ავტორი:

რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას რძემ?

რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას რძემ?

რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას ისეთმა, ერთი შეხედვით, ვითომდაც უწყინარმა პროდუქტმა, როგორიც რძეა?

რძესთან დაკავშირებით ერთ-ერთი გავრცელებული დაავადება მასტიტია. ის სარძევე ჯირკვლის, ცურის ანთებაა და იწყება ცხოველის ცურის დაზიანებით. მოუვლელობისა და ჰიგიენური ნორმების დაუცველობის გამო, დაზიანება შეიძლება მასტიტის ისეთ ფორმაში გადაიზარდოს, რომელიც დააზიანებს ფერმერისა და სხვა მომხმარებლის ჯანმრთელობას.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO-ს ჩატარებული კვლევების მიხედვით, ცხოველისგან მიღებული რძის ნაწარმის (მაწონი, ყველი, ხაჭო და ა.შ.) პირველადი მომხმარებლები თავად ფერმერები და მათი ოჯახის წევრები არიან, შესაბამისად, დაავადებული ცხოველისგან მიღებული რძის მოხმარებით ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ სწორედ ისინი არიან. FAO-ს ინფორმაციით, დაავადებებისგან (ჯილეხი, ბრუცელოზი და სხვა) თავდაცვის მიზნით, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, სიმპტომები და პრევენცია.

მასტიტის სიმპტომები: ცხოველის საერთო მდგომარების გაუარესება, ტემპერატურის მომატება, გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან, სარძევე ჯირკვლების კანის გაწითლება, რძის საკვები ღირებულების გაუარესება.

სპეციალისტების თქმით, ეს დაავადება შესაძლოა, ფარულადაც მიმდინარეობდეს, ამიტომ აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა ცხოველის სადგომში და წველის დროს, ასევე საეჭვო სიმპტომების გამოვლენისას ვეტერინართან დროული მიმართვა. რძის პროდუქტების დასამზადებლად რძე მიღებული უნდა იყოს იმ ცხოველისგან, რომელიც ვეტერინარის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხოველი საყურე ნიშნით არის იდენტიფიცირებული. გამოკვლეულია ბრუცელოზზე, ტუბერკულუზზე და ვაქცინირებულია.

მაღალი რისკის მატარებელია რძის პროდუქტების დამზადება ან ნედლი რძის მიღება ისეთი ცხოველებისგან, რომლებიც მკურნალობას ანტიბიოტიკებით გადიოდნენ ან მიუღიათ ისეთი ნივთიერებები, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია საქართველოს კანონდებლობით. ანტიბიოტიკებისა და სხვა პრეპარატების მოხმარებიდან გასული უნდა იყოს ვადა, რომელიც საჭიროა მედიკამენტის ორგანიზმიდან განსადევნად - წინააღმდეგ შემთხვევაში, ანტიბიოტიკები სურსათის მეშვეობით ადამიანის ორგანიზმში მოხვდება, რაც ასუსტებს იმუნიტეტს და ართულებს გამოჯანმრთელებას, განსაკუთრებით ბავშვებში!

ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში ტარდება ცხოველთა გეგმიური ვაქცინაცია და საქონლის საყურე ნიშნებით იდენტიფიცირება. რა არის საჭირო უვნებელი სურსათის მისაღებად:

  • ცხოველთა სადგომები სისტემატურად უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო საშუალებებით, განსაკუთრებით ზაფხულში და შემოდგომის ბოლოს.
  • მოწველის წინ სუფთა წყლით ჩამოიბანოს საქონლის ცურები. შემოწმდეს ხომ არ აღენიშნებათ ცურებზე დაზიანება ან პარაზიტები (ტკიპა და სხვა). ამის აღმოჩენის შემთხვევაში, ჭრილობა შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებებით უნდა დამუშავდეს, ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ დაზიანებულ ადგილზე ინფექცია არ შეიჭრას.
  • რეკომენდებულია პირველი ჩამონაწველი გადაისხას და არ გამოიყენონ რძის პროდუქტების დასამზადებლად
  • ჭურჭელი, რომელიც გამოიყენება რძის შესაგროვებლად, ან ტრანსპორტირებისას, გამოყენების შემდეგ, უნდა გაიწმინდოს და საჭიროების შემთხვევაში, მისი ხელახლა გამოყენებამდე დეზინფიცირება მოხდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი ხელახალი გამოყენება ხდება დროის მოკლე მონაკვეთში.
  • მოწველის დასრულებისთანავე რძე უნდა განთავსდეს სუფთა ადგილას, რომ არ დაბინძურდეს.

ცხოველური პროდუქციის გაყიდვა და ეტიკეტირება

იმ შემთხვევაში, თუ ფერმერი ყიდის რძეს ან რძის ნაწარმს - ყველს, მაწონს, კარაქს ან თავად ნედლ რძეს, ვალდებულია, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ეტიკეტირების მოთხოვნები:

  • ნედლი რძის შემთხვევაში თუ ის პირდაპირ მომხმარებელს მიეწოდება, ეტიკეტზე უნდა აღინიშნოს სიტყვები "ნედლი რძე"
  • იმ პროდუქტის შემთხვევაში, რომელიც ნედლი რძისაგან იწარმოება და რომლის წარმოების პროცესი პროდუქტის თერმულ დამუშავებას ან სხვა რაიმეს სახის ფიზიკურ ან ქიმიურ დამუშავებას არ ითვალისწინებს, ეტიკეტზე უნდა აღინიშნოს სიტყვები - "დამზადებულია ნედლი რძისაგან"
  • რძისა და რძის ნაწარმის წარმოების დროს დაუშვებელია რძის ცხიმის გარდა (მცენარეული) სხვა სახის ცხიმის გამოყენება.
  • ყველის წარმოებისთვის ნედლეულად რძის ფხვნილის გამოყენება დაუშვებელია!
  • რძის შენახვისა და ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანია ტემპერატურული რეჟიმის დაცვა

როგორ მიულოცა დაბადების დღე ნიკოლოზ ბასილაშვილს გერმანელმა შეყვარებულმა - "ერთი დღე არ არის საკმარისი"

აშშ-ში ექვსფეხა ლეკვი დაიბადა - "ის ნამდვილი სასწაულია“

საუზმედ სოსისს ნუ მიირთმევთ, კვებამდე ნახევარი საათით ადრე ორი ჭიქა წყალი დალიეთ - ჯანსაღი კვების წესები ენდოკრინოლოგისგან