პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აბაზანაში ნახევარი მეტრი ჭუჭყი იყო, ტილები დადიოდნენ..." - რას ჰყვება 33 წლის ქალი ფსიქიატრიულში "მკურნალობისა" და ქართველი ექიმების შესახებ
"აბაზანაში ნახევარი მეტრი ჭუჭყი იყო, ტილები დადიოდნენ..." - რას ჰყვება 33 წლის ქალი ფსიქიატრიულში "მკურნალობისა" და ქართველი ექიმების შესახებ

სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" წარ­მო­გიდ­გენთ 33 წლის ოლღა კა­ლი­ნას რუს­თა­ვი­დან, რო­მელ­საც 21 წლის ასაკ­ში პა­რა­ნო­ი­დუ­ლი ში­ზოფ­რე­ნი­ის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს, რის გა­მოც მას გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ფსი­ქი­ატ­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მკურ­ნა­ლო­ბა მო­უხ­და. თუმ­ცა ოლ­ღას მო­ნა­თხრო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, "მკურ­ნა­ლო­ბა" გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ნათ­ქვა­მია. დღეს ის ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს თა­ვად ეხ­მა­რე­ბა. რისი გა­და­ტა­ნა მო­უხ­და გო­გო­ნას, რო­მე­ლიც ბავ­შვო­ბა­ში მეც­ნი­ე­რის კა­რი­ე­რა­ზე ოც­ნე­ბობ­და, ამის შე­სა­ხებ ოლღა კა­ლი­ნა თა­ვად გი­ამ­ბობთ:

"და­ვი­წყებ იქი­დან, რომ მაქვს პა­რა­ნო­ი­დუ­ლი ში­ზოფ­რე­ნი­ის დი­აგ­ნო­ზი. ეს დი­აგ­ნო­ზი მი­ვი­ღე 21 წლის ასაკ­ში, რო­დე­საც ვსწავ­ლობ­დი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. სულ მინ­დო­და მეც­ნი­ე­რუ­ლი კა­რი­ე­რა, ბი­ო­ლო­გია მა­ინ­ტე­რე­სებ­და. და­მა­ტე­ბით ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­შიც დავ­დი­ო­დი, როცა ბა­კა­ლავ­რი­ატ­ში ვსწავ­ლობ­დი იმი­სათ­ვის, რომ მი­მე­ღო შან­სე­ბი კა­რი­ე­რის გა­საგ­რძე­ლებ­ლად. იმ დროს ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რი არ იყო, ანუ 90-იანი წლე­ბი იყო, თან მა­მაც გარ­და­მეც­ვა­ლა. შე­სა­ბა­მი­სად, ოჯა­ხი­დან არა­ნა­ი­რი მხარ­და­ჭე­რა არ მქონ­და, გარ­და ელე­მენ­ტა­რუ­ლი გზის ფუ­ლი­სა და ხში­რად მი­წევ­და ცუდ პი­რო­ბებ­ში მე­ცა­დი­ნე­ო­ბა იმი­სათ­ვის, რომ რა­ღაც შე­დე­გი მი­მე­ღო. ერთხელ მახ­სოვს კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზეც ფე­ხით წა­ვე­დი. მე რუს­თავ­ში ვცხოვ­რობ, კონ­ფე­რენ­ცია კი თბი­ლის­ში იმარ­თე­ბო­და და ორი სა­ა­თი მოყი­ნულ გზა­ზე მივ­დი­ო­დი, ძლივს მი­ვე­დი. მა­შინ შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლას უჭირ­და, მაგ­რამ მე მა­ინც გა­მო­ნაკ­ლი­სი ვი­ყა­ვი. თან მე ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბა ვარ და იმ დროს მი­ჭირ­და ქარ­თუ­ლი ენა ძა­ლი­ან იმი­ტომ, რომ ნაკ­ლე­ბად სო­ცი­ა­ლუ­რი ვი­ყა­ვი, თან როცა სულ უცხო­ე­ნო­ვან წიგ­ნებ­ში ხარ და არც ტე­ლეპ­როგ­რა­მე­ბია... მოკ­ლედ, ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და კავ­ში­რი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დამ­ყა­რე­ბა. მა­ინ­ცდა­მა­ინც ამა­ზე აქ­ცენტს იმი­ტომ ვა­კე­თებ, რომ ეს პი­რო­ბე­ბი არის რისკ-ფაქ­ტო­რე­ბი, შემ­დგომ­ში რა­ღა­ცა პრობ­ლე­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხით. ბევ­რი ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლუ­რი ფაქ­ტო­რი მოქ­მე­დებს ადა­მი­ან­ზე და აუ­ცი­ლებ­ლად გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ყვე­ლა ეს ფაქ­ტო­რი ჯამ­ში, არა მხო­ლოდ გე­ნე­ტი­კუ­რი მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბი და ბიო-ქი­მი­უ­რი რე­აქ­ცი­ე­ბი. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში იყო ეს გა­რე­მო პი­რო­ბე­ბი, რა­მაც გა­მო­იწ­ვია და­ა­ვა­დე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა.

უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ­დი და იმ დროს გა­მიჩ­ნდა შეგ­რძნე­ბა, რომ ვერ შევ­ძლებ ჩემი მიზ­ნის მიღ­წე­ვას იმი­ტომ, რომ მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში უკვე ვი­ყა­ვი და უცებ გა­ვი­გე, რომ არ არის გზა წინ ჩემ­თვის, ანუ იყო იქ იდე­ე­ე­ბის დო­ნე­ზე ჩემი გაგ­ზავ­ნა მოს­კოვ­ში, მა­გა­ლი­თად, სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად, მაგ­რამ ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო იყო შე­უძ­ლე­ბე­ლი. ეს უდი­დე­სი სტრე­სი იყო ჩემ­თვის და ძა­ლი­ან უცებ გან­ვი­თარ­და ასე­თი ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რის შე­დე­გა­დაც აღ­მოვ­ჩნდი ფსი­ქი­ატ­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, თუმ­ცა ეს იყო ხან­მოკ­ლე პე­რი­ო­დით. ამის მერე მო­მი­წია ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი წამ­ლე­ბის მი­ღე­ბა. ყო­ველ­თვის ვა­კე­თებ­დი აქ­ცენტს ჩემს გო­ნებ­რივ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე და ის ფაქ­ტი, რომ შენი გო­ნე­ბა უკვე შენ არ გე­კუთ­ვნის და არ შე­გიძ­ლია, რო­გორც ბაზა გა­მო­ი­ყე­ნო, ეს იყო დიდი დარ­ტყმა ჩემ­თვის.

მე­ო­რე მხრივ, როცა აღ­მოვ­ჩნდი ფსი­ქი­ატ­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, შოკ­ში ვი­ყა­ვი იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მე­ბი იყო ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის კუ­თხით. ეს, თით­ქოს, იყო სა­ა­ვად­მყო­ფო, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია, ვთქვათ, შენი ად­გილ-მდე­ბა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, და­ა­ვა­დე­ბის ან მკურ­ნა­ლო­ბის შე­სა­ხებ იმ დროს არ იყო. ახ­ლაც ნაკ­ლე­ბად ხდე­ბა ინ­ფორ­მი­რე­ბა პა­ცი­ენ­ტე­ბის, რო­გორც ვიცი. მო­ნი­ტო­რინ­გი არ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და ძა­ლი­ან სა­ში­ნე­ლი პი­რო­ბე­ბი იყო. მა­გა­ლი­თად, აბა­ზა­ნა­ში არ იყო შუქი, ნა­ხე­ვა­რი მეტ­რი ჭუ­ჭყი იყო შიგ და ტი­ლე­ბი და­დი­ოდ­ნენ. ასე­ვე, ერთი ბიჭი გარ­და­იც­ვა­ლა უცებ, მხო­ლოდ ერთი მედ­და იყო იქ კე­თი­ლი მეტ-ნაკ­ლე­ბად და გვეხ­მა­რე­ბო­და, რო­მელ­მაც თქვა რომ ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი წამ­ლე­ბის ზე­დო­ზი­რე­ბის გამო მოკ­ვდა ეს ბიჭი. კი­დევ, ექი­მი ვინც იყო იმ დროს, დე­და­ჩემს წი­ნას­წარ სთა­ვა­ზობ­და გა­დახ­დას, რო­დე­საც დე­დამ თქვა, რომ მინ­და ჩემი შვი­ლის გაყ­ვა­ნა ფსი­ქატ­რი­უ­ლი­და­ნო და ა.შ.. ბევ­რი პრობ­ლე­მა იყო და არა­ნა­ი­რად არ ვი­ყა­ვით და­ცუ­ლე­ბი.

ნა­ხე­ვა­რი წელი გა­თი­შულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი მარ­თლა, ანუ ისე­დაც დიდ­ხანს მძი­ნავს და ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი წამ­ლე­ბის შემ­დეგ, სულ ძი­ლის ქვეშ ვი­ყა­ვი. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დავ­დი­ო­დი თან, ვაგ­რძე­ლებ­დი, ანუ მა­ნამ­დე იმ­დე­ნი გა­ვა­კე­თე უბ­რა­ლოდ ჯგუ­ფე­ლე­ბის­თვის და ა.შ., რომ მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ ჩემი ნაშ­რო­მის გა­კე­თე­ბა­ში. იმის შეგ­რძნე­ბა, რომ და­კარ­გუ­ლია შენი ყვე­ლა ად­გი­ლი, პლი­უს ოჯახ­შიც და­კარ­გუ­ლია ავ­ტო­რი­ტე­ტი და თვითრწმე­ნა, სა­ში­ნე­ლე­ბა იყო ჩემ­თვის. ვფიქ­რობ­დი, ალ­ბათ, ყვე­ლა მარ­თა­ლი იყო და არ იყო სა­ჭი­რო ასე­თი დიდი მიზ­ნის და­სახ­ვა, უბ­რა­ლოდ სა­ჭი­რო იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რე­ბა და და­ქორ­წი­ნე­ბა-მეთ­ქი. არა­და მა­ნამ­დე მე სხვა სტი­ლით ვცხოვ­რობ­დი და მჯე­რო­და, რომ ეს არის სწო­რი და მე მარ­თა­ლი ვარ. ამ დარ­ტყმის შემ­დეგ, აღარ შე­მეძ­ლო დარ­წუ­ნე­ბით იგი­ვეს თქმა. სულ დე­დას­თან ერ­თად დავ­დი­ო­დი, ისე ვა­კე­თებ­დი ყვე­ლა­ფერს, რო­გორც სხვე­ბი თვლიდ­ნენ სა­ჭი­როდ, ჩაც­მუ­ლო­ბა­საც კი სხვე­ბის მი­თი­თე­ბით ვირ­ჩევ­დი.

ეს დიდ­ხანს არ გაგ­რძელ­და. ერთი კონ­ფე­რენ­ცია იმარ­თე­ბო­და თბი­ლის­ში, სა­დაც ჩემი მოხ­სე­ნე­ბა იყო სა­ჭი­რო. ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ ხოლ­მე პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის წინ, იმ დრო­საც ვნერ­ვი­უ­ლობ­დი და ფსი­ქი­ატრთან როცა მი­ვე­დი დის­პან­სერ­ში ვთქვი, რომ თუ შე­იძ­ლე­ბა რჩე­ვა მო­მე­ცით რა და­სამ­შვი­დე­ბე­ლი წა­მა­ლი მი­ვი­ღო, რომ არ ვი­ნერ­ვი­უ­ლო-მეთ­ქი. იმ დროს ჯერ მქონ­და რწმე­ნა ფსი­ქი­ატ­რე­ბის მი­მართ. ამის პა­სუ­ხად მან გა­მი­ორ­მა­გა ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი წამ­ლე­ბის დოზა. ნუ, ისე­დაც გა­თი­შუ­ლი დავ­დი­ო­დი და გა­ორ­მა­გე­ბა უკვე გა­სა­გე­ბი იყო ჩემ­თვის - სა­ერ­თოდ ვე­ღარ გა­ვალ სახ­ლი­დან ამ დო­ზის მი­ღე­ბის შემ­დეგ. ეს რომ ვუ­თხა­რი ფსი­ქი­ატრს, გულ­გრი­ლად მი­პა­სუ­ხა, რომ „შენ ავად­მყო­ფი ხარ. აბა რა გინ­დო­და?! წიგ­ნე­ბის კი­თხვა შენ რაში გჭირ­დე­ბა? წადი და დე­დას და­ეხ­მა­რე სამ­ზა­რე­უ­ლო­ში“. ასე­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმ­ძაფ­რით ხდე­ბა გენ­დერუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბა, როცა საქ­მე ეხე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ქალს. მოკ­ლედ, ამის შემ­დეგ არამ­ხო­ლოდ ეჭვი შე­მე­პა­რა, რომ ექი­მი მარ­თა­ლია, სა­ერ­თოდ გა­დავ­წყვი­ტე, რომ მას არ აინ­ტე­რე­სებ­და ჩემი, რო­გორც პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა და მეც აღარ უნდა მჯე­რო­დეს მისი დას­კვნე­ბის. სა­ერ­თოდ, შევ­წყვი­ტე წამ­ლე­ბის მი­ღე­ბა. ეს საკ­მა­ოდ სა­ხი­ფა­თო ნა­ბი­ჯია, შე­მიძ­ლია ვთქვა და ვიცი, რომ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ვა­ლიდ­და ამის შე­დე­გად. თუ უც­ბად წყვეტ, ეს ძა­ლი­ან ცუ­დია, ძა­ლი­ან.

ნა­ხე­ვა­რი წლის მერე მეტ-ნაკ­ლე­ბად გა­სუფ­თავ­და ჩემი ორ­გა­ნიზ­მი წამ­ლე­ბის­გან და უც­ბად და­ვი­წყე ლექ­სე­ბის წერა, პო­ე­მაც კი დავ­წე­რე, ანუ ტვინ­მა ისევ და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, ანა­ლი­ზის და აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი და­მიბ­რუნ­და. მერე გა­დავ­წყვი­ტე, რომ უნდა გა­ვაგ­რძე­ლო მუ­შა­ო­ბა იმ თე­ო­რი­ა­ზე, რა­ზეც მა­ნამ­დე ვმუ­შა­ობ­დი ბი­ლო­ლო­გი­ა­ში და როცა გა­ვაგ­რძე­ლე მუ­შა­ო­ბა, დიდი დატ­ვირ­თვა წა­ვი­და ტვინ­ზე და ხელ­მე­ო­რედ მი­ვი­ღე ეს ფსი­ქო­ზუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. აღ­მოვ­ჩნდი სხვა ფსი­ქი­ატ­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სა­დაც შე­და­რე­ბით უფრო უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბი იყო, მაგ­რამ კარ­გი არა ნად­ვი­ლად - ისევ ინ­ფორ­მა­ცი­ის არარ­სე­ბო­ბა, ისევ პა­ცი­ენ­ტე­ბი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს, სი­ცი­ვე და გა­სათ­ბო­ბად რე­ზი­ნის ფეხ­საც­მე­ლე­ბის დან­თე­ბა პა­ცი­ენ­ტე­ბის მიერ და შე­დე­გად ინ­ტოქ­სი­კა­ცია. ასე­ვე, იძუ­ლე­ბი­თი მკურ­ნა­ლო­ბა, ან რო­დე­საც ინექ­ცი­ე­ბი კეთ­დე­ბო­და სხვა პა­ცი­ენ­ტე­ბის თან­დას­წრე­ბით, ანუ ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცე­ვენ, რომ შენ სირ­ცხვი­ლის გრძნო­ბა გაქვს და არ გინ­და სხვე­ბის თან­დას­წრე­ბით ეს გი­კე­თონ.

იქი­დან ერთი თვის მერე გა­მო­ვე­დი. პა­ცი­ენ­ტე­ბი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ, კარ­გად გვეს­მო­და ერ­თმა­ნე­თის და ძა­ლი­ან დიდი მხარ­და­ჭე­რა მი­ვი­ღე მათ­გან იმ დროს. მეც მინ­დო­და დავ­ხმა­რე­ბო­დი, ერთ-ერთ გო­გოს ჰქონ­და ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და რო­დე­საც გა­ვე­დი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან, მის­თვის ად­ვო­კა­ტე­ბის მო­ძი­ე­ბა შე­ვე­ცა­დე. ერთ-ერთ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას და­ვე­კონ­ტაქ­ტე, რო­მე­ლიც ამ ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბებ­ზე მუ­შა­ობ­და. ისი­ნი ძა­ლი­ან და­ინ­ტე­რეს­დნენ ჩე­მით და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ მი­თხრეს, რომ ინ­გლის­ში ხომ არ წახ­ვა­ლო სე­მი­ნარ­ზე, რად­გან სჭირ­დე­ბო­და ინ­გლი­სუ­რის მცოდ­ნე დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი. თა­ვი­დან შიში მქონ­და, მაგ­რამ დავ­თან­ხმდი მა­ინც და წა­ვე­დი. ეს იყო სე­მი­ნა­რე­ბის სე­რია, სამ­ჯერ მო­მი­წია ინ­გლის­ში წას­ვლა. იქ ვიგ­რძე­ნი თავი ადა­მი­ა­ნად და და­მე­წყო რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი, პრინ­ციპ­ში, ფსი­ქო­ლო­გე­ბის, სოც-მუ­შა­კე­ბი­სა და ყვე­ლა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე. მე გა­მი­მარ­თლა უბ­რა­ლოდ, მოვ­ხვდი სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლას და გავ­ცო­ცხლდი. მერე უკვე სხვა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, რომ პრო­ექ­ტი იწყე­ბო­და და ხელ­მძღვა­ნე­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი. ქარ­თუ­ლიც ძა­ლი­ან მი­ჭირ­და მა­შინ და ვთვლი­დი, რომ არც ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და იმ პო­ზი­ცი­ას, ამი­ტომ რთუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იყო ჩემ­თვის, მაგ­რამ მა­ინც დავ­თანხდი, რად­გან ყო­ველ­თვის იყო ჩემ­ზე სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ზე­წო­ლა.

ახლა კი­დევ და­ი­წყო ახა­ლი ეტა­პი და დიდი ცვლი­ლე­ბა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, ეს არის ომ­ბუდსმენ­თან არ­სე­ბუ­ლი პრე­ვენ­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი მე­ქა­ნიზ­მის ჯგუფ­ში ჩარ­თუ­ლო­ბა და ვარ ერთ-ერთი ექ­სპერ­ტი. დავ­დი­ვარ ცი­ხე­ებ­ში, იზო­ლა­ტო­რებ­ში, მო­ხუ­ცე­ბულ­თა თავ­შე­საფ­რებ­ში, ბავ­შვთა სახ­ლებ­ში, ფსი­ქი­ატ­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში და მო­ნი­ტო­რინგს ვა­ხორ­ცი­ე­ლებ. ასე­ვე, ვარ ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ქსე­ლის თავ­მჯდო­მა­რე, 2014 წელს ამირ­ჩი­ეს. მოკ­ლედ, მე უბ­რა­ლოდ გა­მი­მარ­თლა, რომ ჩემი პო­ტენ­ცი­ა­ლის რე­ა­ლი­ზე­ბა მო­ხერ­ხდა, ანუ მძი­მე ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბის მოგ­ვა­რე­ბა მეტ-ნაკ­ლე­ბად და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გაქ­რა მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. შე­დე­გად, არ მი­ვე­კუთ­ვნე­ბი მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბის ჯგუფს, ვი­საც მუდ­მი­ვად სჭირ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი მხარ­და­ჭე­რა და თა­ვი­სუფ­ლად შე­მიძ­ლია ვი­ა­რო სერ­ვი­სე­ბის გა­რე­შე, მაგ­რამ ბევ­რი ადა­მი­ა­ნის შემ­თხვე­ვა­ში არის სა­ჭი­რო მხარ­დამ­ჭე­რი სერ­ვი­სე­ბი, რაც ჩვენ­თან პრაქ­ტი­კუ­ლად არ არის, სამ­წუ­ხა­როდ."

© 2017 სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" ხორ­ცი­ელ­დე­ბა ქალ­თა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის "ქა­ლის ხმა" მიერ. (ავტ. მა­ი­კო ჩი­ტა­ია; იდა ბახ­ტუ­რი­ძე; ნინო გა­მი­სო­ნია). ფოტო: ნინა ბა­ი­და­უ­რი; სა­ლო­მე ცო­ფუ­რაშ­ვი­ლი. პრო­ექ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობს ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (NDI) მხარ­და­ჭე­რით და შვე­დე­თის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (SIDA) ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით. #ქა­ლე­ბი­სა­ქარ­თვე­ლო­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"აბაზანაში ნახევარი მეტრი ჭუჭყი იყო, ტილები დადიოდნენ..." - რას ჰყვება 33 წლის ქალი ფსიქიატრიულში "მკურნალობისა" და ქართველი ექიმების შესახებ

"აბაზანაში ნახევარი მეტრი ჭუჭყი იყო, ტილები დადიოდნენ..." - რას ჰყვება 33 წლის ქალი ფსიქიატრიულში "მკურნალობისა" და ქართველი ექიმების შესახებ

სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" წარმოგიდგენთ 33 წლის ოლღა კალინას რუსთავიდან, რომელსაც 21 წლის ასაკში პარანოიდული შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობა მოუხდა. თუმცა ოლღას მონათხრობიდან გამომდინარე, "მკურნალობა" გადაჭარბებული ნათქვამია. დღეს ის ფსიქიატრიული პრობლემების მქონე ადამიანებს თავად ეხმარება. რისი გადატანა მოუხდა გოგონას, რომელიც ბავშვობაში მეცნიერის კარიერაზე ოცნებობდა, ამის შესახებ ოლღა კალინა თავად გიამბობთ:

"დავიწყებ იქიდან, რომ მაქვს პარანოიდული შიზოფრენიის დიაგნოზი. ეს დიაგნოზი მივიღე 21 წლის ასაკში, როდესაც ვსწავლობდი უნივერსიტეტში. სულ მინდოდა მეცნიერული კარიერა, ბიოლოგია მაინტერესებდა. დამატებით ლაბორატორიაშიც დავდიოდი, როცა ბაკალავრიატში ვსწავლობდი იმისათვის, რომ მიმეღო შანსები კარიერის გასაგრძელებლად. იმ დროს ეკონომიკური მდგომარეობა სტაბილური არ იყო, ანუ 90-იანი წლები იყო, თან მამაც გარდამეცვალა. შესაბამისად, ოჯახიდან არანაირი მხარდაჭერა არ მქონდა, გარდა ელემენტარული გზის ფულისა და ხშირად მიწევდა ცუდ პირობებში მეცადინეობა იმისათვის, რომ რაღაც შედეგი მიმეღო. ერთხელ მახსოვს კონფერენციაზეც ფეხით წავედი. მე რუსთავში ვცხოვრობ, კონფერენცია კი თბილისში იმართებოდა და ორი საათი მოყინულ გზაზე მივდიოდი, ძლივს მივედი. მაშინ შეიძლება ყველას უჭირდა, მაგრამ მე მაინც გამონაკლისი ვიყავი. თან მე ეროვნული უმცირესობა ვარ და იმ დროს მიჭირდა ქართული ენა ძალიან იმიტომ, რომ ნაკლებად სოციალური ვიყავი, თან როცა სულ უცხოენოვან წიგნებში ხარ და არც ტელეპროგრამებია... მოკლედ, ძალიან გამიჭირდა კავშირისა და კომუნიკაციის დამყარება. მაინცდამაინც ამაზე აქცენტს იმიტომ ვაკეთებ, რომ ეს პირობები არის რისკ-ფაქტორები, შემდგომში რაღაცა პრობლემების განვითარების კუთხით. ბევრი ფსიქო-სოციალური ფაქტორი მოქმედებს ადამიანზე და აუცილებლად გასათვალისწინებელია ყველა ეს ფაქტორი ჯამში, არა მხოლოდ გენეტიკური მიდრეკილებები და ბიო-ქიმიური რეაქციები. ჩემს შემთხვევაში იყო ეს გარემო პირობები, რამაც გამოიწვია დაავადების პროვოცირება.

უნივერსიტეტში ვსწავლობდი და იმ დროს გამიჩნდა შეგრძნება, რომ ვერ შევძლებ ჩემი მიზნის მიღწევას იმიტომ, რომ მაგისტრატურაში უკვე ვიყავი და უცებ გავიგე, რომ არ არის გზა წინ ჩემთვის, ანუ იყო იქ იდეეების დონეზე ჩემი გაგზავნა მოსკოვში, მაგალითად, სწავლის გასაგრძელებლად, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო იყო შეუძლებელი. ეს უდიდესი სტრესი იყო ჩემთვის და ძალიან უცებ განვითარდა ასეთი ფსიქიკური მდგომარეობა, რის შედეგადაც აღმოვჩნდი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, თუმცა ეს იყო ხანმოკლე პერიოდით. ამის მერე მომიწია ფსიქოტროპული წამლების მიღება. ყოველთვის ვაკეთებდი აქცენტს ჩემს გონებრივ შესაძლებლობებზე და ის ფაქტი, რომ შენი გონება უკვე შენ არ გეკუთვნის და არ შეგიძლია, როგორც ბაზა გამოიყენო, ეს იყო დიდი დარტყმა ჩემთვის.

მეორე მხრივ, როცა აღმოვჩნდი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, შოკში ვიყავი იმიტომ, რომ ძალიან დიდი პრობლემები იყო ადამიანის უფლებების კუთხით. ეს, თითქოს, იყო საავადმყოფო, მაგრამ არანაირი ინფორმაცია, ვთქვათ, შენი ადგილ-მდებარეობის შესახებ, უფლებების შესახებ, დაავადების ან მკურნალობის შესახებ იმ დროს არ იყო. ახლაც ნაკლებად ხდება ინფორმირება პაციენტების, როგორც ვიცი. მონიტორინგი არ მიმდინარეობდა და ძალიან საშინელი პირობები იყო. მაგალითად, აბაზანაში არ იყო შუქი, ნახევარი მეტრი ჭუჭყი იყო შიგ და ტილები დადიოდნენ. ასევე, ერთი ბიჭი გარდაიცვალა უცებ, მხოლოდ ერთი მედდა იყო იქ კეთილი მეტ-ნაკლებად და გვეხმარებოდა, რომელმაც თქვა რომ ფსიქოტროპული წამლების ზედოზირების გამო მოკვდა ეს ბიჭი. კიდევ, ექიმი ვინც იყო იმ დროს, დედაჩემს წინასწარ სთავაზობდა გადახდას, როდესაც დედამ თქვა, რომ მინდა ჩემი შვილის გაყვანა ფსიქატრიულიდანო და ა.შ.. ბევრი პრობლემა იყო და არანაირად არ ვიყავით დაცულები.

ნახევარი წელი გათიშულ მდგომარეობაში ვიყავი მართლა, ანუ ისედაც დიდხანს მძინავს და ფსიქოტროპული წამლების შემდეგ, სულ ძილის ქვეშ ვიყავი. უნივერსიტეტში დავდიოდი თან, ვაგრძელებდი, ანუ მანამდე იმდენი გავაკეთე უბრალოდ ჯგუფელებისთვის და ა.შ., რომ მეხმარებოდნენ ჩემი ნაშრომის გაკეთებაში. იმის შეგრძნება, რომ დაკარგულია შენი ყველა ადგილი, პლიუს ოჯახშიც დაკარგულია ავტორიტეტი და თვითრწმენა, საშინელება იყო ჩემთვის. ვფიქრობდი, ალბათ, ყველა მართალი იყო და არ იყო საჭირო ასეთი დიდი მიზნის დასახვა, უბრალოდ საჭირო იყო ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრება და დაქორწინება-მეთქი. არადა მანამდე მე სხვა სტილით ვცხოვრობდი და მჯეროდა, რომ ეს არის სწორი და მე მართალი ვარ. ამ დარტყმის შემდეგ, აღარ შემეძლო დარწუნებით იგივეს თქმა. სულ დედასთან ერთად დავდიოდი, ისე ვაკეთებდი ყველაფერს, როგორც სხვები თვლიდნენ საჭიროდ, ჩაცმულობასაც კი სხვების მითითებით ვირჩევდი.

ეს დიდხანს არ გაგრძელდა. ერთი კონფერენცია იმართებოდა თბილისში, სადაც ჩემი მოხსენება იყო საჭირო. ძალიან ვნერვიულობ ხოლმე პრეზენტაციების წინ, იმ დროსაც ვნერვიულობდი და ფსიქიატრთან როცა მივედი დისპანსერში ვთქვი, რომ თუ შეიძლება რჩევა მომეცით რა დასამშვიდებელი წამალი მივიღო, რომ არ ვინერვიულო-მეთქი. იმ დროს ჯერ მქონდა რწმენა ფსიქიატრების მიმართ. ამის პასუხად მან გამიორმაგა ფსიქოტროპული წამლების დოზა. ნუ, ისედაც გათიშული დავდიოდი და გაორმაგება უკვე გასაგები იყო ჩემთვის - საერთოდ ვეღარ გავალ სახლიდან ამ დოზის მიღების შემდეგ. ეს რომ ვუთხარი ფსიქიატრს, გულგრილად მიპასუხა, რომ „შენ ავადმყოფი ხარ. აბა რა გინდოდა?! წიგნების კითხვა შენ რაში გჭირდება? წადი და დედას დაეხმარე სამზარეულოში“. ასეთი განსაკუთრებული სიმძაფრით ხდება გენდერული სტერეოტიპების გამჟღავნება, როცა საქმე ეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალს. მოკლედ, ამის შემდეგ არამხოლოდ ეჭვი შემეპარა, რომ ექიმი მართალია, საერთოდ გადავწყვიტე, რომ მას არ აინტერესებდა ჩემი, როგორც პაციენტის მდგომარეობა და მეც აღარ უნდა მჯეროდეს მისი დასკვნების. საერთოდ, შევწყვიტე წამლების მიღება. ეს საკმაოდ სახიფათო ნაბიჯია, შემიძლია ვთქვა და ვიცი, რომ ბევრი ადამიანი დაინვალიდდა ამის შედეგად. თუ უცბად წყვეტ, ეს ძალიან ცუდია, ძალიან.

ნახევარი წლის მერე მეტ-ნაკლებად გასუფთავდა ჩემი ორგანიზმი წამლებისგან და უცბად დავიწყე ლექსების წერა, პოემაც კი დავწერე, ანუ ტვინმა ისევ დაიწყო მუშაობა, ანალიზის და აზროვნების უნარი დამიბრუნდა. მერე გადავწყვიტე, რომ უნდა გავაგრძელო მუშაობა იმ თეორიაზე, რაზეც მანამდე ვმუშაობდი ბილოლოგიაში და როცა გავაგრძელე მუშაობა, დიდი დატვირთვა წავიდა ტვინზე და ხელმეორედ მივიღე ეს ფსიქოზური მდგომარეობა. აღმოვჩნდი სხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, სადაც შედარებით უფრო უკეთესი პირობები იყო, მაგრამ კარგი არა ნადვილად - ისევ ინფორმაციის არარსებობა, ისევ პაციენტები ეხმარებოდნენ ერთმანეთს, სიცივე და გასათბობად რეზინის ფეხსაცმელების დანთება პაციენტების მიერ და შედეგად ინტოქსიკაცია. ასევე, იძულებითი მკურნალობა, ან როდესაც ინექციები კეთდებოდა სხვა პაციენტების თანდასწრებით, ანუ ყურადღებას არ აქცევენ, რომ შენ სირცხვილის გრძნობა გაქვს და არ გინდა სხვების თანდასწრებით ეს გიკეთონ.

იქიდან ერთი თვის მერე გამოვედი. პაციენტები ძალიან საინტერესო ადამიანები იყვნენ, კარგად გვესმოდა ერთმანეთის და ძალიან დიდი მხარდაჭერა მივიღე მათგან იმ დროს. მეც მინდოდა დავხმარებოდი, ერთ-ერთ გოგოს ჰქონდა ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები და როდესაც გავედი დაწესებულებიდან, მისთვის ადვოკატების მოძიება შევეცადე. ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას დავეკონტაქტე, რომელიც ამ ადამიანების უფლებებზე მუშაობდა. ისინი ძალიან დაინტერესდნენ ჩემით და გარკვეული პერიოდის შემდეგ მითხრეს, რომ ინგლისში ხომ არ წახვალო სემინარზე, რადგან სჭირდებოდა ინგლისურის მცოდნე დიაგნოზის მქონე ადამიანი. თავიდან შიში მქონდა, მაგრამ დავთანხმდი მაინც და წავედი. ეს იყო სემინარების სერია, სამჯერ მომიწია ინგლისში წასვლა. იქ ვიგრძენი თავი ადამიანად და დამეწყო რეაბილიტაციის პროცესი, პრინციპში, ფსიქოლოგების, სოც-მუშაკებისა და ყველანაირი დახმარების გარეშე. მე გამიმართლა უბრალოდ, მოვხვდი საინტერესო ადგილას და გავცოცხლდი. მერე უკვე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციიდან მივიღე შემოთავაზება, რომ პროექტი იწყებოდა და ხელმძღვანელი უნდა ყოფილიყო დიაგნოზის მქონე ადამიანი. ქართულიც ძალიან მიჭირდა მაშინ და ვთვლიდი, რომ არც ჩემი გამოცდილება შეესაბამებოდა იმ პოზიციას, ამიტომ რთული პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის, მაგრამ მაინც დავთანხდი, რადგან ყოველთვის იყო ჩემზე სოციალური მდგომარებიდან გამომდინარე ზეწოლა.

ახლა კიდევ დაიწყო ახალი ეტაპი და დიდი ცვლილება ჩემს ცხოვრებაში, ეს არის ომბუდსმენთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ჯგუფში ჩართულობა და ვარ ერთ-ერთი ექსპერტი. დავდივარ ციხეებში, იზოლატორებში, მოხუცებულთა თავშესაფრებში, ბავშვთა სახლებში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში და მონიტორინგს ვახორციელებ. ასევე, ვარ ფსიქიატრიული პრობლემების მქონე ადამიანების საერთაშორისო ქსელის თავმჯდომარე, 2014 წელს ამირჩიეს. მოკლედ, მე უბრალოდ გამიმართლა, რომ ჩემი პოტენციალის რეალიზება მოხერხდა, ანუ მძიმე ფსიქო-სოციალური პირობების მოგვარება მეტ-ნაკლებად და აქედან გამომდინარე, გაქრა მაპროვოცირებელი ფაქტორები ჩემს ცხოვრებაში. შედეგად, არ მივეკუთვნები მძიმე პაციენტების ჯგუფს, ვისაც მუდმივად სჭირდება გარკვეული მხარდაჭერა და თავისუფლად შემიძლია ვიარო სერვისების გარეშე, მაგრამ ბევრი ადამიანის შემთხვევაში არის საჭირო მხარდამჭერი სერვისები, რაც ჩვენთან პრაქტიკულად არ არის, სამწუხაროდ."

© 2017 სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალის ხმა" მიერ. (ავტ. მაიკო ჩიტაია; იდა ბახტურიძე; ნინო გამისონია). ფოტო: ნინა ბაიდაური; სალომე ცოფურაშვილი. პროექტი მიმდინარეობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით. #ქალებისაქართველოდან

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს