პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ქართული ოცნების“ კვლევის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში, პირველივე ტურში 53%-ით სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს
„ქართული ოცნების“ კვლევის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში, პირველივე ტურში 53%-ით სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კვლე­ვის თა­ნახ­მად, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში, პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში 53%-ით სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი იმარ­ჯვებს. ამის შე­სა­ხებ პარ­ტი­ა­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, პარ­ტი­ის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ შიდა კვლე­ვე­ბის შე­დე­გად, მე­ო­რე ად­გილს 19%-იანი მაჩვნებ­ლით გრი­გოლ ვა­შა­ძე, მე­სა­მე ად­გილს კი 17%-ით და­ვით ბაქ­რა­ძე იკა­ვებს, ხოლო სხვა პარ­ტი­ებს 11%-იანი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი აქვთ.

“გვინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მიერ და­ა­ნოს­ნე­ბუ­ლი აქ­ცი­ე­ბის გა­უქ­მე­ბას და მათ მიერ პრო­ვო­კა­ცი­ებ­ზე აგე­ბულ კამ­პა­ნი­ას. ამ ფაქ­ტით კი­დევ ერთხელ და­დას­ტურ­და, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სპექ­ტაკ­ლე­ბი, მიმ­დი­ნა­რე­ობს წა­რუ­მა­ტებ­ლად. ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა ეფუძ­ნე­ბა ისეთ პრინ­ცი­პებს, რო­გო­რე­ბი­ცაა სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფო, დე­მოკ­რა­ტია, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და მისი ღირ­სე­ბის დაც­ვა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მცდე­ლო­ბა, ჩვენ­თვის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის და­ებ­რა­ლე­ბი­ნათ იმგვა­რი და­ნა­შა­უ­ლე­ბი, რომ­ლე­ბი­თაც მათი რე­ჟი­მი წლე­ბის მან­ძილ­ზე გა­მო­ირ­ჩე­ო­და, იმ­თა­ვით­ვე წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის­კენ იყო გან­წი­რუ­ლი, ამას­ვე ადას­ტუ­რებს ამომ­რჩევ­ლის გან­წყო­ბა და შე­სა­ბა­მი­სი სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი.

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ მა­ღა­ლია მე­დი­ი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შიდა კვლე­ვე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის შე­სა­ხებ. კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, ე.წ. „ა“ ლო­კა­ცი­ის გა­რე­შე, გა­მო­კი­თხულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბი­დან, შე­დი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბიც, რომ­ლე­ბიც არ გეგ­მა­ვენ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტე­ბის მი­მართ შემ­დე­გი მხარ­და­ჭე­რა და­ფი­ქირ­და: სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი 27%, გრი­გოლ ვა­შა­ძე 10%, და­ვით ბაქ­რა­ძე 9%, სხვა კან­დი­და­ტე­ბი 6%. არ­ჩევ­ნებ­ში არ მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ან არ გა­და­უ­წყვე­ტია ვის მის­ცემს ხმას - 48%.

ე.წ. „ა“ ლო­კა­ცი­ის მი­ხედ­ვით კი, შემ­დეგ­ნა­ი­რია - სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი 53%, გრი­გოლ ვა­შა­ძე 19%, და­ვით ბაქ­რა­ძე 17%, სხვა კან­დი­და­ტე­ბი 11%“, - აღ­ნიშ­ნა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

ავტორი:

„ქართული ოცნების“ კვლევის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში, პირველივე ტურში 53%-ით სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს

„ქართული ოცნების“ კვლევის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში, პირველივე ტურში 53%-ით სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს

„ქართული ოცნების“ კვლევის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში, პირველივე ტურში 53%-ით სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს. ამის შესახებ პარტიაში გამართულ პრესკონფერენციაზე, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „ქართული ოცნების“ შიდა კვლევების შედეგად, მეორე ადგილს 19%-იანი მაჩვნებლით გრიგოლ ვაშაძე, მესამე ადგილს კი 17%-ით დავით ბაქრაძე იკავებს, ხოლო სხვა პარტიებს 11%-იანი მაჩვენებელი აქვთ.

“გვინდა გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანოსნებული აქციების გაუქმებას და მათ მიერ პროვოკაციებზე აგებულ კამპანიას. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სპექტაკლები, მიმდინარეობს წარუმატებლად. ჩვენი ხელისუფლების საქმიანობა ეფუძნება ისეთ პრინციპებს, როგორებიცაა სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატია, ადამიანის უფლებებისა და მისი ღირსების დაცვა. აქედან გამომდინარე „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა, ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის დაებრალებინათ იმგვარი დანაშაულები, რომლებითაც მათი რეჟიმი წლების მანძილზე გამოირჩეოდა, იმთავითვე წარუმატებლობისკენ იყო განწირული, ამასვე ადასტურებს ამომრჩევლის განწყობა და შესაბამისი სოციოლოგიური კვლევის შედეგები.

გამომდინარე იქიდან, რომ მაღალია მედიისა და საზოგადოების ინტერესი, მივიღეთ გადაწყვეტილება შიდა კვლევების გასაჯაროების შესახებ. კვლევების თანახმად, ე.წ. „ა“ ლოკაციის გარეშე, გამოკითხულთა საერთო რაოდენობიდან, შედიან ის ადამიანებიც, რომლებიც არ გეგმავენ არჩევნებში მონაწილეობას, საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ შემდეგი მხარდაჭერა დაფიქირდა: სალომე ზურაბიშვილი 27%, გრიგოლ ვაშაძე 10%, დავით ბაქრაძე 9%, სხვა კანდიდატები 6%. არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას ან არ გადაუწყვეტია ვის მისცემს ხმას - 48%.

ე.წ. „ა“ ლოკაციის მიხედვით კი, შემდეგნაირია - სალომე ზურაბიშვილი 53%, გრიგოლ ვაშაძე 19%, დავით ბაქრაძე 17%, სხვა კანდიდატები 11%“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები