ავტორი:

რა მდგომარეობაში არიან რუსთავში აფეთქების შედეგად დაშავებულები

რა მდგომარეობაში არიან რუსთავში აფეთქების შედეგად დაშავებულები

რუსთავში, მე-19-ე მიკრო რაიონში ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად დაშავებულებიდან, 6 ამ დრომდე კლინიკა "რუსთავში“ რჩება. ორი პაციენტი - 9 წლამდე ასაკის გოგონა და 14 წლის ბიჭი თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკებში არიან გადაყვანილი.

როგორც "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში კლინიკა "რუსთავის“ ექიმმა ლევან ფსუტურმა განაცხადა, სულ კლინიკაში დღეს 11 პაციენტი შევიდა.

„აქედან ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა გოგონა. შემოვლისთანავე ის გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე და საოპერაციო ბლოკში. ჩაუტარდა ოპერაციული ჩარევა და შემდგომი მკურნალობის მიზნით გადაყვანილი იქნა თბილისის კლინიკაში. გოგონას მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა ჰქონდა. მეორე მოზარდი, რომელსაც ჰქონდა კოჭის ღია მოტეხილობა და უცხო სხეული სახსრის არეში, ისიც გადაყვანილია თბილისში, პროფილურ კლინიკაში“, - განაცხადა კლინიკის ექიმმა ლევან ფსუტურმა.

მისივე ინფორმაციით, კლინიკაში ამ დროისათვის 6 პაციენტი რჩება, მათგან ზოგი იმყოფება დაკვირების ქვეშ, ორი პაციენტი საოპერაციო ბლოკში გადაჰყავთ.

დღეს, დაახლოებით 12:30 საათზე, რუსთავში, მე-19-ე მიკრო რაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ფიზიკური პირის ავტოფარეხის დემონტაჟის დროს, დაქირავებულ მუშებს მუშაობისას ჟანგბადის ბალონი აუფეთქდათ. აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხბურთის სტადიონში და ეზოში ჯამში 14 ადამიანი დაშავდა, მათგან 11 კლინიკა "რუსთავში“, 2 კი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში იქნენ გადაყვანილი, დაშავებულებიდან 5 მცირეწლოვანია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ