პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შემთხვევაში აღარ მოგცემთ ბანკი სესხს? - სიახლეები, რომელიც 2 კვირაში ამოქმედდება
რა შემთხვევაში აღარ მოგცემთ ბანკი სესხს? - სიახლეები, რომელიც 2 კვირაში ამოქმედდება

სა­ბან­კო სექ­ტორ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის ამოქ­მე­დე­ბამ­დე ორ კვი­რა­ზე ნაკ­ლე­ბი დრო რჩე­ბა. პირ­ვე­ლი ნო­ემ­ბრი­დან სეს­ხის გამ­ცე­მიც და სეს­ხის ამ­ღე­ბიც ახა­ლი რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდე­ბა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამო­ბენ, რომ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­დე­გად ფი­ნან­სებ­ზე წვდო­მა მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ძა­ლი­ან დიდ ნა­წილს შე­ე­ზღუ­დე­ბა. მო­სა­ლოდ­ნელ ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ეროვ­ნუ­ლი ბან­კის დე­ბუ­ლე­ბის სა­მუ­შაო ვა­რი­ან­ტი გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლია, თუმ­ცა მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით მუ­შა­ო­ბა გრძელ­დე­ბა და მას­ში შე­საძ­ლოა გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

Allnews.ge-მ გა­ა­ერ­თი­ა­ნა ყვე­ლა ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ამ ეტაპ­ზე ცნო­ბი­ლია და ძა­ლა­ში პირ­ვე­ლი ნო­ემ­ბრი­დან უნდა შე­ვი­დეს.

1. სეს­ხის მო­ცუ­ლო­ბის ლი­მი­ტე­ბი და კო­ე­ფი­ცი­ენ­ტე­ბი იც­ვლე­ბა

ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე, რაც სეს­ხის აღე­ბის მსურ­ველ­მა უნდა იცო­დეს ისაა, რომ

იც­ვლე­ბა სეს­ხის მო­ცუ­ლო­ბის ლი­მი­ტე­ბი და კო­ე­ფი­ცი­ენ­ტე­ბი. მა­გა­ლი­თად, არ­სე­ბუ­ლი სა­მუ­შაო ვა­რი­ან­ტით ირ­კვე­ვა, რომ თვე­ში ათას­ლა­რი­ა­ნი შე­მო­სავ­ლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი მხო­ლოდ იმ ოდე­ნო­ბის სესხს აი­ღებს, რომ­ლის და­ფარ­ვის­თვი­საც თვე­ში მაქ­სი­მუმ 200 ლარი უნდა გა­და­ი­ხა­დოს.

კო­ე­ფი­ცი­ენ­ტე­ბი იზ­რდე­ბა მომ­ხმა­რებ­ლის შე­მო­სავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად. მა­გა­ლი­თად, სეს­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი 1 000-დან 3 000 შე­მო­სა­ვალ­ზე - 25% უნდა იყოს; 3 000-5 000 ლა­რის შე­მო­სავ­ლის შემ­თხვე­ვა­ში - 30%; 5 000-7 000 ლა­რის ფარ­გლებ­ში - 40%; 7 000-დან 10 ათას ლა­რამ­დე ყო­ველ­თვი­უ­რი შე­მო­სავ­ლის შემ­თხვე­ვა­ში კი - 50% უნდა იყოს.

2. სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხდე­ბა შე­მო­სავ­ლე­ბის და­დას­ტუ­რე­ბა

ყვე­ლა ბან­კის­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხდე­ბა სეს­ხის აღე­ბის მსურ­ვე­ლის გა­დამ­ხდე­ლუ­ნა­რი­ა­ნო­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი ანა­ლი­ზის ჩა­ტა­რე­ბა და მათი შე­მო­სავ­ლე­ბის და­დას­ტუ­რე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცია ბან­კე­ბის ნა­წილს მიმ­დი­ნა­რე წლის 7 მა­ი­სი­დან უკვე შე­ე­ხო.

3. იპო­თე­კურ სეს­ხი აღარ გა­ი­ცე­მა, თუ პირს მხო­ლოდ ერთი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი აქვს

კი­დევ ერთი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე, იპო­თე­კუ­რი სეს­ხე­ბის აღე­ბას ეხე­ბა. პირი, რო­მელ­საც ერ­თზე მეტი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი არ აქვს, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ სესხს 1-ლი ნო­ემ­ბრი­დან ვე­ღარ აი­ღებს. უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფით სეს­ხის გა­ცე­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მსეს­ხე­ბელს ან თა­ნამ­სეს­ხე­ბელს სა­კუთ­რე­ბა­ში გა­აჩ­ნია ერ­თზე მეტი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა და ამავდრო­უ­ლად სეს­ხის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად დატ­ვირ­თუ­ლი არ არის მსეს­ხებ­ლი­სა თუ თა­ნამ­სეს­ხებ­ლის ის ქო­ნე­ბა, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მის მიერ, რო­გორც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

რა შემთხვევაში აღარ მოგცემთ ბანკი სესხს? - სიახლეები, რომელიც 2 კვირაში ამოქმედდება

რა შემთხვევაში აღარ მოგცემთ ბანკი სესხს? - სიახლეები, რომელიც 2 კვირაში ამოქმედდება

საბანკო სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებების ამოქმედებამდე ორ კვირაზე ნაკლები დრო რჩება. პირველი ნოემბრიდან სესხის გამცემიც და სესხის ამღებიც ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდება. სპეციალისტები ამობენ, რომ რეგულაციების შედეგად ფინანსებზე წვდომა მომხმარებლების ძალიან დიდ ნაწილს შეეზღუდება. მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის დებულების სამუშაო ვარიანტი გასაჯაროებულია, თუმცა მარეგულირებელში აღნიშნავენ, რომ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა გრძელდება და მასში შესაძლოა გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს.

Allnews.ge-მ გააერთიანა ყველა ის მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ამ ეტაპზე ცნობილია და ძალაში პირველი ნოემბრიდან უნდა შევიდეს.

1. სესხის მოცულობის ლიმიტები და კოეფიციენტები იცვლება

ყველაზე საინტერესო სიახლე, რაც სესხის აღების მსურველმა უნდა იცოდეს ისაა, რომ

იცვლება სესხის მოცულობის ლიმიტები და კოეფიციენტები. მაგალითად, არსებული სამუშაო ვარიანტით ირკვევა, რომ თვეში ათასლარიანი შემოსავლის მქონე ადამიანი მხოლოდ იმ ოდენობის სესხს აიღებს, რომლის დაფარვისთვისაც თვეში მაქსიმუმ 200 ლარი უნდა გადაიხადოს.

კოეფიციენტები იზრდება მომხმარებლის შემოსავლის პარალელურად. მაგალითად, სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 1 000-დან 3 000 შემოსავალზე - 25% უნდა იყოს; 3 000-5 000 ლარის შემოსავლის შემთხვევაში - 30%; 5 000-7 000 ლარის ფარგლებში - 40%; 7 000-დან 10 ათას ლარამდე ყოველთვიური შემოსავლის შემთხვევაში კი - 50% უნდა იყოს.

2. სავალდებულო ხდება შემოსავლების დადასტურება

ყველა ბანკისთვის სავალდებულო ხდება სესხის აღების მსურველის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის ჩატარება და მათი შემოსავლების დადასტურება. აღნიშნული რეგულაცია ბანკების ნაწილს მიმდინარე წლის 7 მაისიდან უკვე შეეხო.

3. იპოთეკურ სესხი აღარ გაიცემა, თუ პირს მხოლოდ ერთი საცხოვრებელი აქვს

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, იპოთეკური სესხების აღებას ეხება. პირი, რომელსაც ერთზე მეტი საცხოვრებელი არ აქვს, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხს 1-ლი ნოემბრიდან ვეღარ აიღებს. უძრავი ქონების უზრუნველყოფით სესხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელს ან თანამსესხებელს საკუთრებაში გააჩნია ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება და ამავდროულად სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული არ არის მსესხებლისა თუ თანამსესხებლის ის ქონება, რომელიც გამოიყენება მის მიერ, როგორც საცხოვრებელი. განაგრძეთ კითხვა

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო