პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა ურთიერთობა ფლირტის დონეზე გაქვს, გგონია, რომ გიყვარს და მერე ერთად აღარ ხართ" - მარიამ დონაძეს "მის საქართველოში" მონაწილეობა მამამ გადააწყვეტინა
"როცა ურთიერთობა ფლირტის დონეზე გაქვს, გგონია, რომ გიყვარს და მერე ერთად აღარ ხართ" - მარიამ დონაძეს "მის საქართველოში" მონაწილეობა მამამ გადააწყვეტინა

22 წლის მა­რი­ამ დო­ნა­ძე "მე­ო­რე ვიცე-მის სა­ქარ­თვე­ლო" გახ­ლავთ, რო­მე­ლიც მო­დე­ლო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, სწავ­ლობს, აე­რო­პორ­ტში მუ­შა­ობს და ღა­მე­ე­ბის თე­ნე­ბა უწევს. გა­მოგ­ვი­ტყდა, დას­ვე­ნე­ბის დღე­ებ­ში ისე­თი დაღ­ლი­ლი ვარ, მე­გობ­რებ­თან ერ­თად გარ­თო­ბის სურ­ვი­ლიც კი არ მაქ­ვსო. მო­დელს უძი­ლო­ბა გარ­კვე­ულ პრობ­ლე­მებს უქ­მნის...

ინი­ცი­ა­ტო­რი მამა

- როცა "მის სა­ქარ­თვე­ლოს" კონ­კურ­სზე გავ­დი­ო­დი, რა თქმა უნდა, გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი მქონ­და, რომ გა­რეგ­ნო­ბის გარ­და, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი კუ­თხით, სა­კუ­თა­რი თა­ვის სწო­რად რე­ა­ლი­ზე­ბა უნდა შემ­ძლე­ბო­და. კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მა­მამ გა­და­მა­წყვე­ტი­ნა. თა­ვად "მის სა­ქარ­თვე­ლო­ზე" გა­მოს­ვლის ინი­ცი­ა­ტი­ვას ვე­რას­დროს გა­მო­ვი­ჩენ­დი, ასე თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლიც არ გახ­ლდით.

- მო­დე­ლო­ბაც მა­მის ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ი­წყე?

- მო­დე­ლო­ბა ჩემი სურ­ვი­ლი იყო. მინ­დო­და, სა­ზღვარ­გა­რეთ კონ­ტრაქ­ტე­ბი მქო­ნო­და და მქონ­და კი­დეც (შან­ხა­ი­ში, იტა­ლი­ა­ში), მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს სწავ­ლა ვარ­ჩიე. სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სებ­ში მცი­რე ასა­კი­დან ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. 2010 წელს, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში "მის თი­ნე­ი­ჯე­რის" კონ­კურ­სი პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და, გა­ვი­მარ­ჯვე. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად, სი­ხა­რუ­ლის­გან ვტი­რო­დი! კოს­ტა-რი­კა­ში, "მის უნი­ვერს თი­ნე­ი­ჯე­რის" კონ­კურ­სზე გა­ვემ­გზავ­რე, სა­დაც 50 ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის, 7 ნო­მი­ნა­ცია გა­ი­ცა და ერთ-ერთ - "მის მო­დე­ლი" მე მი­ვი­ღე. შემ­დეგ, პა­ტარ-პა­ტა­რა კონ­კურ­სებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი... 17 წლის ვი­ყა­ვი, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში "მის ბი­კი­ნის" კონ­კურ­სი ჩა­ტარ­და და გა­ვი­მარ­ჯვე, ბო­ლოს კი "მის სა­ქარ­თვე­ლო" იყო... "მის სა­ქარ­თვე­ლოს" კონ­კურ­სის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­მო­დე­ლო სფე­რო არ ითხოვს, რომ ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იყო - კარ­გი ტანი უნდა გქონ­დეს, პა­რა­მეტ­რებ­ში "ჯდე­ბო­დე", ნი­ჭი­ე­რი იყო, კა­მე­რას­თან მუ­შა­ო­ბა იცო­დე... არ ვიცი, რამ­დე­ნად ნი­ჭი­ე­რი ვარ, მაგ­რამ ფო­ტოგ­რა­ფე­ბის მხრი­დან ვგრძნობ, რომ რა­ღაც მო­ნა­ცე­მე­ბი მაქვს. სა­მო­დე­ლო სფე­რო­ში 12 წლი­დან აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლი გახ­ლდით. "მის სა­ქარ­თვე­ლო" ისეთ სი­ლა­მა­ზეს­თან ასო­ცირ­დე­ბა, რომ მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე არ ვფიქ­რობ­დი. სა­კუ­თარ თავს ზედ­მე­ტად კრი­ტი­კუ­ლად ვა­ფა­სებ.

სწო­რი კვე­ბა - თა­ვის მოვ­ლის პირ­ვე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა

- მა­ლა­ი­ზი­ა­ში, კონ­კურ­სზე - "მის ტუ­რიზ­მი" 19 ნო­ემ­ბერს მი­ვემ­გზავ­რე­ბი. კონ­კურ­სი 6 დე­კემ­ბერს იგეგ­მე­ბა. რა თქმა უნდა, წარ­მა­ტე­ბის იმე­დი მაქვს. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვემ­ზა­დე­ბი. ეს სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მეა. როცა ქვეყ­ნის სა­ხე­ლით მო­ნა­წი­ლე­ობ, ვალ­დე­ბუ­ლი ხარ, შენი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნო, რომ თუნ­დაც ის ტი­ტუ­ლი გა­ა­მარ­თლო, რაც გაქვს. სამ­ზა­დისს რაც შე­ე­ხე­ბა, ვცდი­ლობ, სწო­რად ვიკ­ვე­ბო. თა­ვის მოვ­ლის პირ­ვე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა ჩემ­თვის სწო­რი კვე­ბაა. ღა­მით ვმუ­შა­ობ და ისე გა­მო­ძი­ნე­ბას ვერ ვა­ხერ­ხებ, რო­გორც მო­დე­ლის­თვი­საა სა­ჭი­რო.

საქ­მე

- ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე (მე­ნე­ჯმენ­ტის გან­ხრით) ვსწავ­ლობ. სწავ­ლას წელს ვამ­თავ­რებ. ამ­ჟა­მად, აე­რო­პორ­ტში ვმუ­შა­ობ - გა­და­ზიდ­ვე­ბის აგენ­ტი ვარ. ვცდი­ლობ, სწავ­ლა და საქ­მე ერ­თმა­ნეთს შე­ვუ­თავ­სო. საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სამ­სა­ხუ­რი მაქვს. სა­მუ­შაო მეხ­მა­რე­ბა, უკეთ გა­ვიც­ნო სა­კუ­თა­რი თავი, ჩემი თვი­სე­ბე­ბი გა­ვა­ა­ნა­ლი­ზო. ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ - ყო­ველ­თვის კარგ ხა­სი­ათ­ზე ვერ ვიქ­ნე­ბით, მაგ­რამ როცა მგზავ­რი მო­დის, ვალ­დე­ბუ­ლი ვარ, პი­რა­დი პრობ­ლე­მა მას არ ვაგ­რძნო­ბი­ნო. ემო­ცი­უ­რი ინ­ტე­ლექ­ტი ყო­ველ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. არ მო­გა­ტყუ­ებთ და გე­ტყვით, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად, ჩემ­თვის მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბის მი­ზე­ზი შე­მო­სა­ვა­ლი იყო, ასე­ვე - გა­მოც­დი­ლე­ბის შე­ძე­ნაც, რად­გან როცა ვა­კან­სი­ე­ბი ცხად­დე­ბო­და, ყველ­გან გა­მოც­დი­ლე­ბას ითხოვ­დნენ. სა­დაც მი­ვე­დი, მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, - აბა, რა გა­მოც­დი­ლე­ბა გაქ­ვსო? მი­მაჩ­ნია, რომ აე­რო­პორ­ტში მუ­შა­ო­ბა მცი­რე გა­მოც­დი­ლე­ბა არ არის, რად­გან ბევ­რი გა­სა­უბ­რე­ბა, ტრე­ნინ­გი ჩაგ­ვი­ტარ­და. ჩვე­ნი კომ­პა­ნია თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ძა­ლი­ან ზრუ­ნავს. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, როცა შიდა სფე­როს, თა­ნამ­შრომ­ლებს, სი­ტუ­ა­ცი­ას გა­ვე­ცა­ნი, უკვე მომ­წონს, რა­საც ვა­კე­თებ, თო­რემ თა­ვი­დან რომ მი­ვე­დი, მომ­წონ­და და მსი­ა­მოვ­ნებ­და-მეთ­ქი, ვერ ვი­ტყვი - ღა­მე­ე­ბის თე­ნე­ბა არა­ვის სი­ა­მოვ­ნებს (იღი­მის)... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"როცა ურთიერთობა ფლირტის დონეზე გაქვს, გგონია, რომ გიყვარს და მერე ერთად აღარ ხართ" - მარიამ დონაძეს "მის საქართველოში" მონაწილეობა მამამ გადააწყვეტინა

"როცა ურთიერთობა ფლირტის დონეზე გაქვს, გგონია, რომ გიყვარს და მერე ერთად აღარ ხართ" - მარიამ დონაძეს "მის საქართველოში" მონაწილეობა მამამ გადააწყვეტინა

22 წლის მარიამ დონაძე "მეორე ვიცე-მის საქართველო" გახლავთ, რომელიც მოდელობის პარალელურად, სწავლობს, აეროპორტში მუშაობს და ღამეების თენება უწევს. გამოგვიტყდა, დასვენების დღეებში ისეთი დაღლილი ვარ, მეგობრებთან ერთად გართობის სურვილიც კი არ მაქვსო. მოდელს უძილობა გარკვეულ პრობლემებს უქმნის...

ინიციატორი მამა

- როცა "მის საქართველოს" კონკურსზე გავდიოდი, რა თქმა უნდა, გაცნობიერებული მქონდა, რომ გარეგნობის გარდა, პროფესიონალური კუთხით, საკუთარი თავის სწორად რეალიზება უნდა შემძლებოდა. კონკურსში მონაწილეობა მამამ გადამაწყვეტინა. თავად "მის საქართველოზე" გამოსვლის ინიციატივას ვერასდროს გამოვიჩენდი, ასე თავდაჯერებულიც არ გახლდით.

- მოდელობაც მამის ინიციატივით დაიწყე?

- მოდელობა ჩემი სურვილი იყო. მინდოდა, საზღვარგარეთ კონტრაქტები მქონოდა და მქონდა კიდეც (შანხაიში, იტალიაში), მაგრამ ამ ყველაფერს სწავლა ვარჩიე. სილამაზის კონკურსებში მცირე ასაკიდან ვმონაწილეობდი. 2010 წელს, როცა საქართველოში "მის თინეიჯერის" კონკურსი პირველად ჩატარდა, გავიმარჯვე. ძალიან გამიხარდა. ცხოვრებაში პირველად, სიხარულისგან ვტიროდი! კოსტა-რიკაში, "მის უნივერს თინეიჯერის" კონკურსზე გავემგზავრე, სადაც 50 ქვეყნის წარმომადგენლებს შორის, 7 ნომინაცია გაიცა და ერთ-ერთ - "მის მოდელი" მე მივიღე. შემდეგ, პატარ-პატარა კონკურსებში ვმონაწილეობდი... 17 წლის ვიყავი, როცა საქართველოში "მის ბიკინის" კონკურსი ჩატარდა და გავიმარჯვე, ბოლოს კი "მის საქართველო" იყო... "მის საქართველოს" კონკურსისგან განსხვავებით, სამოდელო სფერო არ ითხოვს, რომ ძალიან ლამაზი იყო - კარგი ტანი უნდა გქონდეს, პარამეტრებში "ჯდებოდე", ნიჭიერი იყო, კამერასთან მუშაობა იცოდე... არ ვიცი, რამდენად ნიჭიერი ვარ, მაგრამ ფოტოგრაფების მხრიდან ვგრძნობ, რომ რაღაც მონაცემები მაქვს. სამოდელო სფეროში 12 წლიდან აქტიურად ჩართული გახლდით. "მის საქართველო" ისეთ სილამაზესთან ასოცირდება, რომ მასში მონაწილეობაზე არ ვფიქრობდი. საკუთარ თავს ზედმეტად კრიტიკულად ვაფასებ.

სწორი კვება - თავის მოვლის პირველი საშუალება

- მალაიზიაში, კონკურსზე - "მის ტურიზმი" 19 ნოემბერს მივემგზავრები. კონკურსი 6 დეკემბერს იგეგმება. რა თქმა უნდა, წარმატების იმედი მაქვს. მაქსიმალურად ვემზადები. ეს საპასუხისმგებლო საქმეა. როცა ქვეყნის სახელით მონაწილეობ, ვალდებული ხარ, შენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენო, რომ თუნდაც ის ტიტული გაამართლო, რაც გაქვს. სამზადისს რაც შეეხება, ვცდილობ, სწორად ვიკვებო. თავის მოვლის პირველი საშუალება ჩემთვის სწორი კვებაა. ღამით ვმუშაობ და ისე გამოძინებას ვერ ვახერხებ, როგორც მოდელისთვისაა საჭირო.

საქმე

- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე (მენეჯმენტის განხრით) ვსწავლობ. სწავლას წელს ვამთავრებ. ამჟამად, აეროპორტში ვმუშაობ - გადაზიდვების აგენტი ვარ. ვცდილობ, სწავლა და საქმე ერთმანეთს შევუთავსო. საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი სამსახური მაქვს. სამუშაო მეხმარება, უკეთ გავიცნო საკუთარი თავი, ჩემი თვისებები გავაანალიზო. ადამიანები ვართ - ყოველთვის კარგ ხასიათზე ვერ ვიქნებით, მაგრამ როცა მგზავრი მოდის, ვალდებული ვარ, პირადი პრობლემა მას არ ვაგრძნობინო. ემოციური ინტელექტი ყოველთვის მნიშვნელოვანია. არ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ თავდაპირველად, ჩემთვის მუშაობის დაწყების მიზეზი შემოსავალი იყო, ასევე - გამოცდილების შეძენაც, რადგან როცა ვაკანსიები ცხადდებოდა, ყველგან გამოცდილებას ითხოვდნენ. სადაც მივედი, მეკითხებოდნენ, - აბა, რა გამოცდილება გაქვსო? მიმაჩნია, რომ აეროპორტში მუშაობა მცირე გამოცდილება არ არის, რადგან ბევრი გასაუბრება, ტრენინგი ჩაგვიტარდა. ჩვენი კომპანია თანამშრომლების განვითარებაზე ძალიან ზრუნავს. დროთა განმავლობაში, როცა შიდა სფეროს, თანამშრომლებს, სიტუაციას გავეცანი, უკვე მომწონს, რასაც ვაკეთებ, თორემ თავიდან რომ მივედი, მომწონდა და მსიამოვნებდა-მეთქი, ვერ ვიტყვი - ღამეების თენება არავის სიამოვნებს (იღიმის)... განაგრძეთ კითხვა

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს