სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯამალ ხაშოგიმ საკუთარი წამებით სიკვდილი გადაიღო? - ახალი დეტალები საუდელი ჟურნალისტის სასტიკი მკვლელობის საქმეში
ჯამალ ხაშოგიმ საკუთარი წამებით სიკვდილი გადაიღო? - ახალი დეტალები საუდელი ჟურნალისტის სასტიკი მკვლელობის საქმეში

ჟურ­ნა­ლის­ტი ჯა­მალ ხა­შო­გი თურ­ქეთ­ში, სა­უ­დის არა­ბე­თის სა­კონ­სუ­ლო­ში გა­გუ­დეს, ხა­შო­გი შვე­ლას ითხოვ­და - ამის შე­სა­ხებ ABC News სა­უ­დის არა­ბე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით წერს.

ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქის მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ გან­მარ­ტე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ზე­წო­ლის ფონ­ზე, ჟურ­ნა­ლის­ტის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან 19 დღის შემ­დეგ გა­ა­კე­თა. სა­უ­დე­ლი ჯა­მალ ხა­შო­გი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ხში­რად აკ­რი­ტი­კებ­და. ის 2 ოქ­ტომ­ბერს, სტამ­ბოლ­ში სა­უ­დის არა­ბე­თის სა­კონ­სუ­ლო­ში სტუმ­რო­ბის შემ­დეგ გა­უ­ჩი­ნარ­და.

მას შემ­დეგ, რაც ხა­შო­გის კვა­ლი გაქ­რა, არა­ბე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ ჟურ­ნა­ლის­ტმა სა­კონ­სუ­ლო იმა­ვე დღეს და­ტო­ვა, ორი კვი­რის შემ­დეგ კი ქვეყ­ნის მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ხა­შო­გი და სა­კონ­სუ­ლო­ში მო­მუ­შა­ვე რამ­დე­ნი­მე პირი ერ­თმა­ნეთს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ და ჩხუ­ბის დროს ჟურ­ნა­ლის­ტი გარ­და­იც­ვა­ლა.

სად გაქ­რა ხა­შო­გის ცხე­და­რი, ჯერ­ჯე­რო­ბით, ცნო­ბი­ლი არ არის.

და­კა­ვე­ბუ­ლია 18 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის - 15 სა­უ­დე­ლი, რო­მე­ლიც თურ­ქეთ­ში, ქვეყ­ნის სა­კონ­სუ­ლო­ში ჟურ­ნა­ლის­ტთან შე­სახ­ვედ­რად გა­ემ­გზავ­რა. თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს 5 ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბა ცნო­ბი­ლი არ არის.

თურ­ქი გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მათ აქვთ ვი­დეო და აუ­დიო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ ხა­შო­გი სა­უ­დელ­მა აგენ­ტებ­მა სა­კონ­სუ­ლოს შე­ნო­ბა­ში მოკ­ლეს.

ჟურ­ნა­ლის­ტის მე­გობ­რე­ბი მო­ი­თხო­ვენ, ცხე­და­რი ახ­ლობ­ლებს გა­დას­ცენ.

"დაგ­ვიბ­რუ­ნეთ ჯა­მა­ლი, გვსურს, მისი ცხე­და­რი დავ­კრძა­ლოთ. ყვე­ლას, ვი­საც მისი ბედი ადარ­დებს, მათ შო­რის - მსოფ­ლიო ლი­დე­რებ­საც შე­უძ­ლი­ათ, და­ეს­წრონ დაკ­რძალ­ვას,“ - გა­ნა­ცხა­და თურ­ქეთ­ში არა­ბუ­ლი მე­დი­ის ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა და ხა­შო­გის მე­გო­ბარ­მა ტუ­რან კის­ლა­კჩიმ.

მი­სი­ვე თქმით, 18 ადა­მი­ა­ნის და­კა­ვე­ბა საკ­მა­რი­სი არ არის და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მკვლე­ლო­ბის დამ­კვე­თე­ბი და­ი­სა­ჯონ.

არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხა­შო­გი სა­უ­დის არა­ბე­თი­დან სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­სულ­მა გუნ­დმა ცო­ცხლად და­ა­ნა­წევ­რა. ვიდ­რე ჟურ­ნა­ლის­ტი ყვი­რო­და და შვე­ლას ითხოვ­და, ისი­ნი ყურ­სას­მე­ნე­ბით მუ­სი­კას უს­მენ­დნენ. მისი წა­მე­ბით მკვლე­ლო­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და აუ­ტოფ­სი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტი მუ­ჰა­მად ალ-ტუ­ბა­ი­ქი.

ამა­ვე წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით, ჟურ­ნა­ლის­ტის ცხე­და­რი და­ა­ნა­წევ­რეს და 15 ჩან­თა­ში გა­და­ა­ნა­წი­ლეს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მჟა­ვით და­შა­ლეს.

სა­კუ­თა­რი წა­მე­ბა და სიკ­ვდი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ხა­შო­გიმ „ეფ­ლის“ სა­ა­თით ჩა­ი­წე­რა. The Sun-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თურ­ქულ­მა პრო­სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გა­ზეთ­მა და­წე­რა, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს 59 წლის ჟურ­ნა­ლის­ტის ცხოვ­რე­ბის ბოლო წუ­თე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა აქვთ.

გა­მო­ცე­მა Sabah ამ­ტკი­ცებს, რომ პო­ლი­ცი­ამ ჩა­ნა­წე­რი ხა­შო­გის „აი­ფო­ნი­დან“ და მისი iCloud-ის ან­გა­რი­ში­დან ამო­ი­ღო. ტე­ლე­ფო­ნი ჟურ­ნა­ლის­ტმა სა­კონ­სუ­ლო­ში შეს­ვლამ­დე სა­ცო­ლეს­თან და­ტო­ვა.

ხა­შო­გის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ტვი­ტერ­ზე მისი სა­ცო­ლე, ჰა­ტი­ჩე ჩენ­გი­ზი გა­მო­ეხ­მა­უ­რა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ნა­თავ­სა ვი­დეო, სა­დაც ჯა­მა­ლი სა­უბ­რობს, მო­უ­ლოდ­ნე­ლად კი მის კალ­თა­ში კატა ჩახ­ტა. ხა­შო­გი მას უყუ­რებს და იცი­ნის, სი­ცილს ვერც გა­დამ­ღე­ბი გუნ­დის წევ­რე­ბი იკა­ვე­ბენ.

„შენი ფი­ზი­კუ­რი სხე­უ­ლი წა­მარ­თვეს, მაგ­რამ შენი სი­ცი­ლი ჩემს სულ­ში სა­მუ­და­მოდ დარ­ჩე­ბა“ - წერს ჟურ­ნა­ლის­ტის სა­ცო­ლე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

ჯამალ ხაშოგიმ საკუთარი წამებით სიკვდილი გადაიღო? - ახალი დეტალები საუდელი ჟურნალისტის სასტიკი მკვლელობის საქმეში

ჯამალ ხაშოგიმ საკუთარი წამებით სიკვდილი გადაიღო? - ახალი დეტალები საუდელი ჟურნალისტის სასტიკი მკვლელობის საქმეში

ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი თურქეთში, საუდის არაბეთის საკონსულოში გაგუდეს, ხაშოგი შველას ითხოვდა - ამის შესახებ ABC News საუდის არაბეთის ხელისუფლების წარმომადგენლის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

ქვეყნის ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქის მკვლელობის შესახებ განმარტება საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის ფონზე, ჟურნალისტის გაუჩინარებიდან 19 დღის შემდეგ გააკეთა. საუდელი ჯამალ ხაშოგი ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებდა. ის 2 ოქტომბერს, სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში სტუმრობის შემდეგ გაუჩინარდა.

მას შემდეგ, რაც ხაშოგის კვალი გაქრა, არაბეთის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ჟურნალისტმა საკონსულო იმავე დღეს დატოვა, ორი კვირის შემდეგ კი ქვეყნის მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ ხაშოგი და საკონსულოში მომუშავე რამდენიმე პირი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და ჩხუბის დროს ჟურნალისტი გარდაიცვალა.

სად გაქრა ხაშოგის ცხედარი, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.

დაკავებულია 18 ადამიანი, მათ შორის - 15 საუდელი, რომელიც თურქეთში, ქვეყნის საკონსულოში ჟურნალისტთან შესახვედრად გაემგზავრა. თანამდებობიდან გაათავისუფლეს 5 ოფიციალური პირი. დაკავებულების ვინაობა ცნობილი არ არის.

თურქი გამომძიებლები ამბობენ, რომ მათ აქვთ ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ხაშოგი საუდელმა აგენტებმა საკონსულოს შენობაში მოკლეს.

ჟურნალისტის მეგობრები მოითხოვენ, ცხედარი ახლობლებს გადასცენ.

"დაგვიბრუნეთ ჯამალი, გვსურს, მისი ცხედარი დავკრძალოთ. ყველას, ვისაც მისი ბედი ადარდებს, მათ შორის - მსოფლიო ლიდერებსაც შეუძლიათ, დაესწრონ დაკრძალვას,“ - განაცხადა თურქეთში არაბული მედიის ასოციაციის ხელმძღვანელმა და ხაშოგის მეგობარმა ტურან კისლაკჩიმ.

მისივე თქმით, 18 ადამიანის დაკავება საკმარისი არ არის და აუცილებელია, მკვლელობის დამკვეთები დაისაჯონ.

არაოფიციალური ინფორმაციით, ხაშოგი საუდის არაბეთიდან სპეციალურად ჩასულმა გუნდმა ცოცხლად დაანაწევრა. ვიდრე ჟურნალისტი ყვიროდა და შველას ითხოვდა, ისინი ყურსასმენებით მუსიკას უსმენდნენ. მისი წამებით მკვლელობას ხელმძღვანელობდა აუტოფსიის სპეციალისტი მუჰამად ალ-ტუბაიქი.

ამავე წყაროებზე დაყრდნობით, ჟურნალისტის ცხედარი დაანაწევრეს და 15 ჩანთაში გადაანაწილეს, მოგვიანებით კი მჟავით დაშალეს.

საკუთარი წამება და სიკვდილი, სავარაუდოდ, ხაშოგიმ „ეფლის“ საათით ჩაიწერა. The Sun-ის ინფორმაციით, თურქულმა პროსახელისუფლებო გაზეთმა დაწერა, რომ სამართალდამცველებს 59 წლის ჟურნალისტის ცხოვრების ბოლო წუთების ამსახველი ვიდეომასალა აქვთ.

გამოცემა Sabah ამტკიცებს, რომ პოლიციამ ჩანაწერი ხაშოგის „აიფონიდან“ და მისი iCloud-ის ანგარიშიდან ამოიღო. ტელეფონი ჟურნალისტმა საკონსულოში შესვლამდე საცოლესთან დატოვა.

ხაშოგის გარდაცვალებას ტვიტერზე მისი საცოლე, ჰატიჩე ჩენგიზი გამოეხმაურა. სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეო, სადაც ჯამალი საუბრობს, მოულოდნელად კი მის კალთაში კატა ჩახტა. ხაშოგი მას უყურებს და იცინის, სიცილს ვერც გადამღები გუნდის წევრები იკავებენ.

„შენი ფიზიკური სხეული წამართვეს, მაგრამ შენი სიცილი ჩემს სულში სამუდამოდ დარჩება“ - წერს ჟურნალისტის საცოლე.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე