მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურორის კომენტარი მირზა სუბელიანის დაკითხვის შემდეგ
პროკურორის კომენტარი მირზა სუბელიანის დაკითხვის შემდეგ

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში პრო­კუ­რა­ტუ­რის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის, მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის გა­მო­კი­თხვა დას­რულ­და.

და­კი­თხვის შემ­დეგ პრო­კუ­რორ­მა ზვი­ად გუ­ბე­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ სუ­ბე­ლი­ა­ნის გა­მო­კი­თხვა გან­მე­ო­რე­ბი­თაც მოხ­დე­ბა.

„მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი მოწ­მის სა­ხით იქნა გა­მო­კი­თხუ­ლი. პრო­კუ­რა­ტუ­რას მას­თან ჰქონ­და ათე­უ­ლო­ბით შე­კი­თხვა. ნა­წილ კი­თხვებ­ზე მი­ვი­ღეთ პა­სუ­ხე­ბი, ნა­წილ­ზე პა­სუ­ხის­გან თავი შე­ი­კა­ვა. მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბო, რომ მისი გა­მო­კი­თხვა კვლავ მოხ­დე­ბა და და­ის­მე­ბა ის კი­თხვე­ბი, რო­მელ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მის­გა­ნაც მან დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით თავი შე­ი­კა­ვა", - გა­ნა­ცხა­და გუ­ბე­ლა­ძემ.

კი­თხვა­ზე, ვინ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რის გა­კე­თე­ბა და ვის მიერ გავ­რცელ­და ეს ჩა­ნა­წე­რი, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, პრო­კუ­რის თქმით, გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

„იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ იქ­ნე­ბა და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დის საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­მა­ტე­ბით ეც­ნო­ბე­ბა ამის შე­სა­ხებ. ზო­გა­დად ჩვე­ნე­ბის ში­ნა­არ­სის გაჟ­ღე­რე­ბი­სა­გან თავს შე­ვი­კა­ვებ. არა­ერ­თხელ გა­უ­ჟ­ღე­რე­ბია მის ად­ვო­კა­ტებს და ბრალ­დე­ბის მხა­რე­მაც გან­ვა­ცხა­დეთ, რომ ის საკ­მა­ოდ მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა, და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლებ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ. მეს­მის, რომ არ­სე­ბობს მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი, გაქვთ კი­თხვე­ბი, გა­მო­ძი­ე­ბა­საც აქვს კი­თხვე­ბი და გვსურს პა­ა­უ­ხე­ბი მი­ვი­ღოთ, თუმ­ცა, რა კი­თხვე­ბი და­ის­ვა, რა პა­სუ­ხე­ბი გა­ე­ცა, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე თავს შე­ვი­კა­ვებთ რომ გა­ვაჟ­ღე­როთ. გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და იგეგ­მე­ბა სხვა­დას­ხვა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, ინ­ფორ­მა­ცი­ის გაჟ­ღე­რე­ბა კი აზი­ა­ნებს გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს", - გა­ნა­ცხა­და გუ­ბე­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში რო­გორც საქ­მის პრო­კუ­რო­რი, ასე­ვე სუ­ბე­ლი­ა­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლი კახა ხვის­ტა­ნი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ხოლო ორი ად­ვო­კა­ტი ინგა ჩა­ლა­უ­რი და ეკა ხუ­ციშ­ვი­ლი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში დაგ­ვი­ა­ნე­ბით მის­ვლის გამო, გა­მო­კი­თხვა­ზე ვერ შე­ვიდ­ნენ.

ად­ვო­კა­ტე­ბი გა­მო­კი­თხვის დას­რუ­ლე­ბამ­დე ვრცე­ლი კო­მენ­ტა­რის­გან თავს იკა­ვებ­დნენ. მათ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან მხო­ლოდ ის აღ­ნიშ­ნეს, რომ სუ­ბე­ლი­ან­თან კი­თხვე­ბი გა­მო­ძი­ე­ბას ფა­რულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით აქვს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ფა­რულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბი­სა და შე­ნახ­ვის, იძუ­ლე­ბის, პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი პი­რის კერ­ძო სა­უბ­რის უნე­ბარ­თვო ჩა­წე­რის, ჩა­ნა­წე­რის უკა­ნო­ნოდ შე­ნახ­ვი­სა და ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­საძ­ლო გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 150-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 1571 -ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 158-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე-2 ნა­წი­ლე­ბი­თა და 333-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბით.

00:00 / 00:00
sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

პროკურორის კომენტარი მირზა სუბელიანის დაკითხვის შემდეგ

პროკურორის კომენტარი მირზა სუბელიანის დაკითხვის შემდეგ

სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის გამოკითხვა დასრულდა.

დაკითხვის შემდეგ პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სუბელიანის გამოკითხვა განმეორებითაც მოხდება.

„მირზა სუბელიანი მოწმის სახით იქნა გამოკითხული. პროკურატურას მასთან ჰქონდა ათეულობით შეკითხვა. ნაწილ კითხვებზე მივიღეთ პასუხები, ნაწილზე პასუხისგან თავი შეიკავა. მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მისი გამოკითხვა კვლავ მოხდება და დაისმება ის კითხვები, რომელზე პასუხის გაცემისგანაც მან დღეის მდგომარეობით თავი შეიკავა", - განაცხადა გუბელაძემ.

კითხვაზე, ვინ განახორციელა აუდიოჩანაწერის გაკეთება და ვის მიერ გავრცელდა ეს ჩანაწერი, ამასთან დაკავშირებით, პროკურის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს.

„იმ შემთხვევაში თუ იქნება დასაბუთებული ვარაუდის საკმარისი მტკიცებულებები, საზოგადოებას დამატებით ეცნობება ამის შესახებ. ზოგადად ჩვენების შინაარსის გაჟღერებისაგან თავს შევიკავებ. არაერთხელ გაუჟღერებია მის ადვოკატებს და ბრალდების მხარემაც განვაცხადეთ, რომ ის საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება, დამატებით დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. მესმის, რომ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, გაქვთ კითხვები, გამოძიებასაც აქვს კითხვები და გვსურს პააუხები მივიღოთ, თუმცა, რა კითხვები დაისვა, რა პასუხები გაეცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავს შევიკავებთ რომ გავაჟღეროთ. გამოძიება გრძელდება და იგეგმება სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, ინფორმაციის გაჟღერება კი აზიანებს გამოძიების ინტერესებს", - განაცხადა გუბელაძემ.

ცნობისთვის, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში როგორც საქმის პროკურორი, ასევე სუბელიანის ინტერესების დამცველი კახა ხვისტანი იმყოფებოდნენ. ხოლო ორი ადვოკატი ინგა ჩალაური და ეკა ხუციშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაგვიანებით მისვლის გამო, გამოკითხვაზე ვერ შევიდნენ.

ადვოკატები გამოკითხვის დასრულებამდე ვრცელი კომენტარისგან თავს იკავებდნენ. მათ ჟურნალისტებთან მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ სუბელიანთან კითხვები გამოძიებას ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით აქვს.

შეგახსენებთ, რომ ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1571 -ე მუხლის პირველი ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ