პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თქვენი გონება ყოველთვის მუშაობს და არავინ იცის, როდის მოგაწვდით მაგარ იდეას!" - როგორ გავხდეთ უფრო კრეატიულები?
"თქვენი გონება ყოველთვის მუშაობს და არავინ იცის, როდის მოგაწვდით მაგარ იდეას!" - როგორ გავხდეთ უფრო კრეატიულები?

მაღ­ვი­ძა­რა ამ კვი­რა­ში უკვე მე­ექ­ვსედ რე­კავს, უკვე მე­ექ­ვსედ ავ­დე­ქით დი­ლის შვიდ სა­ათ­ზე და იმის შეგ­რძნე­ბა დაგ­ვყვა, რომ დღეს რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­მო­სის შერ­ჩე­ვის სურ­ვი­ლიც კი აღარ გვაქვს.

via GIPHY

ფიქ­რებ­ში უკვე სა­ღა­მოს რვა სა­ა­თია, ჩვენ ჩვენს საყ­ვა­რელ სა­წოლს ვუბ­რუნ­დე­ბით... მაგ­რამ ეს მხო­ლოდ ფიქ­რებ­ში, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი წინ სულ მცი­რე 8-სა­ა­თი­ა­ნი სა­მუ­შაო დღე გვე­ლის, ახა­ლი და­ვა­ლე­ბე­ბით, ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბით, ახა­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი­თა და ერთი მთა­ვა­რი კი­თხვით - რო­გორ დავ­რჩეთ კრე­ა­ტი­უ­ლე­ბი, და­ვიბ­რუ­ნოთ მუ­შა­ო­ბის მო­ტი­ვა­ცია და ვი­ყოთ ნა­ყო­ფი­ე­რე­ბი იმის ნაც­ვლად, რომ მთე­ლი დღე სა­ინ­ტე­რე­სო ფილ­მსა და თბილ სა­წოლ­ზე ვი­ფიქ­როთ?

via GIPHY

ამ და სხვა კი­თხვე­ბით მი­მარ­თა Allnews.ge-მ ტრე­ნერს კრე­ა­ტი­ვი­სა და იდე­ე­ბის გე­ნე­რი­რე­ბის ტექ­ნი­კა­ში, კოტე იანტბე­ლი­ძეს.

- რო­გორ გავ­ხდეთ უფრო კრე­ა­ტი­უ­ლე­ბი სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში?

- სა­მუ­შა­ოს და მის პრო­ცესს გა­აჩ­ნია. თუ გვინ­და, რომ კრე­ა­ტი­უ­ლე­ბი გავ­ხდეთ სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში, ეს უნდა გვინ­დო­დეს სა­მუ­შაო პრო­ცე­სის შემ­დე­გაც და მა­ნამ­დეც, ანუ მუდ­მი­ვად. ეს რომ გვინ­დო­დეს მუდ­მი­ვად, მა­შინ ჩვე­ნი საქ­მე უნდა გვიყ­ვარ­დეს და გვსი­ა­მოვ­ნებ­დეს.

თუ გო­ნე­ბას ვაძ­ლევთ კრე­ა­ტი­ულ ამო­ცა­ნას, ის აუ­ცი­ლებ­ლად მოგ­ვაწ­ვდის უამ­რავ სა­ვა­რა­უ­დო პა­სუხს და აზრს. სა­ჭი­როა ამ აზ­რე­ბის სა­თა­ნა­დოდ მოს­მე­ნა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, სა­მუ­შაო სა­ა­თებ­ში ხართ თუ არა. გო­ნე­ბას არ აქვს სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბი, ის ყო­ველ­თვის მუ­შა­ობს და რო­დის მო­გაწ­ვდით მა­გარ იდე­ას, არა­ვინ იცის... ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ძილი, შუ­ა­ღა­მე, აბა­ზა­ნა, სა­ცო­ბი, მა­ღა­ზია და ა.შ. გა­ელ­ვე­ბუ­ლი იდეა რომ შე­ამ­ჩნი­ოთ და არ გა­მო­გე­პა­როთ, სა­ჭი­როა გან­წყო­ბა. რო­დე­საც გან­წყო­ბი­ლი ხარ, რომ შე­ამ­ჩნიო იდეა, მი­ნიშ­ნე­ბა, უხი­ლა­ვი კავ­ში­რე­ბი, ახა­ლი იდე­ე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად ჩნდე­ბა.

- რა ძი­რი­თა­დი პი­რო­ბე­ბი უნდა ჰქონ­დეს თა­ნამ­შრო­მელს შექ­მნი­ლი დამ­საქ­მებ­ლის მხრი­დან კრე­ა­ტი­უ­ლად და ნა­ყო­ფი­ე­რად მუ­შა­ო­ბის­თვის?

- ისევ და ისევ სა­მუ­შა­ოს გა­აჩ­ნია. კრე­ა­ტი­უ­ლად და ნა­ყო­ფი­ე­რად მუ­შა­ო­ბის­თვის ნამ­დვი­ლად სა­ჭი­როა კარ­გი პი­რო­ბე­ბი. კარ­გი პი­რო­ბაა, მა­გა­ლი­თად, გო­ნივ­რუ­ლი დრო­ის გა­მო­ყო­ფა იდე­ის მო­სა­ფიქ­რებ­ლად. რო­გორც წე­ღან ვთქვი, გო­ნე­ბას სჭირ­დე­ბა დრო, რომ ეძე­ბოს ახა­ლი რა­კურ­სე­ბით, გა­ა­კე­თოს ბევ­რნა­ი­რი დაშ­ვე­ბა, მო­სინ­ჯოს ბევ­რი კომ­ბი­ნა­ცია და ა.შ.

კარ­გი პი­რო­ბაა ასე­ვე, კარ­გი გუნ­დი. ვგუ­ლის­ხმობ გუნდს და არა ჯგუფს. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. კარგ გუნდში იცი­ან, რომ სუ­ლე­ლუ­რი იდეა არ არ­სე­ბობს, არ­სე­ბობს მხო­ლოდ და­უ­მუ­შა­ვე­ბე­ლი იდეა. ამი­ტომ ასე­თი გუნ­დი ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან გახ­სნი­ლია ერ­თმა­ნეთ­თან, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლია, შე­თა­მა­შე­ბუ­ლია და მათ თათ­ბირ­ზე, რო­მე­ლიც ბევ­რად არ გან­სხვავ­დე­ბა მე­გობ­რუ­ლი შეკ­რე­ბის­გან, კარ­გი იდე­ე­ბიც ჩნდე­ბა. ასეთ თათ­ბირ­ზე ერთ შემ­თხვე­ვით დამ­სწრე­საც კი შე­უძ­ლია ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­ფუ­ჭოს.

- მი­თია თუ რე­ა­ლო­ბა, რომ კრე­ა­ტი­ულ აზ­როვ­ნე­ბას ნიჭი სჭირ­დე­ბა და ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ვერ იაზ­როვ­ნებს კრე­ა­ტი­უ­ლად?

- ეგ მითი დიდი ხა­ნია და­ინ­გრა. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი კრე­ა­ტი­უ­ლია, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა! და­ნარ­ჩე­ნი უკვე ადა­მი­ან­ზე, მის მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე, სურ­ვილ­ზე, შრო­მა­ზე და ა.შ. არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი წა­ი­კი­თხეთ მეტი

ავტორი:

"თქვენი გონება ყოველთვის მუშაობს და არავინ იცის, როდის მოგაწვდით მაგარ იდეას!" - როგორ გავხდეთ უფრო კრეატიულები?

"თქვენი გონება ყოველთვის მუშაობს და არავინ იცის, როდის მოგაწვდით მაგარ იდეას!" - როგორ გავხდეთ უფრო კრეატიულები?

მაღვიძარა ამ კვირაში უკვე მეექვსედ რეკავს, უკვე მეექვსედ ავდექით დილის შვიდ საათზე და იმის შეგრძნება დაგვყვა, რომ დღეს რაიმე განსაკუთრებული სამოსის შერჩევის სურვილიც კი აღარ გვაქვს.

via GIPHY

ფიქრებში უკვე საღამოს რვა საათია, ჩვენ ჩვენს საყვარელ საწოლს ვუბრუნდებით... მაგრამ ეს მხოლოდ ფიქრებში, სინამდვილეში კი წინ სულ მცირე 8-საათიანი სამუშაო დღე გველის, ახალი დავალებებით, ახალი გამოწვევებით, ახალი წინააღმდეგობებითა და ერთი მთავარი კითხვით - როგორ დავრჩეთ კრეატიულები, დავიბრუნოთ მუშაობის მოტივაცია და ვიყოთ ნაყოფიერები იმის ნაცვლად, რომ მთელი დღე საინტერესო ფილმსა და თბილ საწოლზე ვიფიქროთ?

via GIPHY

ამ და სხვა კითხვებით მიმართა Allnews.ge-მ ტრენერს კრეატივისა და იდეების გენერირების ტექნიკაში, კოტე იანტბელიძეს.

- როგორ გავხდეთ უფრო კრეატიულები სამუშაო პროცესში?

- სამუშაოს და მის პროცესს გააჩნია. თუ გვინდა, რომ კრეატიულები გავხდეთ სამუშაო პროცესში, ეს უნდა გვინდოდეს სამუშაო პროცესის შემდეგაც და მანამდეც, ანუ მუდმივად. ეს რომ გვინდოდეს მუდმივად, მაშინ ჩვენი საქმე უნდა გვიყვარდეს და გვსიამოვნებდეს.

თუ გონებას ვაძლევთ კრეატიულ ამოცანას, ის აუცილებლად მოგვაწვდის უამრავ სავარაუდო პასუხს და აზრს. საჭიროა ამ აზრების სათანადოდ მოსმენა, მიუხედავად იმისა, სამუშაო საათებში ხართ თუ არა. გონებას არ აქვს სამუშაო საათები, ის ყოველთვის მუშაობს და როდის მოგაწვდით მაგარ იდეას, არავინ იცის... ეს შეიძლება იყოს ძილი, შუაღამე, აბაზანა, საცობი, მაღაზია და ა.შ. გაელვებული იდეა რომ შეამჩნიოთ და არ გამოგეპაროთ, საჭიროა განწყობა. როდესაც განწყობილი ხარ, რომ შეამჩნიო იდეა, მინიშნება, უხილავი კავშირები, ახალი იდეები აუცილებლად ჩნდება.

- რა ძირითადი პირობები უნდა ჰქონდეს თანამშრომელს შექმნილი დამსაქმებლის მხრიდან კრეატიულად და ნაყოფიერად მუშაობისთვის?

- ისევ და ისევ სამუშაოს გააჩნია. კრეატიულად და ნაყოფიერად მუშაობისთვის ნამდვილად საჭიროა კარგი პირობები. კარგი პირობაა, მაგალითად, გონივრული დროის გამოყოფა იდეის მოსაფიქრებლად. როგორც წეღან ვთქვი, გონებას სჭირდება დრო, რომ ეძებოს ახალი რაკურსებით, გააკეთოს ბევრნაირი დაშვება, მოსინჯოს ბევრი კომბინაცია და ა.შ.

კარგი პირობაა ასევე, კარგი გუნდი. ვგულისხმობ გუნდს და არა ჯგუფს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კარგ გუნდში იციან, რომ სულელური იდეა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ დაუმუშავებელი იდეა. ამიტომ ასეთი გუნდი ყოველთვის ძალიან გახსნილია ერთმანეთთან, ინფორმაციულია, შეთამაშებულია და მათ თათბირზე, რომელიც ბევრად არ განსხვავდება მეგობრული შეკრებისგან, კარგი იდეებიც ჩნდება. ასეთ თათბირზე ერთ შემთხვევით დამსწრესაც კი შეუძლია ყველაფერი გააფუჭოს.

- მითია თუ რეალობა, რომ კრეატიულ აზროვნებას ნიჭი სჭირდება და ყველა ადამიანი ვერ იაზროვნებს კრეატიულად?

- ეგ მითი დიდი ხანია დაინგრა. ყველა ადამიანი კრეატიულია, აბსოლუტურად ყველა! დანარჩენი უკვე ადამიანზე, მის მოტივაციაზე, სურვილზე, შრომაზე და ა.შ. არის დამოკიდებული წაიკითხეთ მეტი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ