1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7026 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7026 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6838 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0188 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1134 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1022 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0112 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
საქართველოს ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველანაირი ბერკეტი, რომ ინფლაცია საშუალო და გრძელვადიან პერიოდში იყოს დაბალი, რაც არის იმის გარანტია, რომ გაცვლითი კურსი იქნება სტაბილური, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განუცხადა. მისი თქმით, ინფლაცია საქართველოში მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია.
"საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსი და ამ მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმისთვის დამახასიათებელია დროებითი მერყეობები. რაც უფრო მნიშვნელოვანია, არის ის თუ როგორი იქნება კურსი საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში. ამავე დროს, ხშირად ხდება ასეთი ანალიზის გაკეთება, რომ ამის გამო საქართველოში ინფლაცია მაღალი იქნება. საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია. საქართველოს ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველანაირი ბერკეტი, რომ ინფლაცია საშუალო და გრძელვადიან პერიოდში იყოს დაბალი, რაც არის იმის გარანტია, რომ გაცვლითი კურსი იქნება სტაბილური",- განაცხადა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, საქართველოში ინფლაცია არ არის მაღალი და ეროვნულ ბანკს ყველა ბერკეტი გააჩნია ეს აკონტროლოს.
"როდესაც დაასახელებთ, რომ რომელიმე პროდუქტი გაძვირდა, არ დაგავიწყდეთ, რომ ამავე დროს არსებობს ისეთი პროდუქტებიც, რომელიც გაიაფდა. აქედან გამომდინარე, ფასების დონე არის ინდექსი, რომელიც გამოითვლება კალათით. აქედან გამომდინარე, არ არის სწორი, რომ ერთი ან ორი პროდუქტის ფასის ცვლილების მაგალითზე ხდება დასკვნა, რომ ინფლაცია გაიზარდა. საქართველოში ინფლაცია არ არის მაღალი და ეროვნულ ბანკს ყველა ბერკეტი გააჩნია ეს აკონტროლოს", - განაცხადა გვენეტაძემ.