საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ პრეზიდენტი რომან ფიფია ვლადიმერ ვაისს და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს.
როგორც ფიფია აცხადებს, მას ვლადიმერ ვაისის კვალიფიკაციის სჯეროდა და მასთან ხელშეკრულების გაგრძელება მართებულად მიაჩდა.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საგზური გათამაშების დასრულებამდე, რამდენიმე ტურით ადრე გაინაღდა. მჯეროდა ვაისის კვალიფიკაციისა და მართებულად მიმაჩნდა მასთან ხელშეკრულების გაგრძელება. სწორად წარმართულმა სამწვრთნელო საქმიანობამ და მის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა განაპირობა ის ისტორიული შედეგი, რომელსაც ეროვნულმა გუნდმა მიაღწია. ამ ეტაპზე ქართველმა ფეხბურთელებმა, ყველა შეხვედრაში თავდაუზოგავად იბრძოლეს და ლოგიკურ შედეგსაც მიაღწიეს. ორმაგად მახარებს ის გარემოება, რომ ეროვნული გუნდის მიერ ნაჩვენებ შედეგში, თავისი წვლილი დინამოელებმა და მათ შორის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილებმა შეიტანეს. ჩვენი მიზანი იყო, არის და იქნება, რომ აკადემიის აღზრდილებმა, ასაკობრივი და ეროვნული ნაკრების ღირსება დაიცვან. გულითადად ვულოცავ ვლადიმერ ვაისს და ეროვნულ გუნდს წარმატებას და იმედს გამოვთქვამ, რომ მისი ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს“, - ნათქვამია რომან ფიფიას განცხადებაში.
NS