი­წის­ზე­და მეტ­როს გან­ვი­თა­რე­ბას სამ­გო­რი­დან ლი­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ კონ­კრე­ტულ მო­ნაკ­ვეთ­ზე მო­ე­წყო­ბა 8 ახა­ლი მეტ­რო­სად­გუ­რი, ასე­ვე სამ­გო­რი­დან შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა აე­რო­პორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით მგზავ­რო­ბა. პირ­ველ ეტაპ­ზე 6-6 შე­მად­გენ­ლო­ბა იქ­ნე­ბა და მოც­დის დრო და­ახ­ლო­ე­ბით, 10 წუთი; თუმ­ცა, მომ­დევ­ნო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მოც­დის დროს შე­ვამ­ცი­რებთ და მა­ტა­რებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას გავზრდით ამ მო­ნაკ­ვეთ­ზე. 90 მი­ლი­ო­ნი ჯდე­ბა პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ვი­წყებთ 2019 წლი­დან და 2021-2022 წლის­თვის იქ­ნე­ბა მთლი­ა­ნად დას­რუ­ლე­ბუ­ლი. ასე­ვე, ვმუ­შა­ობთ ამ პრო­ექ­ტის მე­ო­რე ნა­წილ­ზე, ვუკ­ვე­თავთ კვლე­ვას, რუს­თა­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლი და სწო­რი იქ­ნე­ბა ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ანუ მეტ­რო­თი რუს­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბა. რო­დე­საც გვექ­ნე­ბა კვლე­ვის შე­დე­გე­ბი, მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. კვლე­ვას რამ­დე­ნი­მე თვე დას­ჭირ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო: რა მარ­შრუ­ტი ექ­ნე­ბა მი­წის­ზე­და მეტ­როს თბი­ლი­სი­დან რუს­თა­ვამ­დე და აე­რო­პორ­ტამ­დე? - იხი­ლეთ მე­რი­ის ვი­დე­ორ­გო­ლი ახა­ლი ხა­ზე­ბის შე­სა­ხებ

joko
0

ერთი წელიც გავიდაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

თბილისიდან რუსთავამდე შესაძლოა, მეტროს ხაზი გაკეთდეს - როგორ გეგმავს მერია მეტროპოლიტენის განვითარებას

თბილისიდან რუსთავამდე შესაძლოა, მეტროს ხაზი გაკეთდეს - როგორ გეგმავს მერია მეტროპოლიტენის განვითარებას

თბილისიდან რუსთავამდე შესაძლოა, მეტროს ხაზი გაკეთდეს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მერია პროექტის განსახორციელებლად კვლევას უკვეთავს, რომელიც რამდენიმე თვეში დასრულდება.

„დღეს წარმოვადგინეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც არის სიახლე ჩვენი ქალაქისთვის და დარწმუნებული ვარ, დედაქალაქის მოსახლეობა იქნება კმაყოფილი ამ პროექტის განხორციელებით. მეტრო არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომლითაც ყველაზე მეტი ადამიანი სარგებლობს. ვიწყებთ 2019 წლიდან ახალ მიმართულებას, მიწისზედა მეტროს განვითარებას სამგორიდან ლილოს მიმართულებით. ამ კონკრეტულ მონაკვეთზე მოეწყობა 8 ახალი მეტროსადგური, ასევე სამგორიდან შესაძლებელი იქნება აეროპორტის მიმართულებით მგზავრობა. პირველ ეტაპზე 6-6 შემადგენლობა იქნება და მოცდის დრო დაახლოებით, 10 წუთი; თუმცა, მომდევნო წლების განმავლობაში მოცდის დროს შევამცირებთ და მატარებლების რაოდენობას გავზრდით ამ მონაკვეთზე. 90 მილიონი ჯდება პროექტის განხორციელება. ვიწყებთ 2019 წლიდან და 2021-2022 წლისთვის იქნება მთლიანად დასრულებული. ასევე, ვმუშაობთ ამ პროექტის მეორე ნაწილზე, ვუკვეთავთ კვლევას, რუსთავის მიმართულებით რამდენად შესაძლებელი და სწორი იქნება ამ პროექტის განხორციელება, ანუ მეტროთი რუსთავთან დაკავშირება. როდესაც გვექნება კვლევის შედეგები, მივიღებთ გადაწყვეტილებას. კვლევას რამდენიმე თვე დასჭირდება“, - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: რა მარშრუტი ექნება მიწისზედა მეტროს თბილისიდან რუსთავამდე და აეროპორტამდე? - იხილეთ მერიის ვიდეორგოლი ახალი ხაზების შესახებ

ბერა ივანიშვილი შვილის ფოტოს აქვეყნებს

ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე ბიჭის მშობლები გახდნენ

"ვის ან რის გამო უნდა გადავიტანოთ ამდენი მთელმა ოჯახმა?!" - აქციის დარბევისას თვალდაკარგულ გიორგი სულაშვილს გერმანიაში ოპერაცია ჩაუტარდა