Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამტაცებლებმა ვიდეო გადაუღეს, რომელიც მამისთვის უნდა გაეგზავნათ..." - რას ყვება პროკურორი ბიზნესმენის შვილის გატაცების საქმეზე
"გამტაცებლებმა ვიდეო გადაუღეს, რომელიც მამისთვის უნდა გაეგზავნათ..." - რას ყვება პროკურორი ბიზნესმენის შვილის გატაცების საქმეზე

ბიზ­ნეს­მენ ამი­რან დე­კა­ნო­ი­ძის შვი­ლის, გი­ორ­გი დე­კა­ნო­ი­ძის გა­ტა­ცე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლებს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ. მო­სა­მარ­თლემ სრუ­ლად და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და კა­ლის­ტრა­ტე ერ­ქვა­ი­ას, მა­მუ­კა მარ­გვე­ლაშ­ვილს, გოჩა ჩე­ჩე­ლაშ­ვილს, თე­მურ კენ­ჭა­ძეს, მა­მუ­კა ესა­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

დაც­ვის მხა­რე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ ნაკ­ლე­ბად მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვ­და, თუმ­ცა მო­სა­მარ­თლემ დაც­ვის არ­გუ­მენ­ტე­ბი არ გა­ი­ზი­ა­რა.

1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი დე­კა­ნო­ი­ძის გა­ტა­ცე­ბის საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით ირ­კვე­ვა, რომ გამ­ტა­ცებ­ლე­ბის თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბი ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში არი­ან გა­და­სუ­ლე­ბი. აღ­ნიშ­ნულ დე­ტა­ლებ­ზე საქ­მის პრო­კუ­რორ­მა ბექა ხუ­ნაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო­ზე ისა­უბ­რა.

პრო­კუ­რო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყალ­ტუ­ბო­ში გა­დაყ­ვა­ნამ­დე გი­ორ­გი დე­კა­ნო­ი­ძე მო­ტყუ­ე­ბით მუ­ხი­ან­ში, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში აიყ­ვა­ნეს და სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში ძა­ლა­დო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გზით თა­ვი­სუფ­ლე­ბა აღუკ­ვე­თეს.

პრო­კუ­რო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­კა­ნო­ი­ძე მუ­ხი­ან­ში ორი დღე ჰყავ­დათ და­ტყვე­ვე­ბუ­ლი, რის შემ­დე­გაც ის წყალ­ტუ­ბო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ამას­თან, ბექა ხუ­ნაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მძე­ვალს ვი­დე­ოც გა­და­უ­ღეს, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ მა­მის­თვის უნდა გა­ეგ­ზავ­ნათ.

რაც შე­ე­ხე­ბა ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში გა­და­სულ და­ნა­შა­უ­ლის მო­ნა­წი­ლე სა­ვა­რა­უ­დო სხვა პი­რებს, პრო­კუ­რორ­მა ამ სა­კი­თხზე მი­მალ­ვის საფრ­თხის და­სა­ბუ­თე­ბი­სას ისა­უბ­რა. ბექა ხუ­ნაშ­ვი­ლის თქმით, ფაქ­ტია, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებს ჰყავ­დათ თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბი და და­სად­გე­ნია რო­გორც გა­ტა­ცე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, ასე­ვე იმ ქა­ლის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბაა მო­სახ­დე­ნი, რო­მე­ლიც ვე­რო­ნი­კა პა­პი­ნას სა­ხე­ლით მოქ­მე­დებ­და.

პრო­კუ­რორ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ გა­მო­ძი­ე­ბა მუ­შა­ობს იმის და­სად­გე­ნად თუ ვინ ახორ­ცი­ე­ლებ­და ზა­რებს გა­მო­ძი­ე­ბის­თვის კვა­ლის ასა­რე­ვად სა­ქარ­თვე­ლოს არა­კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ტე­რი­ტო­რი­ი­დან და ვინ გა­და­უ­ღო გა­ტა­ცე­ბულს ვი­დეო.

პრო­კუ­რორ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ყოფ­ნის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ასე­ვე გა­და­ვიდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს არა­კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და მი­ე­მა­ლონ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას, ასე­ვე და­უ­კავ­შირ­დნენ სა­ვა­რა­უ­დო თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებს და გა­აფრ­თხი­ლონ ისი­ნი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. გარ­და ამი­სა, პრო­კუ­რო­რის თქმით, არ­სე­ბობს ასე­ვე ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის საფრ­თხე­ე­ბი და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბამ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბა მო­ი­თხო­ვა.

23 წლის გი­ორ­გი დე­კა­ნო­სი­ძის გა­ტა­ცე­ბის საქ­მე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გახ­სნა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით, პო­ლი­ცი­ის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში გუ­შინ გვი­ან ღა­მემ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გი­ორ­გი დე­კა­ნო­ი­ძის გა­მო­კი­თხვა.

ავტორი:

"გამტაცებლებმა ვიდეო გადაუღეს, რომელიც მამისთვის უნდა გაეგზავნათ..." - რას ყვება პროკურორი ბიზნესმენის შვილის გატაცების საქმეზე

"გამტაცებლებმა ვიდეო გადაუღეს, რომელიც მამისთვის უნდა გაეგზავნათ..." - რას ყვება პროკურორი ბიზნესმენის შვილის გატაცების საქმეზე

ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილის, გიორგი დეკანოიძის გატაცებაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და კალისტრატე ერქვაიას, მამუკა მარგველაშვილს, გოჩა ჩეჩელაშვილს, თემურ კენჭაძეს, მამუკა ესაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე ბრალდებულების მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ დაცვის არგუმენტები არ გაიზიარა.

1995 წელს დაბადებული გიორგი დეკანოიძის გატაცების საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ გამტაცებლების თანამზრახველები ოკუპირებულ აფხაზეთში არიან გადასულები. აღნიშნულ დეტალებზე საქმის პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა სასამართლოზე ისაუბრა.

პროკურორის ინფორმაციით, წყალტუბოში გადაყვანამდე გიორგი დეკანოიძე მოტყუებით მუხიანში, ნაქირავებ ბინაში აიყვანეს და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის განხორციელების გზით თავისუფლება აღუკვეთეს.

პროკურორის ინფორმაციით, დეკანოიძე მუხიანში ორი დღე ჰყავდათ დატყვევებული, რის შემდეგაც ის წყალტუბოში გადაიყვანეს. ამასთან, ბექა ხუნაშვილის ინფორმაციით, მძევალს ვიდეოც გადაუღეს, რომელიც სავარაუდოდ მამისთვის უნდა გაეგზავნათ.

რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთში გადასულ დანაშაულის მონაწილე სავარაუდო სხვა პირებს, პროკურორმა ამ საკითხზე მიმალვის საფრთხის დასაბუთებისას ისაუბრა. ბექა ხუნაშვილის თქმით, ფაქტია, რომ ბრალდებულებს ჰყავდათ თანამზრახველები და დასადგენია როგორც გატაცების ორგანიზატორი, ასევე იმ ქალის იდენტიფიცირებაა მოსახდენი, რომელიც ვერონიკა პაპინას სახელით მოქმედებდა.

პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ გამოძიება მუშაობს იმის დასადგენად თუ ვინ ახორციელებდა ზარებს გამოძიებისთვის კვალის ასარევად საქართველოს არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან და ვინ გადაუღო გატაცებულს ვიდეო.

პროკურორმა აღნიშნა, რომ თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში შესაძლოა ბრალდებულები ასევე გადავიდნენ საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე და მიემალონ მართლმსაჯულებას, ასევე დაუკავშირდნენ სავარაუდო თანამზრახველებს და გააფრთხილონ ისინი საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ. გარდა ამისა, პროკურორის თქმით, არსებობს ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები და აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალდებამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

23 წლის გიორგი დეკანოსიძის გატაცების საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ გახსნა. გავრცელებული ცნობით, პოლიციის მთავარ სამმართველოში გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა გიორგი დეკანოიძის გამოკითხვა.

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი გოგონა გაიტაცა

დმანისში, სოფელ განთიადში მომხდარი მკვლელობა გაიხსნა

თაღლითობისა და ქრთამის აღებისთვის გასამართლებული ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე პატიმრობიდან გაათავისუფლეს