პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
6 ყველაზე სასარგებლო თამაში 4-დან 10 წლამდე ბავშვისთვის
6 ყველაზე სასარგებლო თამაში 4-დან 10 წლამდე ბავშვისთვის

რა არის ბავ­შვის ყვე­ლა­ზე ბუ­ნებ­რი­ვი და სა­სურ­ვე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა? რა თქმა უნდა, თა­მა­ში. სწო­რედ თა­მა­ში უყა­ლი­ბებს უმ­თავ­რეს უნარ-ჩვე­ვებს, რაც შემ­დგომ­ში პი­როვ­ნულ თვი­სე­ბებ­სა და წარ­მა­ტე­ბა­ზე ახ­დენს გავ­ლე­ნას. როცა თა­მაშს ასე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი მი­სია აკის­რია, სა­სურ­ვე­ლია და­ვინ­ტე­რეს­დეთ, რით თა­მა­შობს ჩვე­ნი შვი­ლი. ფი­ზი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის აქ­ტი­უ­რი სპორ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი შე­უ­და­რე­ბე­ლია, თუმ­ცა ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ინ­ტე­ლექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბაც. რო­მე­ლი თა­მა­შე­ბია ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო ბავ­შვის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და გო­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის?

ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ თა­მა­შებ­ში საკ­მა­ოდ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ სა­ბავ­შვო ჟურ­ნა­ლებს. რო­მე­ლია მათი შე­ფა­სე­ბით, 5 ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო თა­მა­ში ბავ­შვის­თვის? გა­მოც­დი­ლე­ბას გვი­ზი­ა­რებს ჟურ­ნალ ”სა­ბავ­შვო კა­რუ­სე­ლის” რე­დაქ­ცია, რო­მე­ლიც ამ თა­მა­შებს სის­ტე­მა­ტუ­რად იყე­ნებს. მი­თუ­მე­ტეს, რომ ბოლო დროს "სა­ბავ­შვო კა­რუ­სე­ლი" მო­ცუ­ლო­ბით თით­ქმის გა­ორ­მა­გე­ბუ­ლია, ყვე­ლა გვერ­დი ფე­რა­დია, ყვე­ლა ნო­მერს სა­ჩუ­ქა­რი მოჰ­ყვე­ბა და საკ­მა­ოდ დიდი პო­პუ­ლა­რო­ბი­თაც სარ­გებ­ლობს.

1. სტი­კე­რე­ბი

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი გა­სარ­თო­ბია სა­ბავ­შვო ბეჭ­დურ გა­მო­ცე­მებ­ში. "სა­ბავ­შვო კა­რუ­სე­ლის" ყვე­ლა ნო­მერ­ში სა­შუ­ა­ლოდ 80-100 სტი­კე­რი, რო­მე­ლიც ბავ­შვმა ჟურ­ნა­ლის ფურ­ცლებ­ზე, თა­მა­შებ­ში და ნა­ხა­ტე­ბის ასა­წყო­ბად უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს.

2. სა­მა­გი­დო თა­მა­ში

მა­გი­დის თა­მა­შე­ბის მთა­ვა­რი სარ­გე­ბე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბაა. ისი­ნი მი­ნი­მუმ 2 მო­თა­მა­შე­ზეა გათ­ვლი­ლი, ანუ ბავ­შვი მარ­ტო ვერ ითა­მა­შებს, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ პარტნი­ო­რო­ბას მშო­ბე­ლი გა­უ­წევს. დღეს ხომ მშობ­ლებს ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის დრო არ ჰყოფ­ნით. სულ რამ­დე­ნი­მე პარ­ტია საკ­მა­რი­სია, რომ მშობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას მო­ნატ­რე­ბულ­მა პა­ტა­რამ მთე­ლი კვი­რის და­ნაკ­ლი­სი აი­ნა­ზღა­უ­როს.

გარ­და ამი­სა, თა­მაშს თა­ვი­სი წე­სე­ბი აქვს. ასე რომ, თა­მა­ში­სას ბავ­შვი პირ­ველ რიგ­ში წე­სე­ბის დაც­ვას სწავ­ლობს. უვი­თარ­დე­ბა მოთ­მი­ნე­ბა(როცა თა­ვის რიგს ელის), ეჩ­ვე­ვა მო­გე­ბის­კენ სწრაფ­ვას და წა­გე­ბას­თან შე­გუ­ე­ბას.

ეს ერ­თგვა­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბია, რომ­ლე­ბიც ას­წავ­ლის სწო­რად რე­ა­გი­რე­ბას გა­მარ­ჯვე­ბა­სა თუ მარ­ცხზე. ბავ­შვი იწყებს იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას, რომ მო­მა­ვალ­ში კი­დევ ექ­ნე­ბა მო­გე­ბის შან­სი. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უნა­რია. გა­მარ­ჯვე­ბა ხომ იმედ­გაც­რუ­ე­ბის შემ­დეგ მო­დის, რაც ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რჯერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლა.

3. გა­სა­ფე­რა­დე­ბე­ლი

გა­სა­ფე­რა­დე­ბე­ლი ბავ­შვს ამ­შვი­დებს. აქ­ტი­უ­რი დღის შემ­დეგ მო­დუ­ნე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. გა­სა­ფე­რა­დე­ბე­ლი კი ყვე­ლა­ზე მო­უს­ვე­ნარ ბავ­შვსაც კი "აი­ძუ­ლებს", მშვი­დად დაჯ­დეს და ფან­ტა­ზია აა­მუ­შა­ოს.გა­სა­ფე­რა­დებ­ლით არა მარ­ტო ფერ­თა გა­მის შერ­ჩე­ვას სწავ­ლობს, იმახ­სოვ­რებს ფორ­მებს, პერ­სო­ნა­ჟე­ბის ხა­სი­ათს. შემ­დეგ ცდი­ლობს გა­ა­ცო­ცხლოს ეს პერ­სო­ნა­ჟი თა­ვი­სი შერ­ჩე­უ­ლი და მო­ფიქ­რე­ბუ­ლი ფე­რე­ბით. ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც ხში­რად არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი "მო­ფიქ­რე­ბე­ბით", სხარ­ტი გო­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან და ნერ­ვუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბის­გა­ნაც და­ცულ­ნი არი­ან. უვარ­ჯიშ­დე­ბათ კონ­ცენ­ტრა­ცი­ის და ყუ­რა­დღე­ბის უნა­რიც.

გა­ფე­რა­დე­ბი­სას ბავ­შვმა წარ­მო­სახ­ვა უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს. და ბო­ლოს, გა­სა­ფე­რა­დე­ბე­ლი ბავ­შვის ხელს თან­და­თან ავარ­ჯი­შებს კა­ლიგ­რა­ფი­ის­თვის. ის მალე შეძ­ლებს სწო­რი მო­ხა­ზუ­ლო­ბე­ბის გა­კე­თე­ბას.და­ი­წყეთ ერთი ფე­რის გა­მო­ყე­ნე­ბით. შემ­დეგ თან­და­თან გა­და­დით 2-3 ფერ­ზე, უფრო წვრილ დე­ტა­ლებ­ზე.

4. ლო­გი­კუ­რი თავ­სა­ტე­ხე­ბი

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი აღი­ა­რე­ბენ, რომ ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც ალ­ღოს უღე­ბენ და სწრა­ფად ხსნი­ან თავ­სა­ტე­ხებს, ცხოვ­რე­ბა­შიც სწრა­ფად და მარ­ტი­ვად პო­უ­ლო­ბენ პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტის გზებს, უვი­თარ­დე­ბათ პრინ­ცი­პუ­ლი და ძლი­ე­რი ნე­ბის­ყო­ფა, უად­ვილ­დე­ბათ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ამო­ცა­ნე­ბის გა­და­წყვე­ტა, რაც წარ­მა­ტე­ბის მთა­ვა­რი წი­ნა­პი­რო­ბაა. ეს რუბ­რი­კა "სა­ბავ­შვო კა­რუ­სე­ლის" ყვე­ლა ნო­მერ­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

5. კროს­ვორ­დი

ეს არის ცოდ­ნის შე­მოწ­მე­ბის სა­უ­კე­თე­სო გზა. ნას­წავ­ლი­სა თუ გა­გო­ნი­ლის გახ­სე­ნე­ბა. ბავ­შვი თა­ვის გო­ნებ­რივ "არ­ქივ­ში" ეძებს სწორ პა­სუხს. ნა­ხატს თუ ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბას აკავ­ში­რებს ნა­ნახ­სა თუ გა­გო­ნილ­თან. რაც არ იცის, იმას პა­სუ­ხებ­ში ეძებს და ყო­ველ­თვის ამახ­სოვ­რდე­ბა. სა­მო­მავ­ლოდ კი სურ­ვი­ლი უჩ­ნდე­ბა ბევ­რი სი­ტყვა და სა­ხე­ლო­დე­ბა და­ი­მახ­სოვ­როს. ნას­წავ­ლის სწრა­ფად გახ­სე­ნე­ბა­საც ეჩ­ვე­ვა.

6. კა­ლიგ­რა­ფი­უ­ლი თა­მა­ში

ეს რო­გორც წესი, წყვე­ტილ ხა­ზე­ბად მო­ცე­მულ ნა­ხა­ტებ­ზე ხა­ზე­ბის უშეც­დო­მოდ გავ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს. ამით თან ერ­თო­ბა, თან ხელს ავარ­ჯი­შებს, რაც სა­მო­მავ­ლოდ კა­ლიგ­რა­ფი­ის დახ­ვე­წა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. ბავ­შვე­ბი, ვი­საც ასე­თი სა­ვარ­ჯი­შო მოს­წონს, საკ­ლა­სო რვე­ულ­ში ყო­ველ­თვის აკუ­რა­ტუ­ლად წე­რენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

6 ყველაზე სასარგებლო თამაში 4-დან 10 წლამდე ბავშვისთვის

6 ყველაზე სასარგებლო თამაში 4-დან 10 წლამდე ბავშვისთვის

რა არის ბავშვის ყველაზე ბუნებრივი და სასურველი საქმიანობა? რა თქმა უნდა, თამაში. სწორედ თამაში უყალიბებს უმთავრეს უნარ-ჩვევებს, რაც შემდგომში პიროვნულ თვისებებსა და წარმატებაზე ახდენს გავლენას. როცა თამაშს ასეთი სერიოზული მისია აკისრია, სასურველია დავინტერესდეთ, რით თამაშობს ჩვენი შვილი. ფიზიკური განვითარებისთვის აქტიური სპორტული თამაშები შეუდარებელია, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ინტელექტის განვითარებაც. რომელი თამაშებია ყველაზე სასარგებლო ბავშვის შემოქმედებითი და გონებრივი განვითარებისთვის?

ინტელექტუალურ თამაშებში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ საბავშვო ჟურნალებს. რომელია მათი შეფასებით, 5 ყველაზე სასარგებლო თამაში ბავშვისთვის? გამოცდილებას გვიზიარებს ჟურნალ ”საბავშვო კარუსელის” რედაქცია, რომელიც ამ თამაშებს სისტემატურად იყენებს. მითუმეტეს, რომ ბოლო დროს "საბავშვო კარუსელი" მოცულობით თითქმის გაორმაგებულია, ყველა გვერდი ფერადია, ყველა ნომერს საჩუქარი მოჰყვება და საკმაოდ დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.

1. სტიკერები

ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი გასართობია საბავშვო ბეჭდურ გამოცემებში. "საბავშვო კარუსელის" ყველა ნომერში საშუალოდ 80-100 სტიკერი, რომელიც ბავშვმა ჟურნალის ფურცლებზე, თამაშებში და ნახატების ასაწყობად უნდა გამოიყენოს.

2. სამაგიდო თამაში

მაგიდის თამაშების მთავარი სარგებელი ურთიერთობის დამყარებაა. ისინი მინიმუმ 2 მოთამაშეზეა გათვლილი, ანუ ბავშვი მარტო ვერ ითამაშებს, კარგი იქნება, თუ პარტნიორობას მშობელი გაუწევს. დღეს ხომ მშობლებს ბავშვებთან ურთიერთობისთვის დრო არ ჰყოფნით. სულ რამდენიმე პარტია საკმარისია, რომ მშობლებთან ურთიერთობას მონატრებულმა პატარამ მთელი კვირის დანაკლისი აინაზღაუროს.

გარდა ამისა, თამაშს თავისი წესები აქვს. ასე რომ, თამაშისას ბავშვი პირველ რიგში წესების დაცვას სწავლობს. უვითარდება მოთმინება(როცა თავის რიგს ელის), ეჩვევა მოგებისკენ სწრაფვას და წაგებასთან შეგუებას.

ეს ერთგვარი გაკვეთილებია, რომლებიც ასწავლის სწორად რეაგირებას გამარჯვებასა თუ მარცხზე. ბავშვი იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ მომავალში კიდევ ექნება მოგების შანსი. ეს მნიშვნელოვანი უნარია. გამარჯვება ხომ იმედგაცრუების შემდეგ მოდის, რაც ცხოვრებაში ბევრჯერ დამტკიცებულა.

3. გასაფერადებელი

გასაფერადებელი ბავშვს ამშვიდებს. აქტიური დღის შემდეგ მოდუნება აუცილებელია. გასაფერადებელი კი ყველაზე მოუსვენარ ბავშვსაც კი "აიძულებს", მშვიდად დაჯდეს და ფანტაზია აამუშაოს.გასაფერადებლით არა მარტო ფერთა გამის შერჩევას სწავლობს, იმახსოვრებს ფორმებს, პერსონაჟების ხასიათს. შემდეგ ცდილობს გააცოცხლოს ეს პერსონაჟი თავისი შერჩეული და მოფიქრებული ფერებით. ბავშვები, რომლებიც ხშირად არიან დაკავებული "მოფიქრებებით", სხარტი გონებით გამოირჩევიან და ნერვული დარღვევებისგანაც დაცულნი არიან. უვარჯიშდებათ კონცენტრაციის და ყურადღების უნარიც.

გაფერადებისას ბავშვმა წარმოსახვა უნდა გამოიყენოს. და ბოლოს, გასაფერადებელი ბავშვის ხელს თანდათან ავარჯიშებს კალიგრაფიისთვის. ის მალე შეძლებს სწორი მოხაზულობების გაკეთებას.დაიწყეთ ერთი ფერის გამოყენებით. შემდეგ თანდათან გადადით 2-3 ფერზე, უფრო წვრილ დეტალებზე.

4. ლოგიკური თავსატეხები

სპეციალისტები აღიარებენ, რომ ბავშვები, რომლებიც ალღოს უღებენ და სწრაფად ხსნიან თავსატეხებს, ცხოვრებაშიც სწრაფად და მარტივად პოულობენ პრობლემის გადაწყვეტის გზებს, უვითარდებათ პრინციპული და ძლიერი ნებისყოფა, უადვილდებათ ცხოვრებისეული ამოცანების გადაწყვეტა, რაც წარმატების მთავარი წინაპირობაა. ეს რუბრიკა "საბავშვო კარუსელის" ყველა ნომერშია წარმოდგენილი.

5. კროსვორდი

ეს არის ცოდნის შემოწმების საუკეთესო გზა. ნასწავლისა თუ გაგონილის გახსენება. ბავშვი თავის გონებრივ "არქივში" ეძებს სწორ პასუხს. ნახატს თუ ახსნა-განმარტებას აკავშირებს ნანახსა თუ გაგონილთან. რაც არ იცის, იმას პასუხებში ეძებს და ყოველთვის ამახსოვრდება. სამომავლოდ კი სურვილი უჩნდება ბევრი სიტყვა და სახელოდება დაიმახსოვროს. ნასწავლის სწრაფად გახსენებასაც ეჩვევა.

6. კალიგრაფიული თამაში

ეს როგორც წესი, წყვეტილ ხაზებად მოცემულ ნახატებზე ხაზების უშეცდომოდ გავლებას გულისხმობს. ამით თან ერთობა, თან ხელს ავარჯიშებს, რაც სამომავლოდ კალიგრაფიის დახვეწაში დაეხმარება. ბავშვები, ვისაც ასეთი სავარჯიშო მოსწონს, საკლასო რვეულში ყოველთვის აკურატულად წერენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი