პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ჩარკვიანის „მშვიდი ცურვა“ ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში გამოჩნდა
ირაკლი ჩარკვიანის „მშვიდი ცურვა“ ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში გამოჩნდა

მეფე, რო­მე­ლიც 44 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა და რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი სიკ­ვდი­ლი ავ­ტო­რო­მან­ში იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა - ეს მეფე ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნი და მისი რო­მა­ნი „მშვი­დი ცურ­ვაა“.

„რო­მა­ნი ორ მთა­ვარ პერ­სო­ნაჟ­ზე – მე­ფე­ზე და რუ­მი­ზე მოგ­ვი­თხრობს. მათი ცხოვ­რე­ბა პა­რა­ლე­ლუ­რად ვი­თარ­დე­ბა, ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის ალ­ტერ ეგო­ე­ბი არი­ან. მათი ბე­დის­წე­რა თით­ქოს გა­და­ჯაჭ­ვუ­ლია და ერთი ადა­მი­ა­ნის ორი ბუ­ნე­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა. ერთი მშე­ნე­ბე­ლი სა­წყი­სია, მე­ო­რე – და­მან­გრე­ვე­ლი. ერ­თის შე­სა­ხებ ვი­ცით, რომ ესაა ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნი – მეფე. მე­ო­რე შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სუ­ფი­ას, ფი­ლო­სო­ფო­სის და პო­ე­ტის – რუ­მის ინ­კარ­ნა­ცი­აა. მოქ­მე­დე­ბა ორ სივ­რცე­ში – მა­ტე­რი­ა­ლურ და ზე­მა­ტე­რი­ა­ლურ გან­ზო­მი­ლე­ბა­ში ვი­თარ­დე­ბა. თუკი მა­ტე­რი­ა­ლურ სივ­რცე­ში რო­მა­ნის ის­ტო­რი­ულ-ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­წი­ლია გაშ­ლი­ლი, რო­მან­ში წარ­მოდ­გე­ნილ სხვა გან­ზო­მი­ლე­ბა­ში ბო­როტ ძა­ლებს სამ­ყა­როს წი­ნა­აღ­მდეგ შეთ­ქმუ­ლე­ბის მო­წყო­ბა აქვთ ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი. შეთ­ქმუ­ლე­ბის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლეა ლე­ნი­ნი, რომ­ლის ინ­კარ­ნა­ცი­ა­საც რო­მან­ში, ასე­ვე ბო­რო­ტი ძა­ლის – ქოსა რო­ბო­ტის, ფონ კლა­ი­ნეს სა­ხე­ში ვხე­დავთ. ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნის ეს რო­მა­ნი-აღ­სა­რე­ბა ჩვე­ნი დრო­ის ერ­თგვა­რი ქრო­ნი­კა­ცაა, სა­დაც არა­ერ­თი ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია შე­სუ­ლი უახ­ლე­სი პე­რი­ო­დის ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბი­დან. რო­მა­ნი, თა­ვი­სი სი­უ­რე­ა­ლის­ტუ­რი ეს­თე­ტი­კით, თით­ქოს საბ­ჭო­თა სი­ნამ­დვი­ლი­დან გაქ­ცე­ვა­ზეც მი­ა­ნიშ­ნებს. ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ან­ტი­უ­ტო­პი­უ­რი სამ­ყა­რო სრულ­ყო­ფი­ლი სა­ხით პირ­ვე­ლად მშვიდ ცურ­ვა­ში გვხვდე­ბა. მშვი­დი ცურ­ვის არა­მა­ტე­რი­ა­ლურ გან­ზო­მი­ლე­ბა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია სამ­ყა­რო, სა­დაც ბო­რო­ტე­ბის ემის­რე­ბის წყა­ლო­ბით, სი­ცო­ცხლე­ზე კონ­ტრო­ლია და­წე­სე­ბუ­ლი – აქ ყვე­ლა 44 წელი ცო­ცხლობს, მკვლე­ლო­ბა და თვით­მკვლე­ლო­ბა წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლია, რაც გა­მარ­თლე­ბუ­ლია იმ ლო­გი­კით, რომ ისი­ნი „კე­თილს სჩა­დი­ან“ რად­გან მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო სი­ნამ­დვი­ლე­ში წარ­მა­ვა­ლია და მა­რა­დი­სო­ბა სხვა გან­ზო­მი­ლე­ბა­ში გა­დას­ვლით იწყე­ბა.“

“ისი­ნი, ვინც ამ სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს გა­დაშ­ლი­ან ამ წიგნს, და­ახ­ლო­ე­ბით მა­ინც იგ­რძნო­ბენ, თუ რო­გო­რი იყო მეფე ირაკ­ლი პირ­ვე­ლი თა­ვი­სი ში­შე­ბით, ნევ­რო­ზე­ბით, სიყ­ვა­რუ­ლით.. რას ფიქ­რობ­და ეს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ისეთ სიმ­ღე­რებს წერ­და, რომ­ლე­ბიც მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს და ოც­და­მე­ერ­თეს და­სა­წყის­ში ბევ­რს მოს­წონ­და. სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს კი ეს კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი ქარ­თუ­ლი რო­კენ­რო­ლის კლა­სი­კად ჩა­ით­ვლე­ბა და იქ­ნებ ეს წიგ­ნიც კლა­სი­კად იქ­ცეს?” - ასე აფა­სებს რო­მანს პრო­ფე­სო­რი, ლი­ტე­რა­ტუ­რათმცოდ­ნე გაგა ლო­მი­ძე.

„მშვი­დი ცურ­ვა“ პირ­ვე­ლად 2006 წელს გა­მო­ი­ცა. ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ულ­მა რო­მან­მა მა­ლე­ვე დიდი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა მკი­თხველ­ში და ტი­რა­ჟი საკ­მა­ოდ სწრა­ფად ამო­ი­წუ­რა. წლე­ბის შემ­დეგ კი ირაკ­ლის მე­უღ­ლემ ქე­თა­თომ თა­ვად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა გა­მომ­ცემ­ლო­ბა „მეფე“ და „მშვი­დი ცურ­ვა“ ხე­ლახ­ლა გა­მოს­ცა.

„ახ­ლი­დან გა­მო­ცე­მა იმი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, რომ სხვა გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის ტი­რა­ჟი სრუ­ლად მო­ი­წუ­რა. მო­თხოვ­ნა კი საკ­მა­ოდ დიდი იყო. არა­ერ­თხელ მსმე­ნია, რომ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში „მშვიდ ცურ­ვას“ კი­თხუ­ლობ­დნენ. სხვა­დას­ხვა გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­დეგ კი უკვე გა­დავ­წყვი­ტე ჩე­მით გა­მო­მე­ცა, რად­გან მე უფრო კარ­გად მო­ვაგ­ვა­რებ­დი რიგ სა­კი­თხებს. რო­გორც ირაკ­ლის მუ­სი­კის სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბებს თა­ვად ვი­ცავ, ახლა გა­დავ­წყვი­ტე, ირაკ­ლის­თან და­კავ­შრე­ბუ­ლი ყვე­ლა სა­კი­თხი მე გა­ვა­კე­თო და მო­ვაგ­ვა­რო. გა­მომ­ცემ­ლო­ბა „მეფე“ მხო­ლოდ წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მას არ გუ­ლის­ხმობს. ნელ-ნელა მუ­სი­კა­ლუ­რი დის­კე­ბიც მინ­და გა­მოვ­ცე. ეტა­პობ­რი­ვად ირაკ­ლის სხვა წიგ­ნე­ბიც გა­მო­ი­ცე­მა,“ - გან­მარ­ტავს ქე­თა­თო.

„მშვი­დი ცურ­ვა“ უკვე იყი­დე­ბა „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­შიც. მისი შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია ონ­ლა­ინ მა­ღა­ზია www.biblusi.ge-ს სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც, რო­მელ­ზე შე­ძე­ნის შემ­თხვე­ვა­შიც 17–20 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით მი­წო­დე­ბა უფა­სო იქ­ნე­ბა. წიგ­ნის ფასი 14 ლა­რია.

ავტორი:

ირაკლი ჩარკვიანის „მშვიდი ცურვა“ ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში გამოჩნდა

ირაკლი ჩარკვიანის „მშვიდი ცურვა“ ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში გამოჩნდა

მეფე, რომელიც 44 წლის ასაკში გარდაიცვალა და რომელმაც საკუთარი სიკვდილი ავტორომანში იწინასწარმეტყველა - ეს მეფე ირაკლი ჩარკვიანი და მისი რომანი „მშვიდი ცურვაა“.

„რომანი ორ მთავარ პერსონაჟზე – მეფეზე და რუმიზე მოგვითხრობს. მათი ცხოვრება პარალელურად ვითარდება, ისინი ერთმანეთის ალტერ ეგოები არიან. მათი ბედისწერა თითქოს გადაჯაჭვულია და ერთი ადამიანის ორი ბუნების გამოხატულებაა. ერთი მშენებელი საწყისია, მეორე – დამანგრეველი. ერთის შესახებ ვიცით, რომ ესაა ირაკლი ჩარკვიანი – მეფე. მეორე შუასაუკუნეების სუფიას, ფილოსოფოსის და პოეტის – რუმის ინკარნაციაა. მოქმედება ორ სივრცეში – მატერიალურ და ზემატერიალურ განზომილებაში ვითარდება. თუკი მატერიალურ სივრცეში რომანის ისტორიულ-ბიოგრაფიული ნაწილია გაშლილი, რომანში წარმოდგენილ სხვა განზომილებაში ბოროტ ძალებს სამყაროს წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა აქვთ ჩაფიქრებული. შეთქმულების ერთ-ერთი მონაწილეა ლენინი, რომლის ინკარნაციასაც რომანში, ასევე ბოროტი ძალის – ქოსა რობოტის, ფონ კლაინეს სახეში ვხედავთ. ირაკლი ჩარკვიანის ეს რომანი-აღსარება ჩვენი დროის ერთგვარი ქრონიკაცაა, სადაც არაერთი ნაკლებად ცნობილი ფაქტია შესული უახლესი პერიოდის ქართული პოლიტიკური ცხოვრებიდან. რომანი, თავისი სიურეალისტური ესთეტიკით, თითქოს საბჭოთა სინამდვილიდან გაქცევაზეც მიანიშნებს. ქართულ ლიტერატურაში ანტიუტოპიური სამყარო სრულყოფილი სახით პირველად მშვიდ ცურვაში გვხვდება. მშვიდი ცურვის არამატერიალურ განზომილებაში წარმოდგენილია სამყარო, სადაც ბოროტების ემისრების წყალობით, სიცოცხლეზე კონტროლია დაწესებული – აქ ყველა 44 წელი ცოცხლობს, მკვლელობა და თვითმკვლელობა წახალისებულია, რაც გამართლებულია იმ ლოგიკით, რომ ისინი „კეთილს სჩადიან“ რადგან მატერიალური სამყარო სინამდვილეში წარმავალია და მარადისობა სხვა განზომილებაში გადასვლით იწყება.“

“ისინი, ვინც ამ საუკუნის ბოლოს გადაშლიან ამ წიგნს, დაახლოებით მაინც იგრძნობენ, თუ როგორი იყო მეფე ირაკლი პირველი თავისი შიშებით, ნევროზებით, სიყვარულით.. რას ფიქრობდა ეს ადამიანი, რომელიც ისეთ სიმღერებს წერდა, რომლებიც მეოცე საუკუნის ბოლოს და ოცდამეერთეს დასაწყისში ბევრს მოსწონდა. საუკუნის ბოლოს კი ეს კომპოზიციები ქართული როკენროლის კლასიკად ჩაითვლება და იქნებ ეს წიგნიც კლასიკად იქცეს?” - ასე აფასებს რომანს პროფესორი, ლიტერატურათმცოდნე გაგა ლომიძე.

„მშვიდი ცურვა“ პირველად 2006 წელს გამოიცა. ავტობიოგრაფიულმა რომანმა მალევე დიდი პოპულარობა მოიპოვა მკითხველში და ტირაჟი საკმაოდ სწრაფად ამოიწურა. წლების შემდეგ კი ირაკლის მეუღლემ ქეთათომ თავად ჩამოაყალიბა გამომცემლობა „მეფე“ და „მშვიდი ცურვა“ ხელახლა გამოსცა.

„ახლიდან გამოცემა იმიტომ გადავწყვიტე, რომ სხვა გამომცემლობების ტირაჟი სრულად მოიწურა. მოთხოვნა კი საკმაოდ დიდი იყო. არაერთხელ მსმენია, რომ წიგნის მაღაზიებში „მშვიდ ცურვას“ კითხულობდნენ. სხვადასხვა გამომცემლობებთან თანამშრომლობის შემდეგ კი უკვე გადავწყვიტე ჩემით გამომეცა, რადგან მე უფრო კარგად მოვაგვარებდი რიგ საკითხებს. როგორც ირაკლის მუსიკის საავტორო უფლებებს თავად ვიცავ, ახლა გადავწყვიტე, ირაკლისთან დაკავშრებული ყველა საკითხი მე გავაკეთო და მოვაგვარო. გამომცემლობა „მეფე“ მხოლოდ წიგნების გამოცემას არ გულისხმობს. ნელ-ნელა მუსიკალური დისკებიც მინდა გამოვცე. ეტაპობრივად ირაკლის სხვა წიგნებიც გამოიცემა,“ - განმარტავს ქეთათო.

„მშვიდი ცურვა“ უკვე იყიდება „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელშიც. მისი შეძენა შესაძლებელია ონლაინ მაღაზია www.biblusi.ge-ს საშუალებითაც, რომელზე შეძენის შემთხვევაშიც 17–20 სექტემბრის ჩათვლით მიწოდება უფასო იქნება. წიგნის ფასი 14 ლარია.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს