ავტორი:

"პოლიციელმა მითხრა - ვისაც ურეკავთ, გარდაცვლილიაო" - იტალიაში დაღუპული ქართველი მოკლულია?

"პოლიციელმა მითხრა - ვისაც ურეკავთ, გარდაცვლილიაო" - იტალიაში დაღუპული ქართველი მოკლულია?

იტალიური მედიის ინფორმაციით, 18 ოქტომბერს, 19 საათსა 45 წუთზე, ქალაქ ბარიში, სან-ანტონიოს სანაპიროსთან, გამვლელებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს და პოლიცია გამოიძახეს.

იტალიელმა სამართალდამცავებმა გარდაცვლილის ვინაობის დადგენა მას შემდეგ შეძლეს, რაც გარდაცვლილის ტელეფონზე მისმა მეგობარმა დარეკა. გაირკვა, რომ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე, 31 წლის გიორგი ფერაძე იყო. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც ქართველი ემიგრანტებისგან შევიტყვეთ, გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო.

გიორგი ფერაძე ბაღდათის სოფელ ვარციხეში დაიბადა. ერთ-ერთი მეზობელის ინფორმაციით, ისსოფელში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არ გამოჩენილა, თუმცა წელს აღდგომის დღესასწაულზე ჩავიდა, რა დროსაც მთელი სოფლის მოვლა და ყველას მონახულება მოასწრო. ეს იყო მისი უკანასკნელი შეხვედრა სამშობლოსთან:

- კიდევ ერთი კარგი და მოსიყვარულე ბიჭი დავკარგეთ. გიორგის მამა საქართველოს ერთიანობისთვის ყველა ომში მონაწილეობდა, დედა წლების წინ იძულებული გახდა ქვეყნიდან უცხოეთი წასულიყო სამუშაოდ. გიორგი და მისი ძმა საკმაოდ პატარები დატოვა. მერე გიორგიც წავიდა საქართველოდან, თავდაპირველად, რუსეთში იყო, დეიდასთან. მერე, როგორც ჩემთვის ცნობილია, იქ კანონთან პრობლემები ჰქონდა და ამიტომაც იტალიაში წავიდა.

ანი გორგაძე, გიორგის მეგობარი: - მეც ემიგრანტი ვარ. იტალიაში ვცხოვრობ დედასთან ერთად, ვისაც ემიგრანტობაში არ უცხოვრია, ვერასოდეს გაიგებს, რას ნიშნავს საყრდენის დაკარგვა უცხო ქვეყანაში. ჩვენ აქ გიორგის სახით ძალიან ძლიერი საყრდენი დავკარგეთ. რაც არ უნდა მომხდარიყო, პირველი მოვიდოდა და გვერდში დაგიდგებოდა. განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ