სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხალხმრავლობა თბილისის მეტროში  - რატომ დააგვიანა მატარებელმა 17 წუთით
ხალხმრავლობა თბილისის მეტროში  - რატომ დააგვიანა მატარებელმა 17 წუთით

პი­კის სა­ა­თებ­ში თბი­ლის­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა დღი­თი­დღე შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა - ქუ­ჩა­ში სა­ცო­ბე­ბია, ავ­ტო­ბუ­სებ­სა და სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სებ­ში ჭყლე­ტა, მეტ­რო­შიც ხალ­ხმრავ­ლო­ბაა. თბი­ლი­სის მერი თბი­ლი­სე­ლებს და­პირ­და, რომ 15 სექ­ტემ­ბრი­დან მეტ­რო­ში, პი­კის სა­ა­თე­ბი­სას მოც­დის დრო 4-5 წუ­თი­დან 3 წუ­თამ­დე შემ­ცირ­დე­ბა და ეს ასეც არის, თუმ­ცა კა­ლა­ძის და­პი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მეტ­როს მა­ტა­რე­ბე­ლი პი­კის სა­ა­თის დრო­საც იგ­ვი­ა­ნებს.

თბი­ლი­სის მეტ­როს სად­გურ­ში ამას ერთჯე­რა­დი ტექ­ნი­კუ­რი მი­ზე­ზით ხსნი­ან და ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტი მგზავ­რებს შე­უ­ფერ­ხებ­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბა.

დღეს დი­ლით, მა­შინ როცა ყვე­ლას სამ­სა­ხურ­სა თუ სას­წავ­ლე­ბელ­ში მი­ეჩ­ქა­რე­ბო­და, მა­ტა­რე­ბე­ლი 3 წუ­თის ნაც­ვლად ბა­ქან­ზე 17 წუ­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ვი­და. "ვაგ­ზლის მო­ე­დან­ზე" არ­სე­ბუ­ლი ხალ­ხმრავ­ლო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და და აქვე გა­ირ­კვა კო­მენ­ტა­რებ­ში, რომ მა­ტა­რე­ბელ­მა 17 წუთი და­აგ­ვი­ა­ნა.

"10 წუთ­ზე მეტი ვე­ლო­დე მე­ო­რე ხა­ზის მა­ტა­რე­ბელს, არა­და სამ­სა­ხურ­ში მაგ­ვი­ან­დე­ბო­და. 5 წუ­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბა გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ ამ­დე­ნი ხანი?! თან დი­ლით და პი­კის სა­ა­თებ­ში "მარ­შუტ­კა­ში" ვერ ახ­ვალ, ტაქ­სე­ბის ლი­ცენ­ზი­რე­ბის შემ­დეგ, ქა­ლაქ­ში ტაქ­სის პოვ­ნაც გა­ჭირ­და, ამას ემა­ტე­ბა ბენ­ზი­ნის გაძ­ვი­რე­ბა - ამ ყვე­ლა­ფე­რის ფონ­ზე კი მეტ­რო ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა იყო, თუმ­ცა მე მგო­ნი ამა­საც ანად­გუ­რე­ბენ" - გვი­თხრა ერთ-ერ­თმა მგზავ­რმა.

"თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის" მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რის თა­მაზ რო­ბა­ქი­ძის თქმით, მეტ­როს დაგ­ვი­ა­ნე­ბა მხო­ლოდ ერთჯე­რა­დად მოხ­და მგზავ­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

„დე­ლი­სის მეტ­რო­ში მძღოლ­მა და­ცა­ლა ვა­გო­ნი და მისი ტექ­ნი­კუ­რი შე­მოწ­მე­ბა გა­დაწ­ვი­ტა. ამი­ტომ მოხ­და 8 წუ­თი­ა­ნი დაგ­ვი­ა­ნე­ბა. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მუ­შაო პრო­ცე­სია. ჩვენ გვყავს სა­რე­ზერ­ვო მა­ტა­რებ­ლე­ბი და ეგ­რე­ვე ჩა­ვა­ნაც­ვლეთ, ახლა უკვე ჩვე­უ­ლებ­რი­ვად 3-წუ­თი­ა­ნი ინ­ტერ­ვა­ლით მოძ­რა­ო­ბენ.

მძღოლს უფ­ლე­ბა აქვს აღ­ნიშ­ნოს, რომ მოხ­დეს მა­ტა­რებ­ლის შე­მოწ­მე­ბა ნე­ბის­მი­ერ დროს, როცა თა­ვად გა­და­წყვეტს მგზავ­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე“, - უთხრა AMBEBI.GE-ს თა­მაზ რო­ბა­ქი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, რო­გორც მეტ­რო­ში ისე ავ­ტო­ბუ­სე­ბის ხაზ­ზე, თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ას აქვს რე­სურ­სი, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჩა­ა­ნაც­ვლოს ავ­ტო­ბუ­სი თუ შე­მად­გენ­ლო­ბა.

ფოტო: ელზა ელ­ბა­ქი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ხალხმრავლობა თბილისის მეტროში  - რატომ დააგვიანა მატარებელმა 17 წუთით

ხალხმრავლობა თბილისის მეტროში  - რატომ დააგვიანა მატარებელმა 17 წუთით

პიკის საათებში თბილისში გადაადგილება დღითიდღე შეუძლებელი ხდება - ქუჩაში საცობებია, ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებში ჭყლეტა, მეტროშიც ხალხმრავლობაა. თბილისის მერი თბილისელებს დაპირდა, რომ 15 სექტემბრიდან მეტროში, პიკის საათებისას მოცდის დრო 4-5 წუთიდან 3 წუთამდე შემცირდება და ეს ასეც არის, თუმცა კალაძის დაპირების მიუხედავად, არის შემთხვევები, როდესაც მეტროს მატარებელი პიკის საათის დროსაც იგვიანებს.

თბილისის მეტროს სადგურში ამას ერთჯერადი ტექნიკური მიზეზით ხსნიან და ირწმუნებიან, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს შეუფერხებლად ემსახურება.

დღეს დილით, მაშინ როცა ყველას სამსახურსა თუ სასწავლებელში მიეჩქარებოდა, მატარებელი 3 წუთის ნაცვლად ბაქანზე 17 წუთის დაგვიანებით მივიდა. "ვაგზლის მოედანზე" არსებული ხალხმრავლობის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა და აქვე გაირკვა კომენტარებში, რომ მატარებელმა 17 წუთი დააგვიანა.

"10 წუთზე მეტი ველოდე მეორე ხაზის მატარებელს, არადა სამსახურში მაგვიანდებოდა. 5 წუთის დაგვიანება გასაგებია, მაგრამ ამდენი ხანი?! თან დილით და პიკის საათებში "მარშუტკაში" ვერ ახვალ, ტაქსების ლიცენზირების შემდეგ, ქალაქში ტაქსის პოვნაც გაჭირდა, ამას ემატება ბენზინის გაძვირება - ამ ყველაფერის ფონზე კი მეტრო ყველაზე კომფორტული საშუალება იყო, თუმცა მე მგონი ამასაც ანადგურებენ" - გვითხრა ერთ-ერთმა მგზავრმა.

"თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" მარკეტინგის მენეჯერის თამაზ რობაქიძის თქმით, მეტროს დაგვიანება მხოლოდ ერთჯერადად მოხდა მგზავრების უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

„დელისის მეტროში მძღოლმა დაცალა ვაგონი და მისი ტექნიკური შემოწმება გადაწვიტა. ამიტომ მოხდა 8 წუთიანი დაგვიანება. ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. ჩვენ გვყავს სარეზერვო მატარებლები და ეგრევე ჩავანაცვლეთ, ახლა უკვე ჩვეულებრივად 3-წუთიანი ინტერვალით მოძრაობენ.

მძღოლს უფლება აქვს აღნიშნოს, რომ მოხდეს მატარებლის შემოწმება ნებისმიერ დროს, როცა თავად გადაწყვეტს მგზავრების უსაფრთხოებიდან გამომდინარე“, - უთხრა AMBEBI.GE-ს თამაზ რობაქიძემ.

მისივე თქმით, როგორც მეტროში ისე ავტობუსების ხაზზე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას აქვს რესურსი, საჭიროების შემთხვევაში ჩაანაცვლოს ავტობუსი თუ შემადგენლობა.

ფოტო: ელზა ელბაქიძე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ