მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ჭირს ლარს და რაშია გამოსავალი? - ეკონომისტის მოსაზრება
რა ჭირს ლარს და რაშია გამოსავალი? - ეკონომისტის მოსაზრება

ეკო­ნო­მის­ტი ზვი­ად ხორ­გუ­აშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის მი­ზე­ზებ­ზე წერს. ეკო­ნო­მის­ტის პოსტს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ვი­საც აინ­ტე­რე­სებს შე­და­რე­ბით ვრცლად, რა ჭირს ლარს (უკვე მე­რამ­დე­ნედ) და რა­შია გა­მო­სა­ვა­ლი:

სხვა თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში, ლა­რის კურ­სი დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში დგე­ბა პრინ­ცი­პუ­ლად იგი­ვე­ნა­ი­რად, რო­გორც მა­გა­ლი­თად თო­ნის პუ­რის ფასი. მომ­ხმა­რებ­ლე­ბი რა ფა­სად რამ­დენს მო­ი­თხო­ვენ და მიმ­წო­დებ­ლე­ბი რა ფა­სად რამ­დე­ნის მი­წო­დე­ბის­თვის არი­ან მზად. მას­ზე მოკ­ლე­ვა­დი­ან და გრძელ­ვა­დი­ან გავ­ლე­ნას ახ­დენს რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რი. აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნოთ მთა­ვა­რი - ის, რომ 1.65-დან მო­ვე­დით აქამ­დე 6 წლის მან­ძილ­ზე პირ­და­პირ მი­უ­თი­თებს იმის­კენ, რომ გვაქვს არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, სუს­ტი და მავ­ნე­ბე­ლი სამ­თავ­რო­ბო პო­ლი­ტი­კა და ქვე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი მი­ზე­ზე­ბი ტექ­ნი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბი უფ­როა, სა­ი­და­ნაც თით­ქმის ყო­ვე­ლი პუნ­ქტი პირ­და­პირ მთავ­რო­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა:

1) დო­ლა­რის შე­მო­დი­ნე­ბა და გა­დი­ნე­ბა ქვე­ყა­ნა­ში:

თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში, რაც მეტი დო­ლა­რი შე­მო­დის, მით მე­ტად მყარ­დე­ბა ლარი. გან­ვი­ხი­ლოთ დო­ლა­რის შე­მოს­ვლის წყა­რო­ე­ბი ცალ-ცალ­კე:

- პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი. მო­ცე­მუ­ლი რი­ცხვის ფარ­დო­ბა ეკო­ნო­მი­კას­თან მი­მარ­თე­ბა­ში ბოლო წლე­ბია სა­შუ­ა­ლოდ 11%-ის ფარ­გლებ­შია (რაც ძა­ლი­ან და­ბა­ლია). 2018 წლის ორი კვარტლის სა­შუ­ა­ლო კი 8.6%-ია. კი­დევ უფრო და­ბა­ლი. რო­გორც ჩანს, იგი­ვე ტენ­დენ­ცი­აა მე­სა­მე კვარ­ტალ­შიც;

- ექ­სპორ­ტი. რაც მე­ტია ექ­სპორ­ტი, მით მეტი დო­ლა­რი შე­მო­დის ქვე­ყა­ნა­ში. აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ერ­თია რამ­დე­ნია ექ­სპორ­ტი და მე­ო­რეა რამ­დე­ნით იზ­რდე­ბა ექ­სპორ­ტი. ომს თუ არ ჩავ­თვლით, ექ­სპორ­ტი და­ახ­ლო­ე­ბით 27-28%-ით იზ­რდე­ბო­და. შემ­დეგ, 2014 წლი­დან არა თუ ზრდის ტემ­პის, არა­მედ თვი­თონ ექ­სპორ­ტის მკვეთ­რი შემ­ცი­რე­ბა და­ი­წყო, რაც ერთ-ერთი მი­ზე­ზი იყო ლა­რის კურ­სის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის. 2017 წელს ექ­სპორ­ტი გა­ი­ზარ­და 29%-ით, მაგ­რამ ის 2013 წლის რი­ცხვსაც ვერ და­ე­წია ამ ზრდით. 2018 წლის სამ კვარ­ტალ­შიც მა­ღა­ლია ზრდა 26%, თუმ­ცა სექ­ტემ­ბერ­ში ეს ტემ­პი 17%-ზეა და­ცე­მუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ერთ-ერთი ფაქ­ტო­რი, რაც კურ­სზე მოქ­მე­დებს ვერ ეწე­ვა გა­მოწ­ვე­ვას. ვინ­მემ რომ არ თქვას, კი მაგ­რამ ხომ იზ­რდე­ბა ექ­სპორ­ტი და ეს კარ­გი­აო, უნდა ავ­ხსნათ, რომ ეს მიდ­გო­მა მცდა­რია. მთა­ვა­რია სწო­რედ რამ­დე­ნით იზ­რდე­ბა. საბ­ჭო­თა ეკო­ნო­მი­კაც იზ­რდე­ბო­და, მაგ­რამ და­სავ­ლეთ­თან შე­და­რე­ბით წუმ­პე იყო;

- ტუ­რიზ­მი­დან შე­მო­სუ­ლი ფუ­ლა­დი ნა­კა­დე­ბი. მო­ცე­მუ­ლი რი­ცხვი ლა­რის გამ­ყა­რე­ბის პე­რი­ოდ­ში იზ­რდე­ბო­და სა­შუ­ა­ლოდ 64%-ით. 2013 წელს ზრდა ჩა­მო­ვი­და 23%-მდე, 2014 წელს 4%-მდე, 2015 წელს 3%-მდე. 2016 წელს 12% იყო ზრდა, ხოლო 2017 წელს 30%;

2018 წლის პირ­ველ ორ კვარ­ტალ­ში ტუ­რიზ­მი­დან წმინ­და ფუ­ლა­დი ნა­კა­დე­ბი ასე­ვე და­ახ­ლო­ე­ბით 30%-ით იზ­რდე­ბო­და. რო­გორც ჩანს, ეს ზრდა კვლავ არაა საკ­მა­რი­სი იმის­თვის, რომ არა­თუ ლარი გა­ამ­ყა­როს, არა­მედ გა­უ­ფა­სუ­რე­ბა შე­ა­ჩე­როს. ასე­ვე, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნის დამ­თავ­რე­ბა­მაც შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს ლა­რის კურ­სზე გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რა ჭირს ლარს და რაშია გამოსავალი? - ეკონომისტის მოსაზრება

რა ჭირს ლარს და რაშია გამოსავალი? - ეკონომისტის მოსაზრება

ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ლარის გაუფასურების მიზეზებზე წერს. ეკონომისტის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ვისაც აინტერესებს შედარებით ვრცლად, რა ჭირს ლარს (უკვე მერამდენედ) და რაშია გამოსავალი:

სხვა თანაბარ პირობებში, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დგება პრინციპულად იგივენაირად, როგორც მაგალითად თონის პურის ფასი. მომხმარებლები რა ფასად რამდენს მოითხოვენ და მიმწოდებლები რა ფასად რამდენის მიწოდებისთვის არიან მზად. მასზე მოკლევადიან და გრძელვადიან გავლენას ახდენს რამდენიმე ფაქტორი. აქვე უნდა აღვნიშნოთ მთავარი - ის, რომ 1.65-დან მოვედით აქამდე 6 წლის მანძილზე პირდაპირ მიუთითებს იმისკენ, რომ გვაქვს არაპროფესიონალი, სუსტი და მავნებელი სამთავრობო პოლიტიკა და ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზები ტექნიკური მიზეზები უფროა, საიდანაც თითქმის ყოველი პუნქტი პირდაპირ მთავრობის პასუხისმგებლობაა:

1) დოლარის შემოდინება და გადინება ქვეყანაში:

თანაბარ პირობებში, რაც მეტი დოლარი შემოდის, მით მეტად მყარდება ლარი. განვიხილოთ დოლარის შემოსვლის წყაროები ცალ-ცალკე:

- პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. მოცემული რიცხვის ფარდობა ეკონომიკასთან მიმართებაში ბოლო წლებია საშუალოდ 11%-ის ფარგლებშია (რაც ძალიან დაბალია). 2018 წლის ორი კვარტლის საშუალო კი 8.6%-ია. კიდევ უფრო დაბალი. როგორც ჩანს, იგივე ტენდენციაა მესამე კვარტალშიც;

- ექსპორტი. რაც მეტია ექსპორტი, მით მეტი დოლარი შემოდის ქვეყანაში. აქ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ერთია რამდენია ექსპორტი და მეორეა რამდენით იზრდება ექსპორტი. ომს თუ არ ჩავთვლით, ექსპორტი დაახლოებით 27-28%-ით იზრდებოდა. შემდეგ, 2014 წლიდან არა თუ ზრდის ტემპის, არამედ თვითონ ექსპორტის მკვეთრი შემცირება დაიწყო, რაც ერთ-ერთი მიზეზი იყო ლარის კურსის გაუფასურების. 2017 წელს ექსპორტი გაიზარდა 29%-ით, მაგრამ ის 2013 წლის რიცხვსაც ვერ დაეწია ამ ზრდით. 2018 წლის სამ კვარტალშიც მაღალია ზრდა 26%, თუმცა სექტემბერში ეს ტემპი 17%-ზეა დაცემული. შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რაც კურსზე მოქმედებს ვერ ეწევა გამოწვევას. ვინმემ რომ არ თქვას, კი მაგრამ ხომ იზრდება ექსპორტი და ეს კარგიაო, უნდა ავხსნათ, რომ ეს მიდგომა მცდარია. მთავარია სწორედ რამდენით იზრდება. საბჭოთა ეკონომიკაც იზრდებოდა, მაგრამ დასავლეთთან შედარებით წუმპე იყო;

- ტურიზმიდან შემოსული ფულადი ნაკადები. მოცემული რიცხვი ლარის გამყარების პერიოდში იზრდებოდა საშუალოდ 64%-ით. 2013 წელს ზრდა ჩამოვიდა 23%-მდე, 2014 წელს 4%-მდე, 2015 წელს 3%-მდე. 2016 წელს 12% იყო ზრდა, ხოლო 2017 წელს 30%;

2018 წლის პირველ ორ კვარტალში ტურიზმიდან წმინდა ფულადი ნაკადები ასევე დაახლოებით 30%-ით იზრდებოდა. როგორც ჩანს, ეს ზრდა კვლავ არაა საკმარისი იმისთვის, რომ არათუ ლარი გაამყაროს, არამედ გაუფასურება შეაჩეროს. ასევე, აღსანიშნავია, რომ ტურისტული სეზონის დამთავრებამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ლარის კურსზე განაგრძეთ კითხვა

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს