ავტორი:

მალხაზ კობაურის სასამართლო პროცესი - მწყემსს ლორა სმიტის გაუპატიურებას, ჯერჯერობით არ ედავებიან

მალხაზ კობაურის სასამართლო პროცესი - მწყემსს ლორა სმიტის გაუპატიურებას, ჯერჯერობით არ ედავებიან

პროკურატურა მალხაზ კობაურს ამ დროისათვის ლორა სმიტის გაუპატიურებას არ ედავება. ამის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დაწყებამდე, პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განუცხადა.

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლორა სმიტის უკანა ტანში აღმოჩნდა კობაურის სპერმა, ეს მტკიცებულება არის საქმეში, თუმცა გვჭირდება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა და ახლო მომავალში შედეგიც იქნება. ის თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა ლორა სმიტი, ამაზე ჯერჯერობით კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვითარებები დადგენილია და ამის თაობაზე მალე გეცოდინებათ პასუხები.

ჯერჯერობით მალხაზ კობაურს ლორა სმიტის გაუპატიურებაში არ ვედავებით. ექსპერტიზის დასკვნა არსებობს, თუმცა მიმდინარეობდა და მიმდინარეობს გამოძიება, იმ გარემოებებზე თუ როგორ აღმოჩნდა ეს სპერმა ლორა სმიტის სხეულში. გარდაცვლილს ეტყობოდა ძალადობის კვალი. განვმარტავ, რომ ამ საქმეში გარდა მალხაზ კობაურისა, სხვა პიროვნება არ იკვეთება, რაც შეეხება ლორა სმიტის ნაწილს, ბრალდება დღეის მდგომარეობით კვლავ პირვანდელია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მალხაზ კობაურს არ ჩაუდენია დანაშაული. მტკიცებულებები არსებობს, თუმცა საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა“, - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

როგორც ბრალდებულის ადვოკატმა ლექსო კობაიძემ აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს გამოძიება ედავება რაიან სმიტის და მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობას. ადვოკატი აცხადებს, რომ გარდაცვლილი ლორა სმიტის გაუპატიურების ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს.

"კითხვაზე: თუ როგორ იპოვა ბრალდებულმა მცირეწლოვანი ბავშვის გვამი გამოძიების ეტაპზე, გიპასუხებთ, რომ თავად გამომძიებელმა დაავალა, რომ მოეძებნა იმ ტერიტორიაზე, სადაც კობაურმა მიუთითა, რომ განხორციელდა დანაშაული. შესაბამისად მან მოიძია გვამები.

გაუპატიურებასა და კითხვაზე: თუ როგორ აღმოჩნდა ლორა სმიტის უკანა ტანში კობაურის გენეტიკური პროფილი, მე ასეთი კითხვა მექნება საპასუხოდ, რომ რატომ იყო რაიან სმიტის გენეტიკური კვალი მისივე უკანა ტანში? ეს ნიშნავს, რომ ექსპერტიზის პასუხი არ არის ნამდვილი და მინიმუმ ფალსიფიცირებულია. შეეშალა ექსპეტიზას ან ფალსიფიცირება მოხდა. აქ არის სხვა ექსპერტიზაც ჩატარებული და არ დასტურდება, რომ იყო ძალადობა ან გაუპატიურება. ჩვენ არ გვედავებიან ქალის გაუპატიურებას, ჩვენ გვედავებიან ბავშვის და კაცის მკვლელობას" - განაცხადა ლექსო კობაიძემ.

შეგახსენებთ, რომ მალხაზ კობაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობა) აქვს წარდგენილი.

19 წლის მწყემსს ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობა ედება ბრალად.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს