პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე ყოფილი ხელისუფლების 3 მაღალჩინოსანი პასუხისგებაში მისცეს" - "რუსთავი 2"
"პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე ყოფილი ხელისუფლების 3 მაღალჩინოსანი პასუხისგებაში მისცეს" - "რუსთავი 2"

ბიზ­ნეს­მენ ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის ფაქ­ტზე პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სამი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას „რუს­თა­ვი 2“ ავ­რცე­ლებს. კუ­რი­ე­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრა­ლი კუდ-ის ყო­ფილ ხელ­მძღვა­ნე­ლებს წა­უ­ყე­ნეს.

„სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ეჭვქვეშ აყე­ნებს სკოტ­ლანდ იარ­დის გა­მო­ძი­ე­ბას, რო­მელ­მაც საქ­მე 10 წლის წინ გა­მო­ი­ძია და და­ად­გი­ნა, რომ პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა და მკვლე­ლო­ბა არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა.

ამ საქ­მე­ში მთა­ვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა 2007-2008 წლე­ბით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი აუ­დი­ო­ფა­ი­ლია. სა­უბ­რის ჩა­ნა­წე­რის ექ­სპერ­ტი­ზა პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­თხოვ­ნით სამ­ხა­რა­უ­ლის ბი­უ­რომ 2016 წელს ჩა­ა­ტა­რა. თა­რო­დან ეს საქ­მე დღეს ჩა­მო­ი­ღეს. კუ­რი­ერ­თან ბრალ­დე­ბულ რე­ვაზ ში­უ­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა, ქეთი მი­რი­ა­ნაშ­ვილ­მა, ისა­უბ­რა, რომ­ლის თქმი­თაც, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის­თვის წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბა აბ­სურ­დუ­ლია. იუ­რის­ტი ვა­რა­უ­დობს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რას ხმა­უ­რი­ან საქ­მე­ზე ბრა­ლის წარ­დგე­ნა ბოლო დრო­ის სკან­და­ლე­ბი­დან სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის გა­და­სა­ტა­ნად დას­ჭირ­და“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

„ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ გრძნობს და თვლის, აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრა­ლი და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ე.წ. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე, რო­მე­ლიც 2007-2008 წლებ­ში არის, ვი­თომ­და, ჩა­წე­რი­ლი. აქ არის გარ­კვე­ულ ჩა­ნა­წე­რებ­ზე სა­უ­ბა­რი, რომ­ლის ავ­თენ­ტუ­რო­ბაც დიდი ეჭ­ვის ქვეშ დგას. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლია ექ­სპერ­ტი­ზე­ბიც სამ­ხა­რა­უ­ლის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში 2016 წელს და რა­ტომ­ღაც აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მე ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში თა­რო­ზე შე­მო­დე­ბუ­ლი იყო. დღეს­დღე­ო­ბით, რო­დე­საც გა­უ­ჭირ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ან პრო­კუ­რა­ტუ­რას, არის ე.წ. შე­მოგ­დე­ბუ­ლი საქ­მე გარ­კვე­უ­ლი თე­მე­ბის გა­და­სა­ფა­რად. და­ვუშ­ვათ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი არის ავ­თენ­ტუ­რი, ამ შემ­თხვე­ვა­შიც ჩა­ნა­წე­რებ­ში არ იკ­ვე­თე­ბა და­ნა­შა­უ­ლის გარ­კვე­უ­ლი ნიშ­ნე­ბი, ვი­ნა­ი­დან ყვე­ლა იუ­რის­ტმა იცის, რომ მომ­ზა­დე­ბას უნდა მოჰ­ყვე­ბო­დეს გარ­კვე­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი,“ - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა, ქეთი მი­რი­ა­ნაშ­ვილ­მა „რუს­თა­ვი 2“-თან სა­უბ­რი­სას.

„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას და­უ­კავ­შირ­და, სა­დაც დღეს კო­მენ­ტა­რი არ გა­ა­კე­თეს და აღ­ნიშ­ნეს, რომ გან­ცხა­დე­ბას მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ავ­რცე­ლე­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები კიევიდან - რუსებმა ქალაქს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს
ავტორი:

"პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე ყოფილი ხელისუფლების 3 მაღალჩინოსანი პასუხისგებაში მისცეს" - "რუსთავი 2"

"პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე ყოფილი ხელისუფლების 3 მაღალჩინოსანი პასუხისგებაში მისცეს" - "რუსთავი 2"

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე პროკურატურამ ყოფილი ხელისუფლების სამი მაღალჩინოსანი პასუხისგებაში მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. კურიერის ინფორმაციით, ბრალი კუდ-ის ყოფილ ხელმძღვანელებს წაუყენეს.

„საქართველოს პროკურატურა ეჭვქვეშ აყენებს სკოტლანდ იარდის გამოძიებას, რომელმაც საქმე 10 წლის წინ გამოიძია და დაადგინა, რომ პატარკაციშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა და მკვლელობა არ განხორციელებულა.

ამ საქმეში მთავარი მტკიცებულება 2007-2008 წლებით დათარიღებული აუდიოფაილია. საუბრის ჩანაწერის ექსპერტიზა პროკურატურის მოთხოვნით სამხარაულის ბიურომ 2016 წელს ჩაატარა. თაროდან ეს საქმე დღეს ჩამოიღეს. კურიერთან ბრალდებულ რევაზ შიუკაშვილის ადვოკატმა, ქეთი მირიანაშვილმა, ისაუბრა, რომლის თქმითაც, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის წაყენებული ბრალდება აბსურდულია. იურისტი ვარაუდობს, რომ პროკურატურას ხმაურიან საქმეზე ბრალის წარდგენა ბოლო დროის სკანდალებიდან საზოგადოების ყურადღების გადასატანად დასჭირდა“, - აღნიშნულია ტელეკომპანიის ინფორმაციაში.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ გრძნობს და თვლის, აღნიშნული ბრალი დაფუძნებულია ე.წ. მტკიცებულებებზე, რომელიც 2007-2008 წლებში არის, ვითომდა, ჩაწერილი. აქ არის გარკვეულ ჩანაწერებზე საუბარი, რომლის ავთენტურობაც დიდი ეჭვის ქვეშ დგას. აღნიშნულთან დაკავშირებით გაკეთებულია ექსპერტიზებიც სამხარაულის ეროვნულ ბიუროში 2016 წელს და რატომღაც აღნიშნული საქმე ამდენი წლის განმავლობაში პროკურატურაში თაროზე შემოდებული იყო. დღესდღეობით, როდესაც გაუჭირდა ხელისუფლებას, ან პროკურატურას, არის ე.წ. შემოგდებული საქმე გარკვეული თემების გადასაფარად. დავუშვათ, რომ აღნიშნული ჩანაწერები არის ავთენტური, ამ შემთხვევაშიც ჩანაწერებში არ იკვეთება დანაშაულის გარკვეული ნიშნები, ვინაიდან ყველა იურისტმა იცის, რომ მომზადებას უნდა მოჰყვებოდეს გარკვეული ქმედებები,“ - განაცხადა ადვოკატმა, ქეთი მირიანაშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

„ინტერპრესნიუსი“ აღნიშნულ საკითხზე მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა, სადაც დღეს კომენტარი არ გააკეთეს და აღნიშნეს, რომ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს