ავტორი:

სალომე ზურაბიშვილი - მარიხუანა და ნარკოტიკები არის ძალიან დიდი საფრთხე ქვეყნისთვის

სალომე ზურაბიშვილი - მარიხუანა და ნარკოტიკები არის ძალიან დიდი საფრთხე ქვეყნისთვის

ნარკოტიკები არის ძალიან დიდი საფრთხე ქვეყნისთვის. პატარა ქვეყანას, როგორიც არის საქართველო, სჭირდება ძალიან ჯანსაღი მოსახლეობა და ახალგაზრდობა, განათლებული და ჯანსაღი, - ამის შესახებ ვარკეთილში ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმაგანაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა დედებს მიმართა.

„აქ დგანან ახალგაზრდები. მინდა ვუთხრა დედებს - რაც ეხება მარიხუანას და ნარკოტიკებს, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად და გავაფრთხილოთ ახალგაზრდობა, რომ ეს არის დიდი საფრთხე მათთვის, ძალიან დიდი საფრთხე ჯანმრთელობისთვის. ეს არის ძალიან დიდი საფრთხე ქვეყნისთვის. პატარა ქვეყანას, როგორიც არის საქართველო, სჭირდება ძალიან ჯანსაღი მოსახლეობა და ახალგაზრდობა, განათლებული და ჯანსაღი. ეს არის ის ორი რამ, რაც მჭირდება იმისთვის, რომ ამ 6 წელში ყველაფერი გავაკეთო, რაც საჭიროა. ამ საქმეში, რასაც ჰქვია გაფრთხილება, ინფორმირება, ერთად უნდა ვიყოთ. ჩვენ არ ვართ მატერიალურად განვითარებული ქვეყანა, სადაც შეიძლება რომელიმე „მსუბუქი ნარკოტიკი" იყოს გართობის საგანი. ჩვენთან არ არის ასეთი გართობა. ჩვენთან უნდა იყოს სერიოზული სწავლა, სერიოზული მუშაობა და არ გვცალია ამ გართობებისთვის. არც თქვენ გცალიათ ამ გართობებისთვის ახალგაზრდებო. ჩვენ ერთად მივხედოთ ამ საინფორმაციო კამპანიას სკოლებში, ოჯახებში და სადაც მე დაგჭირდებით, იქ ვიქნები თქვენთან ერთად. ასევე უნდა მივხედოთ ყველა იმ სოციალურ ჯგუფს, რომელსაც სჭირდება მეტი ზრუნვა სახელმწიფოსგან. მე ვიქნები ამ შემთხვევაში ამ სახელმწიფოს სათავეში მათზე მზრუნველი, იმიტომ, რომ ეს არის ქალის მოვალეობა. ჩვენ ვიცით როგორია სოციალური და ეკონომიკური ფონი, ვიცით, რომ ბევრია გასაკეთებელი, ბევრ სხვადასხვა კატეგორიას სჭირდება უფრო მეტი მზრუნველობა სახელმწიფოსგან",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები