პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
20 ოქტომბერს, იოსებ ბაკურაძის სპექტაკლი „ასტიგმატისტები“ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე „საჩუქარი“
20 ოქტომბერს, იოსებ ბაკურაძის სპექტაკლი „ასტიგმატისტები“ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე „საჩუქარი“

დღეს ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე „სა­ჩუ­ქა­რი“, სპე­ცი­ა­ლუ­რი მიწ­ვე­ვით, მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რში მუნ­ჯი კი­ნოს ხერ­ხით დად­გმუ­ლი იო­სებ ბა­კუ­რა­ძის სპექ­ტაკ­ლი „ას­ტიგ­მა­ტის­ტე­ბი“ გა­ი­მარ­თე­ბა. ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში, მა­ყუ­რე­ბე­ლი „ას­ტიგ­მა­ტის­ტე­ბის“ ნახ­ვას მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რში შეძ­ლებს.

თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე მა­ყუ­რე­ბე­ლი ნა­ხავს მსოფ­ლიო ხე­ლოვ­ნე­ბის შე­დევ­რებს მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნის თე­ატ­რე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც თბი­ლისს სტუმ­რო­ბენ.

რე­ჟი­სო­რი იო­სებ ბა­კუ­რა­ძე პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რია, რო­მელ­მაც მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ თე­ატ­რში მუნ­ჯი კი­ნოს ხერ­ხი გა­მო­ი­ყე­ნა. მის ექ­სპე­რი­მენტს თე­ატრმ­ცოდ­ნე კრი­ტი­კო­სე­ბის და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. სპექ­ტაკლმა უკვე და­ი­წყო სა­ფეს­ტი­ვა­ლო ცხოვ­რე­ბაც.

თე­ატრმ­ცოდ­ნე ლაშა ჩხარ­ტიშ­ვილ­მა „ას­ტიგ­მა­ტის­ტებს“ ცალ­კე ბლო­გი მი­უ­ძღვნა.

მისი შე­ფა­სე­ბით, ას­ტიგ­მას­ტის­ტე­ბის“ რე­ჟი­სო­რი იო­სებ ბა­კუ­რა­ძე, რო­გორც ხე­ლო­ვა­ნი, გა­მო­ირ­ჩე­ვა მა­ძი­ებ­ლუ­რი თვი­სე­ბით, ის გა­მუდ­მე­ბით ეძებს არა მხო­ლოდ ახალ თე­მებს, არა­მედ ფორ­მებს.

„მის შე­მოქ­მე­დე­ბით ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში შეხ­ვდე­ბით ვერ­ბა­ლურ და არა­ვერ­ბა­ლურ სპექ­ტაკ­ლებს, სა­ცირ­კო და მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რის ელე­მენ­ტე­ბით გა­ჯე­რე­ბულ დრა­მა­ტულ წარ­მოდ­გე­ნებს, კლა­სი­კურ­საც და არა­ორ­დი­ნა­რულ­საც. ამ­ჯე­რად, იო­სებ ბა­კუ­რა­ძემ მა­ყუ­რე­ბე­ლი მის­თვის (და, სხვა­თა შო­რის, ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის­თვის) ახა­ლი ფორ­მის სპექ­ტაკლზე მი­იწ­ვია. მო­რი­გი ექ­სპერ­მენ­ტი, რო­მე­ლიც რე­ჟი­სორ­მა თე­ატ­რში, მუნ­ჯი კი­ნოს სამ­ყა­რო­ში აწარ­მოა, ვფიქ­რობ, წარ­მა­ტე­ბუ­ლია, ვი­ნა­ი­დან სპექ­ტაკ­ლის ავ­ტორ­მა შექ­მნა წარ­მოდ­გე­ნა, რო­მე­ლიც ერ­თნა­ი­რად და­ა­ინ­ტე­რე­სებს სხვა­დას­ხვა ასა­კის, პრო­ფე­სი­ის, მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის მა­ყუ­რე­ბელს, ვი­ნა­ი­დან ამ­ბა­ვი, რო­მელ­საც რე­ჟი­სო­რი მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად თხზავს, ჩვენ თუ არა, მე­ზო­ბელს, მე­გო­ბარს, ახ­ლო­ბელს ან ნა­თე­სავს ნამ­დვი­ლად გა­დახ­დე­ნია თავს. გმი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მუნ­ჯი კი­ნოს ენით გა­ი­თა­მა­შე­ბენ ცხოვ­რე­ბის ერთ ეპი­ზოდს, ჩვე­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე­ე­ბი არი­ან, თუმ­ცა სპექ­ტაკლში არ არის და­კონ­კრე­ტე­ბუ­ლი არც დრო და არც მოქ­მე­დე­ბის ად­გი­ლი. პერ­სო­ნა­ჟე­ბი, რომ­ლებ­საც მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რის სივ­რცე­ში ვუცქერთ, ჩვე­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბი არი­ან, ისე, რო­გორც ჩვენ იმ ოჯა­ხის წევ­რე­ბი, რო­მე­ლიც სცე­ნა­ზე ცო­ცხლდე­ბა“, - აღ­ნიშ­ნავს კრი­ტი­კო­სი და თე­ატრმ­ცოდ­ნე ლაშა ჩხარ­ტიშ­ვი­ლი.

მოძ­რა­ო­ბის თე­ატრს ჟან­რე­ბის თე­ატრსაც უწო­დე­ბენ, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს თა­ნა­მედ­რო­ვე ცეკ­ვას, მი­მოდ­რა­მას, აკ­რო­ბა­ტი­კას, პან­ტო­მი­მას, ფი­ზი­კურ თე­ატრს, ბა­ლეტს, საბ­რძო­ლო და სა­ცირ­კო ელე­მენ­ტებს, ფოლკ­ლორს და სა­ავ­ტო­რო მუ­სი­კას. ამ სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დიდი ინ­ტე­რე­სით სარ­გებ­ლობს უცხო­ელ მა­ყუ­რე­ბელ­ში. ნე­ბის­მი­ე­რი ეროვ­ნე­ბის მა­ყუ­რებ­ლის­თვის ერ­თნა­ი­რად სა­ინ­ტე­რე­სო და გა­სა­გე­ბია.

NS

ავტორი:

20 ოქტომბერს, იოსებ ბაკურაძის სპექტაკლი „ასტიგმატისტები“ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე „საჩუქარი“

20 ოქტომბერს, იოსებ ბაკურაძის სპექტაკლი „ასტიგმატისტები“ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე „საჩუქარი“

დღეს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე „საჩუქარი“, სპეციალური მიწვევით, მოძრაობის თეატრში მუნჯი კინოს ხერხით დადგმული იოსებ ბაკურაძის სპექტაკლი „ასტიგმატისტები“ გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, მაყურებელი „ასტიგმატისტების“ ნახვას მოძრაობის თეატრში შეძლებს.

თბილისში მიმდინარე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე მაყურებელი ნახავს მსოფლიო ხელოვნების შედევრებს მსოფლიოს წამყვანის თეატრებისგან, რომლებიც თბილისს სტუმრობენ.

რეჟისორი იოსებ ბაკურაძე პირველი ქართველი რეჟისორია, რომელმაც მრავალი წლის შემდეგ თეატრში მუნჯი კინოს ხერხი გამოიყენა. მის ექსპერიმენტს თეატრმცოდნე კრიტიკოსების დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. სპექტაკლმა უკვე დაიწყო საფესტივალო ცხოვრებაც.

თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილმა „ასტიგმატისტებს“ ცალკე ბლოგი მიუძღვნა.

მისი შეფასებით, ასტიგმასტისტების“ რეჟისორი იოსებ ბაკურაძე, როგორც ხელოვანი, გამოირჩევა მაძიებლური თვისებით, ის გამუდმებით ეძებს არა მხოლოდ ახალ თემებს, არამედ ფორმებს.

„მის შემოქმედებით ბიოგრაფიაში შეხვდებით ვერბალურ და არავერბალურ სპექტაკლებს, საცირკო და მოძრაობის თეატრის ელემენტებით გაჯერებულ დრამატულ წარმოდგენებს, კლასიკურსაც და არაორდინარულსაც. ამჯერად, იოსებ ბაკურაძემ მაყურებელი მისთვის (და, სხვათა შორის, ქართული თეატრისთვის) ახალი ფორმის სპექტაკლზე მიიწვია. მორიგი ექსპერმენტი, რომელიც რეჟისორმა თეატრში, მუნჯი კინოს სამყაროში აწარმოა, ვფიქრობ, წარმატებულია, ვინაიდან სპექტაკლის ავტორმა შექმნა წარმოდგენა, რომელიც ერთნაირად დააინტერესებს სხვადასხვა ასაკის, პროფესიის, მსოფლმხედველობის მაყურებელს, ვინაიდან ამბავი, რომელსაც რეჟისორი მსახიობებთან ერთად თხზავს, ჩვენ თუ არა, მეზობელს, მეგობარს, ახლობელს ან ნათესავს ნამდვილად გადახდენია თავს. გმირები, რომლებიც მუნჯი კინოს ენით გაითამაშებენ ცხოვრების ერთ ეპიზოდს, ჩვენი თანამედროვეები არიან, თუმცა სპექტაკლში არ არის დაკონკრეტებული არც დრო და არც მოქმედების ადგილი. პერსონაჟები, რომლებსაც მოძრაობის თეატრის სივრცეში ვუცქერთ, ჩვენი თანამედროვე საზოგადოების წევრები არიან, ისე, როგორც ჩვენ იმ ოჯახის წევრები, რომელიც სცენაზე ცოცხლდება“, - აღნიშნავს კრიტიკოსი და თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი.

მოძრაობის თეატრს ჟანრების თეატრსაც უწოდებენ, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ცეკვას, მიმოდრამას, აკრობატიკას, პანტომიმას, ფიზიკურ თეატრს, ბალეტს, საბრძოლო და საცირკო ელემენტებს, ფოლკლორს და საავტორო მუსიკას. ამ სპეციფიკიდან გამომდინარე, დიდი ინტერესით სარგებლობს უცხოელ მაყურებელში. ნებისმიერი ეროვნების მაყურებლისთვის ერთნაირად საინტერესო და გასაგებია.

NS

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება