პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამის მკვლელობაში ბრალდებული ხაჩატურიანები გაათავისუფლეს - რას ამბობს გოგონების დედა
მამის მკვლელობაში ბრალდებული ხაჩატურიანები გაათავისუფლეს - რას ამბობს გოგონების დედა

მოს­კო­ვე­ლი დები ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც მა­მის მკვლე­ლო­ბა ედე­ბა ბრა­ლად, ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან და ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. გო­გო­ნე­ბის მა­მი­დებ­მა მათი და­კა­ვე­ბა კვლავ მო­ი­თხო­ვეს, თუმ­ცა მოს­კო­ვის სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ცი­ხე­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე 2 დღის წინ უარი გა­ნა­ცხა­და.

გო­გო­ნე­ბის დე­დამ, აუ­რე­ლია დუნ­დუკ­მა შვი­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ისა­უბ­რა. მისი თქმით, უმ­ცრო­სი შვი­ლი - მა­რია დე­დას­თან ერ­თად ცხოვ­რობს, რად­გან არას­რუ­წლო­ვა­ნია; უფ­რო­სე­ბი კი - კრის­ტი­ნა და ან­გე­ლი­ნა ცალ-ცალ­კე არი­ან, დედა მათ ტე­ლე­ფო­ნით ესა­უბ­რე­ბა, დებს ერ­თად ცხოვ­რე­ბის ნება არ მის­ცეს.

„მე მათ შევ­ხვდი, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი წუ­თე­ბი იყო, დიდ­ხანს ვე­ხუ­ტე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს. თუმ­ცა არ შე­მიძ­ლია უმ­ცრო­სი შვი­ლის და­ტო­ვე­ბა და ამი­ტომ უფ­რო­სებ­თან ღა­მით ვერ ვრჩე­ბი. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის დღეს მათ ის­ტე­რი­კა ჰქონ­დათ, თუმ­ცა ყვე­ლა­ფერ­მა გა­ი­ა­რა... გო­გო­ნე­ბი ძლი­ე­რე­ბი არი­ან და მეც მაძ­ლი­ე­რე­ბენ,“ - აღ­ნიშ­ნა აუ­რე­ლი­ამ.

ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნებს აქვთ უფ­ლე­ბა, ეკონ­ტაქ­ტონ იმ პი­რებს, ვინც მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში არ ფი­გუ­რი­რე­ბენ. მათ შე­უძ­ლი­ათ, ესა­უბ­რონ მე­გობ­რებს, მას­წავ­ლებ­ლებს... თუმ­ცა, გო­გო­ნებს კვლავ ეკ­რძა­ლე­ბათ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ახ­ლობ­ლებ­სა და მოწ­მე­ებ­თან შეხ­ვედ­რა, ისე­ვე, რო­გორც - ერ­თმა­ნე­თის ნახ­ვა.

გო­გო­ნე­ბის დე­დის თქმით, ორი უმ­ცრო­სი დის სკო­ლა­ში სწავ­ლის სა­კი­თხი ჯერ მოგ­ვა­რე­ბუ­ლი არ არის, სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან პა­სუხს კვლავ ელო­დე­ბი­ან. აუ­რე­ლია ამ­ბობს, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად გო­გო­ნებს ქუ­ჩა­ში გას­ვლა სრუ­ლე­ბით არ უნ­დო­დათ და ეში­ნო­დათ, რომ მათ იც­ნობ­დნენ და რა­მეს ეტყოდ­ნენ.

„პირ­ვე­ლად რომ გა­მო­ვე­დით, ძა­ლი­ან გვე­ში­ნო­და. ჩვენ­თან არა­ვინ მო­სუ­ლა, არა­ვის არა­ფე­რი უკი­თხავს. შე­იძ­ლე­ბა გვცნო­ბენ, მაგ­რამ არ უნ­დათ, მეტი ტკი­ვი­ლი მოგ­ვა­ყე­ნონ. სა­დაც ჩვენ ვცხოვ­რობთ, იმ უბან­ში ყვე­ლამ იცის, რაც მოხ­და და მშვი­დი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ,“ - ამ­ბობს ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნე­ბის დედა.

საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა. დუნ­დუ­კი ვა­რა­უ­დობს, რომ ბრა­ლი გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დე­ბა. აუ­რე­ლი­ას უჭირს იმი­სი წარ­მოდ­გე­ნაც კი, რა და­ე­მარ­თე­ბათ შვი­ლებს, თუ კო­ლო­ნი­ა­ში გაგ­ზავ­ნი­ან.

„ოჯა­ხის გო­გო­ნე­ბი არი­ან, მათი ცხოვ­რე­ბა ისე­დაც დან­გრე­უ­ლია. რო­გო­რე­ბი გა­მოვ­ლენ კო­ლო­ნი­ი­დან? წარ­მოდ­გე­ნაც კი არ მინ­და...“ - ამ­ბობს ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნე­ბის დედა.

სამ­მა დამ მამა მი­ხა­ილ ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნი 27 ივ­ლისს მოკ­ლა. მათ მა­მა­კაცს და­ნით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს. გა­მო­ძი­ე­ბას გო­გო­ნებ­მა უთხრეს, რომ მამა სას­ტი­კად ეპყრო­ბო­და და თა­ვის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად მოკ­ლეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

მამის მკვლელობაში ბრალდებული ხაჩატურიანები გაათავისუფლეს - რას ამბობს გოგონების დედა

მამის მკვლელობაში ბრალდებული ხაჩატურიანები გაათავისუფლეს - რას ამბობს გოგონების დედა

მოსკოველი დები ხაჩატურიანები, რომლებსაც მამის მკვლელობა ედება ბრალად, ციხიდან გათავისუფლებულები არიან და შინაპატიმრობაში იმყოფებიან. გოგონების მამიდებმა მათი დაკავება კვლავ მოითხოვეს, თუმცა მოსკოვის სასამართლომ ბრალდებულების ციხეში დაბრუნებაზე 2 დღის წინ უარი განაცხადა.

გოგონების დედამ, აურელია დუნდუკმა შვილების მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, უმცროსი შვილი - მარია დედასთან ერთად ცხოვრობს, რადგან არასრუწლოვანია; უფროსები კი - კრისტინა და ანგელინა ცალ-ცალკე არიან, დედა მათ ტელეფონით ესაუბრება, დებს ერთად ცხოვრების ნება არ მისცეს.

„მე მათ შევხვდი, ძალიან ბედნიერი წუთები იყო, დიდხანს ვეხუტებოდით ერთმანეთს. თუმცა არ შემიძლია უმცროსი შვილის დატოვება და ამიტომ უფროსებთან ღამით ვერ ვრჩები. გათავისუფლების დღეს მათ ისტერიკა ჰქონდათ, თუმცა ყველაფერმა გაიარა... გოგონები ძლიერები არიან და მეც მაძლიერებენ,“ - აღნიშნა აურელიამ.

ხაჩატურიანებს აქვთ უფლება, ეკონტაქტონ იმ პირებს, ვინც მკვლელობის საქმეში არ ფიგურირებენ. მათ შეუძლიათ, ესაუბრონ მეგობრებს, მასწავლებლებს... თუმცა, გოგონებს კვლავ ეკრძალებათ დაზარალებულის ახლობლებსა და მოწმეებთან შეხვედრა, ისევე, როგორც - ერთმანეთის ნახვა.

გოგონების დედის თქმით, ორი უმცროსი დის სკოლაში სწავლის საკითხი ჯერ მოგვარებული არ არის, სასწავლო დაწესებულებებიდან პასუხს კვლავ ელოდებიან. აურელია ამბობს, რომ თავდაპირველად გოგონებს ქუჩაში გასვლა სრულებით არ უნდოდათ და ეშინოდათ, რომ მათ იცნობდნენ და რამეს ეტყოდნენ.

„პირველად რომ გამოვედით, ძალიან გვეშინოდა. ჩვენთან არავინ მოსულა, არავის არაფერი უკითხავს. შეიძლება გვცნობენ, მაგრამ არ უნდათ, მეტი ტკივილი მოგვაყენონ. სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, იმ უბანში ყველამ იცის, რაც მოხდა და მშვიდი დამოკიდებულება აქვთ,“ - ამბობს ხაჩატურიანების დედა.

საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება. დუნდუკი ვარაუდობს, რომ ბრალი გადაკვალიფიცირდება. აურელიას უჭირს იმისი წარმოდგენაც კი, რა დაემართებათ შვილებს, თუ კოლონიაში გაგზავნიან.

„ოჯახის გოგონები არიან, მათი ცხოვრება ისედაც დანგრეულია. როგორები გამოვლენ კოლონიიდან? წარმოდგენაც კი არ მინდა...“ - ამბობს ხაჩატურიანების დედა.

სამმა დამ მამა მიხაილ ხაჩატურიანი 27 ივლისს მოკლა. მათ მამაკაცს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს. გამოძიებას გოგონებმა უთხრეს, რომ მამა სასტიკად ეპყრობოდა და თავის გასათავისუფლებლად მოკლეს.

რამზან კადიროვის რეკომენდაცია ისრაელს - "ნუ აშინებთ თქვენს მოქალაქეებს არარსებული ჩეჩენი ტერორისტებით"

კორონავირუსის საწინააღმდეგო "ასტრაზენეკას" ვაქცინას სახელი შეუცვალეს - რა ჰქვია ვაქცინას ამიერიდან

ოცნების სამსახური ღვინის მოყვარულებისთვის კალიფორნიაში - "თქვენს განკარგულებაშია უფასო საცხოვრებელი, 100 000 დოლარი და უსაზღვრო რაოდენობის ღვინო“