ავტორი:

პრეზიდენტობის კანდიდატების დაპირებები, რომელთაც ასრულება "არ უწერიათ"

პრეზიდენტობის კანდიდატების დაპირებები, რომელთაც ასრულება "არ უწერიათ"

საქართველო და განსაკუთრებით ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება აქტიურ წინასაარჩევნო ფაზაში შევიდა. საპრეზიდენტო არჩევნებამდე 10 დღეზე ცოტა მეტია დარჩენილი, ამიტომ საარჩევნო სუბიექტები პოტენციურ ამომრჩევლებს სულ უფრო ხშირად ხვდებიან და მათთვის სასურველ დაპირებებს აქტიურად ახმოვანებენ. თუმცა, რამდენადაა ხალხისთვის სასურველი დაპირება მომავალი პრეზიდენტისთვის შესრულებადი, ამის გარკვევას უკვე Allnews.ge შეეცადა.

პენსიების ზრდა, ხარჯების შემცირება, სამუშაო ადგილების შექმნა, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება, ყველა სტატუსშეჩერებული სტუდენტის უნივერსიტეტში დაბრუნება და ყველა ახალგაზრდისთვის სწავლის საშულების მიცემა - ვნახოთ რამდენად შედის აღნიშნული და სხვა მრავალი გეგმისა თუ დაპირების შესრულება პრეზიდენტის პრეროგატივაში და კონკრეტულად რომელი წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას ვერ შეძელებენ პრეზიდენტობის კანდიდატები.

Allnews.ge-მ პრეზიდენტობის 6 კანდიდატის საარჩევნო პროგრამა შეისწავლა, კერძოდ, დავით უსუფაშვილის, დავით ბაქრაძის, შალვა ნათელაშვილის, ზურა ჯაფარიძის, გრიგოლ ვაშაძისა და სალომე ზურაბიშვილის.

მაგალითად, "გირჩის" ლიდერისა და პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის ზურა ჯაფარიძის საარჩევნო პროგრამაში წერია: "როგორც საქართველოს სახელმწიფოს მეთაური და საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ თავდაცვის დაფინანსება გაორმაგდეს მომავალი 5 წლის განმავლობაში".

თუმცა, პროცედურულად სახელმწიფო ბიუჯეტს მთავრობა ადგენს, რომელიც პარლამენტში შესაბამის კომიტეტებში განიხილება, მას კენჭს უყრიან და პლენარულ სხდომაზე ამტკიცებენ. როგორც ხედავთ, ამ ჯაჭვში პრეზიდენტის რგოლი გამოტოვებულია და მისი თანამონაწილეობა გათვალისწინებული არ არის. სწორედ ამიტომ, ისეთ დაპირების შესრულება, როგორიც არის თავდაცვის სფეროს დაფინანსების გაორმაგება, პრეზიდენტზე დამოკიდებული არ არის.

10 ოპოზიციური პარტიის გაერთიანების - "ძალა ერთობაშია" კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პროგრამაში კი ვკითხულობთ: "ქვეყანაში შეიცვლება პოლიტიკური ვითარება და "ქართული ოცნება" ჩამოშორდება სახელმწიფო მართვას". განაგრძეთ კითხვა

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები