ავტორი:

5 მიწის ნაკვეთი, აქციები ბანკში... - რა ქონებას ფლობს გენინსპექციის უფროსი, რომელიც ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებს

5 მიწის ნაკვეთი, აქციები ბანკში... - რა ქონებას ფლობს გენინსპექციის უფროსი, რომელიც ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებს

ფარული ჩანაწერების სერია გრძელდება. ტელეკომპანია „რუსთავი2“-მა ახალი აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც კვლავ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძისა და მირზა სუბელიანის საუბარია ჩაწერილი.

სწორედ ახალ ფარულ აუდიოჩანაწერში გაიჟღერა ალექსანდრე ხოჯევანიშვილის სახელმა, რომელიც გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსია. ჩანაწერში სუბელიანი დეპუტატს მოუწოდებს, ხოჯევანიშვილის ქონება ნახოს.

"სუბელიანი: რა გააკეთეს სვანეთში? ხოჯევანიშვილი ტ...ში წიხლით გავაგდეთ სასჯელაღსრულების სამინისტროდან და მოიყვანეს გუბერნატორად და ახლა მაგის ძმა წყვიტავს ყველაფერს.

ვიქტორ ჯაფარიძე: ვინაა ხოჯევანიშვილი?

სუბელიანი: ვინააა და ვინც ამოგიყვანა სპეცნაზი სვანეთში! გენინსპექციის უფროსი და მაგისი ძმა. არაფერი არ გინდა, შედი და მაგისი ქონებები ნახე და მერე ვანო მერაბიშვილისა და ნახე, ვინ გყავთ ხელისუფლებაში. ზიან ბიჭო და კიდევ ჩემს სახელსა და გვარს ატრიალებენ. თითო შემოსვლაზე, ყოველთვის უწევს წვალება, დეპარტამენტის თავმჯდომარესთან დარეკვა და ნამცხვარი კრემიანი არის თუ არა... ცარიელი ხელებით მოვამტვრევ ცხვირ-პირს..." - ისმის ჩანაწერებში.

BPN.GE დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსი. ალექსანდრე ხოჯევანიშვილს ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2018 წლის 27 თებერვალს აქვს შევსებული. დეკლარაციის მიხედვით, მისმა შემოსავალმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტზე 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 15 ნოემბრის პერიოდში - 68 702,85 ლარი; ხოლო გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე წინა წლის 18 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში 13 494,55 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ქონებას, გენინსპექციის უფროსი ფლობს 100 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს ბახმაროში; 292 კვადრატული მეტრისა და 909 კვ. მეტრი ფართობის ორ მიწის ნაკვეთს წავკისში; 104,3 კვ. მეტრის ბინას; 18 კვ.მეტრის ავტოფარეხს და 985 კვ.მეტრის მიწის ნაკვეთს თბილისში. მის საკუთრებაშია ასევე: 754 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი თბილისში, რომელიც 2017 წელს 144 538 ლარად აქვს ნაყიდი წაიკითხეთ მეტი

გახარიას კიდევ ერთმა კადრმა დატოვა თანამდებობა - ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტიდან წავიდა

"აღიარეს, რომ გახარია მართალი იყო, გადადგან შემდეგი ნაბიჯი, გახარია დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ღარიბაშვილი წავიდეს სახლში" - ექსპერტი

"თუ მართლა მათ ინტერესებშია მელიას გამოყვანა, გადაიხადონ მოთხოვნილი გირაო" - ირაკლი ღარიბაშვილი