კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩამსხვრეული მინები, მოუწესრიგებელი სველი წერტილები - ფოტოები ხონის ფსიქიატრიულიდან, სადაც პაციენტები შემზარავ პირობებში ცხოვრობენ
ჩამსხვრეული მინები, მოუწესრიგებელი სველი წერტილები - ფოტოები ხონის ფსიქიატრიულიდან, სადაც პაციენტები შემზარავ პირობებში ცხოვრობენ

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა ნინო ლომ­ჯა­რი­ამ ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქუ­ტირ­ში მდე­ბა­რე ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი და­ათ­ვა­ლი­ე­რა, რო­მე­ლიც 600 პა­ცი­ენტზეა გათ­ვლი­ლი.

რო­გორც ომ­ბუდსმე­ნის აპა­რა­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ოთა­ხე­ბის უმე­ტე­სო­ბა ჰი­გი­ე­ნის მი­ნი­მა­ლურ ნორ­მებ­საც კი ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

„ამორ­ტი­ზე­ბუ­ლი შე­ნო­ბა, ჩა­მოყ­რი­ლი ბათ­ქა­ში, ჩამ­სხვრე­უ­ლი მი­ნე­ბი, მორ­ყე­უ­ლი კარ-ფან­ჯა­რა, მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი და სხვა ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი მთლი­ა­ნი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი თავ­შე­საფ­რის მომ­სა­ხუ­რე­ბით მო­სარ­გებ­ლე ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხავ პი­რო­ბებ­ში ამ­ყო­ფებს.

და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში წინა წლებ­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის მსგავ­სად, კვლავ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს სო­მა­ტუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დრო­უ­ლი და ადეკ­ვა­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის ხელ­მი­უწ­ვდომ­ლო­ბა, ხან­გრძლი­ვი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია და არა­ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ტერ­ვენ­ცია.

სამ­წუ­ხა­როდ, პა­ცი­ენ­ტთა გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი არ სა­ჭი­რო­ებს აქ­ტი­ურ მკურ­ნა­ლო­ბას, მაგ­რამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა სტა­ცი­ო­ნარ­ში, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ „წა­სას­ვლე­ლი არ აქვს“. ამის ძი­რი­თად მი­ზე­ზებს წარ­მო­ად­გენს გა­წე­რი­ლი პა­ცი­ენ­ტის მხარ­დამ­ჭე­რი სის­ტე­მის არარ­სე­ბო­ბა, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და­უც­ვე­ლო­ბა, ხან­გრძლი­ვი მოვ­ლის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის არარ­სე­ბო­ბა, ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი სერ­ვი­სე­ბის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ხელ­მი­უწ­ვდომ­ლო­ბა და ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი სერ­ვი­სე­ბის სიმ­წი­რე; ასე­ვე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო პა­ცი­ენ­ტთა უნარ-ჩვე­ვე­ბის დე­ფი­ცი­ტი.

აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ქუ­ტი­რის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და 100 ბე­ნე­ფი­ცი­არ­ზე გათ­ვლი­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ნა­წი­ლი გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლია.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­ი­მუ­შა­ოს და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის დე­ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის სტრა­ტე­გია. ამას­თან, უმოკ­ლეს ვა­და­ში უზ­რუნ­ველ­ყოს ქუ­ტი­რის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრში მყო­ფი პა­ცი­ენ­ტე­ბის მო­თავ­სე­ბა ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბას­თან თავ­სე­ბად პი­რო­ბებ­ში“, - ნათ­ქვა­მია სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ჩამსხვრეული მინები, მოუწესრიგებელი სველი წერტილები - ფოტოები ხონის ფსიქიატრიულიდან, სადაც პაციენტები შემზარავ პირობებში ცხოვრობენ

ჩამსხვრეული მინები, მოუწესრიგებელი სველი წერტილები - ფოტოები ხონის ფსიქიატრიულიდან, სადაც პაციენტები შემზარავ პირობებში ცხოვრობენ

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირში მდებარე ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დაათვალიერა, რომელიც 600 პაციენტზეა გათვლილი.

როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საცხოვრებელი ოთახების უმეტესობა ჰიგიენის მინიმალურ ნორმებსაც კი ვერ აკმაყოფილებს.

„ამორტიზებული შენობა, ჩამოყრილი ბათქაში, ჩამსხვრეული მინები, მორყეული კარ-ფანჯარა, მოუწესრიგებელი სველი წერტილები და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემები მთლიანი დაწესებულების, განსაკუთრებით კი თავშესაფრის მომსახურებით მოსარგებლე ბენეფიციარებს ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში ამყოფებს.

დაწესებულებაში წინა წლებში არსებული მდგომარეობის მსგავსად, კვლავ პრობლემას წარმოადგენს სომატური დაავადებების დროული და ადეკვატური მკურნალობის ხელმიუწვდომლობა, ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია და არანებაყოფლობითი სამედიცინო ინტერვენცია.

სამწუხაროდ, პაციენტთა გარკვეული ნაწილი არ საჭიროებს აქტიურ მკურნალობას, მაგრამ წლების განმავლობაში იმყოფება სტაციონარში, მხოლოდ იმიტომ, რომ „წასასვლელი არ აქვს“. ამის ძირითად მიზეზებს წარმოადგენს გაწერილი პაციენტის მხარდამჭერი სისტემის არარსებობა, მატერიალური დაუცველობა, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების არარსებობა, ამბულატორიული ფსიქიატრიული სერვისების გეოგრაფიული ხელმიუწვდომლობა და ფსიქიატრიული სერვისების სიმწირე; ასევე დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო პაციენტთა უნარ-ჩვევების დეფიციტი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ტერიტორიაზე უკვე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები და 100 ბენეფიციარზე გათვლილი საცხოვრებელი ნაწილი გარემონტებულია.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაუყოვნებლივ შეიმუშაოს და განახორციელოს ფსიქიატრიული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია. ამასთან, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მყოფი პაციენტების მოთავსება ადამიანის ღირსებასთან თავსებად პირობებში“, - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ