პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
19-21 ოქტომბერს ილიაუნის აბასთუმნის ობსერვატორიაში გლობალური ჰაკათონი NASA Space Apps Challenge გაიმართება
19-21 ოქტომბერს ილიაუნის აბასთუმნის ობსერვატორიაში გლობალური ჰაკათონი NASA Space Apps Challenge გაიმართება

წელს, პირ­ვე­ლად, გლო­ბა­ლურ ჰა­კა­თონს - NASA Space Apps Challenge სა­ქარ­თვე­ლო ილი­ა­უ­ნის აბას­თუმ­ნის ას­ტრო­ფი­ზი­კუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან უერ­თდე­ბა. ეს მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი უდი­დე­სი ჰა­კა­თო­ნია, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს 200-ზე მეტ სხვადსხვა ად­გილ­ზე ერ­თდრო­უ­ლად, 48 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ტარ­დე­ბა.

ისი­ნი, ვი­საც სხვა­დას­ხვა სა­ინ­ტე­რე­სო და პრაქ­ტი­კუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ი­სა და ინ­სტრუ­მენ­ტის შექ­მნა შე­უძ­ლი­ათ, იქ­ნე­ბი­ან კო­დე­რე­ბი, მეც­ნი­ე­რე­ბი, დი­ზა­ი­ნე­რე­ბი, მწარ­მო­ებ­ლე­ბი, მშე­ნებ­ლე­ბი, ტექ­ნო­ლო­გე­ბი თუ სხვა ენ­თუ­ზი­ას­ტე­ბი, დე­და­მი­წა­სა და კოს­მოს­ში არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის გარ­შე­მო 19-21 ოქ­ტომ­ბერს სწო­რედ ილი­ა­უ­ნის აბას­თუმ­ნის ობ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში გა­ერ­თი­ან­დე­ბი­ან.

NASA Space Apps Challenge, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში Tbilisi Startup Bureau-სა და ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბით ტარ­დე­ბა, ჩვე­უ­ლებ­რივ ჰა­კა­თონ­ზე მე­ტია, რად­გან პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი სა­უ­კე­თე­სო პრო­ექ­ტე­ბი NASA-ს გა­და­ეგ­ზავ­ნე­ბა და Global Awards-ის­თვის გა­ნი­ხი­ლე­ბა, რაც ბევ­რი კოს­მო­სით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის ოც­ნე­ბაა.

რა ევა­ლე­ბათ ჰა­კა­თო­ნის მო­ნა­წი­ლე­ებს?

მათ უნდა შექ­მნან მფრი­ნა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც მიკ­რო­მე­ტე­რო­ი­დულ და ორ­ბი­ტა­ლურ ნამ­სხვრე­ვებს ინ­სპექ­ტი­რე­ბას გა­უ­წევს, ასე­ვე, უნდა გა­ნა­ვი­თა­რონ სენ­სო­რი, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნე­ბი პლა­ნე­ტა მარსზე გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. გარ­და ამი­სა, მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მო­ვა­ლე­ო­ბაა, შექ­მნან ინ­სტრუ­მენ­ტი, რომ­ლი­თაც რა­კე­ტის გაშ­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­კონ­ტროლ­დე­ბა.

ჰა­კა­თო­ნის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ებს თე­მა­ტურ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­საც აძ­ლე­ვენ, რად­გან მათ შე­უძ­ლი­ათ, თა­ვად უნდა და­ი­სა­ხონ გა­მოწ­ვე­ვა, რო­მელ­საც ჰა­კა­თო­ნის ფარ­გლებ­ში გა­წე­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბით უპა­სუ­ხე­ბენ.

ასე­ვე, ჰა­კა­თო­ნის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მუ­შა­ო­ბის ერთ-ერთ მი­ზანს დე­და­მი­წა­ზე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა წარ­მო­ად­გენს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გა­ა­ნა­ლი­ზონ მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ­ლის მო­პო­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც მათ მი­ე­ცე­მათ და სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მო­ჩე­ნე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სარ­გებ­ლის მო­ტა­ნა სცა­დონ.

NASA Space Apps Challenge-ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად სუ­ლაც არ არის სა­ჭი­რო, მეც­ნი­ე­რი იყოთ, თუ კოს­მოს­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი გა­ინ­ტე­რე­სებთ, მა­შინ ეს ჰა­კა­თო­ნი სწო­რედ თქვენ­თვი­საა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჰა­კა­თონ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ვე­ლე­ბი რე­გის­ტრა­ცი­ას არა გუნ­დუ­რად, არა­მედ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გა­დი­ან.

ვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო იდე­ე­ბი აქვს და ჰა­კა­თონ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გეგ­მავთ, უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ სა­მუ­შაო ენა ინ­გლი­სუ­რია. ხოლო მათ­თვის, ვი­საც ამ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტზე უბ­რა­ლოდ დას­წრე­ბა გსურთ, ილი­ა­უ­ნის აბას­თუმ­ნის ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის კარი 19-21 ოქ­ტომ­ბერს ღიაა.

გლო­ბა­ლუ­რი ჰა­კა­თო­ნის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ინო­ვა­ცი­ე­ბის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო, Institute for War & Peace Reporting, Grant Thornton Georgia და "არდი".

ავტორი:

19-21 ოქტომბერს ილიაუნის აბასთუმნის ობსერვატორიაში გლობალური ჰაკათონი NASA Space Apps Challenge გაიმართება

19-21 ოქტომბერს ილიაუნის აბასთუმნის ობსერვატორიაში გლობალური ჰაკათონი NASA Space Apps Challenge გაიმართება

წელს, პირველად, გლობალურ ჰაკათონს - NASA Space Apps Challenge საქართველო ილიაუნის აბასთუმნის ასტროფიზიკური ლაბორატორიიდან უერთდება. ეს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ჰაკათონია, რომელიც მსოფლიოს 200-ზე მეტ სხვადსხვა ადგილზე ერთდროულად, 48 საათის განმავლობაში ტარდება.

ისინი, ვისაც სხვადასხვა საინტერესო და პრაქტიკული ტექნოლოგიისა და ინსტრუმენტის შექმნა შეუძლიათ, იქნებიან კოდერები, მეცნიერები, დიზაინერები, მწარმოებლები, მშენებლები, ტექნოლოგები თუ სხვა ენთუზიასტები, დედამიწასა და კოსმოსში არსებული გამოწვევების გარშემო 19-21 ოქტომბერს სწორედ ილიაუნის აბასთუმნის ობსერვატორიაში გაერთიანდებიან.

NASA Space Apps Challenge, რომელიც ჩვენს ქვეყანაში Tbilisi Startup Bureau-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება, ჩვეულებრივ ჰაკათონზე მეტია, რადგან პროექტის ფარგლებში გამოვლენილი საუკეთესო პროექტები NASA-ს გადაეგზავნება და Global Awards-ისთვის განიხილება, რაც ბევრი კოსმოსით დაინტერესებული პირის ოცნებაა.

რა ევალებათ ჰაკათონის მონაწილეებს?

მათ უნდა შექმნან მფრინავი საშუალება, რომელიც მიკრომეტეროიდულ და ორბიტალურ ნამსხვრევებს ინსპექტირებას გაუწევს, ასევე, უნდა განავითარონ სენსორი, რომელსაც ადამიანები პლანეტა მარსზე გამოიყენებენ. გარდა ამისა, მონაწილეების მოვალეობაა, შექმნან ინსტრუმენტი, რომლითაც რაკეტის გაშვების შესახებ ინფორმაცია გაკონტროლდება.

ჰაკათონის ორგანიზატორები მონაწილეებს თემატურ თავისუფლებასაც აძლევენ, რადგან მათ შეუძლიათ, თავად უნდა დაისახონ გამოწვევა, რომელსაც ჰაკათონის ფარგლებში გაწეული სამუშაოებით უპასუხებენ.

ასევე, ჰაკათონის მონაწილეების მუშაობის ერთ-ერთ მიზანს დედამიწაზე საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, გაანალიზონ მონაცემები, რომლის მოპოვების საშუალებაც მათ მიეცემათ და საინტერესო აღმოჩენებით საზოგადოებისთვის სარგებლის მოტანა სცადონ.

NASA Space Apps Challenge-ში მონაწილეობის მისაღებად სულაც არ არის საჭირო, მეცნიერი იყოთ, თუ კოსმოსში მიმდინარე პროცესები გაინტერესებთ, მაშინ ეს ჰაკათონი სწორედ თქვენთვისაა.

მნიშვნელოვანია, რომ ჰაკათონში მონაწილეობის მსურველები რეგისტრაციას არა გუნდურად, არამედ ინდივიდუალურად გადიან.

ვისაც საინტერესო იდეები აქვს და ჰაკათონში მონაწილეობას გეგმავთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ სამუშაო ენა ინგლისურია. ხოლო მათთვის, ვისაც ამ საინტერესო პროექტზე უბრალოდ დასწრება გსურთ, ილიაუნის აბასთუმნის ობსერვატორიის კარი 19-21 ოქტომბერს ღიაა.

გლობალური ჰაკათონის პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, Institute for War & Peace Reporting, Grant Thornton Georgia და "არდი".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს