საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ს სპეცსამსახურების ვარაუდით, ჯა­მალ ხა­შო­გის მკვლელობაში საუდის არაბეთის პრინცია გარეული - რას წერს The New York Times
აშშ-ს სპეცსამსახურების ვარაუდით, ჯა­მალ ხა­შო­გის მკვლელობაში საუდის არაბეთის პრინცია გარეული - რას წერს The New York Times

აშშ-ს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი იმ აზ­რის­კენ იხ­რე­ბი­ან, რომ The Washington Post-ის ჟურ­ნა­ლის­ტის ჯა­მალ ხა­შო­გი მკვლე­ლო­ბა­ში სა­უ­დის არა­ბე­თის მემ­კვიდ­რე პრინ­ცი მუ­ჰა­მედ იბნ სალ­მა­ნია გა­რე­უ­ლი. ამის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მა The New York Times წერს.

გა­მო­ცე­მის წყა­რო­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აშშ-ს სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რებს ჯერ მკვლე­ლო­ბას­თან მემ­კვიდ­რე პრინ­ცის კავ­ში­რის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ აქვთ, მაგ­რამ „უკვე და­უგ­როვ­დათ საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბის ირი­ბი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი“. დაზ­ვერ­ვის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, სა­უ­დე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტის და­კა­ვე­ბის გეგ­მას გა­ნი­ხი­ლავ­დნენ. პრინ­ცის მი­მართ ეჭ­ვებს აძ­ლი­ე­რებს ის ფაქ­ტიც, რომ ხა­შო­გის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილ პი­რებს შო­რის მისი დაც­ვის წევ­რე­ბიც არი­ან.

The New York Times-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, „ამე­რი­კულ­მა მხა­რემ ჯერ ვერ გა­ა­კე­თა დას­კვნა, გას­ცა თუ არა პრინცმა მუ­ჰა­მედ­მა პირ­და­პი­რი ბრძა­ნე­ბა ხა­შო­გის მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ, თუ მას ჟურ­ნა­ლის­ტის და­კა­ვე­ბა და სა­უ­დის არა­ბეთ­ში იძუ­ლე­ბით დაბ­რუ­ნე­ბა სურ­და“.

წარ­მო­შო­ბით სა­უ­დე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ჯა­მალ ხა­შო­გი ერ-რი­ა­დის მი­მართ კრი­ტი­კუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით არის ცნო­ბი­ლი. 2017 წელს მან სამ­შობ­ლო და­ტო­ვა და სა­ცხოვ­რებ­ლად აშშ-ში გა­და­ვი­და. მიმ­დი­ნა­რე წლის 2 ოქ­ტომ­ბერს ის სტამ­ბოლ­ში, სა­უ­დის არა­ბე­თის გე­ნე­რა­ლურ სა­კონ­სუ­ლო­ში მი­ვი­და, იმის შემ­დეგ რაც სა­კონ­სუ­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მას ტე­ლე­ფო­ნით და­უ­კავ­შირ­დნენ და გარ­კვე­უ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის ხელ­მო­წე­რის მიზ­ნით სა­კონ­სუ­ლო­ში მის­ვლა სთხო­ვეს.

ხა­შო­გი სა­კონ­სუ­ლო­ში სა­ცო­ლეს­თან ერ­თად მი­ვი­და, თუმ­ცა ის შე­ნო­ბა­ში არ შე­უშ­ვეს. შეს­ვლი­დან 5 სა­ა­თის შემ­დეგ სა­კონ­სუ­ლო­ში ჟურ­ნა­ლის­ტის სა­ცო­ლეს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ხა­შო­გი უკვე წა­ვი­და. ჟურ­ნა­ლის­ტის ოჯა­ხი და მე­გობ­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ჯა­მალ ხა­შო­გი სა­უ­დის არა­ბე­თის სა­კონ­სუ­ლო­შია მოკ­ლუ­ლი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

აშშ-ს სპეცსამსახურების ვარაუდით, ჯა­მალ ხა­შო­გის მკვლელობაში საუდის არაბეთის პრინცია გარეული - რას წერს The New York Times

აშშ-ს სპეცსამსახურების ვარაუდით, ჯა­მალ ხა­შო­გის მკვლელობაში საუდის არაბეთის პრინცია გარეული - რას წერს The New York Times

აშშ-ს სპეცსამსახურები იმ აზრისკენ იხრებიან, რომ The Washington Post-ის ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგი მკვლელობაში საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ იბნ სალმანია გარეული. ამის შესახებ გამოცემა The New York Times წერს.

გამოცემის წყაროების ინფორმაციით, აშშ-ს სადაზვერვო სამსახურებს ჯერ მკვლელობასთან მემკვიდრე პრინცის კავშირის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებები არ აქვთ, მაგრამ „უკვე დაუგროვდათ საკმაო რაოდენობის ირიბი მტკიცებულებები“. დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, საუდელი ოფიციალური პირები ჟურნალისტის დაკავების გეგმას განიხილავდნენ. პრინცის მიმართ ეჭვებს აძლიერებს ის ფაქტიც, რომ ხაშოგის გაუჩინარებაში ეჭვმიტანილ პირებს შორის მისი დაცვის წევრებიც არიან.

The New York Times-ის ინფორმაციით, „ამერიკულმა მხარემ ჯერ ვერ გააკეთა დასკვნა, გასცა თუ არა პრინცმა მუჰამედმა პირდაპირი ბრძანება ხაშოგის მკვლელობის შესახებ, თუ მას ჟურნალისტის დაკავება და საუდის არაბეთში იძულებით დაბრუნება სურდა“.

წარმოშობით საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით არის ცნობილი. 2017 წელს მან სამშობლო დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ის სტამბოლში, საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში მივიდა, იმის შემდეგ რაც საკონსულოს თანამშრომლები მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და გარკვეული დოკუმენტების ხელმოწერის მიზნით საკონსულოში მისვლა სთხოვეს.

ხაშოგი საკონსულოში საცოლესთან ერთად მივიდა, თუმცა ის შენობაში არ შეუშვეს. შესვლიდან 5 საათის შემდეგ საკონსულოში ჟურნალისტის საცოლეს განუცხადეს, რომ ხაშოგი უკვე წავიდა. ჟურნალისტის ოჯახი და მეგობრები ვარაუდობენ, რომ ჯამალ ხაშოგი საუდის არაბეთის საკონსულოშია მოკლული.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე