მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მკითხველის რჩევით
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამოღებულია ციტრამონი, ისინი არ ყიდდნენ ნარკოტიკს" - რა ეტაპზეა ღამის კლუბებში სპეცოპერაციისას დაკავებულების საქმე
"ამოღებულია ციტრამონი, ისინი არ ყიდდნენ ნარკოტიკს" - რა ეტაპზეა ღამის კლუბებში სპეცოპერაციისას დაკავებულების საქმე

2018 წლის 12 მა­ისს ღა­მის კლუ­ბებ­ში - „ბა­სი­ა­ნი“, „გა­ლე­რი“ და თბი­ლის­ში სხვა­დას­ხვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მას­შტა­ბუ­რი სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბი ჩა­ა­ტა­რეს, რის შე­დე­გა­დაც 8 ახალ­გაზ­რდა და­ა­კა­ვეს, რო­მელ­თაც ბრა­ლი ნარ­კო­და­ნა­შა­ულ­ში ედე­ბათ. სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­დან ხუთი თვის შემ­დეგ, ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი ჯერ კი­დევ წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

პო­ლი­ციამ სპე­ცო­პერ­ცი­ე­ბის შე­დე­გად და­ა­კა­ვა: კაფე "გა­ლე­რის" დაც­ვის წევ­რი, 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვიქ­ტორ ჟა­მუ­ტაშ­ვი­ლი, 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლაშა მა­მუ­ლა­იშ­ვი­ლი, 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ქეთი მუ­რუ­სი­ძე, 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მი­ხე­ილ მი­ქა­ძე, 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბო­რის და­რახვე­ლი­ძე, 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თორ­ნი­კე ჩუტ­კე­რაშ­ვი­ლი, 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯე­მალ ელი­ა­ვა და 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი მა­მუ­კე­ლაშ­ვი­ლი.

რა ეტაპ­ზეა ამ­ჯე­რად "ბა­სი­ა­ნის საქ­მე" - ამის გა­სარ­კვე­ვად AMBEBI.GE ორი და­კა­ვე­ბუ­ლის - ვიქ­ტორ ჟა­მუ­ტაშ­ვი­ლის და ქეთი მუ­რუ­სი­ძის ად­ვო­კა­ტებს და­უ­კავ­შირ­და.

ჟა­მუ­ტაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, ხა­თუ­ნა ხურ­ცი­ლა­ვას თქმით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი დღემ­დე დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს:

"მა­ის­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს და­კა­ვე­ბუ­ლი 8 პი­რის საქ­მე­ე­ბი გა­ი­ყო და და­წყე­ბუ­ლია არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა. თუ რა­ტომ გა­ი­ყო საქ­მე­ე­ბი, ამა­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რა­საც არ გა­უ­კე­თე­ბია გან­მარ­ტე­ბა, მაგ­რამ ჩემი რო­გორც იუ­რის­ტის პო­ზი­ცი­ი­დან გე­ტყვით, რომ არ­ცერ­თი ბრალ­დე­ბუ­ლი კავ­შირ­ში არ იყო ერ­თმა­ნეთ­თან, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა­დას­ხვა საქ­მე­ე­ბია და ასე ჯო­ბია პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვი­საც და სა­სა­მარ­თლოს­თვის. ყვე­ლა და­კა­ვე­ბულს ცალ­კე მო­სა­მარ­თლე ჰყავს.

სამ ბრალ­დე­ბულ­ზე და­დას­ტურ­და და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ხი­თაც იქნა ამო­ღე­ბუ­ლი ციტ­რა­მო­ნი, ისი­ნი არ ყიდ­ნენ ნარ­კო­ტიკს.

- რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ თქვე­ნი დაც­ვის ქვეშ მყოფს, ვიქ­ტორ ჟა­მუ­ტაშ­ვილს, ისევ დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს? რას ედა­ვე­ბა მას გა­მო­ძი­ე­ბა?

- ვიქ­ტო­რი ისევ დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს. რე­ა­ლურ სას­ჯელ­ზე თა­ნახ­მა ვართ, ამო­ღე­ბუ­ლია ნარ­კო­ტი­კი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ხით, მაგ­რამ ვიქ­ტორ ჟა­მუ­ტაშ­ვი­ლი არ აღი­ა­რებს ბრალს. უფრო მე­ტიც, მე დავ­კი­თხე რამ­დე­ნი­მე მოწ­მე და ადას­ტუ­რე­ბენ, რომ ვიქ­ტო­რის და­ვა­ლე­ბით, ნე­ბის­მი­ერ პირს, რო­მე­ლიც ნარ­კო­ტი­კუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და, „გა­ლე­რი­ში“ არ უშ­ვებ­დნენ. გა­ყიდ­ვა­ზე ხომ ზედ­მე­ტია სა­უ­ბა­რი?

ე.წ. მოწ­მე, რო­მე­ლიც ჩემი ვა­რა­უ­დით და სხვა­დას­ხვა წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, აგენ­ტია, ვერ ჩა­მო­ყა­ლიბ­და, თვი­თონ მი­ვი­და პო­ლი­ცი­ა­ში და მათ თა­ნამ­შრომლბა შეს­თა­ვა­ზა თუ პი­რი­ქით, აი­ძუ­ლეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. თა­ვა­დაც ნა­სა­მარ­თლე­ვია ნარ­კო­და­ნა­შა­ულ­ზე. არ­სე­ბობს კი­დევ ერთი მოწ­მე, რო­მე­ლიც მე დავ­კი­თხე და ის ამ­ბობს, რომ ორ­ჯერ სწო­რედ ამ აგენ­ტის­გან შე­ი­ძი­ნა ექ­სტა­ზი. ასე­ვე, ერთ-ერთი და­კი­თხუ­ლი ამ­ბობს, რომ გლ­და­ნის ცი­ხე­ში ერ­თად იხ­დიდ­ნენ სას­ჯელს ის და ე.წ. მოწ­მე და ეს უკა­ნას­კნე­ლი საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბით გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

ე.წ. მოწ­მე „გა­ლე­რის“ დაც­ვის ერთ-ერ­თმა თა­ნამ­შრო­მელ­მა შე­უშ­ვა კლუბ­ში, რო­მელ­საც ცი­ხი­დან იც­ნობ­და. დავ­კი­თხე კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც მი­თხრა, რომ სპე­ცო­პე­რა­ცი­ამ­დე პო­ლი­ცია აი­ძუ­ლებ­და თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, თუმ­ცა უარი თქვა და ბო­ლოს ახ­ლობ­ლე­ბი ჩა­რია, რომ მას­ზე ზე­წო­ლა შე­წყვე­ტი­ლი­ყო.

- მხო­ლოდ ერთი მოწ­მეა რვა­ვე და­კა­ვე­ბუ­ლის საქ­მე­ზე?

- ეს ადა­მი­ა­ნი არის მოწ­მე 7 და­კა­ვე­ბულ­ზე და ერთ და­კა­ვე­ბულ­ზე ირა­ნის მო­ქა­ლა­ქეა მოწ­მე. ვიქ­ტორ ჟა­მუ­ტაშ­ვი­ლი არ აღი­ა­რებს და­ნა­შა­ულს და არც ამის რე­ა­ლუ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ­სე­ბობს.

სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბის ღა­მეს, პო­ლი­ცი­ამ ერთი გო­გო­ნა, 22 წლის ქეთი მუ­რუ­სი­ძე და­ა­კა­ვა. მის უფ­ლე­ბებს ად­ვო­კა­ტი გია გო­რო­ზია იცავს.

- ქეთი "კა­ზი­ნო აჭა­რას­თან" და­ა­კა­ვეს და ის ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­სა­ღე­ბას უარ­ყოფს. არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ არ ყიდ­და ნარ­კო­ტი­კებს, ის ყიდ­და პა­რა­ცე­ტა­მოლს და ამო­ღე­ბუ­ლია პა­რა­ცე­ტა­მო­ლი. ეს არის თაღ­ლი­თო­ბა, რო­მე­ლიც 4-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს და მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლია.

ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა იცის, რომ მძი­მე და­ნა­შა­ულ­ში ედე­ბა ბრა­ლი და ძა­ლი­ან ღე­ლავს ამის გამო. ჯერ­ჯე­რო­ბით მისი საქ­მის მოწ­მე­ე­ბის და­კი­თხვა არ და­წყე­ბუ­ლა და არც საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი. ვნა­ხოთ რა იქ­ნე­ბა.

ად­ვო­კა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბებს პა­სუ­ხობს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა. უწყე­ბა­ში სიც­რუ­ეს უწო­დე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ კლუ­ბებ­ში - „ბა­სი­ან­სა“ და „გა­ლე­რი­ში“ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას და­კა­ვე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე ბრალ­დე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კის ნაც­ვლად ციტ­რა­მონს და პა­რა­ცე­ტა­მოლს ჰყიდ­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში კი აცხა­დე­ბენ, რომ ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის, ქეთი მუ­რუ­სი­ძის­გან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი 5 სა­კონ­ტრო­ლო შეს­ყიდ­ვი­დან 3 შემ­თხვე­ვა­ში შე­ძე­ნი­ლი იქნა არა­ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, არა­ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა აღ­მოჩ­ნდა ბრალ­დე­ბულ ლაშა მა­მუ­ლა­იშ­ვი­ლის­გან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვის შემ­თხვე­ვა­შიც.

იხი­ლეთ ვი­დეო: "ბა­სი­ან­სა" და "გა­ლე­რი­ში" სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას და­კა­ვე­ბუ­ლი 3 პირი ნარ­კო­ტი­კის ნაც­ვლად ციტ­რა­მონს და პა­რა­ცე­ტა­მოლს ჰყიდ­და - ად­ვო­კა­ტე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
მკითხველის რჩევით
ავტორი:

"ამოღებულია ციტრამონი, ისინი არ ყიდდნენ ნარკოტიკს" - რა ეტაპზეა ღამის კლუბებში სპეცოპერაციისას დაკავებულების საქმე

"ამოღებულია ციტრამონი, ისინი არ ყიდდნენ ნარკოტიკს" - რა ეტაპზეა ღამის კლუბებში სპეცოპერაციისას დაკავებულების საქმე

2018 წლის 12 მაისს ღამის კლუბებში - „ბასიანი“, „გალერი“ და თბილისში სხვადასხვა ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა მასშტაბური სპეცოპერაციები ჩაატარეს, რის შედეგადაც 8 ახალგაზრდა დააკავეს, რომელთაც ბრალი ნარკოდანაშაულში ედებათ. სპეცოპერაციიდან ხუთი თვის შემდეგ, ყველა დაკავებული ჯერ კიდევ წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

პოლიციამ სპეცოპერციების შედეგად დააკავა: კაფე "გალერის" დაცვის წევრი, 1988 წელს დაბადებული ვიქტორ ჟამუტაშვილი, 1992 წელს დაბადებული ლაშა მამულაიშვილი, 1996 წელს დაბადებული ქეთი მურუსიძე, 1997 წელს დაბადებული მიხეილ მიქაძე, 1995 წელს დაბადებული ბორის დარახველიძე, 1994 წელს დაბადებული თორნიკე ჩუტკერაშვილი, 1994 წელს დაბადებული ჯემალ ელიავა და 1988 წელს დაბადებული გიორგი მამუკელაშვილი.

რა ეტაპზეა ამჯერად "ბასიანის საქმე" - ამის გასარკვევად AMBEBI.GE ორი დაკავებულის - ვიქტორ ჟამუტაშვილის და ქეთი მურუსიძის ადვოკატებს დაუკავშირდა.

ჟამუტაშვილის ადვოკატის, ხათუნა ხურცილავას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დღემდე დუმილის უფლებას იყენებს:

"მაისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული 8 პირის საქმეები გაიყო და დაწყებულია არსებითი განხილვა. თუ რატომ გაიყო საქმეები, ამაზე პროკურატურასაც არ გაუკეთებია განმარტება, მაგრამ ჩემი როგორც იურისტის პოზიციიდან გეტყვით, რომ არცერთი ბრალდებული კავშირში არ იყო ერთმანეთთან, აბსოლუტურად სხვადასხვა საქმეებია და ასე ჯობია პროკურატურისთვისაც და სასამართლოსთვის. ყველა დაკავებულს ცალკე მოსამართლე ჰყავს.

სამ ბრალდებულზე დადასტურდა და მტკიცებულების სახითაც იქნა ამოღებული ციტრამონი, ისინი არ ყიდნენ ნარკოტიკს.

- რაც შეეხება უშუალოდ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფს, ვიქტორ ჟამუტაშვილს, ისევ დუმილის უფლებას იყენებს? რას ედავება მას გამოძიება?

- ვიქტორი ისევ დუმილის უფლებას იყენებს. რეალურ სასჯელზე თანახმა ვართ, ამოღებულია ნარკოტიკი მტკიცებულების სახით, მაგრამ ვიქტორ ჟამუტაშვილი არ აღიარებს ბრალს. უფრო მეტიც, მე დავკითხე რამდენიმე მოწმე და ადასტურებენ, რომ ვიქტორის დავალებით, ნებისმიერ პირს, რომელიც ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, „გალერიში“ არ უშვებდნენ. გაყიდვაზე ხომ ზედმეტია საუბარი?

ე.წ. მოწმე, რომელიც ჩემი ვარაუდით და სხვადასხვა წყაროების ცნობით, აგენტია, ვერ ჩამოყალიბდა, თვითონ მივიდა პოლიციაში და მათ თანამშრომლბა შესთავაზა თუ პირიქით, აიძულეს თანამშრომლობა. თავადაც ნასამართლევია ნარკოდანაშაულზე. არსებობს კიდევ ერთი მოწმე, რომელიც მე დავკითხე და ის ამბობს, რომ ორჯერ სწორედ ამ აგენტისგან შეიძინა ექსტაზი. ასევე, ერთ-ერთი დაკითხული ამბობს, რომ გლდანის ციხეში ერთად იხდიდნენ სასჯელს ის და ე.წ. მოწმე და ეს უკანასკნელი საპროცესო გარიგებით გათავისუფლდა.

ე.წ. მოწმე „გალერის“ დაცვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა შეუშვა კლუბში, რომელსაც ციხიდან იცნობდა. დავკითხე კიდევ ერთი ადამიანი, რომელმაც მითხრა, რომ სპეცოპერაციამდე პოლიცია აიძულებდა თანამშრომლობას, თუმცა უარი თქვა და ბოლოს ახლობლები ჩარია, რომ მასზე ზეწოლა შეწყვეტილიყო.

- მხოლოდ ერთი მოწმეა რვავე დაკავებულის საქმეზე?

- ეს ადამიანი არის მოწმე 7 დაკავებულზე და ერთ დაკავებულზე ირანის მოქალაქეა მოწმე. ვიქტორ ჟამუტაშვილი არ აღიარებს დანაშაულს და არც ამის რეალური მტკიცებულებები არსებობს.

სპეცოპერაციების ღამეს, პოლიციამ ერთი გოგონა, 22 წლის ქეთი მურუსიძე დააკავა. მის უფლებებს ადვოკატი გია გოროზია იცავს.

- ქეთი "კაზინო აჭარასთან" დააკავეს და ის ნარკოტიკების გასაღებას უარყოფს. არსებობს მტკიცებულებები, რომ არ ყიდდა ნარკოტიკებს, ის ყიდდა პარაცეტამოლს და ამოღებულია პარაცეტამოლი. ეს არის თაღლითობა, რომელიც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და მძიმე კატეგორიის დანაშაულია.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა იცის, რომ მძიმე დანაშაულში ედება ბრალი და ძალიან ღელავს ამის გამო. ჯერჯერობით მისი საქმის მოწმეების დაკითხვა არ დაწყებულა და არც საპროცესო გარიგებაზეა საუბარი. ვნახოთ რა იქნება.

ადვოკატების განცხადებებს პასუხობს მთავარი პროკურატურა. უწყებაში სიცრუეს უწოდებენ ინფორმაციას, რომ კლუბებში - „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რამდენიმე ბრალდებული ნარკოტიკის ნაცვლად ციტრამონს და პარაცეტამოლს ჰყიდდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის, ქეთი მურუსიძისგან განხორციელებული 5 საკონტროლო შესყიდვიდან 3 შემთხვევაში შეძენილი იქნა არანარკოტიკული საშუალებები. მათივე განმარტებით, არანარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა ბრალდებულ ლაშა მამულაიშვილისგან განხორციელებული შესყიდვის შემთხვევაშიც.

იხილეთ ვიდეო: "ბასიანსა" და "გალერიში" სპეცოპერაციისას დაკავებული 3 პირი ნარკოტიკის ნაცვლად ციტრამონს და პარაცეტამოლს ჰყიდდა - ადვოკატები

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს