პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცოცხები, „დუბინკები“ როგორი იყო, ხომ არ დაგავიწყდათ?... შეგვეშვით, დამთავრდა!" - ვიქტორ ჯაფარიძე
"ცოცხები, „დუბინკები“ როგორი იყო, ხომ არ დაგავიწყდათ?... შეგვეშვით, დამთავრდა!" - ვიქტორ ჯაფარიძე

დე­პუ­ტატ ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძის თქმით, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ „ნარ­ჩე­ნე­ბი“ არი­ან და „ჩა­ნა­წე­რებს ისევ ისი­ნი აკე­თე­ბენ“.

დე­პუ­ტა­ტის თქმით, მას აქვს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბა, შე­ვი­დეს პა­ტი­მარ­თან და არ არის ვალ­დე­ბუ­ლი, ეს ინ­ფორ­მა­ცია სხვას გა­ან­დოს.

„ესე­ნი გვა­მებს არი­ან მიჩ­ვე­უ­ლი, გვამს ელო­დე­ბი­ან კი­დევ, ამას ელო­დე­ბი­ან. მე მაქვს უფ­ლე­ბა შე­ვი­დე პა­ტი­მარ­თან, ის არის ჩემი ამომ­რჩე­ვე­ლი. მე­ო­რეც, მე არ ვარ ვალ­დე­ბუ­ლი, გა­ვან­დო ეს ინ­ფორ­მა­ცია სხვას - გაკ­მა­ყო­ფი­ლებთ პა­სუ­ხი? კონ­სტი­ტუ­ცია მაძ­ლევს ამის უფ­ლე­ბას და ამათ ხომ ჩა­წე­რეს, თვი­თონ წა­ი­ღონ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებ­ში და თვი­თონ გა­მო­ი­ძი­ონ, გა­მო­იკ­ვლი­ონ.

მე ვთვლი, რომ არა­სე­რი­ო­ზუ­ლი, სტრე­სის ქვეშ მყო­ფი, აგო­ნი­ა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნის სი­ტყვე­ბი იყო ეგ და ჩავ­თვა­ლე არა­სე­რი­ო­ზუ­ლად. ახლა მე­უბ­ნე­ბი­ან, იყო თუ არა ეს ტყუ­ი­ლი, არა­სე­რი­ო­ზუ­ლი და ტყუ­ი­ლი ერ­თი­და­ი­გი­ვე არ არის?“, - მი­მარ­თა ჯა­ფა­რი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს.

შე­კი­თხვა­ზე, რა­ტომ იყო პრო­კუ­რა­ტუ­რის ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნო­სან მირ­ზა სუ­ბე­ლი­ან­თან ცი­ხე­ში ასე­ვე მი­სუ­ლი ლტოლ­ვილ­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლი დათო ცუ­ხიშ­ვი­ლი, ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძემ უპა­სუ­ხა, რომ ამის შე­სა­ხებ არ იცის და როცა ის მირ­ზა სუ­ბე­ლი­ანს ხვდე­ბო­და, დათო ცუ­ხიშ­ვი­ლი მათ­თან სწო­რედ მა­შინ შე­ვი­და.

„არ ვიცი, მე ჩემს თავ­ზე გაძ­ლევთ პა­სუხს, მა­მა­მი­სი და ცუ­ხიშ­ვი­ლი შე­მო­ვიდ­ნენ, როცა მე იქ ვი­ყა­ვი. და­ვინ­ტე­რეს­დი მისი მდგო­მა­რე­ო­ბით და ახ­ლაც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვარ, დღე­საც მა­ინ­ტე­რე­სებს მისი მდგო­მა­რე­ო­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძემ.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვა­ზე, რო­გო­რია დე­პუ­ტა­ტის მო­საზ­რე­ბა ნიკა გვა­რა­მი­ას გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი ფაბ­რი­კა­ცი­აა, ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძემ უპა­სუ­ხა, რომ სწო­რედ ნიკა გვა­რა­მი­ამ გა­ა­კე­თა ფაბ­რი­კა­ცი­ე­ბი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის საქ­მე­ზე.

„გვა­რა­მი­ამ ფაბ­რი­კა­ცი­ე­ბი აკე­თა ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის საქ­მე­ზე. ხომ არ და­გა­ვი­წყდათ გვა­რა­მია, რო­მე­ლიც გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე იყო, რო­მელ­მაც სა­ზი­ზღრო­ბა აკე­თა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. და­გა­ვი­წყდათ? მე არ დამ­ვი­წყე­ბია! ცო­ცხე­ბიც, „დუ­ბინ­კე­ბიც“ რო­გო­რი იყო, ხომ არ და­გა­ვი­წყდათ?! გვა­რა­მი­ამ რომ თქვა, აპ­რი­ორ­ში სი­მარ­თლეა? გვა­რა­მი­ამ რომ თქვა, არ არის ჩემ­თვის სი­მარ­თლე, პა­სუ­ხი ეს არის,“ - აღ­ნიშ­ნა ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძემ.

ამას­თან, ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს მი­მარ­თა, რომ ისი­ნი კი­თხვებს უნდა სვამ­დნენ იმის შე­სა­ხებ, რო­გორ მოხ­და, რომ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი სა­პყრო­ბი­ლე­ში პა­ტი­მარ­თან შე­ვი­და და ამის აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი გა­კეთ­და.

„მაგ­რამ თქვენ ეძებთ სენ­სა­ცი­ას. ეგ უნდა იყოს სენ­სა­ცია, რომ ვინ ჩა­წე­რა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის სა­უ­ბა­რი პა­ტი­მარ­თან. ეგ არის ჩვე­ნი უბე­დუ­რე­ბა, რომ ისევ ის „ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი“, ისევ ამა­თი მე­პატ­რო­ნე­ე­ბი, ნარ­ჩე­ნე­ბი არი­ან დარ­ჩე­ნი­ლი სა­პყრო­ბი­ლე­ებ­ში და ისი­ნი აკე­თე­ბენ და უნ­დათ, რომ რე­ჟიმ­ში გვა­ცხოვ­რონ, მაგ­რამ არა, ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უარი თქვა ჩა­ნა­წე­რებ­ზე, ბინ­ძურ მე­თო­დებ­ზე და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, 28 რი­ცხვი არის არა­მარ­ტო სვა­ნე­თის, არა­მედ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. არა, შეგ­ვეშ­ვით, დამ­თავ­რდა!" - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

"ცოცხები, „დუბინკები“ როგორი იყო, ხომ არ დაგავიწყდათ?... შეგვეშვით, დამთავრდა!" - ვიქტორ ჯაფარიძე

"ცოცხები, „დუბინკები“ როგორი იყო, ხომ არ დაგავიწყდათ?... შეგვეშვით, დამთავრდა!" - ვიქტორ ჯაფარიძე

დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ „ნარჩენები“ არიან და „ჩანაწერებს ისევ ისინი აკეთებენ“.

დეპუტატის თქმით, მას აქვს კონსტიტუციური უფლება, შევიდეს პატიმართან და არ არის ვალდებული, ეს ინფორმაცია სხვას გაანდოს.

„ესენი გვამებს არიან მიჩვეული, გვამს ელოდებიან კიდევ, ამას ელოდებიან. მე მაქვს უფლება შევიდე პატიმართან, ის არის ჩემი ამომრჩეველი. მეორეც, მე არ ვარ ვალდებული, გავანდო ეს ინფორმაცია სხვას - გაკმაყოფილებთ პასუხი? კონსტიტუცია მაძლევს ამის უფლებას და ამათ ხომ ჩაწერეს, თვითონ წაიღონ პროკურატურაში, საგამოძიებო ორგანოებში და თვითონ გამოიძიონ, გამოიკვლიონ.

მე ვთვლი, რომ არასერიოზული, სტრესის ქვეშ მყოფი, აგონიაში მყოფი ადამიანის სიტყვები იყო ეგ და ჩავთვალე არასერიოზულად. ახლა მეუბნებიან, იყო თუ არა ეს ტყუილი, არასერიოზული და ტყუილი ერთიდაიგივე არ არის?“, - მიმართა ჯაფარიძემ ჟურნალისტებს.

შეკითხვაზე, რატომ იყო პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსან მირზა სუბელიანთან ციხეში ასევე მისული ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი დათო ცუხიშვილი, ვიქტორ ჯაფარიძემ უპასუხა, რომ ამის შესახებ არ იცის და როცა ის მირზა სუბელიანს ხვდებოდა, დათო ცუხიშვილი მათთან სწორედ მაშინ შევიდა.

„არ ვიცი, მე ჩემს თავზე გაძლევთ პასუხს, მამამისი და ცუხიშვილი შემოვიდნენ, როცა მე იქ ვიყავი. დავინტერესდი მისი მდგომარეობით და ახლაც დაინტერესებული ვარ, დღესაც მაინტერესებს მისი მდგომარეობა“, - აღნიშნა ვიქტორ ჯაფარიძემ.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, როგორია დეპუტატის მოსაზრება ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერები ფაბრიკაციაა, ვიქტორ ჯაფარიძემ უპასუხა, რომ სწორედ ნიკა გვარამიამ გააკეთა ფაბრიკაციები პატარკაციშვილის საქმეზე.

„გვარამიამ ფაბრიკაციები აკეთა ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე. ხომ არ დაგავიწყდათ გვარამია, რომელიც გენერალური პროკურორის მოადგილე იყო, რომელმაც საზიზღრობა აკეთა ჩვენს ქვეყანაში. დაგავიწყდათ? მე არ დამვიწყებია! ცოცხებიც, „დუბინკებიც“ როგორი იყო, ხომ არ დაგავიწყდათ?! გვარამიამ რომ თქვა, აპრიორში სიმართლეა? გვარამიამ რომ თქვა, არ არის ჩემთვის სიმართლე, პასუხი ეს არის,“ - აღნიშნა ვიქტორ ჯაფარიძემ.

ამასთან, ვიქტორ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს მიმართა, რომ ისინი კითხვებს უნდა სვამდნენ იმის შესახებ, როგორ მოხდა, რომ პარლამენტის წევრი საპყრობილეში პატიმართან შევიდა და ამის აუდიოჩანაწერი გაკეთდა.

„მაგრამ თქვენ ეძებთ სენსაციას. ეგ უნდა იყოს სენსაცია, რომ ვინ ჩაწერა პარლამენტის წევრის საუბარი პატიმართან. ეგ არის ჩვენი უბედურება, რომ ისევ ის „ნაციონალები“, ისევ ამათი მეპატრონეები, ნარჩენები არიან დარჩენილი საპყრობილეებში და ისინი აკეთებენ და უნდათ, რომ რეჟიმში გვაცხოვრონ, მაგრამ არა, ქართველმა ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვა ჩანაწერებზე, ბინძურ მეთოდებზე და დარწმუნებული ვარ, 28 რიცხვი არის არამარტო სვანეთის, არამედ მთელი საქართველოსთვის. არა, შეგვეშვით, დამთავრდა!" - განაცხადა ჯაფარიძემ.