საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიშას დავბრიდავ. სამი ოთხი თვე მოვამზადებ და... ვაბშე იარაღს არ გამოვიყენებ, ისე დავბრიდავ" - სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის მორიგი ფარული აუდიოჩანაწერი
"მიშას დავბრიდავ. სამი ოთხი თვე მოვამზადებ და... ვაბშე იარაღს არ გამოვიყენებ, ისე დავბრიდავ" - სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის მორიგი ფარული აუდიოჩანაწერი

ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“ ახა­ლი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერს ასა­ჯა­რო­ებს, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი დე­პუ­ტატ ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძე­სა და პრო­კუ­რა­ტუ­რის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვილ პირს, და­ვით ცუ­ხიშ­ვილს ესა­უბ­რე­ბა.

„კუ­რი­ე­რის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, აუ­დი­ო­ფა­ილ­ში სუ­ბე­ლი­ა­ნი ამ­ბობს, რომ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი გაგ­ზავ­ნი­ლი აქვს გერ­მა­ნი­ა­ში, გეგ­მავს, რომ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ა­ტა­როს. მისი თქმით, აქვს მი­მო­წე­რა თბი­ლი­სის ყო­ფილ პრო­კუ­რორ­თან, მი­ხე­ილ შა­ყუ­ლაშ­ვილ­თან. მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ეს კომ­პრო­მა­ტე­ბი გა­ა­სა­ჯა­რო­ოს.

„მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი - "შენ მე შტე­რი გგო­ნი­ვარ? რო­მამ, ჩემი და გიოს ძმა­კა­ცი ხო­მაა. ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ, ვას­კას, რაც მო­უ­ვი­და, ის რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, და­კა­ვე­ბის წინა დღეს წა­ი­ღო ტე­ლე­ფო­ნი და გერ­მა­ნი­ა­შია. ბო...ლი ვიყო, ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ექ­სპერ­ტი­ზას ჩა­ვა­ტა­რებ და ... მი­შას კი არა, მთელ სამ­მარ­თვე­ლოს და­ვა­ჭე­რი­ნებ, ისე­თი მი­მო­წე­რე­ბია. კარ­გი რა, ეგ შე­მეშ­ლე­ბო­და ახლა მე.

ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძე - შენი და შა­ყუ­ლაშ­ვი­ლი?

მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი - აბა, რა!

ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძე - ჩა­ნა­წე­რე­ბი?

მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი - ყვე­ლა­ფე­რი ძმაო, იმ დღის მო­მენ­ტი­დან. თხოვ­ნე­ბი - აქეთ ამა­ში და­მეხ­მა­რე, იმა­ში და­მეხ­მა­რე...

ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძე - მი­შა­თი?

მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი - აბა რა. მიშა რო

ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძე - მა­გის დედა...

მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი - მიშა რომ ლა­პა­რა­კობს და ტ..კს ათა­მა­შებს. პირ­და­პირ მი­მო­წე­რე­ბია. მა­გა­ზე ვარ გა­გი­ჟე­ბუ­ლი. თუ კაცი იმას არ ნა­ხავს.

ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძე - შო­თა­ძე რომ ამ­ბობ­და, სუ­ბე­ლი­ა­ნის საქ­მე გა­იხ­სნე­ბაო..

მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი - ბიჭო, ძმაო, არა­ფე­რი, ერთი წამი, მა­ცა­ლე...", - აღ­ნიშ­ნუ­ლია „კუ­რი­ე­რის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ჩა­ნა­წერ­ში.

"რუს­თა­ვი 2"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ აუ­დი­ო­ფა­ილ­ში პრო­კუ­რა­ტუ­რის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი და ხო­რა­ვას საქ­მის ფარ­გლებ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ იმ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს ახ­სე­ნებს, რო­მელ­თა მა­კომ­პრო­მე­ტი­რე­ბე­ლი მა­სა­ლე­ბი აქვს. მათ შო­რის პირ­ვე­ლია სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი კახი კა­ხიშ­ვი­ლი. ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, და­კა­ვე­ბამ­დე სწო­რედ მის­გან მო­ი­თხოვ­და სუ­ბე­ლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ პი­რო­ბებს და ფა­რუ­ლი მა­სა­ლე­ბით აშან­ტა­ჟებ­და.

სა­ვა­რა­უ­დოდ სუ­ბე­ლი­ა­ნის თქმით, 2013 წელს კა­ხიშ­ვი­ლი ფა­რუ­ლი მი­ყუ­რა­დე­ბის ობი­ექ­ტი იყო. პრო­კუ­რა­ტუ­რის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან გა­მარ­თულ აქ­ცი­ებს, იქ ლალი მო­როშ­კი­ნას მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­სა და მო­როშ­კი­ნა­სა და კა­ხიშ­ვი­ლის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარს ახ­სე­ნებს.

„მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი - „ეს ყვე­ლა­ფე­რი არის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, ძმაო, ესე­ნი არი­ან ნა­ცებ­თან. ეს თემა თუ არ იყოს, შე­მა­ფურ­თხე თვა­ლებ­ში, რა­საც ესე­ნი აკე­თე­ბენ. ამას ესე­ნი აკე­თე­ბენ ხე­ლოვ­ნუ­რად, რომ მე ავ­ფეთ­ქდე, გავ­გიჟ­დე, კა­მე­რა ჩა­მო­ვი­ღო, ერთი-ორი კონ­ტრო­ლი­ო­რი ზე­მო­დან და­ვაწ­ვი­ნო და მერე თქვან, აი, ხომ ხე­დავთ რა, მირ­ზამ ვერ გა­ქა­ჩაო, ნერ­ვებ­მა უმტყუ­ნაო. აბა, რის­თვის ხდე­ბა ეს. თო­რემ და­ჭე­რამ­დე ორი დღით ადრე ავე­დი მი­ნის­ტრთან კა­ხიშ­ვილ­თან, მე თვი­თონ ვი­ყა­ვი და მივ­დი­ვარ ძმაო და ვჯდე­ბი-მეთ­ქი და იმე­დია, შენი მხრი­დან პ..ბა არ იქ­ნე­ბა მეთ­ქი, პირ­ში ვუ­თხა­რი, თორე შენ რა­საც აკე­თებ­დი 2013 წელ­ში ეგ ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი-მეთ­ქი, ერთ რა­მეს შე­გახ­სე­ნებ მეთ­ქი, შენ რომ ლალი მო­როშ­კი­ნას მარ­თავ­დი-მეთ­ქი და ერთხელ რომ გა­ვი­და ზეთ­ში მეთ­ქი და „კახი, კახი“ და რომ ატყდა ერთი ამ­ბა­ვი მეთ­ქი, შენ და­ა­რი­გე ლალი მა­როშ­კი­ნა, რომ შენი სა­ხე­ლი კი არა, კახი კა­ლა­ძის სა­ხე­ლი იყო და ეგ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი ტ...ში აქვთ მეთ­ქი. რავი, მე მგო­ნი დრო ხომ არ არის, რა­ღაც რომ .. მო­ვახ­დი­ნო, იმი­ტომ რომ იქ „ომე­გას“ აქვს ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი, აქ პეტ­რეს მიაქ ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი, აქ თურ­მე შა­ყუ­ლაშ­ვი­ლი გა­მო­ვი­და და მე გა­მო­მიყ­ვა­ნა, თურ­მე ჩემი შვი­ლი მოკ­ლე­სო, ჩათ­ვა­ლეო“, - ნათ­ქვა­მია ჩა­ნა­წე­რებ­ში, რო­მელ­საც „რუს­თა­ვი 2“ ავ­რცე­ლებს.

ფა­რულ ჩა­ნა­წერ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ლიკ­ვი­და­ცი­ა­ზეც სა­უბ­რობს.

სა­ვა­რუ­დოდ, სუ­ბე­ლი­ა­ნი დი­ა­ლოგ­ში ამ­ტკი­ცებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად სამ­თვი­ა­ნი ვადა მის­თვის საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბო­და. რო­გორც სა­ვა­რა­უ­დოდ მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი ჩა­ნა­წერ­ში ამ­ბობს, ორი ვა­რი­ან­ტი აქვს - ან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან შეკ­ვრა ან მისი მოკ­ვლა.

გავ­რცე­ლე­ბულ ჩა­ნა­წერ­ში სა­ვა­რა­უ­დოდ მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი სო­ზარ სუ­ბა­რის გვარ­საც ახ­სე­ნებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ მისი და სუ­ბა­რის გზე­ბი გა­ი­ყო.

“მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი - ეჰ, ეგრე არ არი. ამათ უნ­დათ, რომ ფიქ­რო­ბენ, რომ მე ცი­ხე­ში გავ­ტყდე­ბი და იმ თე­მა­ზე წა­ვალ, რა­საც ეგე­ნი მე­უბ­ნე­ბი­ან. რატო არ წა­ვი­დე ... ავი­ღებ­დი ორ მი­ლი­ონს, ჩა­ვი­დებ­დი ჯი­ბე­ში და წა­ვი­დო­დი პა­რიზ­ში და და­ვა­ლე­წავ­დი თავ-ყბას ყვე­ლას და ღირ­სე­ბიც იქ­ნე­ბოდ­ნენ დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან. მაგ­რამ დღეს ამას ვერ ვი­ზამ, კა­ცუ­რი სი­ტყვა მაქვს ნათ­ქვა­მი და ხელი მაქვს ჩა­მორ­თმე­უ­ლი და ჩემი სი­ტყვა არ დარ­ღვე­უ­ლა არას­დროს მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და დღეს ამას არ ვი­ზამ, მაგ­რამ. მაგ­რამ რომ გა­მო­ვალ გა­რეთ, და­ვუჯ­დე­ბი, ძმაო, და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი და ვე­ტყვი, ძმაო, ამ ყვე­ლაფ­რის მერე ვინ ვარ, კი­დევ „იზ­ვოი“ ვარ? და­მი­ფიქ­სი­რეთ! მტე­რი ვარ კი­დევ თქვე­ნი? რო ვი­ცო­დე რა სა­მო­მავ­ლოდ. მერე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ვიქ­ნე­ბი ჩემს ქმე­დე­ბებ­ზე. ჩემი გა­და­სა­წყვე­ტია. არა­ვი­ზე ნაკ­ლე­ბი ორა­ტო­რი არ ვარ, არა­ვი­ზე ნაკ­ლე­ბი ჭკუა მე არ მაქვს და არც არა­ვი­ზე ნაკ­ლე­ბი კომ­პრო­მა­ტე­ბი არ მაქვს. ამას, რა­საც მე მაბ­რა­ლებ­დნენ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა. ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და კად­რებ­ში მა­ყურ­ყუ­ტებ­დნენ, მირ­ზა არ გავ­წი­ოთ, ბევ­რი კომ­პრო­მა­ტი აქ­ვსო, ერთი კაცი მი­თხრან, ვის­თა­ნაც დამ­ცდე­ნია რამე.

და­ვით ცუ­ხიშ­ვი­ლი - აი, მა­გას ვამ­ბობ, წინ ვის დახ­ვედ­რია?

მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი - ზოგ-ზო­გი­ერ­თე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, აგერ „ომე­გა ჯგუ­ფი­სა“ და უჩას ჩა­ნა­წე­რე­ბის მსგავ­სად, არა­ვის არა­ფე­რი არ დახ­ვედ­რია. ერ­თა­დერ­თი ფაქ­ტო­რი, ძმაო, რაც მა­კა­ვებ­და, ეს სო­ზა­რის ფაქ­ტო­რია. დღეს ეგ ფაქ­ტო­რიც აღარ არ­სე­ბობს. არ არ­სე­ბობს იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ მე მი­ვალ და ამ კაცს ავუხ­სნი. ის თვი­თონ გულ­გა­ტე­ხი­ლია, ის ჩემ­ზე მეტს ნერ­ვი­უ­ლობ­და და ვე­ტყვი, რომ სო­ზარ, შენ ნუ გე­წყი­ნე­ბა, ძმაო, ჩვე­ნი გზე­ბი გა­იყ­რე­ბა. მე რა­საც გა­ვა­კე­თებ, მე ვიცი. და­ირ­ღვე­ვა პი­რო­ბა? მე ვიცი, შევ­ხე­დავ, ძმაო, გვერ­დში ვჭირ­დე­ბი? გა­მიშ­ვით, ვაბ­შე, მი­შას დავ­ბრი­დავ. სამი ოთხი თვე მო­ვამ­ზა­დებ და... ვაბ­შე ია­რაღს არ გა­მო­ვი­ყე­ნებ, ისე დავ­ბრი­დავ. რა­ღა­ცას გა­ვუ­კე­თებ. ორი ვა­რი­ან­ტია, ან უნდა დავ­ბრი­დო, ან უნდა შე­ვეკ­რა და მა­გას­თან შეკ­ვრა არ მინ­და, ნამ­დვი­ლად არ მხიბ­ლავს მა­გი­სი წი­ნა­და­დე­ბე­ბი მე.

მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი - მე ვლა­პა­რა­კობ სი­სუ­ლე­ლე­ებს? პარ­ლა­მენ­ტში რას გე­უბ­ნე­ბი­ან, რატო ზისო?

ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძე - ეცო­დე­ბი ვი­ღა­ცე­ებს.. შვი­ლებს ვფი­ცა­ვარ“.

00:00 / 00:00
რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"მიშას დავბრიდავ. სამი ოთხი თვე მოვამზადებ და... ვაბშე იარაღს არ გამოვიყენებ, ისე დავბრიდავ" - სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის მორიგი ფარული აუდიოჩანაწერი

"მიშას დავბრიდავ. სამი ოთხი თვე მოვამზადებ და... ვაბშე იარაღს არ გამოვიყენებ, ისე დავბრიდავ" - სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის მორიგი ფარული აუდიოჩანაწერი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ახალი აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესა და პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის ნდობით აღჭურვილ პირს, დავით ცუხიშვილს ესაუბრება.

„კურიერის“ ინფორმაციით, აუდიოფაილში სუბელიანი ამბობს, რომ მობილური ტელეფონი გაგზავნილი აქვს გერმანიაში, გეგმავს, რომ ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაატაროს. მისი თქმით, აქვს მიმოწერა თბილისის ყოფილ პროკურორთან, მიხეილ შაყულაშვილთან. მირზა სუბელიანი არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ეს კომპრომატები გაასაჯაროოს.

„მირზა სუბელიანი - "შენ მე შტერი გგონივარ? რომამ, ჩემი და გიოს ძმაკაცი ხომაა. ერთად გავიზარდეთ, ვასკას, რაც მოუვიდა, ის რომ არ ყოფილიყო, დაკავების წინა დღეს წაიღო ტელეფონი და გერმანიაშია. ბო...ლი ვიყო, ალტერნატიულ ექსპერტიზას ჩავატარებ და ... მიშას კი არა, მთელ სამმართველოს დავაჭერინებ, ისეთი მიმოწერებია. კარგი რა, ეგ შემეშლებოდა ახლა მე.

ვიქტორ ჯაფარიძე - შენი და შაყულაშვილი?

მირზა სუბელიანი - აბა, რა!

ვიქტორ ჯაფარიძე - ჩანაწერები?

მირზა სუბელიანი - ყველაფერი ძმაო, იმ დღის მომენტიდან. თხოვნები - აქეთ ამაში დამეხმარე, იმაში დამეხმარე...

ვიქტორ ჯაფარიძე - მიშათი?

მირზა სუბელიანი - აბა რა. მიშა რო

ვიქტორ ჯაფარიძე - მაგის დედა...

მირზა სუბელიანი - მიშა რომ ლაპარაკობს და ტ..კს ათამაშებს. პირდაპირ მიმოწერებია. მაგაზე ვარ გაგიჟებული. თუ კაცი იმას არ ნახავს.

ვიქტორ ჯაფარიძე - შოთაძე რომ ამბობდა, სუბელიანის საქმე გაიხსნებაო..

მირზა სუბელიანი - ბიჭო, ძმაო, არაფერი, ერთი წამი, მაცალე...", - აღნიშნულია „კურიერის“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერში.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ახალ აუდიოფაილში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი და ხორავას საქმის ფარგლებში დაკავებული მირზა სუბელიანი „ქართული ოცნების“ იმ მაღალჩინოსნებს ახსენებს, რომელთა მაკომპრომეტირებელი მასალები აქვს. მათ შორის პირველია სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი კახი კახიშვილი. ჩანაწერის მიხედვით, დაკავებამდე სწორედ მისგან მოითხოვდა სუბელიანი პატიმრობის განსაკუთრებულ პირობებს და ფარული მასალებით აშანტაჟებდა.

სავარაუდოდ სუბელიანის თქმით, 2013 წელს კახიშვილი ფარული მიყურადების ობიექტი იყო. პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი სასჯელაღსრულების სამინისტროსთან გამართულ აქციებს, იქ ლალი მოროშკინას მონაწილეობასა და მოროშკინასა და კახიშვილის სატელეფონო საუბარს ახსენებს.

„მირზა სუბელიანი - „ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული, ძმაო, ესენი არიან ნაცებთან. ეს თემა თუ არ იყოს, შემაფურთხე თვალებში, რასაც ესენი აკეთებენ. ამას ესენი აკეთებენ ხელოვნურად, რომ მე ავფეთქდე, გავგიჟდე, კამერა ჩამოვიღო, ერთი-ორი კონტროლიორი ზემოდან დავაწვინო და მერე თქვან, აი, ხომ ხედავთ რა, მირზამ ვერ გაქაჩაო, ნერვებმა უმტყუნაო. აბა, რისთვის ხდება ეს. თორემ დაჭერამდე ორი დღით ადრე ავედი მინისტრთან კახიშვილთან, მე თვითონ ვიყავი და მივდივარ ძმაო და ვჯდები-მეთქი და იმედია, შენი მხრიდან პ..ბა არ იქნება მეთქი, პირში ვუთხარი, თორე შენ რასაც აკეთებდი 2013 წელში ეგ ძალიან კარგად ვიცი-მეთქი, ერთ რამეს შეგახსენებ მეთქი, შენ რომ ლალი მოროშკინას მართავდი-მეთქი და ერთხელ რომ გავიდა ზეთში მეთქი და „კახი, კახი“ და რომ ატყდა ერთი ამბავი მეთქი, შენ დაარიგე ლალი მაროშკინა, რომ შენი სახელი კი არა, კახი კალაძის სახელი იყო და ეგ აუდიოჩანაწერები ტ...ში აქვთ მეთქი. რავი, მე მგონი დრო ხომ არ არის, რაღაც რომ .. მოვახდინო, იმიტომ რომ იქ „ომეგას“ აქვს ფარული ჩანაწერები, აქ პეტრეს მიაქ ფარული ჩანაწერები, აქ თურმე შაყულაშვილი გამოვიდა და მე გამომიყვანა, თურმე ჩემი შვილი მოკლესო, ჩათვალეო“, - ნათქვამია ჩანაწერებში, რომელსაც „რუსთავი 2“ ავრცელებს.

ფარულ ჩანაწერში, სავარაუდოდ მირზა სუბელიანი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციაზეც საუბრობს.

სავარუდოდ, სუბელიანი დიალოგში ამტკიცებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გასანეიტრალებლად სამთვიანი ვადა მისთვის საკმარისი იქნებოდა. როგორც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ჩანაწერში ამბობს, ორი ვარიანტი აქვს - ან მიხეილ სააკაშვილთან შეკვრა ან მისი მოკვლა.

გავრცელებულ ჩანაწერში სავარაუდოდ მირზა სუბელიანი სოზარ სუბარის გვარსაც ახსენებს და აღნიშნავს, რომ მისი და სუბარის გზები გაიყო.

“მირზა სუბელიანი - ეჰ, ეგრე არ არი. ამათ უნდათ, რომ ფიქრობენ, რომ მე ციხეში გავტყდები და იმ თემაზე წავალ, რასაც ეგენი მეუბნებიან. რატო არ წავიდე ... ავიღებდი ორ მილიონს, ჩავიდებდი ჯიბეში და წავიდოდი პარიზში და დავალეწავდი თავ-ყბას ყველას და ღირსებიც იქნებოდნენ დღევანდელი გადმოსახედიდან. მაგრამ დღეს ამას ვერ ვიზამ, კაცური სიტყვა მაქვს ნათქვამი და ხელი მაქვს ჩამორთმეული და ჩემი სიტყვა არ დარღვეულა არასდროს მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში და დღეს ამას არ ვიზამ, მაგრამ. მაგრამ რომ გამოვალ გარეთ, დავუჯდები, ძმაო, დაველაპარაკები და ვეტყვი, ძმაო, ამ ყველაფრის მერე ვინ ვარ, კიდევ „იზვოი“ ვარ? დამიფიქსირეთ! მტერი ვარ კიდევ თქვენი? რო ვიცოდე რა სამომავლოდ. მერე პასუხისმგებელი ვიქნები ჩემს ქმედებებზე. ჩემი გადასაწყვეტია. არავიზე ნაკლები ორატორი არ ვარ, არავიზე ნაკლები ჭკუა მე არ მაქვს და არც არავიზე ნაკლები კომპრომატები არ მაქვს. ამას, რასაც მე მაბრალებდნენ მთელი ცხოვრება. ოთხი წლის განმავლობაში და კადრებში მაყურყუტებდნენ, მირზა არ გავწიოთ, ბევრი კომპრომატი აქვსო, ერთი კაცი მითხრან, ვისთანაც დამცდენია რამე.

დავით ცუხიშვილი - აი, მაგას ვამბობ, წინ ვის დახვედრია?

მირზა სუბელიანი - ზოგ-ზოგიერთებისგან განსხვავებით, აგერ „ომეგა ჯგუფისა“ და უჩას ჩანაწერების მსგავსად, არავის არაფერი არ დახვედრია. ერთადერთი ფაქტორი, ძმაო, რაც მაკავებდა, ეს სოზარის ფაქტორია. დღეს ეგ ფაქტორიც აღარ არსებობს. არ არსებობს იმ თვალსაზრისით, რომ მე მივალ და ამ კაცს ავუხსნი. ის თვითონ გულგატეხილია, ის ჩემზე მეტს ნერვიულობდა და ვეტყვი, რომ სოზარ, შენ ნუ გეწყინება, ძმაო, ჩვენი გზები გაიყრება. მე რასაც გავაკეთებ, მე ვიცი. დაირღვევა პირობა? მე ვიცი, შევხედავ, ძმაო, გვერდში ვჭირდები? გამიშვით, ვაბშე, მიშას დავბრიდავ. სამი ოთხი თვე მოვამზადებ და... ვაბშე იარაღს არ გამოვიყენებ, ისე დავბრიდავ. რაღაცას გავუკეთებ. ორი ვარიანტია, ან უნდა დავბრიდო, ან უნდა შევეკრა და მაგასთან შეკვრა არ მინდა, ნამდვილად არ მხიბლავს მაგისი წინადადებები მე.

მირზა სუბელიანი - მე ვლაპარაკობ სისულელეებს? პარლამენტში რას გეუბნებიან, რატო ზისო?

ვიქტორ ჯაფარიძე - ეცოდები ვიღაცეებს.. შვილებს ვფიცავარ“.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები