პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბადრი ვინ ჩემი ყ... პრეზიდენტის ბრძანებას გადაახტება ვინმე?" - რაზე ესაუბრება "მასტერა" პატარკაციშვილის დაცვის წევრს აუდიოჩანაწერში
"ბადრი ვინ ჩემი ყ... პრეზიდენტის ბრძანებას გადაახტება ვინმე?" - რაზე ესაუბრება "მასტერა" პატარკაციშვილის დაცვის წევრს აუდიოჩანაწერში

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გახ­სნი­ლია ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის ფაქ­ტი - ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­დეს.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში წა­რად­გი­ნეს ორი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი - ერთ-ერ­თზე "მას­ტე­რას" იგი­ვე გია დგე­ბუ­ა­ძის და პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლის სა­უ­ბა­რია ჩა­წე­რი­ლი, მე­ო­რე­ზე კი - კუდ-ის ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის ლე­ვან ქარ­და­ვას, რე­ვაზ ში­უ­კაშ­ვი­ლი­სა და გი­ორ­გი მე­რე­ბაშ­ვი­ლის სა­უ­ბა­რი გია დგე­ბუ­ა­ძეს­თან.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის დროს, აღ­მო­ჩე­ნილ იქნა სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კუთ­ვნი­ლი ხმის ჩამ­წე­რი მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მელ­ზე­დაც ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზით დად­გინ­და, რომ 2007 წლის 4 და 5 თე­ბერ­ვლის ორი ჩა­ნა­წე­რი, კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის ლიკ­ვი­და­ცი­ის მომ­ზა­დე­ბის სა­კითხს შე­ე­ხე­ბო­და".

პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია: "2007 წლის 4 თე­ბერ­ვლის ჩა­ნა­წერ­ში კუ­დის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი გ.დ. ესა­უბ­რე­ბა ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის დაც­ვის წევ­რს და მის გად­მო­ბი­რე­ბას ცდი­ლობს. სა­უბ­რი­სას გ.დ. ადას­ტუ­რებს, რომ მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის სა­კი­თხი სან­ქცი­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს იმ­დრო­ინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ, რად­გან ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი მათი პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­უ­ძი­ნე­ბე­ლი მტე­რია. ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, ასე­ვე დგინ­დე­ბა, რომ ლიკ­ვი­და­ცია კუდ-მა უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს".

ჩა­ნა­წერ­ში, "მას­ტე­რა" პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის დაც­ვის თა­ნამ­შრო­მელს პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ოქ­რო­ყა­ნის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში შეს­ვლის გეგ­მა­ზე ესა­უბ­რე­ბა:

"მე მა­ინ­ტე­რე­სებს მა­გი­სი პოვ­რე­ბი, დაც­ვის გან­ლა­გე­ბა, სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბი სად აყე­ნია - კა­რო­ჩე ყვე­ლა­ფე­რი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შიგ­ნით შეს­ვლა, ოქ­რო­ყა­ნა­ში... ეს საქ­მე ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლია და მე ერთ რა­მეს გირ­ჩევ, შან­სი არ გა­უშ­ვა - ჩათ­ვა­ლე ეს საქ­მე გა­კეთ­დე­ბა და შენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ცხოვ­რე­ბას იწყობ! ერთხელ და სა­ბო­ლო­ოდ იქ­ნე­ბი კაცი... თან შენ­გან ბევ­რი არა­ფე­რია სა­ჭი­რო, ელე­მენ­ტა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რა ხდე­ბა შიგ­ნით.

ვინ ჩემი ყ... ბად­რი? სა­ხელ­მწი­ფო ვინ არის? ჩვენ ვართ - შსს, პრო­კუ­რა­ტუ­რა, პრე­ზი­დენ­ტი და ჩვენ ვწყვი­ტავთ. ეს სე­რი­ო­ზუ­ლი საქ­მეა და სე­რი­ო­ზულ დო­ნე­ზეა მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა..." - ამ­ბობს ჩა­ნა­წერ­ში დგე­ბუ­ა­ძე.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ბადრი ვინ ჩემი ყ... პრეზიდენტის ბრძანებას გადაახტება ვინმე?" - რაზე ესაუბრება "მასტერა" პატარკაციშვილის დაცვის წევრს აუდიოჩანაწერში

"ბადრი ვინ ჩემი ყ... პრეზიდენტის ბრძანებას გადაახტება ვინმე?" - რაზე ესაუბრება "მასტერა" პატარკაციშვილის დაცვის წევრს აუდიოჩანაწერში

საქართველოს პროკურატურის მიერ გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

საგამოძიებო უწყებაში წარადგინეს ორი აუდიოჩანაწერი - ერთ-ერთზე "მასტერას" იგივე გია დგებუაძის და პატარკაციშვილის დაცვის თანამშრომლის საუბარია ჩაწერილი, მეორეზე კი - კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნების ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილისა და გიორგი მერებაშვილის საუბარი გია დგებუაძესთან.

პროკურატურის ინფორმაციით, "ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს, აღმოჩენილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ხმის ჩამწერი მოწყობილობა, რომელზედაც ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ 2007 წლის 4 და 5 თებერვლის ორი ჩანაწერი, კონკრეტული პირის ლიკვიდაციის მომზადების საკითხს შეეხებოდა".

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია: "2007 წლის 4 თებერვლის ჩანაწერში კუდის მაღალჩინოსანი გ.დ. ესაუბრება ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრს და მის გადმობირებას ცდილობს. საუბრისას გ.დ. ადასტურებს, რომ მკვლელობის მომზადების საკითხი სანქცირებულია საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ, რადგან ბადრი პატარკაციშვილი მათი პოლიტიკური ოპონენტი და ხელისუფლების დაუძინებელი მტერია. ჩანაწერის მიხედვით, ასევე დგინდება, რომ ლიკვიდაცია კუდ-მა უნდა განახორციელოს".

ჩანაწერში, "მასტერა" პატარკაციშვილის დაცვის თანამშრომელს პატარკაციშვილის ოქროყანის რეზიდენციაში შესვლის გეგმაზე ესაუბრება:

"მე მაინტერესებს მაგისი პოვრები, დაცვის განლაგება, სათვალთვალო კამერები სად აყენია - კაროჩე ყველაფერი, როგორ შეიძლება შიგნით შესვლა, ოქროყანაში... ეს საქმე ჩასატარებელია და მე ერთ რამეს გირჩევ, შანსი არ გაუშვა - ჩათვალე ეს საქმე გაკეთდება და შენ მონაწილეობით ცხოვრებას იწყობ! ერთხელ და საბოლოოდ იქნები კაცი... თან შენგან ბევრი არაფერია საჭირო, ელემენტარული ინფორმაცია, რა ხდება შიგნით.

ვინ ჩემი ყ... ბადრი? სახელმწიფო ვინ არის? ჩვენ ვართ - შსს, პროკურატურა, პრეზიდენტი და ჩვენ ვწყვიტავთ. ეს სერიოზული საქმეა და სერიოზულ დონეზეა მიღებული გადაწყვეტილება..." - ამბობს ჩანაწერში დგებუაძე.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს