Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა აუდიოჩანაწერებს აქვეყნებს პროკურატურა პატარკაციშვილის საქმეზე
00:00 / 00:00

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გახ­სნი­ლია ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის ფაქ­ტი. ამის შე­სა­ხებ მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გახ­და ცნო­ბი­ლი.

ამას­თან, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას წა­რუდ­გი­ნეს ორი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი - ერთ-ერ­თზე მას­ტე­რას იგი­ვე გია დგე­ბუ­ა­ძის და პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლის სა­უ­ბა­რია ჩა­წე­რი­ლი, მე­ო­რე­ზე კი - კუდ-ის ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის ლე­ვან ქარ­და­ვას, რე­ვაზ ში­უ­კაშ­ვი­ლი­სა და გი­ორ­გი მე­რე­ბაშ­ვი­ლის სა­უ­ბა­რი გია დგე­ბუ­ა­ძეს­თან.

პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გახ­სნი­ლია ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის ფაქ­ტი. სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­ცე­მუ­ლი გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის ფაქ­ტზე, და­კა­ვე­ბუ­ლია კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს მე­ო­რე სამ­მარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი გ.მ., მე­ო­რე მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის ყო­ფილ მო­ად­გი­ლეს ლ.ქ.-ს და ამა­ვე სამ­მარ­თვე­ლოს მე­ო­რე სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს რ.შ.-ს კი წა­რედ­გი­ნათ ბრალ­დე­ბე­ბი. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია: სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გად ცნო­ბილ ე.წ. „ფა­რუ­ლი კად­რე­ბის ჩამ­წე­რი პი­რე­ბის საქ­მე­ზე“, ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის დროს, აღ­მო­ჩე­ნილ იქნა სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კუთ­ვნი­ლი ხმის ჩამ­წე­რი მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მელ­ზე­დაც ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზით დად­გინ­და, რომ 2007 წლის 4 და 5 თე­ბერ­ვლის ორი ჩა­ნა­წე­რი, კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის ლიკ­ვი­და­ცი­ის მომ­ზა­დე­ბის სა­კითხს შე­ე­ხე­ბო­და.

მო­ის­მი­ნეთ აუ­დიო: "აი "რუ­ჩკა­ზე" წა­უს­მევ­დი, ხელს მო­კი­დებ­დი და 2-3 დღე­ში იბ­რი­დე­ბო­და, თუ გინ­და ორ სა­ათ­ში"

კერ­ძოდ, 2007 წლის 4 თე­ბერ­ვლის ჩა­ნა­წერ­ში კუ­დის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი გ.დ. ესა­უბ­რე­ბა ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის დაც­ვის წევ­რს და მის გად­მო­ბი­რე­ბას ცდი­ლობს. სა­უბ­რი­სას გ.დ. ადას­ტუ­რებს, რომ მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის სა­კი­თხი სან­ქცი­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს იმ­დრო­ინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ, რად­გან ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი მათი პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­უ­ძი­ნე­ბე­ლი მტე­რია. ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, ასე­ვე დგინ­დე­ბა, რომ ლიკ­ვი­და­ცია კუდ­მა უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე ჩა­ნა­წერს, რო­მე­ლიც 2007 წლის 5 თე­ბერ­ვლით თა­რიღ­დე­ბა, მას­ში ასა­ხუ­ლია ე.წ. „მო­დუ­ლის“ შე­ნო­ბა­ში გა­მარ­თუ­ლი თათ­ბი­რი, რა დრო­საც კუ­დის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი გ.დ., მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი ასე­ვე კუ­დის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და ამ­ჟა­მად ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ლ.ქ.; რ.შ. და გ.მ., პო­ლი­ტი­კუ­რი სივ­რცი­დან ჩა­მო­შო­რე­ბის მიზ­ნით, ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას ამ­ზა­დე­ბენ.

სა­უბ­რის მი­ხედ­ვით, ისი­ნი გა­ნი­ხი­ლა­ვენ პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ლიკ­ვი­და­ცი­ის­თვის შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბე­ბის შექ­მნას, მათ შო­რის დაც­ვის თა­ნამ­შრო­მელ­თა სიის მო­პო­ვე­ბის და პერ­სო­ნა­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. ასე­ვე მსჯე­ლო­ბენ მკვლე­ლო­ბის სხვა­დას­ხვა გზებ­ზე, კერ­ძოდ, მისი ისე­თი ნივ­თი­ე­რე­ბით მო­წამ­ვლა­ზე, რაც ბუ­ნებ­რი­ვი სიკ­ვდი­ლის ეფექტს გა­მო­იწ­ვევს.

ამა­ვე სა­უბ­რის თა­ნახ­მად დგინ­დე­ბა, რომ ყვე­ლა სა­კი­თხი, მათ შო­რის ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ლიკ­ვი­და­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი მე­თო­დე­ბი თან­ხმდე­ბა კუ­დის იმ­დრო­ინ­დელ ხელ­მძღვა­ნელ დათა ახა­ლა­ი­ას­თან. საქ­მე­ზე და­კი­თხუ­ლი არა­ერ­თი მოწ­მის ჩვე­ნე­ბით და მო­პო­ვე­ბუ­ლი წე­რი­ლო­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ მკვლე­ლო­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად მუდ­მი­ვად კონ­ტროლ­დე­ბო­და ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტი, მათ შო­რის აე­რო­პორ­ტის ის გა­სას­ვლე­ლე­ბი, რომ­ლი­თაც იგი სარ­გებ­ლობ­და.

ამას­თან, გარ­და იმი­სა, რომ რ.შ. სის­ტე­მა­ტუ­რად აგ­რო­ვებ­და დაც­ვის წევ­რე­ბის შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მებს, ასე­ვე, კუ­დის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, მათ მი­ერ­ვე და­კა­ვე­ბულ პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის დაც­ვის რამ­დე­ნი­მე წევ­რს, მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის­თვის სა­ჭი­რო პი­რო­ბე­ბის შექ­მნის სა­ნაც­ვლოდ, მათ მი­მართ და­წყე­ბუ­ლი დევ­ნის ნა­წილ­ში სხვა­დას­ხვა სა­ხის შე­ღა­ვა­თებს სთა­ვა­ზობ­დნენ. პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ მხი­ლე­ბუ­ლი, ჩა­ნა­წე­რის მო­ნა­წი­ლე კუ­დის სამი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის მი­მართ სის­ხლი­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 18, 109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტი­თა და ამა­ვე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის „ვ“ ქვე­პუნ­ქტით და ამა­ვე კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ თექ­ვსმე­ტი­დან ოც წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

რაც შე­ე­ხე­ბა კუ­დის კი­დევ ერთ ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს გ.დ.-ს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი ექ­სტრა­დი­რე­ბა ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფო­ში და­კა­ვე­ბის შემ­დეგ გან­ხორ­ცი­ელ­და.

შე­სა­ბა­მი­სად, მის მი­მართ დევ­ნის და­წყე­ბი­სა და ექ­სტრა­დი­რე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ქვეყ­ნის თან­ხმო­ბის მი­სა­ღე­ბად, პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ პრაქ­ტი­კას გა­მო­ი­ყე­ნებს. ამ ეტაპ­ზე საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე სხვა პირ­თა დად­გე­ნა-მხი­ლე­ბის მიზ­ნით.

იხი­ლეთ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი: "გა­და­წყვე­ტი­ლია სა­ა­კაშ­ვი­ლის დო­ნე­ზე, მა­ინ­ტე­რე­სებს პოვ­რე­ბი, დაც­ვის გან­ლა­გე­ბა, კა­მე­რე­ბი..." - რო­გორ ცდი­ლობს "მას­ტე­რა" პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის დაც­ვის გა­და­ბი­რე­ბას?

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

რა აუდიოჩანაწერებს აქვეყნებს პროკურატურა პატარკაციშვილის საქმეზე

რა აუდიოჩანაწერებს აქვეყნებს პროკურატურა პატარკაციშვილის საქმეზე

საქართველოს პროკურატურის მიერ გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი. ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

ამასთან, საგამოძიებო უწყებაში საზოგადოებას წარუდგინეს ორი აუდიოჩანაწერი - ერთ-ერთზე მასტერას იგივე გია დგებუაძის და პატარკაციშვილის დაცვის თანამშრომლის საუბარია ჩაწერილი, მეორეზე კი - კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნების ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილისა და გიორგი მერებაშვილის საუბარი გია დგებუაძესთან.

პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს პროკურატურის მიერ გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი. სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გ.მ., მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ლ.ქ.-ს და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროსს რ.შ.-ს კი წარედგინათ ბრალდებები. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია: საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ ე.წ. „ფარული კადრების ჩამწერი პირების საქმეზე“, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს, აღმოჩენილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ხმის ჩამწერი მოწყობილობა, რომელზედაც ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ 2007 წლის 4 და 5 თებერვლის ორი ჩანაწერი, კონკრეტული პირის ლიკვიდაციის მომზადების საკითხს შეეხებოდა.

მოისმინეთ აუდიო: "აი "რუჩკაზე" წაუსმევდი, ხელს მოკიდებდი და 2-3 დღეში იბრიდებოდა, თუ გინდა ორ საათში"

კერძოდ, 2007 წლის 4 თებერვლის ჩანაწერში კუდის მაღალჩინოსანი გ.დ. ესაუბრება ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრს და მის გადმობირებას ცდილობს. საუბრისას გ.დ. ადასტურებს, რომ მკვლელობის მომზადების საკითხი სანქცირებულია საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ, რადგან ბადრი პატარკაციშვილი მათი პოლიტიკური ოპონენტი და ხელისუფლების დაუძინებელი მტერია. ჩანაწერის მიხედვით, ასევე დგინდება, რომ ლიკვიდაცია კუდმა უნდა განახორციელოს. რაც შეეხება მეორე ჩანაწერს, რომელიც 2007 წლის 5 თებერვლით თარიღდება, მასში ასახულია ე.წ. „მოდულის“ შენობაში გამართული თათბირი, რა დროსაც კუდის მაღალჩინოსანი გ.დ., მის დაქვემდებარებაში მყოფი ასევე კუდის თანამშრომლები და ამჟამად ბრალდებულები ლ.ქ.; რ.შ. და გ.მ., პოლიტიკური სივრციდან ჩამოშორების მიზნით, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას ამზადებენ.

საუბრის მიხედვით, ისინი განიხილავენ პატარკაციშვილის ლიკვიდაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნას, მათ შორის დაცვის თანამშრომელთა სიის მოპოვების და პერსონალის შესახებ ინფორმაციის შეგროვების შესაძლებლობებს. ასევე მსჯელობენ მკვლელობის სხვადასხვა გზებზე, კერძოდ, მისი ისეთი ნივთიერებით მოწამვლაზე, რაც ბუნებრივი სიკვდილის ეფექტს გამოიწვევს.

ამავე საუბრის თანახმად დგინდება, რომ ყველა საკითხი, მათ შორის ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის შესაბამისი მეთოდები თანხმდება კუდის იმდროინდელ ხელმძღვანელ დათა ახალაიასთან. საქმეზე დაკითხული არაერთი მოწმის ჩვენებით და მოპოვებული წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მკვლელობის მოსამზადებლად მუდმივად კონტროლდებოდა ბადრი პატარკაციშვილის გადაადგილების მარშრუტი, მათ შორის აეროპორტის ის გასასვლელები, რომლითაც იგი სარგებლობდა.

ამასთან, გარდა იმისა, რომ რ.შ. სისტემატურად აგროვებდა დაცვის წევრების შესახებ მონაცემებს, ასევე, კუდის თანამშრომლები, მათ მიერვე დაკავებულ პატარკაციშვილის დაცვის რამდენიმე წევრს, მკვლელობის მომზადებისთვის საჭირო პირობების შექმნის სანაცვლოდ, მათ მიმართ დაწყებული დევნის ნაწილში სხვადასხვა სახის შეღავათებს სთავაზობდნენ. პროკურატურის მიერ მხილებული, ჩანაწერის მონაწილე კუდის სამი მაღალჩინოსნის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ თექვსმეტიდან ოც წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება კუდის კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს გ.დ.-ს, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოში მისი ექსტრადირება ნიდერლანდების სამეფოში დაკავების შემდეგ განხორციელდა.

შესაბამისად, მის მიმართ დევნის დაწყებისა და ექსტრადირების განმახორციელებელი ქვეყნის თანხმობის მისაღებად, პროკურატურა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ პრაქტიკას გამოიყენებს. ამ ეტაპზე საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით.

იხილეთ აუდიოჩანაწერი: "გადაწყვეტილია სააკაშვილის დონეზე, მაინტერესებს პოვრები, დაცვის განლაგება, კამერები..." - როგორ ცდილობს "მასტერა" პატარკაციშვილის დაცვის გადაბირებას?

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს