ავტორი:

"სუბელიანი უარყოფს, რომ მას სცემეს, თუმცა დაზიანებები აქვს" - ომბუდსმენის წარმომადგენელი

"სუბელიანი უარყოფს, რომ მას სცემეს, თუმცა დაზიანებები აქვს" - ომბუდსმენის წარმომადგენელი

მირზა სუბელიანი უარყოფს ინფორმაციას მის ცემასთან დაკავშირებით, თუმცა სხეულზე მცირე დაზიანებები აღენიშნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა განუცხადა. ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლის თქმით, როგორც სუბელიანი განმარტავს, მან აღნიშნული დაზიანებები 15 ოქტომბერს მიიღო, როდესაც სუიციდის მცდელობა ჰქონდა.

სახალხო დამცველის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული დაზიანებები დაფიქსირებულია ექიმის ჟურნალშიც და იგი ამ კონკრეტულ ინციდენტში საეჭვო გარემოებებს ვერ ხედავს.

მისივე ინფორმაციით, მირზა სუბელიანთან საუბარი ასევე შეეხო გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებსაც და აღნიშნავს, რომ სუბელიან მსგავს საუბრებს უარყოფს.

„მირზა სუბელიანი კატეგორიულად უარყოფს სოციალური მედიის სასუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მის მიმართ განხორციელდა ფიზიკური ზემოქმედება, ცემა, თუმცა მას აღენიშნება დაზიოენებები ორივე ქვედა კიდურის არეში, იდაყვთან და კისრის მიდამოში, ეს იყო მცირედი სიწითლეები, რაზეც განაცხადა, რომ მან ეს დაზიანებები მიიღო 2018 წლის 15 ოქტომბერს, როდესაც სუიციდის მცდელობა განახორციელა.

ასევე შევამოწმე ექიმის ჟურნალი, სადაც ბოლო ჩანაწერს გაკეთებულია 15 ოქტომბერს, როდესაც მან სუიციდის მცდელობა განახორციელა და ამ ჩანაწერში არსებული დაზიანებები ზუსტად შეესაბამებოდა მირზა სუბელიანის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას“, - განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ