მშფოთვარე აზრები კლიმაქსის შესახებ ქალებს მენოპაუზის პირველი სიმპტომების დადგომამდე გაცილებით ადრე ეწყებათ. სტატისტიკის თანახმად, ქალები 35 წლის ასაკში იწყებენ ფიქრს იმაზე, თუ როგორ შეიცვლება მათი ცხოვრება. მენოპაუზა - ქალის ორგანიზმის განვითარების ბუნებრივი ეტაპია. მას ვერც გამოტოვებთ და ვერც დააიგნორებთ. საუკეთესო ვარიანტია - მოემზადოთ და იცოდეთ, თუ რა ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს მან.
1. ისტერიკა
როგორც წესი, მენოპაუზა 40-50 წლის ასაკში იწყება. ხშირად ის ქალების ფსიქიკურ მდგომარეობაში ნეგატიურ პროცესებს იწვევს. კლიმაქსის პერიოდში ქალური ისტერიკა საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. ისტერიკა - ჰორმონალური ცვლილებების პირდაპირი შედეგია. ამ პერიოდში, ქალი ყველაფერს გამძაფრებულად და ემოციურად აღიქვამს. მას შეიძლება ისეთი რაღაცებიც ეწყინოს, რასაც სხვა შემთხვევაში ყურადღებას არ მიაქცევდა.
2. „ალები“ეს კლიმაქსის ყველაზე ტიპური ნიშანია. „ალებს“ ეძახიან სხეულის ტემპერატურის უცაბედ მატებას. თითქოს სახე „გეწვის“, ყელსა და მკერდზე წითელი ლაქები ჩნდება. „ალები“ რეგულარულად ჩნდება, დღეში რამდენჯერმე. განაგრძეთ კითხვა