სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავარი ამბები „საბა 2018-დან“ - სად შევიძინოთ გამარჯვებული წიგნები
მთავარი ამბები „საბა 2018-დან“ - სად შევიძინოთ გამარჯვებული წიგნები

ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია „სა­ბას“ და­ჯილ­დო­ე­ბა წელს რამ­დე­ნი­მე მხრივ იყო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი. ეს იყო და­ჯილ­დო­ე­ბის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი და გა­მორ­ჩე­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც არა სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ გერ­მა­ნი­ა­ში, ქა­ლაქ ფრან­კფურ­ტის მე­რი­ის ის­ტო­რი­ულ დარ­ბაზ­ში Kaisersaal-ში ჩა­ტარ­და. წელს სა­ქარ­თვე­ლო ფრან­კფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ზე სა­პა­ტიო სტუ­მა­რი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სით იყო წარ­დგე­ნი­ლი და სწო­რედ ამან გა­ნა­პი­რო­ბა „სა­ბას“ და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლის იქ ჩა­ტა­რე­ბაც.

და­ჯილ­დო­ე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლურ დე­ლე­გა­ცი­ას­თან, ქარ­თველ ავ­ტო­რებ­თან, გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­თან ერ­თად, სა­პა­ტიო უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბიც ეს­წრე­ბოდ­ნენ. მათ შო­რის იყ­ვნენ ცნო­ბი­ლი მწერ­ლე­ბი, უცხო­უ­რი გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი, გერ­მა­ნი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი და სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დია.

აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი ორ ენა­ზე, ქარ­თუ­ლად და გერ­მა­ნუ­ლად ჩა­ტარ­და. წამ­ყვა­ნე­ბიც ორი­ვე ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი: ქარ­თვე­ლი პო­ე­ტი რატი ამაღ­ლო­ბე­ლი და გერ­მა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი დო­რის აკ­რა­პი იყ­ვნენ.

წელს „სა­ბას“ და­ჯილ­დო­ე­ბა იმი­თიც იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ არ­სე­ბულ ნო­მი­ნა­ცი­ებს სამი ახა­ლი და­ე­მა­ტა და სა­ერ­თო ჯამ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი 11 ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­მოვ­ლინ­დნენ. ახა­ლი ნო­მი­ნა­ცი­ე­ბია: ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­უ­კე­თე­სო უცხო­ე­ნო­ვა­ნი კრი­ტი­კა, ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­უ­კე­თე­სო უცხო­ე­ნო­ვა­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბა და პრე­მია ქარ­თულ-გერ­მა­ნულ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლი­სათ­ვის.

2018 წლის პრე­მია "სა­ბას" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი:

სა­უ­კე­თე­სო რო­მა­ნი - ლაშა ბუ­ღა­ძე, "პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა"

სა­უ­კე­თე­სო მო­თხრო­ბე­ბის კრე­ბუ­ლი - ლე­ვან მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი, "მოკ­ლე მო­თხრო­ბე­ბი"

სა­უ­კე­თე­სო პო­ე­ტუ­რი კრე­ბუ­ლი - ზუ­რაბ რთვე­ლიშ­ვი­ლი, "პო­ე­ზი­ის დიქ­ტა­ტუ­რა"

სა­უ­კე­თე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი დე­ბი­უ­ტი - ზურა ჯიშ­კა­რი­ა­ნი, "სა­ღე­ჭი გან­თი­ა­დე­ბი: უშაქ­როდ"

სა­უ­კე­თე­სო ესე­ის­ტი­კა და დო­კუ­მენ­ტუ­რი პრო­ზა - ირმა ტა­ვე­ლი­ძე, "სტა­ლი­ნის ნაძ­ვე­ბი და სხვა ტექ­სტე­ბი"

სა­უ­კე­თე­სო ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნი - და­ვით წე­რე­დი­ა­ნი, იო­ჰან ვოლ­ფგანგ გო­ე­თეს "ფა­უს­ტი-II"

ქარ­თუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის სა­უ­კე­თე­სო უცხო­ე­ნო­ვა­ნი თარ­გმა­ნი - ეკა­ტე­რი­ნე ტეტი და იუ­ლია დენ­გი, რეზო ჭე­იშ­ვი­ლის "ცის­ფე­რი მთე­ბი".

ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­უ­კე­თე­სო უცხო­ე­ნო­ვა­ნი კრი­ტი­კა - ლი­ტე­რა­ტო­რი და რე­დაქ­ტო­რი ტილ­მან შპ­რე­კელ­სე­ნი.

ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­უ­კე­თე­სო უცხო­ე­ნო­ვა­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბა - Mitteldeutscher Verlag.

პრე­მია ქარ­თულ-გერ­მა­ნულ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლი­სათ­ვის - ნინო ხა­რა­ტიშ­ვი­ლი.

პრე­მია ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის - რეზო გაბ­რი­ა­ძე.

წელს ჟი­უ­რის წევ­რე­ბი იყ­ვნენ: ლელა დუმ­ბა­ძე, გიგა ზე­და­ნია, ქეთი დევ­და­რი­ა­ნი, ნინო კას­რა­ძე და ზუ­რაბ კიკ­ნა­ძე. გა­მარ­ჯვე­ბულ ავ­ტო­რებს, სპე­ცი­ა­ლურ პრიზ­თან ერ­თად, ფუ­ლა­დი პრე­მი­ე­ბიც გა­და­ე­ცათ.

ყო­ველ­წლი­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სი „საბა“ „თი­ბი­სი ბან­კმა“ 2003 წელს და­ა­ფუძნა. წელს „საბა“ მე­თექ­ვსმე­ტედ ჩა­ტარ­და. წლე­ვან­დე­ლი და­ჯიდ­ლო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა ქარ­თუ­ლი წიგ­ნის ეროვ­ნულ ცენ­ტრთან პარტნი­ო­რო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და. პრე­მი­ის მი­ზა­ნია გა­სუ­ლი ერთი წლის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრო­ცე­სე­ბის შე­ფა­სე­ბა და წლის სა­უ­კე­თე­სო წიგ­ნე­ბი­სა და ავ­ტო­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნა.

წელს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბის შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც „ბიბ­ლუ­სის“ ფი­ლი­ა­ლებ­ში, ისე ონ­ლა­ინ ვებგ­ვერ­დზე www.Biblusi.ge-ზე. ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ა­ში 20 ლა­რის ან მეტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის შე­ძე­ნა­ძენ­ზე ნივ­თე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის სერ­ვი­სი სრუ­ლი­ად უფა­სოა თბი­ლის­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ერ რე­გი­ონ­ში, ქა­ლაქ­სა თუ სო­ფელ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

მთავარი ამბები „საბა 2018-დან“ - სად შევიძინოთ გამარჯვებული წიგნები

მთავარი ამბები „საბა 2018-დან“ - სად შევიძინოთ გამარჯვებული წიგნები

ლიტერატურული პრემია „საბას“ დაჯილდოება წელს რამდენიმე მხრივ იყო განსაკუთრებული. ეს იყო დაჯილდოების ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და გამორჩეული ღონისძიება, რომელიც არა საქართველოში, არამედ გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში Kaisersaal-ში ჩატარდა. წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით იყო წარდგენილი და სწორედ ამან განაპირობა „საბას“ დაჯილდოების ცერემონიალის იქ ჩატარებაც.

დაჯილდოებას საქართველოს ოფიციალურ დელეგაციასთან, ქართველ ავტორებთან, გამომცემლობებთან ერთად, საპატიო უცხოელი სტუმრებიც ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ ცნობილი მწერლები, უცხოური გამომცემლობები, გერმანიის ოფიციალური პირები და საერთაშორისო მედია.

აღნიშნულიდან გამომდინარე დაჯილდოების ცერემონიალი ორ ენაზე, ქართულად და გერმანულად ჩატარდა. წამყვანებიც ორივე ქვეყნის წარმომადგენლები: ქართველი პოეტი რატი ამაღლობელი და გერმანელი ჟურნალისტი დორის აკრაპი იყვნენ.

წელს „საბას“ დაჯილდოება იმითიც იყო გამორჩეული, რომ არსებულ ნომინაციებს სამი ახალი დაემატა და საერთო ჯამში გამარჯვებულები 11 ნომინაციაში გამოვლინდნენ. ახალი ნომინაციებია: ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკა, ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი გამომცემლობა და პრემია ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის.

2018 წლის პრემია "საბას" გამარჯვებულები:

საუკეთესო რომანი - ლაშა ბუღაძე, "პატარა ქვეყანა"

საუკეთესო მოთხრობების კრებული - ლევან მუსხელიშვილი, "მოკლე მოთხრობები"

საუკეთესო პოეტური კრებული - ზურაბ რთველიშვილი, "პოეზიის დიქტატურა"

საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - ზურა ჯიშკარიანი, "საღეჭი განთიადები: უშაქროდ"

საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - ირმა ტაველიძე, "სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები"

საუკეთესო ქართული თარგმანი - დავით წერედიანი, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს "ფაუსტი-II"

ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანი - ეკატერინე ტეტი და იულია დენგი, რეზო ჭეიშვილის "ცისფერი მთები".

ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკა - ლიტერატორი და რედაქტორი ტილმან შპრეკელსენი.

ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი გამომცემლობა - Mitteldeutscher Verlag.

პრემია ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის - ნინო ხარატიშვილი.

პრემია ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - რეზო გაბრიაძე.

წელს ჟიურის წევრები იყვნენ: ლელა დუმბაძე, გიგა ზედანია, ქეთი დევდარიანი, ნინო კასრაძე და ზურაბ კიკნაძე. გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ პრიზთან ერთად, ფულადი პრემიებიც გადაეცათ.

ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა“ „თიბისი ბანკმა“ 2003 წელს დააფუძნა. წელს „საბა“ მეთექვსმეტედ ჩატარდა. წლევანდელი დაჯიდლოების ორგანიზება ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით განხორციელდა. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა.

წელს გამარჯვებული წიგნების შეძენა შესაძლებელია როგორც „ბიბლუსის“ ფილიალებში, ისე ონლაინ ვებგვერდზე www.Biblusi.ge-ზე. ონლაინ მაღაზიაში 20 ლარის ან მეტი ღირებულების შეძენაძენზე ნივთების ტრანსპორტირების სერვისი სრულიად უფასოა თბილისსა და საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, ქალაქსა თუ სოფელში.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს