საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალების" და "ოცნების" ხელისუფლების გახმაურებული, გამოუძიებელი საქმეები
"ნაციონალების" და "ოცნების" ხელისუფლების გახმაურებული, გამოუძიებელი საქმეები

მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის მქო­ნე საქ­მე­ე­ბის დრო­უ­ლი და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი გა­მო­ძი­ე­ბა ყვე­ლა­ზე ნათ­ლად გან­სა­ზღვრავს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბის მუ­შა­ო­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბას. ის მო­ცე­მუ­ლო­ბა, რომ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა დღემ­დე გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლია, აჩენს ეჭვს სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებ­ში (მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში) ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ეჭ­ვო გავ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ. რაც, თა­ვის მხრივ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­უც­ვე­ლო­ბის და უსა­მარ­თლო­ბის გან­ცდას ქმნის.

პრო­კუ­რა­ტუ­რი­სა თუ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­დეს, რომ ისი­ნი პე­რი­ო­დუ­ლად მი­აწ­ვდიდ­ნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამა თუ იმ რე­ზო­ნან­სუ­ლი საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუმ­ცა მათ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ზე შე­დე­გე­ბი ჯე­რაც უც­ნო­ბია. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში მოს­ვლის შემ­დეგ, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" გა­მო­უ­ძი­ე­ბელ საქ­მე­ებს კი­დევ ათუ­ლო­ბით სკან­და­ლუ­რი და სი­სას­ტი­კით გა­მორ­ჩე­უ­ლი საქ­მე შე­ე­მა­ტა, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ასე­ვე გა­უხ­სნე­ლია.

რა­ტომ არ იძი­ებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის მქო­ნე საქ­მე­ებს? რამ­დე­ნად სა­ფუძ­ვლი­ა­ნია ეჭვი, წინა და ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბის კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ? - AMBEBI.GE ექვს გახ­მა­უ­რე­ბულ, გა­მო­უ­ძი­ე­ბელ საქ­მეს მი­მო­ი­ხი­ლავს, რომ­ლე­ბიც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში მოხ­და.

მა­ღა­ზი­ის თავ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი ცხედ­რე­ბის საქ­მე

2011 წლის 27 მა­ისს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც მეტ­რო­სად­გურ "თა­ვი­სუფ­ლე­ბის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მა­ღა­ზი­ის თავ­ზე ორი მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი იპო­ვეს. მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, წი­ნას­წარ მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ელექტრო­სა­დე­ნებ­თან მათი შე­ხე­ბა იყო. თუმ­ცა მა­შინ­ვე გაჩ­ნდა ვერ­სია, რომ გარ­დაც­ვლი­ლე­ბი 26 მა­ი­სის აქ­ცი­ის ძა­ლა­დობ­რი­ვად დაშ­ლის ფაქტთან იყ­ვნენ და­კავ­ში­რე­ბულ­ნი. შსს-მ მა­შინ ამ ვერ­სი­ის შეს­წავ­ლაც და­ი­წყო.

დად­გინ­და, რომ გარ­დაც­ვლი­ლე­ბი იყ­ვნენ თბი­ლი­სე­ლი ნიკა კვინ­ტრა­ძე და ვა­ნე­ლი სუ­ლი­კო ასა­თი­ა­ნი. შსს-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სია პირ­ვე­ლად ეჭვქვეშ ნიკა კვინ­ტრა­ძის მე­გო­ბარ­მა რე­ვაზ რეხ­ვი­აშ­ვილ­მა და­ა­ყე­ნა. მან გა­ნა­ცხა­და, რომ აქ­ცი­ა­ზე ის და კვინ­ტრა­ძე ერ­თად იყ­ვნენ და მე­გო­ბა­რი მას შემ­დეგ და­კარ­გა, რაც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზმმა ალ­ყა­ში მო­აქ­ცია. რეხ­ვი­აშ­ვი­ლი და­ჟი­ნე­ბით აცხა­დებ­და, რომ ნიკა კვინ­ტრა­ძე ან ად­გილ­ზე იყო მოკ­ლუ­ლი, ან და­ა­პა­ტიმ­რეს, მოკ­ლეს და კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით და­ტო­ვეს მა­ღა­ზი­ის თავ­ზე.

VIDEO: 26 მა­ი­სის ღა­მის აქამ­დე უც­ნო­ბი კად­რე­ბი - რა ბრძა­ნე­ბას გას­ცემ­და და­ვით ახა­ლა­ია დარ­ბე­ვი­სას

ად­ვო­კა­ტი შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძე იხ­სე­ნებ­და, რომ თა­ვად შე­ეს­წრო ფაქტს, რო­გო­რი მუ­ქა­რი­თა და ზე­წო­ლით აჩუ­მებ­დნენ მა­ღა­ზი­ის გამ­ყიდ­ველს მა­შინ, რათა სი­მარ­თლე და­ე­მა­ლა. ვა­ნის საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტი და ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტე­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტო ფრაქ­ცი­ის აპა­რა­ტის უფ­რო­სი და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძე კი (რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტი გახ­და), სა­ჯა­როდ აცხა­დებ­და, რომ სუ­ლი­კო ასა­თი­ა­ნის ცხე­და­რი და­საფ­ლა­ვე­ბა­ზე ნახა - გარ­დაც­ვლი­ლი ნა­წა­მე­ბი იყო, ამო­თხრი­ლი ჰქონ­და მარ­ცხე­ნა თვა­ლი, ყელი გა­მოჭ­რი­ლი...

თუმ­ცა, მა­შინ­დელ შსს-ს ამ ხმა­უ­რი­ან გან­ცხა­დე­ბებ­ზე არ მი­უქ­ცე­ვია ყუ­რა­დღე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გარ­დაც­ვლი­ლე­ბის სხე­უ­ლი­დან იყო აღე­ბუ­ლი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლე­ბი და ასე­ვე ფოტო და ვი­დეო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში ინა­ხე­ბო­და - თუმ­ცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ერთი წლის თავ­ზე, გა­ნად­გურ­და.

2011 წლის 6 სექ­ტემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, რო­მე­ლიც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს DABS fingerprints/forensics შე­უკ­ვე­თა. ფოტო და ვი­დეო ექ­სპერ­ტი­ზამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ აქ­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ღე­ბულ ვი­დეო და ფოტო მა­სა­ლა­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი პირი ნიკა კვინ­ტრა­ძეა და აქ­ცი­ის დაშ­ლის დროს იგი და­კა­ვე­ბუ­ლი იყო პო­ლი­ცი­ის მიერ. საია-მ დას­კვნა გა­უგ­ზავ­ნა პრო­კუ­რა­ტუ­რას და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბა სთხო­ვა, მაგ­რამ ქმე­დი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რას არ გა­უ­ტა­რე­ბია.

2012 წლის 12 დე­კემ­ბერს, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, გა­მო­ძი­ე­ბა ნიკა კვინ­ტრა­ძის და სუ­ლი­კო ასა­თი­ა­ნის საქ­მე­ზე კვლავ გა­ნახ­ლდა, თუმ­ცა გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი სი­მარ­თლის დად­გე­ნას დღემ­დე უშე­დე­გოდ ელი­ან.

აკა­დე­მი­კოს გუ­რამ შა­რა­ძის საქ­მე

2007 წლის 20 მა­ისს თბი­ლი­სის ცენ­ტრში, მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე, ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე გუ­რამ შა­რა­ძე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლეს. გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი ვერ­სი­ით, მკვლე­ლად ვინ­მე გი­ორ­გი ბა­რა­თე­ლი და­სა­ხელ­და, თუმ­ცა აკა­დე­მი­კო­სის ოჯა­ხი ამ ვერ­სი­ას თა­ვი­დან­ვე არ და­ე­თან­ხმა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" დროს გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლი საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბა "ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო. 2014 წელს მა­შინ­დელ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა შა­რა­ძის საქ­მე პი­რად კონ­ტროლ­ზე აიყ­ვა­ნა და საქ­მე­ზე ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. აკა­დე­მი­კო­სის შვი­ლი დღემ­დე ითხოვს გუ­რამ შა­რა­ძის ნამ­დვი­ლი მკვლე­ლე­ბის დას­ჯას.

რუ­სუ­დან შა­რა­ძემ არა­ერ­თხელ გა­მარ­თა პრეს­კონ­ფე­რენ­ცია, მათ შო­რის რამ­დე­ნი­მე თვის წი­ნაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ოფის­თან და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მა­მა­მი­სის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის­კენ მო­უ­წო­და. რუ­სუ­დან შა­რა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ მა­მა­მი­სის მკვლე­ლის კვა­ლი მა­შინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ­დე მი­დის.

AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში რუ­სუ­დან შა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ აკა­დე­მი­კო­სის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სუ­სის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი მას მოკ­ვლი­თაც კი და­ე­მუქ­რა.

წა­ი­კი­თხეთ: რო­გორ და­ი­გეგ­მა შა­რა­ძის მკვლე­ლო­ბა

"ადრე რომ გე­კი­თხათ, გი­პა­სუ­ხებ­დით, რომ გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. დღეს უკვე მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით შე­მიძ­ლია გი­თხრათ - გუ­რამ შა­რა­ძის მკვლე­ლო­ბა შეგ­ნე­ბუ­ლად არ იხ­სნე­ბა, რად­გან ამის პო­ლი­ტი­კუ­რი ნება არ არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში! პრო­კუ­რა­ტუ­რას თით­ქმის გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი საქ­მე ჩა­ვა­ბა­რე, არა­ერ­თმა მოწ­მემ მის­ცა ჩვე­ნე­ბა, რომ ნა­ხეს ბა­რა­თე­ლის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მკვლე­ლი.

მარ­ტო ბოლო "ოქ­როს მოწ­მის" მა­გა­ლი­თი რად ღირს?! ყო­ფი­ლი კუდ-ის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი და დათა ახა­ლა­ი­ას მარ­ჯვე­ნა ხელი მზად იყო, გა­მო­ძი­ე­ბის­თვის გა­და­ე­ცა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და სა­სა­მარ­თლო­ზეც, პირ­ზე დად­გო­მო­და სა­აკშ­ვი­ლის ბან­დას, მაგ­რამ სუს-მა ეს მოწ­მე ჯერ და­ა­ში­ნა, და­ა­შან­ტა­ჟა და მერე გა­დამ­კი­და იმ­დე­ნად, რომ ერთი თვის წინ, აქეთ მოკ­ვლით მე­მუქ­რე­ბო­და. გას­ცენ პა­სუ­ხი კი­თხვას - რა­ტომ ჰყავთ ყვე­ლა ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის უმაღ­ლეს თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ახა­ლა­ი­ე­ბის ზონ­დერ-მკვლე­ლე­ბი, რაში სჭირ­დე­ბათ ეს? - გვი­თხრა რუ­სუ­დან შა­რა­ძემ.

სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის საქ­მე

სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რად პა­ტიმ­რად მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ, 2001 წლის 30 მა­ი­სი­დან 2004 წლის 4 იან­ვრის ჩათ­ვლით იკა­ვებ­და კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რის პოსტს. სა­სა­მარ­თლომ მო­ლაშ­ვი­ლი დამ­ნა­შა­ვედ სცნო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის, და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვი­სა და სა­ხელ­მწი­ფო თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბა­ში, რის გა­მოც თა­ვი­სუფ­ლე­ბის 9 წლით აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­სა­ჯა­როვ­და ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­ზეც აშ­კა­რად ჩან­და, რომ სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლი სას­ტი­კად იყო ნა­წა­მე­ბი, მას მთე­ლი ზურ­გი სი­გა­რე­ტით ჰქონ­და ამომ­წვა­რი, ელექტრო­შო­კის ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად კი სხე­ულ­ზე უამ­რა­ვი ჩაქ­ცე­ვა და სის­ხლნაჟ­ღენ­თი აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

მძი­მე ავად­მყო­ფო­ბი­სა და პატ­რი­არ­ქის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე მო­ლაშ­ვი­ლი 2008 წელს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, ის აქ­ტი­უ­რად გა­მო­დი­ო­და მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით და სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი მთავ­რო­ბას მის უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბა­სა და წა­მე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. ღიად ასა­ხე­ლებ­და იმ პი­რებს, რომ­ლე­ბიც ცი­ხე­ში მის წა­მე­ბა­ში იღებ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. მათ შო­რის გიგა ბო­კე­რი­ას, ვა­ლე­რი გრი­გა­ლაშ­ვილს, ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­სა და კი­დევ რამ­დე­ნი­მე მა­ღალ­ჩი­ნო­სანს.

სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლი სი­ცო­ცხლის ბოლო წლებ­ში საფ­რან­გეთ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად და იქ გა­დი­ო­და მკურ­ნა­ლო­ბის კურსს, თუმ­ცა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შე­ძე­ნი­ლი ღვიძ­ლის და­ა­ვა­დე­ბის გან­კურ­ნე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა და ღვიძ­ლის უკ­მა­რი­სო­ბით 2016 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლი მის სი­ცო­ცხლე­ში­ვე აღი­ა­რა წა­მე­ბის მსხვერ­პლად.

უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა ნანა კა­კა­ბა­ძემ AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ მი­უ­ხე­და­ვად სტრას­ბურ­გის გა­ნა­ჩე­ნი­სა, მო­ლაშ­ვი­ლი­სა და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის და­ჟი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნი­სა, მო­ლაშ­ვი­ლის წა­მე­ბის ფაქ­ტზე საქ­მე დღემ­დე აღ­ძრუ­ლიც კი არ არის. სა­მარ­თლალ­წარ­მო­ე­ბა მხო­ლოდ მისი თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ბრალ­დე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

წინა და ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს მომ­ხდა­რი დღემ­დე გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლი საქ­მე­ე­ბი, თა­ვი­ან­თი რე­ზო­ნან­სუ­ლო­ბი­თა და სი­სას­ტი­კით ერ­თმა­ნეთს აღე­მა­ტე­ბა. გა­ვიხ­სე­ნოთ, უახ­ლო­ეს წარ­სულ­ში მომ­ხდა­რი რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი საქ­მე, რო­მე­ლიც ამ მო­საზ­რე­ბის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ში დაგ­ვარ­წმუ­ნებს.

რა­ფა­ლი­ან­ცის საქ­მე

2012 წლის 30 სექ­ტემ­ბერს, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინა ღა­მეს, კა­ხეთ­ში მომ­ხდა­რი უმ­ძი­მე­სი ფაქ­ტის შე­სა­ხებ გახ­და ცნო­ბი­ლი - 10 თვის ბავ­შვის გვა­მი ოჯა­ხის წევ­რებ­მა წყლით სავ­სე ქვევრში იპო­ვეს, ქვევ­რს ზე­მო­დან ქვა ჰქონ­და და­ფა­რე­ბუ­ლი.

საქ­მე, რო­მელ­მაც თა­ვი­სი შემ­ზა­რა­ვო­ბით სა­ზო­გა­დო­ბა შეძ­რა, ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის სა­ჯილ­დაო ქვად იქცა. ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის ცხედ­რის პოვ­ნის შემ­დეგ, ოჯა­ხის წევ­რებ­მა გა­მოთ­ქვეს ეჭვი, რომ მკვლე­ლო­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით შუ­რის­ძი­ე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და, რად­გან ბავ­შვის დე­ი­და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კო­ორ­დი­ნა­ტო­რი იყო სო­ფელ­ში. თა­ვის მხრივ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დად­გმულ სპექ­ტაკლს უწო­დებ­დნენ ფაქტს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

ამ­გვარ ვი­თა­რე­ბა­ში საქ­მის დრო­უ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ინ­ტე­რე­სებ­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გა­უ­გე­ბა­რი აღ­მოჩ­ნდა ის ფაქ­ტი, რომ 2014 წელს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბამ რა­ფა­ლი­ან­ცის საქ­მე­ზე დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნას მხა­რი არ და­უ­ჭი­რა. მა­შინ­დელ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მრა­ვალ­ჯერ სა­ჯა­როდ დადო პი­რო­ბა, რომ „და­ახ­ლო­ე­ბით 2-3 კვი­რა­ში რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი იქ­ნე­ბო­და“, „გა­მო­ძი­ე­ბა უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში დას­რულ­დე­ბო­და“, მაგ­რამ ამ­დე­ნი წლის შემ­დე­გაც, საქ­მე­ში კვლა­ვაც უამ­რა­ვი კი­თხვის ნი­შა­ნი არ­სე­ბობს.

ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მაც არ­ერ­თხელ აღ­ნიშ­ნა, რომ რა­ფა­ლი­ან­ცის საქ­მის გა­მო­უ­ძი­ებ­ლო­ბა ქვეყ­ნის უბე­დუ­რე­ბის ტოლ­ფა­სია, მი­უ­ხე­და­ვად მმარ­თვე­ლი გუნ­დის ამ­გვა­რი სუ­ლის­კვე­თე­ბი­სა სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცე­სის გა­სა­აქ­ტი­უ­რებ­ლად არა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლა.

ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის საქ­მე

2014 წლის 15 ივ­ლისს ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი სა­კუ­თარ ავ­ტო­ფა­რეხ­ში მის­სა­ვე ავ­ტო­მო­ბილ­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. მას თავ­ში ერთი ტყვია ჰქონ­და მოხ­ვედ­რი­ლი. ცხედ­რის პოვ­ნის­თა­ნა­ვე შსს-მ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა 115-ე, თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლით და­ი­წყო, რა­მაც კიწ­მა­რიშ­ვი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი­სა და ოჯა­ხის წევ­რე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა იმ­თა­ვით­ვე გა­მო­იწ­ვია. მე­დი­ა­მაგ­ნა­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის­თა­ნა­ვე გაჩ­ნდა ეჭვი, რომ ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი გან­ზრახ მოკ­ლეს, თვით­მკვლე­ლო­ბის სცე­ნა კი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ქი­ლე­რის მიერ იყო დად­გმუ­ლი.

თან­და­თან ამ ვერ­სი­ის საკ­მა­ოდ ლო­გი­კუ­რი არ­გუ­მენ­ტე­ბი გაჩ­ნდა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი არ­გუ­მენ­ტებს ფაქ­ტე­ბი, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი და­ე­მა­ტა. ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ კიწ­მა­რიშ­ვი­ლი მთა­ვა­რი მოწ­მე იყო ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“-ის გას­ხვი­სე­ბის საქ­მე­ში და გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში, იმა­საც ამ­ბობ­და, რომ „რუს­თა­ვი 2“-ის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა მისი გვერ­დის ავ­ლით ვერ მო­ხერ­ხდე­ბო­და.

ნა­ხეთ: "ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფაქ­ტე­ბი" - პრო­კუ­რა­ტუ­რის ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლა

ამას ემა­ტე­ბა ისიც, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან მცი­რე ხან­ში, კიწ­მა­რიშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა რო­მეო სა­ჯა­ი­ამ პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა და იმ მი­ზე­ზებ­ზე ისა­უბ­რა, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბო­და მოკ­ვლის მი­ზე­ზი გახ­და­რი­ყო. აღ­მოჩ­ნდა, რომ კიწ­მა­რიშ­ვი­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ებს ფლობ­და არა­ერთ გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ზე, მათ შო­რის ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც.

ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში თან­და­თან გა­მო­იკ­ვე­თა მრა­ვა­ლი ფაქ­ტი, რომ­ლე­ბიც კიწ­მა­რიშ­ვი­ლი მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას კი­დევ უფრო ამ­ყა­რებ­და. მათ შო­რის ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, რომ­ლი­თაც და­დას­ტურ­და რომ საქ­მე­ში არ­სე­ბულ „ჩე ზე“-ის ტი­პის ია­რაღ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი დნმ არ­ცერთ იმ პირს არ ეკუთ­ვნო­და, რო­მე­ლიც გა­მო­ძი­ე­ბა­ში ფი­გუ­რი­რებ­და.

ასე­ვე, აღ­მოჩ­ნდა, რომ ავ­ტო­ფა­რეხ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რა, შემ­თხვე­ვის დღეს სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს იყო შეტ­რი­ა­ლე­ბუ­ლი. ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის სხე­ულ­ზე სის­ხლის კვა­ლის ტრა­ექ­ტო­რია მტევ­ნი­დან თი­თე­ბის­კენ ამ­ტკი­ცებ­და იმას, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბის მო­მენ­ტში კიწ­მა­რიშ­ვილს ხელი დაშ­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და. ეს კი იმას მოწ­მობს, რომ ის გას­რო­ლას სა­კუ­თა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ლებ­და.

მი­უ­ხე­და­ვად საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი ამ­გვა­რი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფაქ­ტე­ბი­სა და აღ­მო­ჩე­ნი­ლი ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი­სა, ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში საქ­მე კვლა­ვაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლით არის ძი­ე­ბა­ში.

აფგან მუხ­თარ­ლის საქ­მე

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რე­ზო­ნან­სუ­ლი საქ­მე, რო­მელ­საც გავ­ლე­ნი­ა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მძაფ­რი კრი­ტი­კა მოჰ­ყვა, კვლავ ბუ­რუ­სით არის მო­ცუ­ლი. აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი აფგან მუხ­თარ­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და 2017 წლის 29 მა­ისს გა­უ­ჩი­ნარ­და. მე­ო­რე დღეს­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ის აზერ­ბა­ი­ჯან­ში და­ა­კა­ვეს სა­ზღვრის დარ­ღვე­ვის და ვა­ლუ­ტის კონ­ტრა­ბან­დის ბრალ­დე­ბე­ბით. მუხ­თარ­ლი ამ­ბობ­და, რომ თბი­ლი­სი­დან სა­ქარ­თვე­ლოს კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ფორ­მა­ში ჩაც­მულ­მა ქარ­თუ­ლად მო­ლა­პა­რა­კე პი­რებ­მა გა­ი­ტა­ცეს და შემ­დეგ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს გა­დას­ცეს, რომ­ლებ­მაც მას ხელ­ბორ­კი­ლე­ბი და­ა­დეს და სას­ტი­კად ცე­მეს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ­მა მუხ­თარ­ლიმ გა­ნა­ცხა­და, რომ ის აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ბიზ­ნეს­მენ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პარტნი­ო­რო­ბას შე­ე­წი­რა. ჟურ­ნა­ლის­ტის თქმით, ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ილ­ჰამ ალი­ე­ვის ბიზ­ნესს იძი­ებ­და, რის გა­მოც გა­ი­ტა­ცეს. მუხ­თარ­ლის საქ­მე­ზე, უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის მუხ­ლით სა­ქარ­თვე­ლო­ში საქ­მე გა­ტა­ცე­ბი­დან მე­ო­რე დღეს­ვე აღიძ­რა. მა­ლე­ვე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის უფ­როს­მა და­ვით ნი­კო­ლე­იშ­ვილ­მა და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა ოთარ კუპ­რაშ­ვილ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი და­ტო­ვეს.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "ჩემს გა­ტა­ცე­ბას­თან პირ­და­პირ კავ­შირ­შია..." - ვის ადებს ხელს აფგან მუხ­თარ­ლი?

ცნო­ბი­ლია, რომ გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა ჯერ კი­დევ უც­ნო­ბია - ვინ გას­ცა თბი­ლი­სი­დან აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის გა­ტა­ცე­ბის უკა­ნო­ნო ბრძა­ნე­ბა? ვინ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ოპე­რა­ცია? იყ­ვნენ თუ არა საქ­მის კურ­სში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის, შსს-ს და სუს-ის მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი? ვისი ბრძა­ნე­ბით გა­ა­ნად­გუ­რეს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი - თბი­ლი­სის ცენ­ტრში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რე­ბი, რომ­ლი­თაც გამ­ტა­ცებ­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა იქ­ნე­ბო­და შე­საძ­ლე­ბე­ლი?!

სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბამ, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა, ევ­რო­კავ­შირ­მა და კი­დევ უამ­რავ­მა ქარ­თულ­მა თუ უცხო­ურ­მა უფელ­ბა­დამ­ცველ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა არ­ერ­თხელ მო­უ­წო­დეს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას საქ­მის სწრა­ფი და ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის­კენ. ამას­თა­ნა­ვე ღიად გა­მოთ­ქვეს ეჭვი მუხ­თარ­ლის გა­ტა­ცე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ერ­თხმად აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის თა­რო­ზე შე­მო­დე­ბით წი­ნას არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭირ­ვა­ლო­ბა“ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აწარ­მო­ებ­და ამ­გვა­რი საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბე­ბის მო­ნი­ტო­რინგს.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის იუ­რის­ტი ოლი­კო შერ­მა­დი­ნი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტავს, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­თა­ნა­დო ინ­ფორ­მი­რე­ბას ვერ უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ.

„ბოლო წლებ­ში არა­ერ­თი საქ­მე დაგ­როვ­და ისე­თი, რო­მელ­ზეც არ დას­რულ­და გა­მო­ძი­ე­ბა. ჩვენ ორ­მო­ცამ­დე საქ­მე­ზე გა­მო­ვი­თხო­ვეთ ინ­ფორ­მა­ცია, მაგ­რამ პრო­კუ­რა­ტუ­რამ პა­სუ­ხიც კი არ გაგ­ვცა იმა­ზე, თუ რა ეტაპ­ზეა საქ­მე­ე­ბი და მიმ­დი­ნა­რე­ობს თუ არა სა­ერ­თოდ გა­მო­ძი­ე­ბა. ჩვენ გა­ვა­სა­ჩივ­რეთ პრო­კუ­რა­ტუ­რის ეს და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი უარი, მივ­მარ­თეთ სა­სა­მარ­თლოს და და­ვი­წყეთ დავა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის წი­ნა­აღ­მდეგ. ეს პრო­ცე­სი ახ­ლაც მიმ­დი­ნა­რე­ობს" - აღ­ნიშ­ნა ოლი­კო შერ­მა­დინ­მა.

საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი კვლავ ახ­ლოვ­დე­ბა და ნი­შან­დობ­ლი­ვია იმის გახ­სე­ნე­ბა, რომ მთა­ვა­რი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბა, რო­მელ­მაც დიდ­წი­ლად გან­სა­ზღვრა "ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში მოს­ვლა, სწო­რედ ამ და სხვა საქ­მე­ე­ბის დრო­ულ გა­მო­ძი­ე­ბა­სა და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დას­ჯას უკავ­შირ­დე­ბო­და...

ავ­ტო­რი: თი­ნა­თინ ზვი­ა­და­ძე

ფოტო: Reuters, IPN

ავტორი:

"ნაციონალების" და "ოცნების" ხელისუფლების გახმაურებული, გამოუძიებელი საქმეები

"ნაციონალების" და "ოცნების" ხელისუფლების გახმაურებული, გამოუძიებელი საქმეები

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების დროული და მიუკერძოებელი გამოძიება ყველაზე ნათლად განსაზღვრავს სამართალდამცავი უწყებების მუშაობის ეფექტიანობას. ის მოცემულობა, რომ გახმაურებული საქმეების უმეტესობა დღემდე გამოუძიებელია, აჩენს ეჭვს სამართალდამცავ უწყებებში (მართლმსაჯულების სისტემაში) ხელისუფლების საეჭვო გავლენების შესახებ. რაც, თავის მხრივ, საზოგადოებაში დაუცველობის და უსამართლობის განცდას ქმნის.

პროკურატურისა თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ისინი პერიოდულად მიაწვდიდნენ საზოგადოებას ამა თუ იმ რეზონანსული საქმის გამოძიების შესახებ ინფორმაციას, თუმცა მათ უმრავლესობაზე შედეგები ჯერაც უცნობია. „ქართული ოცნების“ ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ, "ნაციონალების" გამოუძიებელ საქმეებს კიდევ ათულობით სკანდალური და სისასტიკით გამორჩეული საქმე შეემატა, რომელთა უმრავლესობა ასევე გაუხსნელია.

რატომ არ იძიებს ხელისუფლება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს? რამდენად საფუძვლიანია ეჭვი, წინა და ახალი ხელისუფლებების კოჰაბიტაციის შესახებ? - AMBEBI.GE ექვს გახმაურებულ, გამოუძიებელ საქმეს მიმოიხილავს, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" ხელისუფლების პერიოდში მოხდა.

მაღაზიის თავზე აღმოჩენილი ცხედრების საქმე

2011 წლის 27 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მეტროსადგურ "თავისუფლების" მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღაზიის თავზე ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მათივე განცხადებით, წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, გარდაცვალების მიზეზი ელექტროსადენებთან მათი შეხება იყო. თუმცა მაშინვე გაჩნდა ვერსია, რომ გარდაცვლილები 26 მაისის აქციის ძალადობრივად დაშლის ფაქტთან იყვნენ დაკავშირებულნი. შსს-მ მაშინ ამ ვერსიის შესწავლაც დაიწყო.

დადგინდა, რომ გარდაცვლილები იყვნენ თბილისელი ნიკა კვინტრაძე და ვანელი სულიკო ასათიანი. შსს-ის ოფიციალური ვერსია პირველად ეჭვქვეშ ნიკა კვინტრაძის მეგობარმა რევაზ რეხვიაშვილმა დააყენა. მან განაცხადა, რომ აქციაზე ის და კვინტრაძე ერთად იყვნენ და მეგობარი მას შემდეგ დაკარგა, რაც აქციის მონაწილეები სპეცდანიშნულების რაზმმა ალყაში მოაქცია. რეხვიაშვილი დაჟინებით აცხადებდა, რომ ნიკა კვინტრაძე ან ადგილზე იყო მოკლული, ან დააპატიმრეს, მოკლეს და კვალის დაფარვის მიზნით დატოვეს მაღაზიის თავზე.

VIDEO: 26 მაისის ღამის აქამდე უცნობი კადრები - რა ბრძანებას გასცემდა დავით ახალაია დარბევისას

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე იხსენებდა, რომ თავად შეესწრო ფაქტს, როგორი მუქარითა და ზეწოლით აჩუმებდნენ მაღაზიის გამყიდველს მაშინ, რათა სიმართლე დაემალა. ვანის საკრებულოს დეპუტატი და ქრისტიან-დემოკრატების საპარლამენტო ფრაქციის აპარატის უფროსი დავით ლორთქიფანიძე კი (რომელიც მოგვიანებით "ქართული ოცნების" დეპუტატი გახდა), საჯაროდ აცხადებდა, რომ სულიკო ასათიანის ცხედარი დასაფლავებაზე ნახა - გარდაცვლილი ნაწამები იყო, ამოთხრილი ჰქონდა მარცხენა თვალი, ყელი გამოჭრილი...

თუმცა, მაშინდელ შსს-ს ამ ხმაურიან განცხადებებზე არ მიუქცევია ყურადღება. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილების სხეულიდან იყო აღებული ბიოლოგიური მასალები და ასევე ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები, რომელიც ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ინახებოდა - თუმცა მოულოდნელად, ერთი წლის თავზე, განადგურდა.

2011 წლის 6 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაქვეყნა დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ორგანიზაციამ დიდ ბრიტანეთში სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს DABS fingerprints/forensics შეუკვეთა. ფოტო და ვიდეო ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ აქციის ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეო და ფოტო მასალაზე გამოსახული პირი ნიკა კვინტრაძეა და აქციის დაშლის დროს იგი დაკავებული იყო პოლიციის მიერ. საია-მ დასკვნა გაუგზავნა პროკურატურას და მტკიცებულებებზე სათანადო რეაგირება სთხოვა, მაგრამ ქმედითი ღონისძიება საქართველოს პროკურატურას არ გაუტარებია.

2012 წლის 12 დეკემბერს, ახალი ხელისუფლების პირობებში, გამოძიება ნიკა კვინტრაძის და სულიკო ასათიანის საქმეზე კვლავ განახლდა, თუმცა გარდაცვლილების ოჯახის წევრები სიმართლის დადგენას დღემდე უშედეგოდ ელიან.

აკადემიკოს გურამ შარაძის საქმე

2007 წლის 20 მაისს თბილისის ცენტრში, მელიქიშვილის გამზირზე, ქვეითად მოსიარულე გურამ შარაძე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. გამოძიების პირველადი ვერსიით, მკვლელად ვინმე გიორგი ბარათელი დასახელდა, თუმცა აკადემიკოსის ოჯახი ამ ვერსიას თავიდანვე არ დაეთანხმა.

"ნაციონალების" დროს გამოუძიებელი საქმის ხელახალი გამოძიება "ოცნების" ხელისუფლებამ საკუთარ თავზე აიღო. 2014 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შარაძის საქმე პირად კონტროლზე აიყვანა და საქმეზე ხელახალი გამოძიება დაიწყო, თუმცა უშედეგოდ. აკადემიკოსის შვილი დღემდე ითხოვს გურამ შარაძის ნამდვილი მკვლელების დასჯას.

რუსუდან შარაძემ არაერთხელ გამართა პრესკონფერენცია, მათ შორის რამდენიმე თვის წინაც "ქართული ოცნების" ოფისთან და ხელისუფლებას მამამისის საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსუდან შარაძე მიიჩნევს, რომ მამამისის მკვლელის კვალი მაშინდელ ხელისუფლებამდე მიდის.

AMBEBI.GE-სთან საუბარში რუსუდან შარაძემ განაცხადა, რომ აკადემიკოსის საქმესთან დაკავშირებით სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი მას მოკვლითაც კი დაემუქრა.

წაიკითხეთ: როგორ დაიგეგმა შარაძის მკვლელობა

"ადრე რომ გეკითხათ, გიპასუხებდით, რომ გამოძიება მიმდინარეობს. დღეს უკვე მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ - გურამ შარაძის მკვლელობა შეგნებულად არ იხსნება, რადგან ამის პოლიტიკური ნება არ არსებობს საქართველოში! პროკურატურას თითქმის გამოძიებული საქმე ჩავაბარე, არაერთმა მოწმემ მისცა ჩვენება, რომ ნახეს ბარათელისგან სრულიად განსხვავებული მკვლელი.

მარტო ბოლო "ოქროს მოწმის" მაგალითი რად ღირს?! ყოფილი კუდ-ის მაღალჩინოსანი და დათა ახალაიას მარჯვენა ხელი მზად იყო, გამოძიებისთვის გადაეცა მტკიცებულებები და სასამართლოზეც, პირზე დადგომოდა სააკშვილის ბანდას, მაგრამ სუს-მა ეს მოწმე ჯერ დააშინა, დააშანტაჟა და მერე გადამკიდა იმდენად, რომ ერთი თვის წინ, აქეთ მოკვლით მემუქრებოდა. გასცენ პასუხი კითხვას - რატომ ჰყავთ ყველა ძალოვანი უწყების უმაღლეს თანამდებობებზე სააკაშვილისა და ახალაიების ზონდერ-მკვლელები, რაში სჭირდებათ ეს? - გვითხრა რუსუდან შარაძემ.

სულხან მოლაშვილის საქმე

სულხან მოლაშვილი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის პირად პატიმრად მოიხსენიებდნენ, 2001 წლის 30 მაისიდან 2004 წლის 4 იანვრის ჩათვლით იკავებდა კონტროლის პალატის თავმჯდომარის პოსტს. სასამართლომ მოლაშვილი დამნაშავედ სცნო ხელისუფლების ბოროტად გამოყენების, დანაშაულის დაფარვისა და სახელმწიფო თანხების მითვისებაში, რის გამოც თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა.

მოგვიანებით გასაჯაროვდა ფოტოები, რომელზეც აშკარად ჩანდა, რომ სულხან მოლაშვილი სასტიკად იყო ნაწამები, მას მთელი ზურგი სიგარეტით ჰქონდა ამომწვარი, ელექტროშოკის ზემოქმედების შედეგად კი სხეულზე უამრავი ჩაქცევა და სისხლნაჟღენთი აღენიშნებოდა.

მძიმე ავადმყოფობისა და პატრიარქის მიმართვის საფუძველზე მოლაშვილი 2008 წელს გაათავისუფლეს. გათავისუფლების შემდეგ, ის აქტიურად გამოდიოდა მედიის საშუალებით და საქართველოს ყოფილი მთავრობას მის უკანონო დაკავებასა და წამებაში ადანაშაულებდა. ღიად ასახელებდა იმ პირებს, რომლებიც ციხეში მის წამებაში იღებდნენ მონაწილეობას. მათ შორის გიგა ბოკერიას, ვალერი გრიგალაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანს.

სულხან მოლაშვილი სიცოცხლის ბოლო წლებში საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად და იქ გადიოდა მკურნალობის კურსს, თუმცა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეძენილი ღვიძლის დაავადების განკურნება ვერ მოხერხდა და ღვიძლის უკმარისობით 2016 წელს გარდაიცვალა. სტრასბურგის სასამართლომ სულხან მოლაშვილი მის სიცოცხლეშივე აღიარა წამების მსხვერპლად.

უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ AMBEBI.GE-სთან საუბარში აღნიშნა, რომ მიუხედავად სტრასბურგის განაჩენისა, მოლაშვილისა და მისი ოჯახის წევრების დაჟინებული მოთხოვნისა, მოლაშვილის წამების ფაქტზე საქმე დღემდე აღძრულიც კი არ არის. სამართლალწარმოება მხოლოდ მისი თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით მიმდინარეობს.

წინა და ამჟამინდელი ხელისუფლების დროს მომხდარი დღემდე გამოუძიებელი საქმეები, თავიანთი რეზონანსულობითა და სისასტიკით ერთმანეთს აღემატება. გავიხსენოთ, უახლოეს წარსულში მომხდარი რამდენიმე ცნობილი საქმე, რომელიც ამ მოსაზრების ჭეშმარიტებაში დაგვარწმუნებს.

რაფალიანცის საქმე

2012 წლის 30 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნების წინა ღამეს, კახეთში მომხდარი უმძიმესი ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი - 10 თვის ბავშვის გვამი ოჯახის წევრებმა წყლით სავსე ქვევრში იპოვეს, ქვევრს ზემოდან ქვა ჰქონდა დაფარებული.

საქმე, რომელმაც თავისი შემზარავობით საზოგადობა შეძრა, ურთიერთდაპირისპირებული პოლიტიკური ძალების საჯილდაო ქვად იქცა. ბარბარე რაფალიანცის ცხედრის პოვნის შემდეგ, ოჯახის წევრებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ მკვლელობა პოლიტიკური ნიშნით შურისძიებას უკავშირდებოდა, რადგან ბავშვის დეიდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორი იყო სოფელში. თავის მხრივ „ქართული ოცნების“ დადგმულ სპექტაკლს უწოდებდნენ ფაქტს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები.

ამგვარ ვითარებაში საქმის დროული გამოძიება, „ქართული ოცნების“ ინტერესებში უნდა ყოფილიყო, თუმცა საზოგადოებისთვის გაუგებარი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ 2014 წელს საპარლამენტო უმრავლესობამ რაფალიანცის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა. მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მრავალჯერ საჯაროდ დადო პირობა, რომ „დაახლოებით 2-3 კვირაში რეალური სურათი იქნებოდა“, „გამოძიება უახლოეს პერიოდში დასრულდებოდა“, მაგრამ ამდენი წლის შემდეგაც, საქმეში კვლავაც უამრავი კითხვის ნიშანი არსებობს.

ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმაც არერთხელ აღნიშნა, რომ რაფალიანცის საქმის გამოუძიებლობა ქვეყნის უბედურების ტოლფასია, მიუხედავად მმართველი გუნდის ამგვარი სულისკვეთებისა საგამოძიებო პროცესის გასააქტიურებლად არაფერი გაკეთებულა.

ეროსი კიწმარიშვილის საქმე

2014 წლის 15 ივლისს ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ ავტოფარეხში მისსავე ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. მას თავში ერთი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ცხედრის პოვნისთანავე შსს-მ საქმის გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, რამაც კიწმარიშვილის ახლობლებისა და ოჯახის წევრების უკმაყოფილება იმთავითვე გამოიწვია. მედიამაგნატის გარდაცვალებისთანავე გაჩნდა ეჭვი, რომ ეროსი კიწმარიშვილი განზრახ მოკლეს, თვითმკვლელობის სცენა კი პროფესიონალი ქილერის მიერ იყო დადგმული.

თანდათან ამ ვერსიის საკმაოდ ლოგიკური არგუმენტები გაჩნდა, მოგვიანებით კი არგუმენტებს ფაქტები, მტკიცებულებები და ახალი გარემოებები დაემატა. ცნობილი გახდა, რომ კიწმარიშვილი მთავარი მოწმე იყო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გასხვისების საქმეში და გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მიცემულ ინტერვიუში, იმასაც ამბობდა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმის გამოძიება მისი გვერდის ავლით ვერ მოხერხდებოდა.

ნახეთ: "ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ამსახველი ფაქტები" - პროკურატურის ფოტო და ვიდეომასალა

ამას ემატება ისიც, რომ გარდაცვალებიდან მცირე ხანში, კიწმარიშვილის ადვოკატმა რომეო საჯაიამ პრესკონფერენცია გამართა და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომლებიც შეიძლებოდა მოკვლის მიზეზი გახდარიყო. აღმოჩნდა, რომ კიწმარიშვილი მნიშვნელოვან ინფორმაციებს ფლობდა არაერთ გახმაურებულ საქმეზე, მათ შორის ბარბარე რაფალიანცის საქმესთან დაკავშირებითაც.

ძიების პროცესში თანდათან გამოიკვეთა მრავალი ფაქტი, რომლებიც კიწმარიშვილი მკვლელობის ვერსიას კიდევ უფრო ამყარებდა. მათ შორის ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურდა რომ საქმეში არსებულ „ჩე ზე“-ის ტიპის იარაღზე აღმოჩენილი დნმ არცერთ იმ პირს არ ეკუთვნოდა, რომელიც გამოძიებაში ფიგურირებდა.

ასევე, აღმოჩნდა, რომ ავტოფარეხში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერა, შემთხვევის დღეს საპირისპირო მხარეს იყო შეტრიალებული. ეროსი კიწმარიშვილის სხეულზე სისხლის კვალის ტრაექტორია მტევნიდან თითებისკენ ამტკიცებდა იმას, რომ გარდაცვალების მომენტში კიწმარიშვილს ხელი დაშვებული ჰქონდა. ეს კი იმას მოწმობს, რომ ის გასროლას საკუთარი მიმართულებით ვერ განახორცილებდა.

მიუხედავად საქმეში არსებული ამგვარი უმნიშვნელოვანესი ფაქტებისა და აღმოჩენილი ახალი გარემოებებისა, ამ წლების განმავლობაში საქმე კვლავაც თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის ძიებაში.

აფგან მუხთარლის საქმე

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე, რომელსაც გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების მძაფრი კრიტიკა მოჰყვა, კვლავ ბურუსით არის მოცული. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც საქართველოში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მეორე დღესვე ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის დარღვევის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებებით. მუხთარლი ამბობდა, რომ თბილისიდან საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ქართულად მოლაპარაკე პირებმა გაიტაცეს და შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას ხელბორკილები დაადეს და სასტიკად ცემეს.

მოგვიანებით პატიმრობაში მყოფმა მუხთარლიმ განაცხადა, რომ ის აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პარტნიორობას შეეწირა. ჟურნალისტის თქმით, ის საქართველოში ილჰამ ალიევის ბიზნესს იძიებდა, რის გამოც გაიტაცეს. მუხთარლის საქმეზე, უკანონო დაკავების მუხლით საქართველოში საქმე გატაცებიდან მეორე დღესვე აღიძრა. მალევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა დავით ნიკოლეიშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორმა ოთარ კუპრაშვილმა თანამდებობები დატოვეს.

ასევე წაიკითხეთ: "ჩემს გატაცებასთან პირდაპირ კავშირშია..." - ვის ადებს ხელს აფგან მუხთარლი?

ცნობილია, რომ გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია - ვინ გასცა თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების უკანონო ბრძანება? ვინ განახორციელა ოპერაცია? იყვნენ თუ არა საქმის კურსში საქართველოს მთავრობის, შსს-ს და სუს-ის მაღალი თანამდებობის პირები? ვისი ბრძანებით გაანადგურეს სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულებები - თბილისის ცენტრში დამონტაჟებული რამდენიმე სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რომლითაც გამტაცებლების იდენტიფიცირება იქნებოდა შესაძლებელი?!

საერთაშორისო თანამეგობრობამ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროკავშირმა და კიდევ უამრავმა ქართულმა თუ უცხოურმა უფელბადამცველმა ორგანიზაციებმა არერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას საქმის სწრაფი და ობიექტური გამოძიებისკენ. ამასთანავე ღიად გამოთქვეს ეჭვი მუხთარლის გატაცებაში საქართველოს ხელისუფლების დაინტერესებასთან დაკავშირებით.

უფლებადამცველი ორგანიზაციები ერთხმად აღნიშნავენ, რომ მოქმედი ხელისუფლება გახმაურებული საქმეების თაროზე შემოდებით წინას არ ჩამოუვარდება. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა“ წლების განმავლობაში აწარმოებდა ამგვარი საქმეების გამოძიებების მონიტორინგს.

ორგანიზაციის იურისტი ოლიკო შერმადინი AMBEBI.GE-სთან საუბარში განმარტავს, რომ სამართალდამცავი უწყებები საზოგადოების სათანადო ინფორმირებას ვერ უზრუნველყოფენ.

„ბოლო წლებში არაერთი საქმე დაგროვდა ისეთი, რომელზეც არ დასრულდა გამოძიება. ჩვენ ორმოცამდე საქმეზე გამოვითხოვეთ ინფორმაცია, მაგრამ პროკურატურამ პასუხიც კი არ გაგვცა იმაზე, თუ რა ეტაპზეა საქმეები და მიმდინარეობს თუ არა საერთოდ გამოძიება. ჩვენ გავასაჩივრეთ პროკურატურის ეს დაუსაბუთებელი უარი, მივმართეთ სასამართლოს და დავიწყეთ დავა საქართველოს პროკურატურის წინააღმდეგ. ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს" - აღნიშნა ოლიკო შერმადინმა.

საპრეზიდენტო არჩევნები კვლავ ახლოვდება და ნიშანდობლივია იმის გახსენება, რომ მთავარი წინასაარჩევნო დაპირება, რომელმაც დიდწილად განსაზღვრა "ოცნების" ხელისუფლების სათავეში მოსვლა, სწორედ ამ და სხვა საქმეების დროულ გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას უკავშირდებოდა...

ავტორი: თინათინ ზვიადაძე

ფოტო: Reuters, IPN

"გიორგი შაქარაშვილი თვალით არ მინახავს... უდანაშაულო ვარ" - ნიკოლოზ რევაზიშვილი მზად არის, კითხვებს სიცრუის დეტექტორზე უპასუხოს

"ნამდვილად გინდათ თქვენი შვილის მკვლელობის ბრალდებით უდანაშაულო ხალხი გაგვასამართლონ?" - ვახტანგ ჩიქოვანი შაქარაშვილის მშობლებს

"ფურცხვანიძემ შვილს სთხოვა, ფოტო დაემუშავებინა ისე, თითქოს ის გადაღებულია 19 ივლისს და მასზე ბაჩალიაშვილის მანქანა არ არის ასახული" - პროკურატურის განცხადება