კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტობის კანდიდატთა მთავარი შეცდომები და მესიჯები, რომლებიც მათ კამპანიაზე უარყოფითად აისახება - პიარის სპეციალისტის ანალიზი
პრეზიდენტობის კანდიდატთა მთავარი შეცდომები და მესიჯები, რომლებიც მათ კამპანიაზე უარყოფითად აისახება - პიარის სპეციალისტის ანალიზი

"ვფიქ­რობ, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა მა­ხინ­ჯი ფორ­მით ვი­თარ­დე­ბა, რაც სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ე­ბი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრო­ცეს­ზეც მოქ­მე­დებს. რო­გორც ჩანს, ქარ­თვე­ლებს სიღ­რმე ყვე­ლა­ფერ­ში გვაკ­ლია, ყვე­ლა საქ­მე­ში ზე­და­პირ­ზე ვრჩე­ბით, მათ შო­რის, ჩვენს პო­ლი­ტი­კურ არ­ჩე­ვან­შიც," - გვე­უბ­ნე­ბა პი­ა­რის სპე­ცი­ა­ლის­ტი კახა მაღ­რა­ძე, რო­მელ­თან ერ­თა­დაც, ვე­ცა­დეთ, შეგ­ვე­ფა­სე­ბი­ნა წი­ნა­სარ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი - რამ­დე­ნად სწო­რად მოქ­მე­დებს ამ პე­რი­ოდ­ში თი­თო­ე­უ­ლი კან­დი­და­ტი, რო­გორ მე­სი­ჯებს აწ­ვდი­ან ამომ­რჩე­ველს, რა არის კან­დი­და­ტე­ბის მთავ­რი შეც­დო­მა, რა შან­სი აქვს თი­თო­ე­ულს და რა შე­დე­გით შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი.

იმის გამო, რომ ბევრ რა­მეს ზე­და­პი­რუ­ლად ვუდ­გე­ბით, სპე­ცი­ა­ლის­ტის თქმით, სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­შიც სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტე­ბის მხრი­დან კო­მუ­ნი­კა­ცი­აც შე­სა­ბა­მი­სია. ასე­თი­ვეა მათი გზავ­ნი­ლე­ბი, რა­საც რო­გორც სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა თუ ოპო­ნენ­ტის მი­სა­მარ­თით, უმე­ტე­სად და­საკ­ნი­ნებ­ლად იყე­ნე­ბენ. მთლი­ა­ნად კი, პო­ლი­ტი­კუ­რი ფონი ხელს უშ­ლის ამ­ღვრე­ულ წყალ­ში სწო­რი კონ­ტუ­რე­ბის და­ნახ­ვას.

რო­გორც კახა მაღ­რა­ძე ამ­ბობს, უკვე რამ­დე­ნი­მე არ­ჩევ­ნე­ბია, ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რომ ამომ­რჩე­ვე­ლი ბოლო მო­მენ­ტში, ემო­ცი­უ­რად და გარ­კვე­უ­ლი ში­შის გამო იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

- ამ ში­შებ­ზე მა­ნი­პუ­ლა­ცია კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში ნე­ბის­მი­რი მთავ­რო­ბის პი­რო­ბებ­ში "ეფექ­ტუ­რი" აღ­მოჩ­ნდა. ასე იყო შე­ვარ­დნა­ძის პე­რი­ოდ­შიც, მა­ნამ­დეც და მე­რეც - რო­გორც ჩანს, მტრის ხა­ტის შექ­მნა და მისი გა­მო­ყე­ნე­ბაა მთა­ვა­რი! სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რა და სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი ასე გან­ვი­თარ­და და ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ამომ­რჩე­ვე­ლი არ უფრთხილ­დე­ბა სა­კუ­თარ სა­არ­ჩევ­ნო ხმას და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას რა­ღა­ცის ში­შით იღებს. არა­და, პო­ლი­ტი­კუ­რად მი­სა­ღე­ბი ვინც არის, მხა­რი იმას უნდა და­უ­ჭი­როს. პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტე­ბი აუ­დი­ტო­რი­ას ერ­თმა­ნე­თის ში­შით კვე­ბა­ვენ და თვი­თო­ნაც ასე­ვე იკ­ვე­ბე­ბი­ან.

- ასე იმი­ტომ ხდე­ბა, რომ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი სწო­რად არ არის და­გეგ­მი­ლი, პი­არ­ტექ­ნო­ლო­გი­ებს ვერ ფლო­ბენ და იყე­ნე­ბენ?

- აქ რამ­დე­ნი­მე ზო­გად პრობ­ლე­მას გა­მოვ­ყოფ­დი - უპირ­ვე­ლე­სად, ძი­რი­თა­დი პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ამომ­რჩევ­ლებს უპა­ტივ­ცე­მუ­ლოდ ეპყრო­ბი­ან. ბოლო მო­მენ­ტში გვაწ­ვდი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ერ­თოდ კან­დი­და­ტე­ბის ვი­ნა­ო­ბის შე­სა­ხებ. რაც შე­ე­ხე­ბა პი­არ­ტექ­ნო­ლო­გი­ებს იყე­ნე­ბენ თუ არა, ყვე­ლა იყე­ნებს და ამის ნიშ­ნე­ბიც აშ­კა­რაა. რო­გორც ჩანს, ყვე­ლას ჰყავს თა­ვი­სი კულ­ტი და შეძ­ლე­ბი­სა და რე­სურ­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მოქ­მე­დებს, რა­შიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რია. მგო­ნი, ზო­გა­დი პრობ­ლე­მა მა­ინც კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დე­ფი­ცი­ტია, რაც დრო­ის პრობ­ლე­მას­თა­ნაა კავ­შირ­ში, - გვი­ან იწყე­ბენ კამ­პა­ნი­ას და ბევ­რი რამ ზე­და­პი­რუ­ლი მე­სი­ჯე­ბის დო­ნე­ზე რჩე­ბა.

მე­ო­რე ისაა, რომ კო­ლო­სა­ლუ­რი მას­შტა­ბი მი­ი­ღო ოპო­ნენ­ტე­ბის მი­მართ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მარ­თვამ, ასე­თი მგო­ნი, ჯერ არ ყო­ფი­ლა, შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ პი­როვ­ნე­ბებს შო­რის კეთ­დე­ბა არ­ჩე­ვა­ნი და ერ­თმა­ნეთ­ზე ნე­გა­ტი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა უფრო ად­ვი­ლია. სხვა ცუ­დია და ამი­ტომ ხმა მე მო­მე­ცით, - ასე­თი მიდ­გო­მა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დის მი­ნუ­სია.

პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია მის­თვის გან­კუთ­ვნილ დროს სრუ­ლად გა­მო­ი­ყე­ნებ­და, რომ კარ­გი კო­მუ­ნი­კა­ცია ჰქონ­და ამომ­რჩე­ველ­თან, თი­თო­ე­ულს შეხ­ვედ­რო­და, სა­კუ­თა­რი გზავ­ნი­ლე­ბი და ხედ­ვა მი­ე­წო­დე­ბი­ნა, მაგ­რამ ეს ზე­და­პი­რულ დო­ნე­ზე დარ­ჩა და ერ­თმა­ნე­თის ლან­ძღვა­ზე გა­და­ვიდ­ნენ.

შემ­დე­გი მათი არა­ა­დექ­ვა­ტუ­რი და­პი­რე­ბე­ბია, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტთან კავ­შირ­ში სა­ერ­თოდ არ არის. ეს თვალ­ში ნაც­რის შეყ­რა და აშ­კა­რა ტყუ­ი­ლია, რაც უბ­რა­ლოდ სირ­ცხვი­ლია.

- თუ თი­თო­ე­უ­ლი კან­დი­და­ტის მე­სი­ჯებ­ში მგო­ნი, მუ­ქა­რაც იგ­რძნო­ბა...

- სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი თა­ვის­თა­ვად სა­ინ­ტე­რე­სო კან­დი­და­ტია, რო­გორც ქალი, ევ­რო­პუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბით, მაგ­რამ ამ ავანსს, რაც მას­ზეა გა­ცე­მუ­ლი, პირ­ვე­ლა­დი პი­რე­ბი­დან და მო­ცე­მუ­ლო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ ამარ­თლებს. მისი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა, მისი ერუ­დი­ცია, რო­გორც ძლი­ე­რი ქალი პო­ლი­ტი­კო­სის იმი­ჯი, რე­ა­ლუ­რად კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში ვერ გან­ხორ­ცი­ელ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა გრი­გოლ ვა­შა­ძეს და მის კამ­პა­ნი­ას, გა­მოკ­ვე­თი­ლად აგ­რე­სი­უ­ლია და ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლის­ტუ­რი, რაც კი აქამ­დე ყო­ფი­ლა. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ნელ-ნელა მა­სობ­რი­ვი პო­პუ­ლიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­დის და ამის დას­ტუ­რია თუნ­დაც ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის მი­მართ მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. გა­მოკ­ვე­თილ პო­პუ­ლის­ტურ გზავ­ნი­ლებს იყე­ნე­ბენ, მათ შო­რის ტრა­დი­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბულს და ა.შ.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ვით ბა­ქა­რა­ძეს, ყვე­ლა­ზე და­ლა­გე­ბუ­ლი, და­ვარ­ცხნილ­საც და­ვარ­ქმე­ვი­დი, კაპ­მა­ნია აქვს, თუმ­ცა თვი­თონ ბაქ­რა­ძის კან­დი­და­ტუ­რა მოკ­ლე­ბუ­ლია ქა­რიზ­მას, ვერ ეწე­ვა კამ­პა­ნი­ას რო­გორც ლო­კო­მო­ტი­ვი, არ არის ისე­თი მკა­ფიო და გა­მოკ­ვე­თი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

პრეზიდენტობის კანდიდატთა მთავარი შეცდომები და მესიჯები, რომლებიც მათ კამპანიაზე უარყოფითად აისახება - პიარის სპეციალისტის ანალიზი

პრეზიდენტობის კანდიდატთა მთავარი შეცდომები და მესიჯები, რომლებიც მათ კამპანიაზე უარყოფითად აისახება - პიარის სპეციალისტის ანალიზი

"ვფიქრობ, დემოკრატიული მმართველობა მახინჯი ფორმით ვითარდება, რაც საარჩევნო კამპანიებისა და კომუნიკაციის პროცესზეც მოქმედებს. როგორც ჩანს, ქართველებს სიღრმე ყველაფერში გვაკლია, ყველა საქმეში ზედაპირზე ვრჩებით, მათ შორის, ჩვენს პოლიტიკურ არჩევანშიც," - გვეუბნება პიარის სპეციალისტი კახა მაღრაძე, რომელთან ერთადაც, ვეცადეთ, შეგვეფასებინა წინასარჩევნო პროცესი - რამდენად სწორად მოქმედებს ამ პერიოდში თითოეული კანდიდატი, როგორ მესიჯებს აწვდიან ამომრჩეველს, რა არის კანდიდატების მთავრი შეცდომა, რა შანსი აქვს თითოეულს და რა შედეგით შეიძლება დასრულდეს საპრეზიდენტო არჩევნები.

იმის გამო, რომ ბევრ რამეს ზედაპირულად ვუდგებით, სპეციალისტის თქმით, საარჩევნო პროცესშიც საარჩევნო სუბიექტების მხრიდან კომუნიკაციაც შესაბამისია. ასეთივეა მათი გზავნილები, რასაც როგორც საკუთარი თავისა თუ ოპონენტის მისამართით, უმეტესად დასაკნინებლად იყენებენ. მთლიანად კი, პოლიტიკური ფონი ხელს უშლის ამღვრეულ წყალში სწორი კონტურების დანახვას.

როგორც კახა მაღრაძე ამბობს, უკვე რამდენიმე არჩევნებია, ჩამოყალიბდა, რომ ამომრჩეველი ბოლო მომენტში, ემოციურად და გარკვეული შიშის გამო იღებს გადაწყვეტილებას.

- ამ შიშებზე მანიპულაცია კომუნიკაციაში ნებისმირი მთავრობის პირობებში "ეფექტური" აღმოჩნდა. ასე იყო შევარდნაძის პერიოდშიც, მანამდეც და მერეც - როგორც ჩანს, მტრის ხატის შექმნა და მისი გამოყენებაა მთავარი! სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური კულტურა და საარჩევნო პროცესი ასე განვითარდა და ჩამოყალიბდა. ამომრჩეველი არ უფრთხილდება საკუთარ საარჩევნო ხმას და გადაწყვეტილებას რაღაცის შიშით იღებს. არადა, პოლიტიკურად მისაღები ვინც არის, მხარი იმას უნდა დაუჭიროს. პოლიტიკური სუბიექტები აუდიტორიას ერთმანეთის შიშით კვებავენ და თვითონაც ასევე იკვებებიან.

- ასე იმიტომ ხდება, რომ საარჩევნო პროცესი სწორად არ არის დაგეგმილი, პიარტექნოლოგიებს ვერ ფლობენ და იყენებენ?

- აქ რამდენიმე ზოგად პრობლემას გამოვყოფდი - უპირველესად, ძირითადი პოლიტიკური სუბიექტები საქართველოში ამომრჩევლებს უპატივცემულოდ ეპყრობიან. ბოლო მომენტში გვაწვდიან ინფორმაციას საერთოდ კანდიდატების ვინაობის შესახებ. რაც შეეხება პიარტექნოლოგიებს იყენებენ თუ არა, ყველა იყენებს და ამის ნიშნებიც აშკარაა. როგორც ჩანს, ყველას ჰყავს თავისი კულტი და შეძლებისა და რესურსებიდან გამომდინარე მოქმედებს, რაშიც განსაკუთრებული არაფერია. მგონი, ზოგადი პრობლემა მაინც კომუნიკაციის დეფიციტია, რაც დროის პრობლემასთანაა კავშირში, - გვიან იწყებენ კამპანიას და ბევრი რამ ზედაპირული მესიჯების დონეზე რჩება.

მეორე ისაა, რომ კოლოსალური მასშტაბი მიიღო ოპონენტების მიმართ კომუნიკაციის მართვამ, ასეთი მგონი, ჯერ არ ყოფილა, შეიძლება იმიტომ, რომ პიროვნებებს შორის კეთდება არჩევანი და ერთმანეთზე ნეგატიური ინფორმაციის გავრცელება უფრო ადვილია. სხვა ცუდია და ამიტომ ხმა მე მომეცით, - ასეთი მიდგომა წინასაარჩევნო პერიოდის მინუსია.

პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ორგანიზაცია მისთვის განკუთვნილ დროს სრულად გამოიყენებდა, რომ კარგი კომუნიკაცია ჰქონდა ამომრჩეველთან, თითოეულს შეხვედროდა, საკუთარი გზავნილები და ხედვა მიეწოდებინა, მაგრამ ეს ზედაპირულ დონეზე დარჩა და ერთმანეთის ლანძღვაზე გადავიდნენ.

შემდეგი მათი არაადექვატური დაპირებებია, რომელიც პრეზიდენტთან კავშირში საერთოდ არ არის. ეს თვალში ნაცრის შეყრა და აშკარა ტყუილია, რაც უბრალოდ სირცხვილია.

- თუ თითოეული კანდიდატის მესიჯებში მგონი, მუქარაც იგრძნობა...

- სალომე ზურაბიშვილი თავისთავად საინტერესო კანდიდატია, როგორც ქალი, ევროპული პოლიტიკური გამოცდილებით, მაგრამ ამ ავანსს, რაც მასზეა გაცემული, პირველადი პირებიდან და მოცემულობებიდან გამომდინარე, ვერ ამართლებს. მისი პოლიტიკური გამოცდილება, მისი ერუდიცია, როგორც ძლიერი ქალი პოლიტიკოსის იმიჯი, რეალურად კომუნიკაციაში ვერ განხორციელდა.

რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს და მის კამპანიას, გამოკვეთილად აგრესიულია და ყველაზე პოპულისტური, რაც კი აქამდე ყოფილა. "ნაციონალური მოძრაობა" ნელ-ნელა მასობრივი პოპულიზმის მიმართულებით გადადის და ამის დასტურია თუნდაც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართ მათი დამოკიდებულება. გამოკვეთილ პოპულისტურ გზავნილებს იყენებენ, მათ შორის ტრადიციებთან დაკავშირებულს და ა.შ.

რაც შეეხება დავით ბაქარაძეს, ყველაზე დალაგებული, დავარცხნილსაც დავარქმევიდი, კაპმანია აქვს, თუმცა თვითონ ბაქრაძის კანდიდატურა მოკლებულია ქარიზმას, ვერ ეწევა კამპანიას როგორც ლოკომოტივი, არ არის ისეთი მკაფიო და გამოკვეთილი პოლიტიკური ფიგურა. განაგრძეთ კითხვა

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები