პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავარი პროკურატურა მირზა სუბელიანთან დაკავშირებულ ფარულ აუდიო-ჩანაწერს ასაჯაროებს
მთავარი  პროკურატურა მირზა სუბელიანთან დაკავშირებულ ფარულ აუდიო-ჩანაწერს ასაჯაროებს

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ფა­რულ აუ­დიო-ჩა­ნა­წერს ასა­ჯა­რო­ებს, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მის ერთ-ერთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შია ჩა­წე­რი­ლი.

პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

„სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა, და­პი­რე­ბი­სა­მებრ, კვლავ გა­ნაგ­რძობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას იმ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბი­სა და შე­ნახ­ვის, აგ­რეთ­ვე, პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი პი­რის კერ­ძო სა­უბ­რის უნე­ბარ­თვო ჩა­წე­რის, ჩა­ნა­წე­რის უკა­ნო­ნოდ შე­ნახ­ვი­სა და ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის, იძუ­ლე­ბის და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­საძ­ლო გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტებ­ზე ამა წლის 12 ოქ­ტომ­ბერს და­ი­წყო.

მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რა ასა­ჯა­რო­ებს 2018 წლის 10 სექ­ტემ­ბრის ფა­რულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერს, რო­მე­ლიც მო­ქა­ლა­ქე ი.პ-სგან ამო­ღე­ბუ­ლი მეხ­სი­ე­რე­ბის ბა­რა­თი­დან ერთ-ერ­თია და სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ქარ­თვე­ლოს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მის ერთ-ერთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შია ჩა­წე­რი­ლი.

ამ დრო­ის­თვის, გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, გა­მო­კი­თხუ­ლე­ბი არი­ან სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი ი.პ., ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძე და და­ვით ცუ­ხიშ­ვი­ლი. მირ­ზა სუ­ბე­ლი­ან­მა კი კი­თხვე­ბის ნა­წი­ლის პა­სუ­ხის გა­ცე­მის­გან ამ ეტა­პის­თვის თავი შე­ი­კა­ვა. ამას­თან, გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და­ნა­შა­ულ­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი ყვე­ლა პი­რის გა­მო­სავ­ლე­ნად, ასე­ვე მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ ფა­რულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერ­ში გახ­მო­ვა­ნე­ბულ შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით“, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი აუ­დიო ჩა­ნა­წე­რი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

მთავარი პროკურატურა მირზა სუბელიანთან დაკავშირებულ ფარულ აუდიო-ჩანაწერს ასაჯაროებს

მთავარი  პროკურატურა მირზა სუბელიანთან დაკავშირებულ ფარულ აუდიო-ჩანაწერს ასაჯაროებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა ფარულ აუდიო-ჩანაწერს ასაჯაროებს, რომელიც სავარაუდოდ, სასჯელაღსრულების სისტემის ერთ-ერთ დაწესებულებაშია ჩაწერილი.

პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს მთავარი პროკურატურა, დაპირებისამებრ, კვლავ განაგრძობს საზოგადოების ინფორმირებას იმ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შესახებ, რომელიც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, აგრეთვე, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, იძულების და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე ამა წლის 12 ოქტომბერს დაიწყო.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, პროკურატურა ასაჯაროებს 2018 წლის 10 სექტემბრის ფარულ აუდიოჩანაწერს, რომელიც მოქალაქე ი.პ-სგან ამოღებული მეხსიერების ბარათიდან ერთ-ერთია და სავარაუდოდ, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის ერთ-ერთ დაწესებულებაშია ჩაწერილი.

ამ დროისთვის, გამოძიების ფარგლებში, გამოკითხულები არიან სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი ი.პ., ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი. მირზა სუბელიანმა კი კითხვების ნაწილის პასუხის გაცემისგან ამ ეტაპისთვის თავი შეიკავა. ამასთან, გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად, ასევე მედიასაშუალებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გახმოვანებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიო ჩანაწერი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი