კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თედო რეხვიაშვილი ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის სტუდენტია - ვინ დაეხმარა 27 წლის მხატვარს ამერიკული ოცნების ასრულებაში
თედო რეხვიაშვილი ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის სტუდენტია - ვინ დაეხმარა 27 წლის მხატვარს ამერიკული ოცნების ასრულებაში

ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბის ახ­დე­ნა ერთი თვის წინ და­ი­წყო. თედო რეხ­ვი­აშ­ვი­ლი უკვე ნიუ-იორ­კის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტია! თი­ბი­სი სტა­ტუ­სის საქ­ველ­მოქ­მე­დო პლატ­ფორ­მა - StatusDonates.ge ერთ-ერთი იყო, ვინც 27 წლის მხატ­ვარს და­ეხ­მა­რა და და­ა­ჯე­რა, რომ ამე­რი­კამ­დე მი­სას­ვლე­ლი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი გზის გავ­ლაც კი არ ყო­ფი­ლა შე­უძ­ლე­ბე­ლი. ოღონდ მა­შინ, რო­დე­საც გვერ­დით ნამ­დვი­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი გყავს. გზა კი ასე და­ი­წყო:

ბავ­შვო­ბა და პირ­ვე­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი

„3 წლი­სამ და­ვი­წყე ხატ­ვა. ზამ­თა­რი იყო... მა­გი­და­ზე ნა­ხა­ტი იდო, ოღონდ უკუღ­მა - ცხე­ნე­ბი ეტლს მი­აქ­რო­ლებ­დნენ. გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას მივ­ყვე­ბო­დი. არც მეს­მო­და რას ვხა­ტავ­დი. ბა­ბუ­ამ ფურ­ცელს და­ხე­და და მიხ­ვდა, რომ გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად ზუს­ტად გად­მოვ­ხა­ტე სცე­ნა. ბა­ბუა პირ­ვე­ლი იყო, ვინც თა­ვი­დან­ვე იცო­და, რომ ჩემი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ხატ­ვას და­უ­კავ­შირ­დე­ბო­და. ამის მერე აღარც გავ­ჩე­რე­ბულ­ვარ.“

მას­წავ­ლე­ბე­ლი თედო

„გრა­ფი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჯერ სამ­ხატ­ვრო ათწლედ­ში, შემ­დეგ კი სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში ვის­წავ­ლე. სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სა­კუ­თა­რი სტუ­დია-სა­ხე­ლოს­ნო გავ­ხსე­ნი. მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბით ხატ­ვა ორ­ჯერ მე­ტად ვის­წავ­ლე. სა­ოც­რად სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია, რო­დე­საც შენს ცოდ­ნას სხვას გა­დას­ცემ და ეს ცოდ­ნა მე­ო­რე ადა­მი­ან­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ფორ­მირ­დე­ბა.

5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი მოს­წავ­ლე მყავ­და - პა­ტა­რე­ბი, მო­ზარ­დე­ბი, 40 წლის ადა­მი­ა­ნე­ბიც კი. არა­სო­დეს არა­ვინ შე­მი­ზღუ­დავს, არ­ჩე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის დახ­ვე­წა­ში ვეხ­მა­რე­ბო­დი მხო­ლოდ. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა მუდ­მი­ვი ძი­ე­ბი­სა და ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის პრო­ცე­სი იყო. ნიუ-იორკში სას­წავ­ლებ­ლად ფული რომ დამ­ჭირ­და, სწო­რედ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა მო­უ­ყა­რეს თავი თა­ვი­ანთ ნა­მუ­შევ­რებს და მხარ­და­სა­ჭე­რი გა­მო­ფე­ნე­ბი ჩა­ა­ტა­რეს“

ნიუ-იორ­კის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში

"ბოლო წა­მამ­დე მჯე­რო­და ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის. აკა­დე­მი­ამ მომ­თხო­ვა ნა­მუ­შევ­რე­ბი, სა­დაც ნი­ჭის გარ­და აკა­დე­მი­უ­რი ცოდ­ნაც გა­მოჩ­ნდე­ბო­და - რა დო­ნე­ზე ვი­ცო­დი რე­ა­ლის­ტუ­რი ხატ­ვა. პორ­ტფო­ლი­ომ მაქ­სი­მა­ლუ­რი გრან­ტი - 15 000 დო­ლა­რი მო­მა­პო­ვე­ბი­ნა და ათ სა­უ­კე­თე­სო სტუ­დენტს შო­რის მო­მახ­ვედ­რა. თუმ­ცა, დარ­ჩა 23 000 დო­ლა­რი, რო­მე­ლიც მოკ­ლე დრო­ში, StatusDonates.ge-ის დახ­მა­რე­ბი­თა და სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბით მო­ვაგ­რო­ვე. მომ­წე­რეს, რომ რჩე­ულ­თა შო­რის მოვ­ხვდი და ბედ­ნი­ე­რე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ, თუკი და­ნარ­ჩე­ნი თან­ხის შეგ­რო­ვე­ბას შევ­ძლებ­დი. ეს არ იყო ფორ­მა­ლუ­რი სი­ტყვე­ბი. წე­რი­ლი­დან გულ­წრფე­ლი მხარ­და­ჭე­რა და ემო­ცია ვიგ­რძე­ნი...“

ამე­რი­კუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი

„აე­რო­პორ­ტი­დან გა­მო­ვე­დი თუ არა, იმ წა­მი­დან და­ვი­წყე ამე­რი­კის აღ­მო­ჩე­ნა. თით­ქოს ნამ­ყო­ფი ვი­ყა­ვი და მა­ნამ­დეც მე­ცხოვ­რა აქ. ვნა­ხე ყვე­ლა­ფე­რი, რისი ნახ­ვაც მე­ოც­ნე­ბე­ბო­და - პიტ მონ­დრი­ა­ნი, ჟოან მირო, კან­დინ­სკი, მა­ლე­ვი­ჩი, ფრენ­სის ბე­კო­ნი. ყვე­ლა ჩემს საყ­ვა­რელ ხე­ლო­ვან­თან შე­მახ­ვედ­რა ნიუ-იორკმა. დე­ტა­ლე­ბი მიყ­ვარს. აქა­უ­რო­ბა კი სწო­რედ დე­ტა­ლე­ბის ქვე­ყა­ნაა. ვერც ერთი უგე­მოვ­ნო და უმ­ნიშ­ვნე­ლო ნი­უ­ან­სი ვერ ვნა­ხე ამ ქა­ლაქ­ში.

აქა­უ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რა და ცხოვ­რე­ბის ტემ­პი ადა­მი­ა­ნის ამ­ბი­ცი­ას უს­ვამს ხაზს - სა­დამ­დე შე­იძ­ლე­ბა ავი­დეს ადა­მი­ა­ნი, რო­გორც პირ­და­პი­რი, ისე გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბით. აქ კი­დევ უფრო მე­ტად და­ვი­ჯე­რე, რომ ადა­მი­ანს უკი­დე­გა­ნო შე­საძ­ლებ­ლო­ე­ბი აქვს, შე­უძ­ლია სა­კუ­თარ თავს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მიზ­ნე­ბი და­უ­სა­ხოს და მუდ­მი­ვად ის­წრა­ფო­დეს მათი სრულ­ყო­ფის­კენ.“

პირ­ვე­ლი ლექ­ცია

„პირ­ვე­ლი ლექ­ცია სტრუქ­ტუ­რულ ანა­ტო­მი­ა­ში მქონ­და. პრო­ფე­სორ­მა პირ­ვე­ლი­ვე და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას შე­მამ­ჩნია. მიყ­ვარს ჩემი საქ­მით ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა, ოღონდ მა­შინ, რო­დე­საც ვიმ­სა­ხუ­რებ.

ერთხელ, ხატ­ვის ლექ­ცი­ა­ზე და­ვა­ლე­ბა მოგ­ვცეს. სხვებს ჯერ პრო­პორ­ცი­აც არ ჰქონ­დათ მო­ძებ­ნი­ლი, მე კი უკვე შიშ­ვე­ლი ნა­ტუ­რის ფორ­მა­სა და ტო­ნა­ლო­ბას ვა­მუ­შა­ვებ­დი. პრო­ფე­სორ­მა გაკ­ვირ­ვე­ბით შე­მომ­ხე­და - რო­გორც წესი, სწრა­ფად მუ­შა­ო­ბი­სას, პრო­პორ­ცი­ის პრობ­ლე­მა აქვთ, აქ კი არც ვიცი რა უნდა ვთქვაო. ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც აქამ­დე მი­ვაღ­წიე ჩემი თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მის შე­დე­გია. მარ­ტი­ვად არა­სო­დეს არა­ფე­რი გა­მომ­სვლია და ეს ჩემი პი­როვ­ნე­ბის ნა­წი­ლად იქცა უკვე. მიზ­ნის ბო­ლომ­დე აუ­ცი­ლებ­ლად მივ­დი­ვარ, თუმ­ცა ძა­ლი­ან რთუ­ლი გზით...“

თე­დოს ხე­ლოვ­ნე­ბა

„ად­რინ­დე­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით ადა­მი­ა­ნი აღარ წარ­მო­ად­გენს ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბის ობი­ექტს. რე­ა­ლის­ტუ­რი სცე­ნე­ბით აღარ ვინ­ტე­რეს­დე­ბი. ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბიც ნელ-ნელა ბევ­რად რთუ­ლი აღ­საქ­მე­ლი გახ­და. ვფიქ­რობ, ნა­მუ­შე­ვა­რი მა­შინ არის მდი­და­რი, რო­დე­საც დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს არ გზღუ­დავს და სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევს შე­ნე­ბუ­რად აღიქ­ვა ის.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეჭვი ეპა­რე­ბა და ჰგო­ნია, რომ ეს­თე­ტი­კა და ში­ნა­არ­სი გა­მო­ე­ცა­ლა დღე­ვან­დელ ნა­მუ­შევ­რებს. თით­ქოს ხე­ლოვ­ნე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის­თვის იქ­მნე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ნა­მუ­შე­ვა­რი ცალ-ცალ­კე დგა­ნან. მე კი ასე არ ვფიქ­რობ. უბ­რა­ლოდ ნა­მუ­შევ­რე­ბი მარ­ტი­ვად აღარ ასა­ხა­ვენ ის­ტო­რი­ებ­სა და ად­გი­ლებს. გარ­თულ­და ხე­ლოვ­ნე­ბის ში­ნა­არ­სიც და გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი ფორ­მე­ბიც. დროა სა­ზო­გა­დო­ე­ბა მი­ეჩ­ვი­ოს ამას.

არ მიყ­ვარს არ­ტის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც წარ­სულ­ზე სა­უბ­რო­ბენ მთე­ლი შთა­გო­ნე­ბით. ხე­ლო­ვა­ნი, რო­მე­ლიც დღე­ვან­დელ დღეს უს­წრებს, სწო­რედ ისაა ჩემ­თვის ნამ­დვი­ლი ოს­ტა­ტი. ნამ­დვი­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნებს მო­მა­ვალს სთა­ვა­ზობს და კა­ცობ­რი­ო­ბა გან­ვი­თა­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­დაჰ­ყავს.

ჩემი მას­წავ­ლე­ბე­ლი მე­უბ­ნე­ბო­და ხოლ­მე: როცა ახალ ნა­მუ­შე­ვარს ქმნი, ისე უნდა მი­უდ­გე, თით­ქოს სი­ცო­ცხლეს ჩუქ­ნი ცო­ცხალ არ­სე­ბას. ისე­თი არ­სე­ბა უნდა და­ბა­დო, რო­მე­ლიც შე­უც­ვლე­ლი იქ­ნე­ბაო. ეს სი­ტყვე­ბი სულ მახ­სოვს და მინ­და ჩემი ნა­მუ­შე­ვა­რი ყო­ველ­თვის იმ ადა­მი­ა­ნის ხელ­ში მოხ­ვდეს, ვინც ჩემს ნა­ხატს გუ­ლით შე­იყ­ვა­რებს და მო­უფრ­თხილ­დე­ბა, ყო­ველ ჯერ­ზე ემო­ცი­ე­ბით აივ­სე­ბა მისი და­ნახ­ვი­სას.“

ავ­ტო­რი: მა­რი­ამ ყან­ჩა­ვე­ლი

წყა­რო: helloblog.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

თედო რეხვიაშვილი ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის სტუდენტია - ვინ დაეხმარა 27 წლის მხატვარს ამერიკული ოცნების ასრულებაში

თედო რეხვიაშვილი ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის სტუდენტია - ვინ დაეხმარა 27 წლის მხატვარს ამერიკული ოცნების ასრულებაში

ამერიკული ოცნების ახდენა ერთი თვის წინ დაიწყო. თედო რეხვიაშვილი უკვე ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის სტუდენტია! თიბისი სტატუსის საქველმოქმედო პლატფორმა - StatusDonates.ge ერთ-ერთი იყო, ვინც 27 წლის მხატვარს დაეხმარა და დააჯერა, რომ ამერიკამდე მისასვლელი ყველაზე რთული გზის გავლაც კი არ ყოფილა შეუძლებელი. ოღონდ მაშინ, როდესაც გვერდით ნამდვილი გულშემატკივრები გყავს. გზა კი ასე დაიწყო:

ბავშვობა და პირველი ნამუშევრები

„3 წლისამ დავიწყე ხატვა. ზამთარი იყო... მაგიდაზე ნახატი იდო, ოღონდ უკუღმა - ცხენები ეტლს მიაქროლებდნენ. გამოსახულებას მივყვებოდი. არც მესმოდა რას ვხატავდი. ბაბუამ ფურცელს დახედა და მიხვდა, რომ გაუცნობიერებლად ზუსტად გადმოვხატე სცენა. ბაბუა პირველი იყო, ვინც თავიდანვე იცოდა, რომ ჩემი მთელი ცხოვრება ხატვას დაუკავშირდებოდა. ამის მერე აღარც გავჩერებულვარ.“

მასწავლებელი თედო

„გრაფიკის მიმართულებით ჯერ სამხატვრო ათწლედში, შემდეგ კი სამხატვრო აკადემიაში ვისწავლე. სწავლის დასრულების შემდეგ საკუთარი სტუდია-სახელოსნო გავხსენი. მოსწავლეებთან მუშაობით ხატვა ორჯერ მეტად ვისწავლე. საოცრად საინტერესო პროცესია, როდესაც შენს ცოდნას სხვას გადასცემ და ეს ცოდნა მეორე ადამიანში განსხვავებულად ფორმირდება.

5 წლის განმავლობაში ყველანაირი მოსწავლე მყავდა - პატარები, მოზარდები, 40 წლის ადამიანებიც კი. არასოდეს არავინ შემიზღუდავს, არჩეული მიმართულების დახვეწაში ვეხმარებოდი მხოლოდ. ჩვენი ურთიერთობა მუდმივი ძიებისა და ექსპერიმენტების პროცესი იყო. ნიუ-იორკში სასწავლებლად ფული რომ დამჭირდა, სწორედ ამ ადამიანებმა მოუყარეს თავი თავიანთ ნამუშევრებს და მხარდასაჭერი გამოფენები ჩაატარეს“

ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში

"ბოლო წამამდე მჯეროდა ჩემი შესაძლებლობების. აკადემიამ მომთხოვა ნამუშევრები, სადაც ნიჭის გარდა აკადემიური ცოდნაც გამოჩნდებოდა - რა დონეზე ვიცოდი რეალისტური ხატვა. პორტფოლიომ მაქსიმალური გრანტი - 15 000 დოლარი მომაპოვებინა და ათ საუკეთესო სტუდენტს შორის მომახვედრა. თუმცა, დარჩა 23 000 დოლარი, რომელიც მოკლე დროში, StatusDonates.ge-ის დახმარებითა და სხვადასხვა აქტივობებით მოვაგროვე. მომწერეს, რომ რჩეულთა შორის მოვხვდი და ბედნიერები იქნებოდნენ, თუკი დანარჩენი თანხის შეგროვებას შევძლებდი. ეს არ იყო ფორმალური სიტყვები. წერილიდან გულწრფელი მხარდაჭერა და ემოცია ვიგრძენი...“

ამერიკული შთაბეჭდილებები

„აეროპორტიდან გამოვედი თუ არა, იმ წამიდან დავიწყე ამერიკის აღმოჩენა. თითქოს ნამყოფი ვიყავი და მანამდეც მეცხოვრა აქ. ვნახე ყველაფერი, რისი ნახვაც მეოცნებებოდა - პიტ მონდრიანი, ჟოან მირო, კანდინსკი, მალევიჩი, ფრენსის ბეკონი. ყველა ჩემს საყვარელ ხელოვანთან შემახვედრა ნიუ-იორკმა. დეტალები მიყვარს. აქაურობა კი სწორედ დეტალების ქვეყანაა. ვერც ერთი უგემოვნო და უმნიშვნელო ნიუანსი ვერ ვნახე ამ ქალაქში.

აქაური არქიტექტურა და ცხოვრების ტემპი ადამიანის ამბიციას უსვამს ხაზს - სადამდე შეიძლება ავიდეს ადამიანი, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. აქ კიდევ უფრო მეტად დავიჯერე, რომ ადამიანს უკიდეგანო შესაძლებლოები აქვს, შეუძლია საკუთარ თავს წარმოუდგენელი მიზნები დაუსახოს და მუდმივად ისწრაფოდეს მათი სრულყოფისკენ.“

პირველი ლექცია

„პირველი ლექცია სტრუქტურულ ანატომიაში მქონდა. პროფესორმა პირველივე დავალების შესრულებისას შემამჩნია. მიყვარს ჩემი საქმით ყურადღების ცენტრში ყოფნა, ოღონდ მაშინ, როდესაც ვიმსახურებ.

ერთხელ, ხატვის ლექციაზე დავალება მოგვცეს. სხვებს ჯერ პროპორციაც არ ჰქონდათ მოძებნილი, მე კი უკვე შიშველი ნატურის ფორმასა და ტონალობას ვამუშავებდი. პროფესორმა გაკვირვებით შემომხედა - როგორც წესი, სწრაფად მუშაობისას, პროპორციის პრობლემა აქვთ, აქ კი არც ვიცი რა უნდა ვთქვაო. ყველაფერი, რასაც აქამდე მივაღწიე ჩემი თავდაუზოგავი შრომის შედეგია. მარტივად არასოდეს არაფერი გამომსვლია და ეს ჩემი პიროვნების ნაწილად იქცა უკვე. მიზნის ბოლომდე აუცილებლად მივდივარ, თუმცა ძალიან რთული გზით...“

თედოს ხელოვნება

„ადრინდელი ნამუშევრებისგან განსხვავებით ადამიანი აღარ წარმოადგენს ჩემი დაკვირვების ობიექტს. რეალისტური სცენებით აღარ ვინტერესდები. ჩემი ნამუშევრებიც ნელ-ნელა ბევრად რთული აღსაქმელი გახდა. ვფიქრობ, ნამუშევარი მაშინ არის მდიდარი, როდესაც დამთვალიერებელს არ გზღუდავს და საშუალებას გაძლევს შენებურად აღიქვა ის.

საზოგადოებას ეჭვი ეპარება და ჰგონია, რომ ესთეტიკა და შინაარსი გამოეცალა დღევანდელ ნამუშევრებს. თითქოს ხელოვნება ხელოვნებისთვის იქმნება, საზოგადოება და ნამუშევარი ცალ-ცალკე დგანან. მე კი ასე არ ვფიქრობ. უბრალოდ ნამუშევრები მარტივად აღარ ასახავენ ისტორიებსა და ადგილებს. გართულდა ხელოვნების შინაარსიც და გამომსახველობითი ფორმებიც. დროა საზოგადოება მიეჩვიოს ამას.

არ მიყვარს არტისტები, რომლებიც წარსულზე საუბრობენ მთელი შთაგონებით. ხელოვანი, რომელიც დღევანდელ დღეს უსწრებს, სწორედ ისაა ჩემთვის ნამდვილი ოსტატი. ნამდვილი ხელოვნება ადამიანებს მომავალს სთავაზობს და კაცობრიობა განვითარების ახალ ეტაპზე გადაჰყავს.

ჩემი მასწავლებელი მეუბნებოდა ხოლმე: როცა ახალ ნამუშევარს ქმნი, ისე უნდა მიუდგე, თითქოს სიცოცხლეს ჩუქნი ცოცხალ არსებას. ისეთი არსება უნდა დაბადო, რომელიც შეუცვლელი იქნებაო. ეს სიტყვები სულ მახსოვს და მინდა ჩემი ნამუშევარი ყოველთვის იმ ადამიანის ხელში მოხვდეს, ვინც ჩემს ნახატს გულით შეიყვარებს და მოუფრთხილდება, ყოველ ჯერზე ემოციებით აივსება მისი დანახვისას.“

ავტორი: მარიამ ყანჩაველი

წყარო: helloblog.ge

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს