პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დაიხსნა რამზან კადიროვმა აფხაზეთში გატაცებული რუსი ბიზნესმენი და რამ აღაშფოთა აფხაზები?
როგორ დაიხსნა რამზან კადიროვმა აფხაზეთში გატაცებული რუსი ბიზნესმენი და რამ აღაშფოთა აფხაზები?

აფხა­ზე­თის ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში ცოტა ხნის წინ გა­ტა­ცე­ბუ­ლი და შემ­დეგ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი რუსი ბიზ­ნეს­მე­ნის, მაქ­სიმ ია­კოვ­ლე­ვის გარ­შე­მო ხმა­უ­რი არ წყდე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი, რამ­ზან კა­დი­რო­ვი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

სა­უ­ბა­რია 30 ივ­ლი­სის ღა­მეს ახალ ათონ­ში Afon Resort Hotel-იდან გა­ტა­ცე­ბულ ბიზ­ნეს­მენ­ზე მაქ­სიმ ია­კოვ­ლე­ვზე, რომ­ლის ნო­მერ­შიც ე.წ. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა დამ­ტვრე­ულ ავე­ჯზე სის­ხლის კვა­ლიც აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ია­კოვ­ლე­ვის ცოლ­მა კი, ათი დღის შემ­დეგ, ანო­ნი­მუ­რი წე­რი­ლი მი­ი­ღო, სა­დაც ბიზ­ნეს­მე­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ, გა­მო­სას­ყი­დის სა­ხით - 200 მი­ლი­ონ რუბლს ითხოვ­დნენ. მა­შინ ამ ფაქ­ტით შეძრწუ­ნე­ბუ­ლი აფხა­ზე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ ასე­თი ფაქ­ტე­ბი "ქვეყ­ნის იმიჯ­ზე უფრო ცუ­დად აი­სა­ხე­ბო­და". რამ­დე­ნი­მე დღის წინ ია­კოვ­ლე­ვი სა­ეჭ­ვო ვი­თა­რე­ბა­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

ამ დღე­ებ­ში რამ­ზან კა­დი­როვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მას დახ­მა­რე­ბის­თვის მაქ­სიმ ია­კოვ­ლე­ვის ნა­თე­სა­ვე­ბი და­უ­კავ­შირ­დნენ.

"მე ვუბ­რძა­ნე ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის დე­პუ­ტატს, ადამ დე­ლიმ­ხა­ნოვს შე­ეს­წავ­ლა ეს საქ­მე. ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­სი იყო, მაგ­რამ მან ეს შეძ­ლო და ია­კოვ­ლე­ვი ახლა თა­ვი­სუ­ფა­ლია. თუმ­ცა, მე ჩემი პი­რო­ბე­ბი მქონ­და, რო­მელ­საც შე­ვას­რუ­ლებ და დე­ტა­ლებს არ გა­ვამ­ხელ, ვერც იმა­ზე ვი­ტყვი, რა მი­ზე­ზით გა­ი­ტა­ცეს ბიზ­ნეს­მე­ნი. ის საბ­ჭო­თა აფხა­ზე­თის დრო­ინ­დელ ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში ის­ვე­ნებ­და. მე მას სწრაფ ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ფი­ზი­კურ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას ვუ­სურ­ვებ. ასე­თი უსი­ა­მოვ­ნო ის­ტო­რი­ე­ბი რუ­სე­თის მე­გო­ბარ ქვეყ­ნებ­თან ჩვენს კარგ ურ­თი­ერ­თო­ბებს ვერ შე­არ­ყევს", - აცხა­დებ­და კა­დი­რო­ვი.

აფხა­ზი ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის თქმით, რამ­ზან კა­დი­რო­ვი ცდი­ლობს ამ ხმა­უ­რი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბით ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში თა­ვი­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა წარ­მო­ა­ჩი­ნოს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ასე­ვე კა­დი­რო­ვის ბრძა­ნე­ბით, ჩეჩ­ნე­თის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის მი­ნის­ტრმა ჯამ­ბუ­ლატ უმა­როვ­მა, და­ღეს­ტნის რეს­პუბ­ლი­კის ქა­ლაქ კას­პი­ის­კში და­კარ­გუ­ლი 8 წლის გო­გო­ნა იპო­ვა, რო­მე­ლიც ასე­ვე სა­ეჭ­ვო ვი­თა­რე­ბა­ში იყო გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ია­კოვ­ლე­ვის გვა­რი 90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში ვა­უ­ჩე­რე­ბის გა­და­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გახ­მა­ურ­და. მისი კომ­პა­ნი­ის საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის შე­ფუთ­ვის ნახ­ვა ახ­ლაც შე­იძ­ლე­ბა რუ­სე­თის თით­ქმის ყვე­ლა მა­ღა­ზი­ა­ში, შო­კო­ლა­დის, ჩიპ­სე­ბი­სა თუ ცხო­ვე­ლე­ბის საკ­ვებ­ზე. მას, ფაქ­ტობ­რი­ვად, ამ ბიზ­ნე­სის მო­ნო­პო­ლია ჰქონ­და, ამი­ტო­მაც ბიზ­ნეს­მენს "ცნო­ბი­ლი რე­ი­დე­რი და სა­ერ­თა­შო­რი­სო აფე­რის­ტი" შე­არ­ქვეს.

2013 წელს ის ყირ­გი­ზეთ­ში, სხვი­სი უძ­რა­ვის ქო­ნე­ბის მით­ვი­სე­ბის გამო, ინ­ტერ­პო­ლის ხა­ზით ძებ­ნი­ლად გა­მო­ა­ცხა­დეს. გა­მო­ძი­ე­ბის ცნო­ბით, მან ყო­ფილ პარტნი­ორს ოლეგ პო­ბე­დოვს ბიშ­კეკ­ში, პო­ლიგ­რა­ფი­უ­ლი კომ­პლექ­სის წარ­მო­ე­ბა­ში 40 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლის ზა­რა­ლი მი­ა­ყე­ნა. მას შემ­დეგ ის ტა­ი­ლან­დში და­ღუ­პუ­ლა­დაც გა­მო­ა­ცხა­დეს, თუმ­ცა რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ფე­დე­რა­ცი­ის სხვა რეს­პუბ­ლი­კებ­ში შეძ­ლო და "აღ­სდგა".

"სწო­რედ ასე­თი "ბექგ­რა­უნ­დის" მქო­ნე პერ­სო­ნა იყო ჩა­მო­სუ­ლი აფხა­ზეთ­ში ბიზ­ნეს­გა­რე­მოს შე­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად. 7 ოქ­ტომ­ბერს აფხა­ზე­თის გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა გან­ცხა­და, რომ მას გუ­და­უ­თის ერთ-ერთ სო­ფელ­ში მი­აგ­ნეს, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სხვა დე­ტა­ლებ­ზე ვერ ილა­პა­რა­კებ­დნენ. შემ­დეგ მის­მა მე­უღ­ლემ ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ მისი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჟურ­ნა­ლის­ტებს ვერ შეხ­ვდე­ბო­და. ეჭ­ვებს, კა­დი­რო­ვი­სა და 90-იანი წლე­ბის შავ­ბნე­ლი პერ­სო­ნე­ბის კავ­ში­რე­ბის შე­სა­ხებ არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა აქვთ", - წერს აფხა­ზუ­რი მე­დია.

ამ ფაქტს აფხა­ზურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აღ­შფო­თე­ბა მოჰ­ყვა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, სა­ინ­ტე­რე­სოა თუნ­დაც ის ფაქ­ტიც, რომ კა­დი­რო­ვი ჩეჩ­ნე­თი­დან აგ­ვა­რებს საქ­მეს აფხა­ზეთ­ში - ის პო­უ­ლობს გუ­და­უ­თის ტყე­ში ადა­მი­ანს, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ გოჯა აფხა­ზეთ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ვერ პო­უ­ლო­ბენ. საქ­მე ის არის, რომ კა­დი­რო­ვის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს მას ია­კოვ­ლე­ვის ნა­თე­სა­ვე­ბი დახ­მა­რე­ბის­თვის და­უ­კავ­შირ­დნენ, მის­მა ცოლ­მა უარ­ყო, ისე­ვე, რო­გორც ჩეჩ­ნუ­რი მე­დი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­მად­ლო­ბე­ლი წე­რი­ლი, სა­დაც პე­ტერ­ბურ­გე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის ნა­თე­სა­ვე­ბი "რამ­ზან კა­დი­როვს დახ­მა­რე­ბის­თვის მად­ლო­ბას უხ­დიდ­ნენ".

აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ირო­ნი­ი­თაც წე­რენ, რომ იქ­ნებ ხა­ჯიმ­ბას “ხელმღვა­ნე­ლო­ბამ” კა­დი­როვს სხვა პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლა­დაც მი­მა­თონ, მა­გა­ლი­თად, "გზებ­ზე უკონ­ტრო­ლო ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის, ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის, შსს-ში კად­რე­ბის შე­სარ­ჩე­ვად... - იქ­ნებ 100 ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნოს, რომ ქვე­ყა­ნას ეშ­ვე­ლოს".

sponsored by ContentRoom
ავტორი:

როგორ დაიხსნა რამზან კადიროვმა აფხაზეთში გატაცებული რუსი ბიზნესმენი და რამ აღაშფოთა აფხაზები?

როგორ დაიხსნა რამზან კადიროვმა აფხაზეთში გატაცებული რუსი ბიზნესმენი და რამ აღაშფოთა აფხაზები?

აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში ცოტა ხნის წინ გატაცებული და შემდეგ გათავისუფლებული რუსი ბიზნესმენის, მაქსიმ იაკოვლევის გარშემო ხმაური არ წყდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მის გათავისუფლებაში ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი მონაწილეობდა.

საუბარია 30 ივლისის ღამეს ახალ ათონში Afon Resort Hotel-იდან გატაცებულ ბიზნესმენზე მაქსიმ იაკოვლევზე, რომლის ნომერშიც ე.წ. სამართალდამცავებმა დამტვრეულ ავეჯზე სისხლის კვალიც აღმოაჩინეს. იაკოვლევის ცოლმა კი, ათი დღის შემდეგ, ანონიმური წერილი მიიღო, სადაც ბიზნესმენის გათავისუფლების სანაცვლოდ, გამოსასყიდის სახით - 200 მილიონ რუბლს ითხოვდნენ. მაშინ ამ ფაქტით შეძრწუნებული აფხაზები ამბობდნენ, რომ ასეთი ფაქტები "ქვეყნის იმიჯზე უფრო ცუდად აისახებოდა". რამდენიმე დღის წინ იაკოვლევი საეჭვო ვითარებაში გაათავისუფლეს.

ამ დღეებში რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მას დახმარებისთვის მაქსიმ იაკოვლევის ნათესავები დაუკავშირდნენ.

"მე ვუბრძანე ჩეჩნეთის რესპუბლიკის დეპუტატს, ადამ დელიმხანოვს შეესწავლა ეს საქმე. ეს საკმაოდ რთული პროცესი იყო, მაგრამ მან ეს შეძლო და იაკოვლევი ახლა თავისუფალია. თუმცა, მე ჩემი პირობები მქონდა, რომელსაც შევასრულებ და დეტალებს არ გავამხელ, ვერც იმაზე ვიტყვი, რა მიზეზით გაიტაცეს ბიზნესმენი. ის საბჭოთა აფხაზეთის დროინდელ ერთ-ერთ სასტუმროში ისვენებდა. მე მას სწრაფ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციას ვუსურვებ. ასეთი უსიამოვნო ისტორიები რუსეთის მეგობარ ქვეყნებთან ჩვენს კარგ ურთიერთობებს ვერ შეარყევს", - აცხადებდა კადიროვი.

აფხაზი ანალიტიკოსების თქმით, რამზან კადიროვი ცდილობს ამ ხმაურიანი განცხადებით ჩრდილოეთ კავკასიაში თავისი მნიშვნელობა წარმოაჩინოს. რამდენიმე დღის წინ, ასევე კადიროვის ბრძანებით, ჩეჩნეთის ნაციონალური პოლიტიკის მინისტრმა ჯამბულატ უმაროვმა, დაღესტნის რესპუბლიკის ქალაქ კასპიისკში დაკარგული 8 წლის გოგონა იპოვა, რომელიც ასევე საეჭვო ვითარებაში იყო გაუჩინარებული.

რუსული მედიის ცნობით, იაკოვლევის გვარი 90-იანი წლების დასაწყისში ვაუჩერების გადაყიდვასთან დაკავშირებით გახმაურდა. მისი კომპანიის საკვები პროდუქტების შეფუთვის ნახვა ახლაც შეიძლება რუსეთის თითქმის ყველა მაღაზიაში, შოკოლადის, ჩიპსებისა თუ ცხოველების საკვებზე. მას, ფაქტობრივად, ამ ბიზნესის მონოპოლია ჰქონდა, ამიტომაც ბიზნესმენს "ცნობილი რეიდერი და საერთაშორისო აფერისტი" შეარქვეს.

2013 წელს ის ყირგიზეთში, სხვისი უძრავის ქონების მითვისების გამო, ინტერპოლის ხაზით ძებნილად გამოაცხადეს. გამოძიების ცნობით, მან ყოფილ პარტნიორს ოლეგ პობედოვს ბიშკეკში, პოლიგრაფიული კომპლექსის წარმოებაში 40 მილიონი რუბლის ზარალი მიაყენა. მას შემდეგ ის ტაილანდში დაღუპულადაც გამოაცხადეს, თუმცა რუსული მედიის ცნობით, ფედერაციის სხვა რესპუბლიკებში შეძლო და "აღსდგა".

"სწორედ ასეთი "ბექგრაუნდის" მქონე პერსონა იყო ჩამოსული აფხაზეთში ბიზნესგარემოს შესათვალიერებლად. 7 ოქტომბერს აფხაზეთის გენერალურმა პროკურორმა განცხადა, რომ მას გუდაუთის ერთ-ერთ სოფელში მიაგნეს, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა დეტალებზე ვერ ილაპარაკებდნენ. შემდეგ მისმა მეუღლემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ მისი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ჟურნალისტებს ვერ შეხვდებოდა. ეჭვებს, კადიროვისა და 90-იანი წლების შავბნელი პერსონების კავშირების შესახებ არსებობის უფლება აქვთ", - წერს აფხაზური მედია.

ამ ფაქტს აფხაზურ საზოგადოებაში აღშფოთება მოჰყვა. ადგილობრივების თქმით, საინტერესოა თუნდაც ის ფაქტიც, რომ კადიროვი ჩეჩნეთიდან აგვარებს საქმეს აფხაზეთში - ის პოულობს გუდაუთის ტყეში ადამიანს, რომელსაც რამდენიმე თვის განმავლობაში ერთ გოჯა აფხაზეთში ადგილობრივი სამართალდამცველები ვერ პოულობენ. საქმე ის არის, რომ კადიროვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მას იაკოვლევის ნათესავები დახმარებისთვის დაუკავშირდნენ, მისმა ცოლმა უარყო, ისევე, როგორც ჩეჩნური მედიის მიერ გავრცელებული სამადლობელი წერილი, სადაც პეტერბურგელი ბიზნესმენის ნათესავები "რამზან კადიროვს დახმარებისთვის მადლობას უხდიდნენ".

აფხაზები სოციალურ ქსელში ირონიითაც წერენ, რომ იქნებ ხაჯიმბას “ხელმღვანელობამ” კადიროვს სხვა პრობლემების მოსაგვარებლადაც მიმათონ, მაგალითად, "გზებზე უკონტროლო ავტოსაგზაო შემთხვევების, ნარკოდანაშაულის, შსს-ში კადრების შესარჩევად... - იქნებ 100 ღირსეული ადამიანი გამოგვიგზავნოს, რომ ქვეყანას ეშველოს".

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი