პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში 200-მდე "მარშრუტკამ" და 100-მდე ავტობუსმა ტექდათვალიერება ვერ გაიარა
თბილისში 200-მდე "მარშრუტკამ" და 100-მდე ავტობუსმა ტექდათვალიერება ვერ გაიარა

დე­და­ქა­ლაქ­ში მოძ­რა­ვი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის 300-მდე ერ­თე­უ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის გა­უვ­ლე­ლო­ბის გამო გა­ჩე­რე­ბუ­ლია. რო­გორც დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ის ტრან­სპორ­ტის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა მა­მუ­კა მუმ­ლა­ძემ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, 200-მდე მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი და 100-მდე ავ­ტო­ბუ­სია გა­ჩე­რე­ბუ­ლი.

„თა­ვის დრო­ზე, 200-მდე ავ­ტო­ბუს­მა ხაზ­ზე მოძ­რა­ო­ბა შე­წყვი­ტა. ეს იყო 12-მეტ­რი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სე­ბი, რო­მე­ლიც მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი იყო ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის კუ­თხით. ამის გამო ხა­ზე­ბი და­ი­ჩე­ხა და რე­ა­ლუ­რად მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებ­მა გა­და­ი­ნა­წი­ლეს ეს ხა­ზე­ბი. 35-მდე ხაზი აღ­სად­გე­ნია და ჩვენ ეს პრო­ცე­სი უკვე და­წყე­ბუ­ლი გვაქვს. გვაქვს უბ­ნე­ბი, სა­დაც მომ­სა­ხუ­რე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას არ მი­ე­წო­დე­ბა და ამ ხა­ზე­ბის აღ­დგე­ნას და­ვი­წყებთ. რაც შე­ე­ხე­ბა ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბამ თუ ვერ გა­ი­ა­რა ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა სტან­დარ­ტი, ის ვერ იმოძ­რა­ვებს ქა­ლაქ­ში. ჩვენ ვქმნით სის­ტე­მას, რო­მელ­საც ფეხი უნდა აუ­წყონ, თუ ამ სის­ტე­მას ფეხს ვერ აუ­წყო­ბენ, ჩვენ უკან და­ხე­ვას არ ვა­პი­რებთ. მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის ნა­წილ­ში ვიცი, რომ 200-მდე ერ­თე­უ­ლი გა­ჩე­რე­ბუ­ლი ჰყავთ, რად­გან ტეს­ტი­რე­ბა ვერ გა­ი­ა­რა. ავ­ტო­ბუ­სე­ბის ნა­წილ­ში 100-მდე ერ­თე­უ­ლია გა­ჩე­რე­ბუ­ლი. მიმ­დი­ნა­რე­ობს მათი ტექ­ნი­კუ­რი შე­მოწ­მე­ბა, რომ ეს ტეს­ტი­რე­ბა გა­ი­ა­რონ. რაც შე­ე­ხე­ბა დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბას, ეს შე­საძ­ლოა, ბევ­რი მი­ზე­ზის გამო მოხ­დეს, ტექ­ნი­კას­თან გვაქვს საქ­მე. შე­საძ­ლოა მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში გა­მო­ვი­დეს ავ­ტო­მო­ბი­ლი წყო­ბი­დან", - გა­ნა­ცხა­და მუმ­ლა­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს დე­და­ქა­ლაქ­ში 105 ავ­ტო­ბუ­სის და 190-მდე მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის ხა­ზია. მი­სი­ვე თქმით, თბი­ლის­ში 1800 მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი და 540 ავ­ტო­ბუ­სი მოძ­რა­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

თბილისში 200-მდე "მარშრუტკამ" და 100-მდე ავტობუსმა ტექდათვალიერება ვერ გაიარა

თბილისში 200-მდე "მარშრუტკამ" და 100-მდე ავტობუსმა ტექდათვალიერება ვერ გაიარა

დედაქალაქში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის 300-მდე ერთეული ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის გამო გაჩერებულია. როგორც დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 200-მდე მიკროავტობუსი და 100-მდე ავტობუსია გაჩერებული.

„თავის დროზე, 200-მდე ავტობუსმა ხაზზე მოძრაობა შეწყვიტა. ეს იყო 12-მეტრიანი ავტობუსები, რომელიც მოძველებული იყო ექსპლუატაციის კუთხით. ამის გამო ხაზები დაიჩეხა და რეალურად მიკროავტობუსებმა გადაინაწილეს ეს ხაზები. 35-მდე ხაზი აღსადგენია და ჩვენ ეს პროცესი უკვე დაწყებული გვაქვს. გვაქვს უბნები, სადაც მომსახურება მოსახლეობას არ მიეწოდება და ამ ხაზების აღდგენას დავიწყებთ. რაც შეეხება ტექდათვალიერებას, სატრანსპორტო საშუალებამ თუ ვერ გაიარა ტექდათვალიერება, ვერ დააკმაყოფილა სტანდარტი, ის ვერ იმოძრავებს ქალაქში. ჩვენ ვქმნით სისტემას, რომელსაც ფეხი უნდა აუწყონ, თუ ამ სისტემას ფეხს ვერ აუწყობენ, ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ. მიკროავტობუსების ნაწილში ვიცი, რომ 200-მდე ერთეული გაჩერებული ჰყავთ, რადგან ტესტირება ვერ გაიარა. ავტობუსების ნაწილში 100-მდე ერთეულია გაჩერებული. მიმდინარეობს მათი ტექნიკური შემოწმება, რომ ეს ტესტირება გაიარონ. რაც შეეხება დაკვამლიანებას, ეს შესაძლოა, ბევრი მიზეზის გამო მოხდეს, ტექნიკასთან გვაქვს საქმე. შესაძლოა მუშაობის პროცესში გამოვიდეს ავტომობილი წყობიდან", - განაცხადა მუმლაძემ.

მისივე ინფორმაციით, დღეს დედაქალაქში 105 ავტობუსის და 190-მდე მიკროავტობუსის ხაზია. მისივე თქმით, თბილისში 1800 მიკროავტობუსი და 540 ავტობუსი მოძრაობს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ