საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ შექმნა თვითმფრინავის ძველ ანგარში აშენებული მოძრაობის თეატრის ულამაზესი Art-ფოიე
ვინ შექმნა თვითმფრინავის ძველ ანგარში აშენებული მოძრაობის თეატრის ულამაზესი Art-ფოიე

მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ვა თა­ვი­სი ინო­ვა­ცი­უ­რო­ბით და სა­ინ­ტე­რე­სო სპექ­ტაკ­ლე­ბით, მა­ყუ­რე­ბელს სპექ­ტაკ­ლე­ბის გარ­და, სა­ინ­ტე­რე­სო სივ­რცე­სა და გა­რე­მო­საც სთა­ვა­ზობს.

სპექ­ტაკლზე მი­სუ­ლი მა­ყუ­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბას, პირ­ველ რიგ­ში თე­ატ­რის ფოიე იქ­ცევს, რო­მე­ლიც ერ­თგვარ სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცეს წარ­მო­ად­გენს.

მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა კახა ბა­კუ­რა­ძემ თვითმფრი­ნა­ვის ძველ ან­გარ­ში აშე­ნე­ბულ თე­ატ­რში ყვე­ლა დე­ტა­ლი და­სის წევ­რებ­თან ერ­თად, სა­კუ­თა­რი ხე­ლით შექ­მნა.

ფო­ი­ე­ში მო­წყო­ბი­ლი ავან­გარ­დულ-მო­დერ­ნის­ტუ­ლი სივ­რცე, მა­ყუ­რებ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ინ­ტე­რე­სე­ბას იწ­ვევს. მუდ­მი­ვად ფო­ტო­ებს იღე­ბენ და „ფე­ის­ბუ­ქის“, „ინ­სტაგ­რა­მის“ და სხვა სოც-ქსე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით სა­კუ­თარ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს და ემო­ცი­ებს მე­გობ­რებს უზი­ა­რე­ბენ. სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მოძ­რა­ო­ბის თე­ატრს ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელ­თან ერ­თად ბევ­რი უცხო­ე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლიც სტუმ­რობს. მათ მიერ თე­ატ­რის ფო­ტო­ე­ბი მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში არა­ერ­თხელ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა.

მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლის კახა ბა­კუ­რა­ძის თქმით, ფო­ი­ე­ში გა­მო­ფე­ნილ ნივ­თებს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში ათი წლის მან­ძილ­ზე აგ­რო­ვებ­და და დღემ­დე აგ­რო­ვებს.

„წლე­ბის წინ, როცა სა­კუ­თა­რი თე­ატ­რი ჯერ კი­დევ არ გვქონ­და და სა­რე­პე­ტი­ცი­ოს ვე­ძებ­დით, შემ­თხვე­ვით მოვხდი ერთ სამ­ხერ­ხა­ო­ში, რო­მე­ლიც ძვე­ლი თვითმფრი­ნა­ვის ან­გა­რის შე­ნო­ბა­ში იყო გახ­სნი­ლი. როცა პირ­ვე­ლად ვნა­ხე, სივ­რცემ თვი­თონ­ვე მი­კარ­ნა­ხა რა შე­იძ­ლე­ბო­და გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო და თე­ატ­რი აგ­ვე­შე­ნე­ბი­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა თე­ატ­რის ფო­ი­ეს, თე­ატ­რა­ლუ­რი კა­ფეც შე­იძ­ლე­ბა და­ვარ­ქვათ, სა­რეკ­ვი­ზი­ტო არ გქვონ­და, ამი­ტომ რეკ­ვი­ზი­ტე­ბის ფო­ი­ე­ში გა­მო­ფე­ნა გა­დავ­წყვი­ტე. ეს ყვე­ლა­ფე­რი არის მოქ­მე­დი რეკ­ვი­ზი­ტი. პე­რი­ო­დუ­ლად იხ­სნე­ბა, მი­დის, ას­რუ­ლებს თა­ვის ფუქნცი­ას და ისევ ბრუნ­დე­ბა. ასე გა­მოვ­ფი­ნე, ყვე­ლა ის ნივ­თი, რო­მელ­საც სხვა­დას­ხვა სპექ­ტაკლში სხვა­დას­ხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ჰქონ­და. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ ქუ­ჩის გა­მოს­ვლებ­ზე. ბევრ სხვა ნივ­თთან ერ­თად, აქ არის, ბა­რაბ­ნე­ბის კო­ლექ­ცია, წიგ­ნე­ბის კო­ლექ­ცია და ა.შ. ყო­ველ წუთ­ში იც­ვლე­ბა, ემა­ტე­ბა, აკ­ლდე­ბა, ძველ­დე­ბა და ახ­ლდე­ბა. რაც მთა­ვა­რია ყვე­ლა­ფე­რი მოქ­მე­დია, მარ­ტო იმი­ტომ კი არ არის აქ, რომ ლა­მა­ზია, არა! ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რია, ცო­ცხა­ლია! სა­ა­თე­ბი მუ­შა­ობს, კი­ნო­ა­პა­რა­ტე­ბი მუ­შა­ობს. ყვე­ლა­ფე­რი მუ­შა­ობს. ნამ­დვი­ლი გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბა სწო­რედ ეს არის, როცა ნივ­თე­ბი იძე­ნენ ახალ სი­ცო­ცხლეს. ერ­თგვა­რი სტიმ­პან­კია“, - აღ­ნიშ­ნავს თე­ატ­რის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი.

მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რის რე­ჟი­სო­რის და სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის, იო­სებ ბა­კუ­რა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ეს არის თე­ატ­რი, სა­დაც მა­ყუ­რე­ბე­ლი პირ­და­პირ სპექ­ტაკლზე არ ხვდე­ბა. მუ­სი­კა­ლუ­რი სა­ღა­მო­ე­ბით და სა­ი­ტე­რე­სო სივ­რცე­ე­ბით, სტუმ­რე­ბის გან­წყო­ბის შექ­მნა­ზე ზრუ­ნა­ვენ და მუდ­მი­ვად ცდი­ლო­ბენ სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მო შე­უქ­მნან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ვინ შექმნა თვითმფრინავის ძველ ანგარში აშენებული მოძრაობის თეატრის ულამაზესი Art-ფოიე

ვინ შექმნა თვითმფრინავის ძველ ანგარში აშენებული მოძრაობის თეატრის ულამაზესი Art-ფოიე

მოძრაობის თეატრი, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა თავისი ინოვაციურობით და საინტერესო სპექტაკლებით, მაყურებელს სპექტაკლების გარდა, საინტერესო სივრცესა და გარემოსაც სთავაზობს.

სპექტაკლზე მისული მაყურებლის ყურადღებას, პირველ რიგში თეატრის ფოიე იქცევს, რომელიც ერთგვარ საგამოფენო სივრცეს წარმოადგენს.

მოძრაობის თეატრის დამფუძნებელმა კახა ბაკურაძემ თვითმფრინავის ძველ ანგარში აშენებულ თეატრში ყველა დეტალი დასის წევრებთან ერთად, საკუთარი ხელით შექმნა.

ფოიეში მოწყობილი ავანგარდულ-მოდერნისტული სივრცე, მაყურებლის განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს. მუდმივად ფოტოებს იღებენ და „ფეისბუქის“, „ინსტაგრამის“ და სხვა სოც-ქსელების საშუალებით საკუთარ შთაბეჭდილებებს და ემოციებს მეგობრებს უზიარებენ. სპეციფიკიდან გამომდინარე, მოძრაობის თეატრს ქართველ მაყურებელთან ერთად ბევრი უცხოელი მაყურებელიც სტუმრობს. მათ მიერ თეატრის ფოტოები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არაერთხელ გავრცელებულა.

მოძრაობის თეატრის დამფუძნებელის კახა ბაკურაძის თქმით, ფოიეში გამოფენილ ნივთებს სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ქალაქში ათი წლის მანძილზე აგროვებდა და დღემდე აგროვებს.

„წლების წინ, როცა საკუთარი თეატრი ჯერ კიდევ არ გვქონდა და სარეპეტიციოს ვეძებდით, შემთხვევით მოვხდი ერთ სამხერხაოში, რომელიც ძველი თვითმფრინავის ანგარის შენობაში იყო გახსნილი. როცა პირველად ვნახე, სივრცემ თვითონვე მიკარნახა რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო და თეატრი აგვეშენებინა. რაც შეეხება თეატრის ფოიეს, თეატრალური კაფეც შეიძლება დავარქვათ, სარეკვიზიტო არ გქვონდა, ამიტომ რეკვიზიტების ფოიეში გამოფენა გადავწყვიტე. ეს ყველაფერი არის მოქმედი რეკვიზიტი. პერიოდულად იხსნება, მიდის, ასრულებს თავის ფუქნციას და ისევ ბრუნდება. ასე გამოვფინე, ყველა ის ნივთი, რომელსაც სხვადასხვა სპექტაკლში სხვადასხვა დანიშნულება ჰქონდა. აღარაფერს ვამბობ ქუჩის გამოსვლებზე. ბევრ სხვა ნივთთან ერთად, აქ არის, ბარაბნების კოლექცია, წიგნების კოლექცია და ა.შ. ყოველ წუთში იცვლება, ემატება, აკლდება, ძველდება და ახლდება. რაც მთავარია ყველაფერი მოქმედია, მარტო იმიტომ კი არ არის აქ, რომ ლამაზია, არა! ფუნქციონალურია, ცოცხალია! საათები მუშაობს, კინოაპარატები მუშაობს. ყველაფერი მუშაობს. ნამდვილი გამოყენებითი ხელოვნება სწორედ ეს არის, როცა ნივთები იძენენ ახალ სიცოცხლეს. ერთგვარი სტიმპანკია“, - აღნიშნავს თეატრის დამფუძნებელი.

მოძრაობის თეატრის რეჟისორის და სამხატვრო ხელმძღვანელის, იოსებ ბაკურაძის განმარტებით, ეს არის თეატრი, სადაც მაყურებელი პირდაპირ სპექტაკლზე არ ხვდება. მუსიკალური საღამოებით და საიტერესო სივრცეებით, სტუმრების განწყობის შექმნაზე ზრუნავენ და მუდმივად ცდილობენ სასიამოვნო გარემო შეუქმნან.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება